რუსეთში ქმარმა ცოლს შამპუნსა და სახის დასაბანში საშუალებაში მილების გამწმენდი სითხე ჩაუსხა - ქალმა ქიმიური დამწვრობა მიიღო
ინფორმაციას ტელეგრამის არხი BAZA ავრცელებს.
წყვილი განქორწინების პროცესში იყო, მაგრამ ჯერჯერობით ერთად ცხოვრობდნენ. 18 აგვისტოს ქალი აბაზანაში თავის დასაბანად შევიდა, იქიდან გამოსულმა კი თმაზე უცნაური სუნი იგრძნო. შამპუნის შემოწმების შემდეგ ანამ ნახა, რომ უცნაური ფერის იყო და როდესაც მილების საწმენდ საშუალებას შეადარა, მიხვდა, რომ საქმე ერთსა და იმავე სითხეს ეხებოდა.
ქალი ქმარს "კოსმეტიკურ დივერსიაში" ადანაშაულებს. როგორც მან გამომძიებლებს განუცხადა, განქორწინების პროცესში არიან. ადრე ქმარს არასოდეს უცემია, მაგრამ მათი ურთიერთობა არასოდეს ყოფილა იდეალური. აქამდე ქმრისგან წასვლას ვერ ახერხებდა, რადგან სამი შვილი ჰყავს და წასასვლელი არსად ჰქონდა.