პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოუსმინე, წაიკითხე და შეიძინე წიგნები ერთ სივრცეში
მოუსმინე, წაიკითხე და შეიძინე წიგნები ერთ სივრცეში

სულ ახ­ლა­ხან ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რებ­ლებს სხვა­დას­ხვა სერ­ვისს სთა­ვა­ზობს.

აპ­ლი­კა­ცი­ა­ში ჩა­შე­ნე­ბუ­ლია წიგ­ნის შე­ძე­ნის ველი, ელექტრო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კა და აუ­დიო წიგ­ნე­ბი. ეს გახ­ლავთ უნი­კა­ლუ­რი მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი შე­თა­ვა­ზე­ბა ქარ­თულ ბა­ზარ­ზე, რო­მე­ლიც წიგნს კი­დევ უფრო ფარ­თოდ ხელ­მი­საწ­ვდომს გახ­დის. მისი სა­შუ­ა­ლე­ბით, მკი­თხვე­ლებს საყ­ვა­რე­ლი გა­მო­ცე­მე­ბის ელექტრო­ნუ­ლი თუ აუ­დიო ვერ­სია მუდ­მი­ვად თან ექ­ნე­ბათ და მათ წა­კი­თხვა­სა თუ მოს­მე­ნას ნე­ბის­მი­ერ დროს ნე­ბის­მი­ერ ად­გილ­ზე შეძ­ლე­ბენ.

აპ­ლი­კა­ცი­ის შექ­მნის ის­ტო­რი­ა­სა და მის ფუნ­ქცი­ო­ნალ­ზე „პა­ლიტ­რა ჰოლ­დინ­გის“ მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნელს, მა­რი­ამ გი­ორ­გა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ.

რა­ტომ გა­და­წყდა აპ­ლი­კა­ცი­ის გა­კე­თე­ბა? რა იყო თქვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, რო­დე­საც მას­ზე მუ­შა­ო­ბა და­ი­წყეთ?

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ ყო­ველ­თვის ცდი­ლობს სი­ახ­ლე­ე­ბი შეს­თა­ვა­ზოს მომ­ხმა­რებ­ლებ­სა და ერ­თგულ მკი­თხვე­ლებს. შე­სა­ბა­მი­სად, ფეხს ვუ­წყობთ ცხოვ­რე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე სტილ­სა და ტენ­დენ­ცი­ებს. დღეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლად მუ­შა­ობს. ადა­მი­ა­ნებს ბევ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო აღარ აქვთ და ამი­ტომ მათი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი პრო­ცე­სე­ბის სი­მარ­ტი­ვეა.

ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­დავ­წყვი­ტეთ ჩვე­ნი ორი დიდი პრო­ექ­ტი გა­მომ­ცემ­ლო­ბის სა­ი­ტი და გუდა ბუქ­სის აპ­ლი­კა­ცია გაგ­ვე­ერ­თი­ა­ნე­ბი­ნა. სა­ბო­ლო­ოდ მი­ვი­ღეთ აპ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს აუ­დიო, ელექტრო­ნულ და ფი­ზი­კურ წიგ­ნებს. ეს არის მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი აპ­ლი­კა­ცია, სა­დაც ყვე­ლა ტი­პის წიგნს ნა­ხავს და შე­ი­ძენს მსურ­ვე­ლი.

უფრო დე­ტა­ლუ­რად რომ მოგ­ვიყ­ვეთ აპ­ლი­კა­ცი­ის კონ­კრე­ტულ ფუნ­ქცი­ო­ნალ­სა და შე­თა­ვა­ზე­ბებ­ზე. რა­ტომ უნდა გავ­ხდეთ მისი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი?

ერთ სივ­რცე­ში აუ­დიო, ელექტრო და ფი­ზი­კუ­რი წიგ­ნე­ბი დახ­ვდე­ბა მომ­ხმა­რე­ბელს. ამ ეტაპ­ზე აპ­ლი­კა­ცი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია 400-მდე აუ­დიო და 1000-მდე ელექტრო­ნუ­ლი წიგ­ნი. მომ­ხმა­რებ­ლე­ბი აპ­ლი­კა­ცი­ა­ში არა მხო­ლოდ შე­ძე­ნას, არა­მედ წა­კი­თხვა­სა და მოს­მე­ნას შეძ­ლე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, ეს არის სა­ოც­ნე­ბო მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სივ­რცე კი­თხვის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის.

ამ ეტაპ­ზე, აპ­ლი­კა­ცი­ა­ში კონ­კრე­ტუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი მოქ­მე­დე­ბებს. პირ­ველ 100 მომ­ხმა­რე­ბელს ბა­ლანსზე და­ე­რი­ცხე­ბა 10 ლარი, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაც ნე­ბის­მი­ე­რი წიგ­ნის შე­სა­ძე­ნად შე­უძ­ლი­ათ. ასე­ვე, უფა­სო აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბი დახ­ვდე­ბა ყვე­ლა იმ მომ­ხმა­რე­ბელს, რო­მე­ლიც ახლა ჩა­მოტვირ­თავს აპ­ლი­კა­ცი­ას. ექ­სკლუ­ზი­უ­რი ფას­დაკ­ლე­ბა მოქ­მე­დებს ყვე­ლა დრო­ის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ ლი­ტე­რა­ტუ­რულ პრო­ექ­ტებ­ზე "50 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“ და "კი­დევ 15 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“. სე­რი­ის თი­თო­ე­უ­ლი წიგ­ნი 10 ლარი ღირს.

რას გვე­ტყვით აპ­ლი­კა­ცი­ის ინ­ტერ­ფე­ის­ზე? რამ­დე­ნად მორ­გე­ბუ­ლია ის მომ­ხმა­რე­ბელ­ზე და მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში რამ­დე­ნად დიდი ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მო ამ სა­კითხს?

ჩვე­ნი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მი­ზა­ნი სწო­რედ ის გახ­ლდათ, რომ აპ­ლი­კა­ცია მომ­ხმა­რე­ბელ­ზე ყო­ფი­ლი­ყო მორ­გე­ბუ­ლი. მივ­ყვე­ბით იმ ტენ­დენ­ცი­ებს e-commerce მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბობს. ამ ეტაპ­ზე აპ­ლი­კა­ცია სა­ტეს­ტო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს. პირ­ველ 100 მომ­ხმა­რებ­ლის­გან ვე­ლო­დე­ბით უკუ­კავ­შირს. მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით შე­ვი­ტანთ ცვლი­ლე­ბებს აპ­ლი­კა­ცი­ა­ში მას კი­დევ უფრო დავ­ხვე­წავთ.

რო­გო­რია აპ­ლი­კა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

ამ­ჟა­მად აპ­ლი­კა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი დას­რუ­ლე­ბუ­ლია და ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია მისი ჩა­მოტვირ­თვა. მუ­შა­ო­ბის მე­ო­რე ეტა­პი დას­რულ­დე­ბა ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს. იგეგ­მე­ბა ახა­ლი ფუნ­ქცი­ო­ნა­ლე­ბის და­მა­ტე­ბა, რაც მას მომ­ხმა­რე­ბელ­ზე კი­დევ უფრო მორ­გე­ბულს გახ­დის.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ აპ­ლი­კა­ცია უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია რო­გორც ან­დრო­იდ, ისე iOS სის­ტე­მა­ზე.

R

მოუსმინე, წაიკითხე და შეიძინე წიგნები ერთ სივრცეში

მოუსმინე, წაიკითხე და შეიძინე წიგნები ერთ სივრცეში

სულ ახლახან ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს.

აპლიკაციაში ჩაშენებულია წიგნის შეძენის ველი, ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკა და აუდიო წიგნები. ეს გახლავთ უნიკალური მულტიფუნქციური შეთავაზება ქართულ ბაზარზე, რომელიც წიგნს კიდევ უფრო ფართოდ ხელმისაწვდომს გახდის. მისი საშუალებით, მკითხველებს საყვარელი გამოცემების ელექტრონული თუ აუდიო ვერსია მუდმივად თან ექნებათ და მათ წაკითხვასა თუ მოსმენას ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილზე შეძლებენ.

აპლიკაციის შექმნის ისტორიასა და მის ფუნქციონალზე „პალიტრა ჰოლდინგის“ მარკეტინგის ხელმძღვანელს, მარიამ გიორგაძეს ვესაუბრეთ.

რატომ გადაწყდა აპლიკაციის გაკეთება? რა იყო თქვენი მთავარი მიზანი, როდესაც მასზე მუშაობა დაიწყეთ?

გამომცემლობა „პალიტრა L“ ყოველთვის ცდილობს სიახლეები შესთავაზოს მომხმარებლებსა და ერთგულ მკითხველებს. შესაბამისად, ფეხს ვუწყობთ ცხოვრების თანამედროვე სტილსა და ტენდენციებს. დღეს ყველაფერი გამარტივებულად მუშაობს. ადამიანებს ბევრი თავისუფალი დრო აღარ აქვთ და ამიტომ მათი მთავარი მიზანი პროცესების სიმარტივეა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ ჩვენი ორი დიდი პროექტი გამომცემლობის საიტი და გუდა ბუქსის აპლიკაცია გაგვეერთიანებინა. საბოლოოდ მივიღეთ აპლიკაცია, რომელიც აერთიანებს აუდიო, ელექტრონულ და ფიზიკურ წიგნებს. ეს არის მულტიფუნქციური აპლიკაცია, სადაც ყველა ტიპის წიგნს ნახავს და შეიძენს მსურველი.

უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ აპლიკაციის კონკრეტულ ფუნქციონალსა და შეთავაზებებზე. რატომ უნდა გავხდეთ მისი მომხმარებლები?

ერთ სივრცეში აუდიო, ელექტრო და ფიზიკური წიგნები დახვდება მომხმარებელს. ამ ეტაპზე აპლიკაციაში გაერთიანებულია 400-მდე აუდიო და 1000-მდე ელექტრონული წიგნი. მომხმარებლები აპლიკაციაში არა მხოლოდ შეძენას, არამედ წაკითხვასა და მოსმენას შეძლებენ. შესაბამისად, ეს არის საოცნებო მულტიფუნქციური სივრცე კითხვის მოყვარულებისთვის.

ამ ეტაპზე, აპლიკაციაში კონკრეტული შეთავაზებები მოქმედებებს. პირველ 100 მომხმარებელს ბალანსზე დაერიცხება 10 ლარი, რომლის გამოყენებაც ნებისმიერი წიგნის შესაძენად შეუძლიათ. ასევე, უფასო აუდიოწიგნები დახვდება ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც ახლა ჩამოტვირთავს აპლიკაციას. ექსკლუზიური ფასდაკლება მოქმედებს ყველა დროის ყველაზე მასშტაბურ ლიტერატურულ პროექტებზე ,,50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ და ,,კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“. სერიის თითოეული წიგნი 10 ლარი ღირს.

რას გვეტყვით აპლიკაციის ინტერფეისზე? რამდენად მორგებულია ის მომხმარებელზე და მუშაობის პროცესში რამდენად დიდი ყურადღება დაეთმო ამ საკითხს?

ჩვენი ერთ-ერთი პირველი მიზანი სწორედ ის გახლდათ, რომ აპლიკაცია მომხმარებელზე ყოფილიყო მორგებული. მივყვებით იმ ტენდენციებს e-commerce მიმართულებით, რომელიც მსოფლიოში არსებობს. ამ ეტაპზე აპლიკაცია სატესტო რეჟიმში მუშაობს. პირველ 100 მომხმარებლისგან ველოდებით უკუკავშირს. მიღებული ინფორმაციის მიხედვით შევიტანთ ცვლილებებს აპლიკაციაში მას კიდევ უფრო დავხვეწავთ.

როგორია აპლიკაციის განვითარების სამომავლო გეგმები?

ამჟამად აპლიკაციის მომზადების პირველი ეტაპი დასრულებულია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი ჩამოტვირთვა. მუშაობის მეორე ეტაპი დასრულდება ოქტომბრის ბოლოს. იგეგმება ახალი ფუნქციონალების დამატება, რაც მას მომხმარებელზე კიდევ უფრო მორგებულს გახდის.

შეგახსენებთ, რომ აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდ, ისე iOS სისტემაზე.

R