პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5-დღიანი ძებნის შემდეგ, ტყეში დაკარგული 6 წლის ბიჭი, ცოცხალი იპოვეს - როგორ გადარჩა პატარა ლამი?
5-დღიანი ძებნის შემდეგ, ტყეში დაკარგული 6 წლის ბიჭი, ცოცხალი იპოვეს - როგორ გადარჩა პატარა ლამი?

ექ­ვსი წლის ბი­ჭუ­ნა, რო­მე­ლიც ვი­ეტ­ნა­მის ერთ-ერთ ტყე­ში ხუთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი, ოჯა­ხის წევ­რებ­მა ცო­ცხა­ლი იპო­ვეს.

ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ იენ-ბაის პრო­ვინ­ცი­ა­ში მცხოვ­რე­ბი მო­ზარ­დი - დანგ ტიენ ლამი, 17 აგ­ვის­ტოს ტყე­ში არ­სე­ბულ მდი­ნა­რე­ზე თა­ვის ცხრა ძმას­თან ერ­თად სა­თა­მა­შოდ წა­ვი­და, რა დრო­საც გა­უ­ჩი­ნარ­და.

5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, ის ად­გი­ლობ­რივ­მა ფერ­მე­რებ­მა იპო­ვეს. რო­გორც ისი­ნი ჰყვე­ბი­ან, რო­დე­საც ტყეს­თან ახ­ლოს და­რი­ჩი­ნის მინ­დორს ასუფ­თა­ვებ­დნენ, ბავ­შვის ტი­რი­ლი გა­ი­გეს. ხმამ კი კვალ­ზე გა­იყ­ვა­ნა. ლამი სახ­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 6 კმ-ის მო­შო­რე­ბით, ბუჩ­ქებ­ში იმა­ლე­ბო­და. ის იმ­დე­ნად სუს­ტად გრძნობ­და თავს, რომ ფეხ­ზე დგო­მა არ შე­ეძ­ლო.

“ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი ვარ, ფეხ­ზე დგო­მა არ შე­მიძ­ლია,“ - იხ­სე­ნებს ბავ­შვის ნათ­ქვამს 52 წლის ფერ­მე­რი ლი ვან ნან­გი.

რო­გორც მე­დია წერს, მო­ზარ­დი ფოთ­ლე­ბის, ვე­ლუ­რი ხი­ლის ჭა­მით და ნა­კა­დუ­ლის წყლის სმით გა­დარ­ჩა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლი იყო 150-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი - მათ შო­რის პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, ჯა­რის­კა­ცე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­ხა­ლი­სე­ე­ბი.

წყა­რო

ავტორი:

5-დღიანი ძებნის შემდეგ, ტყეში დაკარგული 6 წლის ბიჭი, ცოცხალი იპოვეს - როგორ გადარჩა პატარა ლამი?

5-დღიანი ძებნის შემდეგ, ტყეში დაკარგული 6 წლის ბიჭი, ცოცხალი იპოვეს - როგორ გადარჩა პატარა ლამი?

ექვსი წლის ბიჭუნა, რომელიც ვიეტნამის ერთ-ერთ ტყეში ხუთი დღის განმავლობაში იყო გაუჩინარებული, ოჯახის წევრებმა ცოცხალი იპოვეს.

ჩრდილო-დასავლეთ იენ-ბაის პროვინციაში მცხოვრები მოზარდი - დანგ ტიენ ლამი, 17 აგვისტოს ტყეში არსებულ მდინარეზე თავის ცხრა ძმასთან ერთად სათამაშოდ წავიდა, რა დროსაც გაუჩინარდა.

5-დღიანი ძებნის შემდეგ, ის ადგილობრივმა ფერმერებმა იპოვეს. როგორც ისინი ჰყვებიან, როდესაც ტყესთან ახლოს დარიჩინის მინდორს ასუფთავებდნენ, ბავშვის ტირილი გაიგეს. ხმამ კი კვალზე გაიყვანა. ლამი სახლიდან დაახლოებით 6 კმ-ის მოშორებით, ბუჩქებში იმალებოდა. ის იმდენად სუსტად გრძნობდა თავს, რომ ფეხზე დგომა არ შეეძლო.

“ძალიან დაღლილი ვარ, ფეხზე დგომა არ შემიძლია,“ - იხსენებს ბავშვის ნათქვამს 52 წლის ფერმერი ლი ვან ნანგი.

როგორც მედია წერს, მოზარდი ფოთლების, ველური ხილის ჭამით და ნაკადულის წყლის სმით გადარჩა.

აღსანიშნავია, რომ სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო 150-ზე მეტი ადამიანი - მათ შორის პოლიციელები, ჯარისკაცები და ადგილობრივი მოხალისეები.

წყარო