დღეიდან, 19 აგვისტოდან ჟორჟ სიმენონის ათტომეულის კიდევ ერთი ნაწილის „ბერჟერაკელი მანიაკის“ შეძენა სპეციალურ ფასად არის შესაძლებელი. დეტექტიური რომანი, რომელიც ქართულ ენაზე თავიდან, სპეციალურად ახალი სერიის ფარგლებში ითარგმნა, „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში ერთი კვირის განმავლობაში 8 ლარად გაიყიდება.
მგზავრი ღამის მატარებლიდან ხტება და ტყეში უჩინარდება. ასე იწყება კომისარ მეგრეს კიდევ ერთი გამოძიება, რომელში ჩართულიც ის სრულიად მოულოდნელად, საკუთარი დამსახურებული შვებულებისკენ მიმავალი აღმოჩნდება. წყნარი ქალაქი ბერჟერაკი კი თავისი მოკირწყლული ქუჩებითა და ცხოვრების ნელი ტემპით დანაშაულისთვის მომხიბვლელ ადგილად იქცევა.
სერიის ახალი ტომები თვეში ერთხელ გამოდის. უკვე გამოცემულია. „პაემანზე ნიუფაუნდლენდელებთან“ და „ყვითელი ძაღლი“. შემდეგ თვეებში კი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გახდება:
სასტუმრო მაჟესტიკის სარდაფები;
ჟორჟ სიმენონმა უზარმაზარი ლიტერატურული მემკვიდრეობა დატოვა. მისი ნამუშევრები დღესაც აქტიურად გამოიცემა. კომისარი მეგრე კი დეტექტიური ჟანრის სიმბოლოდ იქცა.
წიგნის შეძენა შესაძლებელია „ბიბლუსის“ ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით და პრესის გავრცელების ჯიხურებში. ასევე შესაძლებელია წიგნების გამომცემლობა „პალიტრა L-სგან“ გამოწერა როგორც ონლაინ ვებგვერდის საშუალებით, ისე სატელეფონო ზარით ნომერზე 0322470045.