მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წლების შემდეგ უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით შეისწავლეს ტურინში გამოფენილი იესოს სუდარა - რა დაადგინა კვლევამ?
წლების შემდეგ უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით შეისწავლეს ტურინში გამოფენილი იესოს სუდარა - რა დაადგინა კვლევამ?

1980-იან წლებ­ში, ტუ­რი­ნის სუ­და­რის გა­მოკ­ვლე­ვამ გა­ა­ქარ­წყლა იდეა, რომ ის იყო რე­ა­ლუ­რი. მეც­ნი­ე­რებ­მა მა­შინ გა­ნა­ცხა­დეს, რომ სუ­და­რა სი­ნამ­დვი­ლე­ში ქრის­ტეს სიკ­ვდი­ლი­დან ასო­ბით წლის შემ­დეგ იყო დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

იქამ­დე, 1350-იან წლებ­ში სა­ჯა­როდ გა­მო­ფე­ნი­ლი ტუ­რი­ნის სუ­და­რა მი­იჩ­ნე­ო­და ორი­გი­ნალ ქსო­ვი­ლად, რო­მე­ლიც ქრის­ტეს ჯვარ­ცმის შემ­დეგ მო­ა­ხუ­რეს.

წმინ­და სა­მო­სე­ლი, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლია წვე­რი­ა­ნი მა­მა­კა­ცის წინა და უკა­ნა მკრთა­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა, იტა­ლი­ელ­მა მკვლევ­რებ­მა, ახ­ლა­ხანს უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­ის­წავ­ლეს. რენტგე­ნო­ლო­გი­ურ­მა დაკ­ვირ­ვე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ ის ნამ­დვი­ლად ქრის­ტეს ჯვარ­ცმის დრო­ინ­დე­ლია.

მათი თქმით, ვა­დე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ ქსო­ვილ­ზე ანა­ბეჭ­დი ნამ­დვი­ლად იესო ქრის­ტეს ეკუთ­ვნის.

სუ­და­რა 1578 წლი­დან ინა­ხე­ბა იტა­ლი­ა­ში, ტუ­რინ­ში, სან ჯო­ვა­ნი ბა­ტის­ტას ტაძ­რის სა­მე­ფო სამ­ლოც­ვე­ლო­ში.

ქსო­ვილ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია მა­მა­კა­ცის სი­ლუ­ე­ტი. სხე­ულ­ზე ნიშ­ნე­ბი ასე­ვე შე­ე­სა­ბა­მე­ბა ბიბ­ლი­ა­ში მოხ­სე­ნი­ე­ბულ იე­სოს ჯვარ­ცმის ჭრი­ლო­ბებს, მათ შო­რის თავ­ზე ეკ­ლის კვალს, ზურ­გზე ჭრი­ლო­ბებს და მხრებ­ზე სის­ხლჩაქ­ცე­ვებს.

  • 1988 წელს, სა­ერ­თა­შო­რი­სო მკვლე­ვარ­თა ჯგუფ­მა გა­ა­ა­ნა­ლი­ზა სა­ფარ­ვე­ლის მცი­რე ნა­წი­ლი “ნახ­შირ­ბა­დით და­თა­რი­ღე­ბის“ გა­მო­ყე­ნე­ბით და და­ად­გი­ნა, რომ ქსო­ვი­ლი, რო­გორც ჩანს, წარ­მო­ე­ბუ­ლი იყო ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე 1260-დან 1390 წლამ­დე.

ტექ­ნი­კის შე­დე­გად, მა­სა­ლის დრო­ი­სა და თა­რი­ღის გა­სა­ზო­მად ნახ­შირ­ბა­დის რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი იზო­ტო­პის (14C) დაშ­ლა გა­მო­ი­ყე­ნეს.

  • რა არის “ნახ­შირ­ბა­დით და­თა­რი­ღე­ბა“ და რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა?

“ნახ­შირ­ბა­დით და­თა­რი­ღე­ბა“, რო­მელ­საც ასე­ვე მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ რო­გორც რა­დი­ო­კარ­ბო­ნუ­ლი და­თა­რი­ღე­ბა ან ნახ­შირ­ბად-14 და­თა­რი­ღე­ბა, არის მე­თო­დი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ობი­ექ­ტის ასა­კის და­სად­გე­ნად.

Carbon-14 არის ნახ­შირ­ბა­დის იზო­ტო­პი, რო­მელ­საც ჩვე­უ­ლებ­რივ არ­ქე­ო­ლო­გე­ბი და ის­ტო­რი­კო­სე­ბი უძ­ვე­ლე­სი ძვლე­ბი­სა და არ­ტე­ფაქ­ტე­ბის და­სა­თა­რი­ღებ­ლად იყე­ნე­ბენ. ნახ­შირ­ბად-14-ის დაშ­ლის სიჩ­ქა­რე მუდ­მი­ვი და ად­ვი­ლად გა­ზომ­ვა­დია, რაც მას იდე­ა­ლურს ხდის 300 წელ­ზე მეტი ასა­კის ნე­ბის­მი­ე­რი არ­ტე­ფაქ­ტის­თვის.

მისი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ ორ­გა­ნუ­ლი მა­სა­ლის შემ­ცველ ობი­ექ­ტებ­ზე - რომ­ლე­ბიც ოდეს­ღაც "ცო­ცხა­ლი" იყო და შე­სა­ბა­მი­სად შე­ი­ცავ­დნენ ნახ­შირ­ბადს.

ელე­მენ­ტი ნახ­შირ­ბა­დი ბუ­ნე­ბა­ში ჩნდე­ბა რამ­დე­ნი­მე ოდ­ნავ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჯი­შით, რაც და­მო­კი­დე­ბუ­ლია მის ბირ­თვში ნე­იტ­რო­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე. დე­და­მი­წა­ზე სტა­ბი­ლუ­რი, ბუ­ნებ­რი­ვად არ­სე­ბუ­ლი ნახ­შირ­ბა­დის უმე­ტე­სო­ბა არის ნახ­შირ­ბა­დი 12 - ის შე­ი­ცავს ჩვენს პლა­ნე­ტა­ზე არ­სე­ბუ­ლი ელე­მენ­ტის 99 პრო­ცენტს. ხოლო ნახ­შირ­ბად-14 არის ნახ­შირ­ბა­დის რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ვერ­სია. ნახ­შირ­ბა­დი-14 ბუ­ნებ­რი­ვად გვხვდე­ბა ატ­მოს­ფე­რო­ში, რო­გორც ნახ­ში­რორ­ჟან­გის ნა­წი­ლი და ცხო­ვე­ლე­ბი მას სუნ­თქვი­სას შთან­თქა­ვენ.

ნახ­შირ­ბად-14-ს აქვს ხან­გრძლი­ვი ნა­ხე­ვარ­გა­მო­ყო­ფის პე­რი­ო­დი - ზუს­ტად 5370 წელი. ეს ხან­გრძლი­ვი ნა­ხე­ვარ­გა­მო­ყო­ფის პე­რი­ო­დი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რამ­დე­ნად ძვე­ლია ობი­ექ­ტე­ბი.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

წლების შემდეგ უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით შეისწავლეს ტურინში გამოფენილი იესოს სუდარა - რა დაადგინა კვლევამ?

წლების შემდეგ უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით შეისწავლეს ტურინში გამოფენილი იესოს სუდარა - რა დაადგინა კვლევამ?

1980-იან წლებში, ტურინის სუდარის გამოკვლევამ გააქარწყლა იდეა, რომ ის იყო რეალური. მეცნიერებმა მაშინ განაცხადეს, რომ სუდარა სინამდვილეში ქრისტეს სიკვდილიდან ასობით წლის შემდეგ იყო დამზადებული.

იქამდე, 1350-იან წლებში საჯაროდ გამოფენილი ტურინის სუდარა მიიჩნეოდა ორიგინალ ქსოვილად, რომელიც ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ მოახურეს.

წმინდა სამოსელი, რომელზეც ასახულია წვერიანი მამაკაცის წინა და უკანა მკრთალი გამოსახულება, იტალიელმა მკვლევრებმა, ახლახანს უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით შეისწავლეს. რენტგენოლოგიურმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ის ნამდვილად ქრისტეს ჯვარცმის დროინდელია.

მათი თქმით, ვადები ადასტურებს, რომ ქსოვილზე ანაბეჭდი ნამდვილად იესო ქრისტეს ეკუთვნის.

სუდარა 1578 წლიდან ინახება იტალიაში, ტურინში, სან ჯოვანი ბატისტას ტაძრის სამეფო სამლოცველოში.

ქსოვილზე გამოსახულია მამაკაცის სილუეტი. სხეულზე ნიშნები ასევე შეესაბამება ბიბლიაში მოხსენიებულ იესოს ჯვარცმის ჭრილობებს, მათ შორის თავზე ეკლის კვალს, ზურგზე ჭრილობებს და მხრებზე სისხლჩაქცევებს.

  • 1988 წელს, საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფმა გააანალიზა საფარველის მცირე ნაწილი “ნახშირბადით დათარიღების“ გამოყენებით და დაადგინა, რომ ქსოვილი, როგორც ჩანს, წარმოებული იყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1260-დან 1390 წლამდე.

ტექნიკის შედეგად, მასალის დროისა და თარიღის გასაზომად ნახშირბადის რადიოაქტიური იზოტოპის (14C) დაშლა გამოიყენეს.

  • რა არის “ნახშირბადით დათარიღება“ და როგორ გამოიყენება?

“ნახშირბადით დათარიღება“, რომელსაც ასევე მოიხსენიებენ როგორც რადიოკარბონული დათარიღება ან ნახშირბად-14 დათარიღება, არის მეთოდი, რომელიც გამოიყენება ობიექტის ასაკის დასადგენად.

Carbon-14 არის ნახშირბადის იზოტოპი, რომელსაც ჩვეულებრივ არქეოლოგები და ისტორიკოსები უძველესი ძვლებისა და არტეფაქტების დასათარიღებლად იყენებენ. ნახშირბად-14-ის დაშლის სიჩქარე მუდმივი და ადვილად გაზომვადია, რაც მას იდეალურს ხდის 300 წელზე მეტი ასაკის ნებისმიერი არტეფაქტისთვის.

მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ორგანული მასალის შემცველ ობიექტებზე - რომლებიც ოდესღაც "ცოცხალი" იყო და შესაბამისად შეიცავდნენ ნახშირბადს.

ელემენტი ნახშირბადი ბუნებაში ჩნდება რამდენიმე ოდნავ განსხვავებული ჯიშით, რაც დამოკიდებულია მის ბირთვში ნეიტრონების რაოდენობაზე. დედამიწაზე სტაბილური, ბუნებრივად არსებული ნახშირბადის უმეტესობა არის ნახშირბადი 12 - ის შეიცავს ჩვენს პლანეტაზე არსებული ელემენტის 99 პროცენტს. ხოლო ნახშირბად-14 არის ნახშირბადის რადიოაქტიური ვერსია. ნახშირბადი-14 ბუნებრივად გვხვდება ატმოსფეროში, როგორც ნახშირორჟანგის ნაწილი და ცხოველები მას სუნთქვისას შთანთქავენ.

ნახშირბად-14-ს აქვს ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი - ზუსტად 5370 წელი. ეს ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება გამოყენებულ იქნას იმის გასარკვევად, თუ რამდენად ძველია ობიექტები.

წყარო

იხილეთ ასევე: