პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დახვდა პუტინი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელს და რა ხდებოდა აშშ-ში, გათავისუფლებული პატიმრების დაბრუნებისას - ფოტოები ორი ქვეყნის აეროპორტებიდან
როგორ დახვდა პუტინი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელს და რა ხდებოდა აშშ-ში, გათავისუფლებული პატიმრების დაბრუნებისას - ფოტოები ორი ქვეყნის აეროპორტებიდან

რუ­სეთ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი სამი ამე­რი­კე­ლი, მათ შო­რის Wall Street Journal-ის რე­პორ­ტი­ო­რი ევან გერშკო­ვი­ჩი, პა­ტიმ­რე­ბის გაც­ვლი­თი შე­თან­ხმე­ბის შე­დე­გად სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუნ­და.

  • 32 წლის გერშკო­ვი­ჩი, იყო ერთ-ერთი იმ 16 ტყვე­დან, რომ­ლე­ბიც რვა რუს პა­ტი­მარ­ზე გაც­ვა­ლეს. bbc -ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი გაც­ვლა რუ­სეთ­სა და და­სავ­ლეთს შო­რის, ცივი ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

მე­რი­ლენდში ამე­რი­კელ მე­ზღვა­ურს პოლ უე­ლანს და რუს-ამე­რი­კელ ჟურ­ნა­ლისტს ალსუ კურ­მა­შე­ვას აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ჯო ბა­ი­დე­ნი და პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი, კა­მა­ლა ჰა­რი­სი დახ­ვდნენ. სა­მი­ვეს მი­ე­სალ­მა და თბი­ლად ჩა­ე­ხუტ­ნენ აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტი ჯო ბა­ი­დე­ნი და ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი კა­მა­ლა ჰა­რი­სი - თი­თო­ე­ულ მათ­განს იქ ოჯა­ხე­ბიც ელო­დე­ბოდ­ნენ.

ბა­ი­დე­ნი მი­ე­სალ­მა მათ, მო­ი­უ­ლო­ცა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და უთხრა, რომ: “მათი სას­ტი­კი გან­საც­დე­ლი დას­რულ­და“. სა­მი­ვე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბის­თვის ტე­ხა­სის ბრუ­კის არ­მი­ის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნეს.

  • შე­თან­ხმე­ბის დე­ტა­ლე­ბი

მო­ლა­პა­რა­კე­ბა 18 თვე­ზე მეტ­ხანს გრძელ­დე­ბო­და და, რო­გორც ჩანს, ეყ­რდნო­ბო­და მოს­კო­ვის მო­თხოვ­ნას ვა­დიმ კრა­სი­კო­ვის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბას იხ­დი­და ბერ­ლი­ნის პარკში მკვლე­ლო­ბის­თვის. ის ახლა რუ­სეთ­შია.

გაც­ვლის პრო­ცესს, თურ­ქე­თის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ნა­ტოც და ევ­რო­კავ­ში­რიც მი­ე­სალმნენ.

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, მთლი­ა­ნო­ბა­ში შვი­დი ქვეყ­ნის ცი­ხე­ე­ბი­დან 26 ადა­მი­ა­ნის გაც­ვლა გან­ხორ­ცი­ელ­და. პა­ტიმ­რე­ბი იყ­ვნენ აშშ-დან, გერ­მა­ნი­ი­დან, პო­ლო­ნე­თი­დან, სლო­ვე­ნი­ი­დან, ნორ­ვე­გი­ი­დან, რუ­სე­თი­დან და ბე­ლო­რუ­სი­დან. ათი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი, გა­და­იყ­ვა­ნეს რუ­სეთ­ში, 13 პა­ტი­მა­რი გერ­მა­ნი­ა­ში და სამი აშშ-ში, ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • ყვა­ვი­ლე­ბი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის­გან

პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ რუს პა­ტიმ­რებს მოს­კო­ვის, ვნუ­კო­ვოს აე­რო­პორ­ტში ყვა­ვი­ლე­ბის თა­ი­გუ­ლე­ბით დახ­ვდა. ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­თვის თა­ი­გუ­ლე­ბის გა­და­ცე­მის შემ­დეგ, მან ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლებს სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­ებს გა­დას­ცემ­დნენ.

  • გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ პა­ტიმ­რებს შო­რის არის უსაფრ­თხო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის წევ­რი ვა­დიმ კრა­სი­კო­ვი, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში 2019 წელს და­ა­კა­ვეს - მას ბრა­ლად ედე­ბა ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა ბერ­ლინ­ში. Frankfurter Allgemeine Zeitung-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის დე­პარ­ტა­მენ­ტი იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია ვა­დიმ კრა­სი­კო­ვის რუ­სეთ­ში ექ­სტრა­და­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით. გარ­და ამი­სა, სლო­ვე­ნია გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს ორ რუს ჯა­შუშს: არ­ტემ და ანა დოლ­ჩე­ვებს.

დაბ­რუ­ნე­ბულ­თა შო­რის, კრა­სი­კო­ვის გარ­და, იყო სლო­ვე­ნი­ა­ში ჯა­შუ­შო­ბის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი რუსი წყვი­ლი, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­ში ორ მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად დაბ­რუნ­დნენ.

პუ­ტი­ნი და ვა­დიმ კრა­სი­კო­ვი

ამას­თან, ცნო­ბი­ლია, რომ უკვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს გერ­მა­ნი­ის მო­ქა­ლა­ქე რიკო კრი­გე­რი, რო­მელ­საც ბე­ლო­რუს­ში სიკ­ვდი­ლით დას­ჯა მი­ე­სა­ჯა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის ბე­ლო­რუ­სის ლი­დერ­მა ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კომ შე­ი­წყა­ლა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

როგორ დახვდა პუტინი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელს და რა ხდებოდა აშშ-ში, გათავისუფლებული პატიმრების დაბრუნებისას - ფოტოები ორი ქვეყნის აეროპორტებიდან

როგორ დახვდა პუტინი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელს და რა ხდებოდა აშშ-ში, გათავისუფლებული პატიმრების დაბრუნებისას - ფოტოები ორი ქვეყნის აეროპორტებიდან

რუსეთში დაკავებული სამი ამერიკელი, მათ შორის Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი, პატიმრების გაცვლითი შეთანხმების შედეგად საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა.

  • 32 წლის გერშკოვიჩი, იყო ერთ-ერთი იმ 16 ტყვედან, რომლებიც რვა რუს პატიმარზე გაცვალეს. bbc -ის ინფორმაციით, ეს არის ყველაზე დიდი გაცვლა რუსეთსა და დასავლეთს შორის, ცივი ომის დასრულების შემდეგ.

მერილენდში ამერიკელ მეზღვაურს პოლ უელანს და რუს-ამერიკელ ჟურნალისტს ალსუ კურმაშევას აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პრეზიდენტობის კანდიდატი, კამალა ჰარისი დახვდნენ. სამივეს მიესალმა და თბილად ჩაეხუტნენ აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი - თითოეულ მათგანს იქ ოჯახებიც ელოდებოდნენ.

ბაიდენი მიესალმა მათ, მოიულოცა გათავისუფლება და უთხრა, რომ: “მათი სასტიკი განსაცდელი დასრულდა“. სამივე გათავისუფლებული სამედიცინო შემოწმებისთვის ტეხასის ბრუკის არმიის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

  • შეთანხმების დეტალები

მოლაპარაკება 18 თვეზე მეტხანს გრძელდებოდა და, როგორც ჩანს, ეყრდნობოდა მოსკოვის მოთხოვნას ვადიმ კრასიკოვის დაბრუნებაზე, რომელიც გერმანიაში სამუდამო პატიმრობას იხდიდა ბერლინის პარკში მკვლელობისთვის. ის ახლა რუსეთშია.

გაცვლის პროცესს, თურქეთის მონაწილეობით, ნატოც და ევროკავშირიც მიესალმნენ.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, მთლიანობაში შვიდი ქვეყნის ციხეებიდან 26 ადამიანის გაცვლა განხორციელდა. პატიმრები იყვნენ აშშ-დან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, სლოვენიიდან, ნორვეგიიდან, რუსეთიდან და ბელორუსიდან. ათი ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი, გადაიყვანეს რუსეთში, 13 პატიმარი გერმანიაში და სამი აშშ-ში, ნათქვამია განცხადებაში.

  • ყვავილები ვლადიმერ პუტინისგან

პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გათავისუფლებულ რუს პატიმრებს მოსკოვის, ვნუკოვოს აეროპორტში ყვავილების თაიგულებით დახვდა. ქალბატონებისთვის თაიგულების გადაცემის შემდეგ, მან ასევე განაცხადა, რომ გათავისუფლებულებს სახელმწიფო ჯილდოებს გადასცემდნენ.

  • გათავისუფლებულ პატიმრებს შორის არის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წევრი ვადიმ კრასიკოვი, რომელიც გერმანიაში 2019 წელს დააკავეს - მას ბრალად ედება ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ბერლინში. Frankfurter Allgemeine Zeitung-ის ინფორმაციით, გერმანიის ფედერალური პროკურატურის დეპარტამენტი იმედგაცრუებულია ვადიმ კრასიკოვის რუსეთში ექსტრადაციის გადაწყვეტილებით. გარდა ამისა, სლოვენია გაათავისუფლებს ორ რუს ჯაშუშს: არტემ და ანა დოლჩევებს.

დაბრუნებულთა შორის, კრასიკოვის გარდა, იყო სლოვენიაში ჯაშუშობისთვის ნასამართლევი რუსი წყვილი, რომლებიც რუსეთში ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად დაბრუნდნენ.

პუტინი და ვადიმ კრასიკოვი

ამასთან, ცნობილია, რომ უკვე გაათავისუფლეს გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი, რომელსაც ბელორუსში სიკვდილით დასჯა მიესაჯა. მოგვიანებით ის ბელორუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ შეიწყალა.

იხილეთ ასევე: