პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მკვლელობა საჩხერეში: მამაკაცმა მეზობლის სახლს ცეცხლი გაუხსნა და მასთან სტუმრად მყოფი ნათესავი მოკლა - "წაკამათებას უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა"
მკვლელობა საჩხერეში: მამაკაცმა მეზობლის სახლს ცეცხლი გაუხსნა და მასთან სტუმრად მყოფი ნათესავი მოკლა - "წაკამათებას უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა"

8 ივ­ლისს ღა­მით სა­ჩხე­რე­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. ნას­ვამ­მა მე­ზო­ბელ­მა ავ­ტო­მა­ტის ჯე­რით კუ­ტა­ლა­ძე­ე­ბის ოჯახ­ში თბი­ლი­სი­დან სტუმ­რად ჩა­სუ­ლი 45 წლის მა­მა­კა­ცი ავ­ტო­მა­ტით მოკ­ლა.

  • კახა ლობ­ჯა­ნი­ძის მკვლელ­მა მი­მალ­ვა სცა­და და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ის გორ­ში აიყ­ვა­ნეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­მო­ძი­ე­ბას 109-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით აწარ­მო­ებს. რო­გორც უწყე­ბა­ში გვი­თხრეს, დამ­ნა­შა­ვე ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

AMBEBI.GE-მ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლის­გან გა­არ­კვია. მკვლე­ლი იმ ოჯა­ხის ნა­თე­სა­ვი და მე­ზო­ბე­ლია, სა­დაც ტრა­გე­დია მოხ­და.

"წინა დღეს ნას­ვა­მებ­მა იჩხუ­ბეს, მე­ო­რე დღეს კი იმ გა­რე­წარ­მა სი­ძის მოკ­ვლა გა­ნიზ­რა­ხა, ღა­მის 11-დან 12 სა­ა­თის ფარ­გლებ­ში ჩა­უ­ა­რა მათ სახ­ლს და ისე, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან არც გად­მო­სუ­ლა, ავ­ტო­მა­ტის ჯერი გა­და­ა­ტა­რა სახ­ლს, ავ­ტო­ფა­რეხს, ეზოს. ამ დროს ეზო­ში კუ­ტა­ლა­ძე­ე­ბის ნა­თე­სა­ვი კახა ლობ­ჯა­ნი­ძე მდგა­რა, რო­მე­ლიც მა­მი­დაშ­ვილ­თან სტუმ­რად იყო ჩა­სუ­ლი.

სამი ტყვია აქვს ავ­ტო­ფა­რეხს მოხ­ვედ­რი­ლი, კა­ხას კი ტყვია ზურ­გში მოხ­ვდა, მას არ­ტე­რია გა­დაჭ­რი­ლი ჰქონ­და და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ეს ბიჭი სა­ერ­თოდ არა­ფერ შუ­ა­ში იყო, კახა თბი­ლი­სე­ლია, ვარ­კე­თილ­ში ცხოვ­რობს, ჰყავს მე­უღ­ლე. მშრო­მე­ლი, უწყი­ნა­რი და უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი იყო.. კახა ადრე და­ობ­ლდა და უფ­რო­სი დის გაზ­რდი­ლია. არ ვიცი, ავ­ტო­მა­ტი და­ში­ნე­ბის მიზ­ნით გა­და­ა­ტა­რა თუ რა, მე­ზობ­ლე­ბის თქმით, ის მთვრა­ლი იყო. არა­და, ოჯახ­ში ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ და კი­დევ კარ­გი, ისი­ნიც არ მი­ა­ყო­ლა.

გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რა უნდა მომ­ხდა­რი­ყო ისე­თი, ასე სა­სიკ­ვდი­ლოდ რომ გა­ე­მე­ტე­ბი­ნა ნა­თე­სა­ვი? ამ უაზ­რო წა­კა­მა­თე­ბას კი სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო და სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა... მკვლე­ლი და­უ­ჭე­რი­ათ, გორ­ში გაქ­ცე­უ­ლა და პო­ლი­ცი­ას ნა­თე­სა­ვის სახ­ლში აუყ­ვა­ნია. ჯო­ჯო­ხე­თი ტრი­ა­ლებს სა­ჩხე­რე­შიც და თბი­ლის­შიც“, - გვი­თხრა კახა ლობ­ჯა­ნი­ძის ახ­ლო­ბელ­მა.

რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს შსს?

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იმე­რე­თი­სა და შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, ცხელ კვალ­ზე, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი და ამ­ჟა­მად პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყო­ფი თ.ჭ. და­ა­კა­ვეს. მას ბრა­ლად ედე­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა. და­ნა­შა­უ­ლი 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ თ.ჭ.-ს სი­ძეს­თან, 1992 წელს და­ბა­დე­ბულ გ.კ.-სთან კონ­ფლიქ­ტი მო­უ­ვი­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ჩხე­რე­ში, გ.კ-ს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან მი­ვი­და და იქვე არ­სე­ბულ ავ­ტო­ფა­რეხ­თან, სა­დაც გ.კ.-ს მე­გო­ბა­რი - 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.ლ. იმ­ყო­ფე­ბო­და, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. მომ­ხდა­რის შე­დე­გად კ.ლ. და­იჭ­რა. და­შა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­ა­თავ­სეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა თ.ჭ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს".

ავტორი:

მკვლელობა საჩხერეში: მამაკაცმა მეზობლის სახლს ცეცხლი გაუხსნა და მასთან სტუმრად მყოფი ნათესავი მოკლა - "წაკამათებას უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა"

მკვლელობა საჩხერეში: მამაკაცმა მეზობლის სახლს ცეცხლი გაუხსნა და მასთან სტუმრად მყოფი ნათესავი მოკლა - "წაკამათებას უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა"

8 ივლისს ღამით საჩხერეში მკვლელობა მოხდა. ნასვამმა მეზობელმა ავტომატის ჯერით კუტალაძეების ოჯახში თბილისიდან სტუმრად ჩასული 45 წლის მამაკაცი ავტომატით მოკლა.

  • კახა ლობჯანიძის მკვლელმა მიმალვა სცადა და სამართალდამცველებმა ის გორში აიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას 109-ე და 236-ე მუხლებით აწარმოებს. როგორც უწყებაში გვითხრეს, დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.

AMBEBI.GE-მ მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები მოკლულის ოჯახის ახლობლისგან გაარკვია. მკვლელი იმ ოჯახის ნათესავი და მეზობელია, სადაც ტრაგედია მოხდა.

"წინა დღეს ნასვამებმა იჩხუბეს, მეორე დღეს კი იმ გარეწარმა სიძის მოკვლა განიზრახა, ღამის 11-დან 12 საათის ფარგლებში ჩაუარა მათ სახლს და ისე, რომ ავტომანქანიდან არც გადმოსულა, ავტომატის ჯერი გადაატარა სახლს, ავტოფარეხს, ეზოს. ამ დროს ეზოში კუტალაძეების ნათესავი კახა ლობჯანიძე მდგარა, რომელიც მამიდაშვილთან სტუმრად იყო ჩასული.

სამი ტყვია აქვს ავტოფარეხს მოხვედრილი, კახას კი ტყვია ზურგში მოხვდა, მას არტერია გადაჭრილი ჰქონდა და ადგილზე გარდაიცვალა. ეს ბიჭი საერთოდ არაფერ შუაში იყო, კახა თბილისელია, ვარკეთილში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე. მშრომელი, უწყინარი და უკეთილშობილესი ადამიანი იყო.. კახა ადრე დაობლდა და უფროსი დის გაზრდილია. არ ვიცი, ავტომატი დაშინების მიზნით გადაატარა თუ რა, მეზობლების თქმით, ის მთვრალი იყო. არადა, ოჯახში ბავშვები იყვნენ და კიდევ კარგი, ისინიც არ მიაყოლა.

გაოგნებულები ვართ, რა უნდა მომხდარიყო ისეთი, ასე სასიკვდილოდ რომ გაემეტებინა ნათესავი? ამ უაზრო წაკამათებას კი სრულიად უდანაშაულო და საუკეთესო ადამიანი ემსხვერპლა... მკვლელი დაუჭერიათ, გორში გაქცეულა და პოლიციას ნათესავის სახლში აუყვანია. ჯოჯოხეთი ტრიალებს საჩხერეშიც და თბილისშიც“, - გვითხრა კახა ლობჯანიძის ახლობელმა.

რა განცხადებას ავრცელებს შსს?

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ, ცხელ კვალზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.ჭ. დააკავეს. მას ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ჭ.-ს სიძესთან, 1992 წელს დაბადებულ გ.კ.-სთან კონფლიქტი მოუვიდა, მოგვიანებით ბრალდებული საჩხერეში, გ.კ-ს საცხოვრებელ სახლთან მივიდა და იქვე არსებულ ავტოფარეხთან, სადაც გ.კ.-ს მეგობარი - 1979 წელს დაბადებული კ.ლ. იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. მომხდარის შედეგად კ.ლ. დაიჭრა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამართალდამცველებმა თ.ჭ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავეს".