თავდაცვის სამინისტრო ცოტა ხნის წინ, აშშ- ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ “აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო, რის ფარგლებშიც ფარგლებში სწავლება “ღირსეული პარტნიორის“ ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდება“.
როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სწავლების გადადების მიუხედავად, აღნიშნული ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის “მტკიცე სული 2025“.
“ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც ეფუძნება ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებსა და მიზნებს.
დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ.
საერთაშორისო სწავლებებს, მათ შორის “ღირსეული პარტნიორი 2024“-ს სარგებელი მოაქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მასში მონაწილე პარტნიორი ქვეყნებისთვის, რადგან ხელს უწყობს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედრო მოსამსახურეების შესაძლებლობების განვითარებას, პროფესიონალიზმის ამაღლებას და ურთიერთთავსებადობის გაზრდას.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმატები არსებობს. სწავლების გადადების მიუხედავად, ზემოთ ხსენებული ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის “მტკიცე სული 2025“, - ნათქვამია განცხადებაში.
რა უნდა გვასწავლოს მათ, რაც ავღანეთში, ერაყში, იუგოსლავიასა და სხვა მრავალ ომში ივაჟკაცეს? ეგ არ გვინდა!
ბაიდენ, და სხვა ამერკის მამაებო და დედებო , ნაცებს არ დაგაბრუნებინებთ ! აი, იმ პატარ პატარა მაწაკობებს რომ სჩადიან ბუჩქებიდან და კამერის წინ რიგითი მოქალაქის, ან მიუკერძოებელი სუპერდემოკრატი და აღმატებული ხარისხის პატრიოტი ჟურნალისტის კოსტუმებში და ნიღბით არამზადობაში გამობრძმედილი ნაცაქტივისტები ერთეული პიროვნებების მიმართ, თუნდაც ფეხბურთელების, მსახიობის, მწერლის , პრემიერის, რომელიმე მოვლენის, სიცრუის და შანტაჟის, საბოტაჟის , დივერსიისაც და სახალხო მღელვარების სპექტაკლების, ევროპისაკენ სწრაფვით და რუსეთის კლანჭებიდან დახსნის , რუსის აქედან განდევნის (განმუხურიდან კარგად აქვთ დაცდილი !) , კრემლის აღების, იქ ზელენსკის და მიშას დასმით და "რუსული კანონის" გამოგენებებს, ნატოში და ევროკავშირში საქართველოს დაუყოვნებლივ შეყვანის უკრაინის და მოლდავეთის ჩამოტოვებით, იმას, რომ ივანიშვილმა თავის საკუთარ 6 მილიარდს ვერ მოუარა და ასჯერ გაწეწეწეს, ხან ვინ და ხან სად, მაგრამ საქართველო ჯიბეში ჩაიდო და პუტინს უნდა მიუერთოს, რათა თავი იმასაც გააწეწინოს, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ნაცის ხელისუფლებაში დაბრუნებისას ეს მაწაკობები იქცევა სახელმწიფო სისტემურ დაუსჯელ და უზომო პარპაშად , მათ განუსაზღვრელ სისხლიან დიქტატურად, ასჯერ მკვეთრ და უფრო ამაზრზენ ფორმებში ვიდრე ქონდათ ! მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ კოლექტიურმა ნაცმა იცის, რომ თავიანთი ზღვარ გადასული უგემოვნო მდარე პერფორმანს სპექტაკლები და ჭორების გავრცელების უბადრუკი მცდელობები ხალხში მათ მიმართ ზიზღს ზრდის და სულაც არ მატებს ხმებს, მაგრამ მაინც თავისას არ იშლიან, იგივეს ჯიქურ აგრძელებენ, რატომ, გიჟებია? ცოტათი კი, უამრავ დეფექტიანებია მათ შორის, თავშიც და შუაშიც, ბოლოშიც , მათ შორის ფიზიკურ ფსიქოლოგიური სნე ზოგს გამოკვეთილად, ზოგს შეუმჩნევლად, მაგამ ეს არ არის მთავარი, მთავარი ისაა, რომ იმ ერთ ცალ ფეხზე კიდიათ ხალხი ხმას მისცემს თუ არა, უჯერებს თუ არა ამ ტყუილებს, ან ქოცს ამჯობინებს უნარჩვევებში ნაცი, სჯერავს რომ გაამთლიანებს საქართველოს და უკვდავ კაშჩეის კრემლში მოგუდავს, არა, არ მასეთი ბრიყვია ნაცი-ტვინავს! მათი გზა უბრალოდ არ გადის არჩევნებზე, ამიტომ კიდიათ ფეხზე ხალხის აზრი-მიზანი ძალადობრივად მოსვლა და შემდეგი პროგრესირებაა, რეჟიმს დაამყარებენ გაუსაძლისს და აგვაღებინებენ ხელში კომბლებს და სადაც მივუსწერებთ იქ დავუჭეჭყავთ გველის თავებს, მთავარი გველშხამა ვივამედში იგრიხება!