მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვაზიანში აშენდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც გათვლილი იქნება 18 მილიონ მგზავრზე" - კობახიძე
"ვაზიანში აშენდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც გათვლილი იქნება 18 მილიონ მგზავრზე" - კობახიძე

ვა­ზი­ან­ში აშენ­დე­ბა თბი­ლი­სის ახა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი, რო­მე­ლიც გათ­ვლი­ლი იქ­ნე­ბა 18 მი­ლი­ონ მგზავრზე, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პარ­ლა­მენ­ტში ყო­ველ­წლი­ურ მოხ­სე­ნე­ბა­ში გა­ნა­ცხა­და.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, აე­რო­პორ­ტებს ქვეყ­ნის სატ­რან­ზი­ტო ფუნ­ქცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

„და­კავ­ში­რე­ბა­დო­ბის, სატ­რან­ზი­ტო ფუნ­ქცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს აე­რო­პორ­ტებს. ჩვენ გვქონ­და სიღ­რმი­სე­უ­ლი მსჯე­ლო­ბა თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. გა­ნი­ხი­ლე­ბო­და ორი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ვერ­სია - არ­სე­ბუ­ლი აე­რო­პორ­ტის გა­ფარ­თო­ე­ბა, ან სრუ­ლი­ად ახა­ლი აე­რო­პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ, ეკო­ნო­მი­კურ საბ­ჭო­ზე გან­ხილ­ვის შემ­დეგ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სრუ­ლი­ად ახა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე. ვა­ზი­ან­ში აშენ­დე­ბა თბი­ლი­სის ახა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი. დღე­ვან­დე­ლი აე­რო­პორ­ტის გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა არის 4 მი­ლი­ო­ნი მგზავ­რი და ახა­ლი აე­რო­პორ­ტი, პრო­ექ­ტის სრუ­ლად დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, გათ­ვლი­ლი იქ­ნე­ბა 18 მი­ლი­ონ მგზავრზე. გა­ან­გა­რი­შე­ბუ­ლია მგზავ­რთა­ნა­კა­დე­ბის ზრდის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შემ­დე­გი წლე­ბის­თვის და ყვე­ლა­ფე­რი მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ აე­რო­პორ­ტის არ­სე­ბი­თი გა­ფარ­თო­ე­ბა არის უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სწო­რედ ამას მი­ე­ძღვნე­ბა ეს ახა­ლი მე­გაპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, უკვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი თე­ლა­ვის და მეს­ტი­ის აე­რო­პორ­ტე­ბის­თვის.

„ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტის ახალ გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის შე­საქ­მნე­ლად. გვინ­და ავა­შე­ნოთ ახა­ლი ტერ­მი­ნა­ლი. სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყე­ბა წელსვე, დას­რულ­დე­ბა 2026 წელს. ასე­ვე უკვე დას­რულ­და ავ­ტო­სად­გო­მის გა­ფარ­თო­ე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 700-მდე გა­ი­ზარ­და. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თე­ლა­ვის და მეს­ტი­ის აე­რო­პორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. უკვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე ტერ­მი­ნა­ლე­ბი ორი­ვე აე­რო­პორ­ტის­თვის. თე­ლა­ვის აე­რო­პორ­ტის ტერ­მი­ნალ­ში ახა­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი წელს და­ი­წყე­ბა. დას­რულ­დე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით, ათ თვე­ში. მეს­ტი­ის აე­რო­პორ­ტში ახა­ლი ტერ­მი­ნა­ლის მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბა იგეგ­მე­ბა მიმ­დი­ნა­რე წელს და დას­რუ­ლე­ბა - 2025 წელს“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

"ვაზიანში აშენდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც გათვლილი იქნება 18 მილიონ მგზავრზე" - კობახიძე

"ვაზიანში აშენდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც გათვლილი იქნება 18 მილიონ მგზავრზე" - კობახიძე

ვაზიანში აშენდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც გათვლილი იქნება 18 მილიონ მგზავრზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აეროპორტებს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

„დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აეროპორტებს. ჩვენ გვქონდა სიღრმისეული მსჯელობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საკითხთან დაკავშირებით. განიხილებოდა ორი ალტერნატიული ვერსია - არსებული აეროპორტის გაფართოება, ან სრულიად ახალი აეროპორტის მშენებლობა. საბოლოო ჯამში, საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკურ საბჭოზე განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება სრულიად ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის თაობაზე. ვაზიანში აშენდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი. დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა არის 4 მილიონი მგზავრი და ახალი აეროპორტი, პროექტის სრულად დასრულების შემდეგ, გათვლილი იქნება 18 მილიონ მგზავრზე. გაანგარიშებულია მგზავრთანაკადების ზრდის მაჩვენებელი შემდეგი წლებისთვის და ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ აეროპორტის არსებითი გაფართოება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და სწორედ ამას მიეძღვნება ეს ახალი მეგაპროექტი, რომელიც განხორციელდება ამ მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკვე შემუშავებულია ახალი პროექტები თელავის და მესტიის აეროპორტებისთვის.

„ასევე მიმდინარეობს მუშაობა ქუთაისის აეროპორტის ახალ გენერალური გეგმის შესაქმნელად. გვინდა ავაშენოთ ახალი ტერმინალი. სამშენებლო სამუშაოები დაიწყება წელსვე, დასრულდება 2026 წელს. ასევე უკვე დასრულდა ავტოსადგომის გაფართოების სამუშაოები. ადგილების რაოდენობა 700-მდე გაიზარდა. ასევე მნიშვნელოვანია თელავის და მესტიის აეროპორტების განვითარება. უკვე შემუშავებულია ახალი პროექტები, თანამედროვე ტერმინალები ორივე აეროპორტისთვის. თელავის აეროპორტის ტერმინალში ახალი ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები წელს დაიწყება. დასრულდება ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით, ათ თვეში. მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის დაწყება იგეგმება მიმდინარე წელს და დასრულება - 2025 წელს“, - განაცხადა პრემიერმა.