საზოგადოება
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
"დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები

„დაგ­რო­ვე­ბი­თი პენ­სი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­დის - ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა მე­ო­რე მოს­მე­ნით უკვე მი­ი­ღო. რა სი­ახ­ლე­ებს უნდა ელო­დონ სა­პენ­სიო სქე­მის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და რა­ტომ გახ­და ხუთი წლის წინ და­წყე­ბულ რე­ფორ­მა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­ჭი­რო - ამ თე­მა­ზე „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს, ირაკ­ლი ნა­და­რე­იშ­ვილს ესა­უბ­რა.

- „დაგ­რო­ვე­ბი­თი პენ­სი­ის შე­სა­ხებ“ რე­ფორ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში 2019 წლის 1 იან­ვრი­დან ამოქ­მედ­და. რე­ფორ­მას და შე­დე­გად, ახალ სა­პენ­სიო სქე­მას კრი­ტი­კო­სე­ბი მისი არ­სე­ბო­ბის არ­ცერთ ეტაპ­ზე არ აკ­ლდა, მათ შო­რის, გან­სა­კუთ­რე­ბით კო­ვიდ-პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, როცა ფი­ნანსთა და ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერტთა ერთი ნა­წი­ლი სქე­მის ჩა­მოშ­ლას პროგ­ნო­ზი­რებ­და და შე­დე­გად, მო­ქა­ლა­ქე­თა გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი უკვე არ­სე­ბუ­ლი და­ნა­ზო­გის გა­ცე­მას ითხოვ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სქე­მა ქვე­ყა­ნა­ში მუ­შა­ობს და რო­გორც მისი ავ­ტო­რე­ბი ხში­რად ამ­ბო­ბენ, ის წარ­მა­ტე­ბით ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, კი­დევ უფრო და­იხ­ვე­წე­ბა, გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა და სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იქ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა­ში გა­მოც­დილ სა­უ­კე­თე­სო მო­დე­ლებ­თან. თუ სქე­მა წარ­მა­ტე­ბუ­ლია, რა­ტომ გახ­და მას­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა სა­ჭი­რო, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში წა­რად­გი­ნეთ?

- სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც „დაგ­რო­ვე­ბი­თი პენ­სი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში მო­ვამ­ზა­დეთ და პარ­ლა­მენ­ტმა მე­ო­რე მოს­მე­ნით უკვე მი­ი­ღო, სხვა­დას­ხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან მი­მარ­თუ­ლე­ბებ­თან ერ­თად, ორ ძი­რი­თად მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა - ეს არის სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი მმარ­თვე­ლო­ბი­თი სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და ადეკ­ვა­ტუ­რი, ეფექ­ტუ­რი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

ამ ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ზა­ნია პორ­ტფე­ლებ­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი კა­პი­ტა­ლის ზრდას­თან ერ­თად, კი­დევ უფრო და­იხ­ვე­წოს და გა­უმ­ჯო­ბეს­დეს სა­პენ­სიო ფონ­დის მმარ­თვე­ლო­ბი­თი სის­ტე­მა, მათ შო­რის მარ­თვა­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი კომ­პო­ნენ­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბის გზით. ხუთი წლის მან­ძილ­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და რო­გორც სა­პენ­სიო აქ­ტი­ვე­ბის პორ­ტფე­ლი, ასე­ვე კა­პი­ტა­ლის ბაზ­რის გან­ვი­თა­რე­ბის რე­ფორ­მის კვალ­დაკ­ვალ სა­ინ­ვეს­ტი­ციო ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის ტი­პე­ბი და რა­ო­დე­ნო­ბა, რაც, თა­ვის მხრივ, სა­ჭი­რო­ებს სა­პენ­სიო ფონ­დის უფრო ეფექ­ტუ­რი მარ­თვის მო­დე­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სა­პენ­სიო რე­ფორ­მა გრძელ­ვა­დი­ა­ნი პრო­ცე­სია, რომ­ლის უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნია მო­ნა­წი­ლე­თათ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რი ამო­ნა­გე­ბის გე­ნე­რი­რე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, რე­ფორ­მის ყვე­ლა ეტაპ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან სწო­რი კო­მუ­ნი­კა­ცია, რად­გან რე­ფორ­მა ქვეყ­ნის მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვა­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქის და­ნა­ზო­გე­ბის მარ­თვას ეხე­ბა.

ცვლი­ლე­ბა­თა ეს პრო­ექ­ტი სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს მმარ­თვე­ლო­ბით და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით სტრუქ­ტუ­რას გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს - არ­სე­ბი­თად იც­ვლე­ბა სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს მმარ­თვე­ლო­ბი­თი სის­ტე­მა, რის შე­დე­გა­დაც სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტო­ში დღეს არ­სე­ბუ­ლი ორი არა­თა­ნა­ბა­რი მმარ­თვე­ლი რგო­ლის (სა­ინ­ვეს­ტი­ციო და სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ე­ბი) ნაც­ვლად შე­იქ­მნე­ბა ერთი მმარ­თვე­ლო­ბი­თი ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სქე­მის ერ­თი­ან მარ­თვას და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც სა­ინ­ვეს­ტი­ციო, ისე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ/სა­ო­პე­რა­ციო და სხვა ფუნ­ქცი­ებ­ზე.

- რამ­დე­ნა­დაც ვი­ცით, სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ში არი­ან მთავ­რო­ბის წევ­რე­ბიც -მი­ნის­ტრე­ბი. ეს მო­დე­ლი უქ­მდე­ბა? რა­ტომ, არ იმუ­შა­ვა ეფექ­ტი­ა­ნად?

- ცვლი­ლე­ბე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი არის ის, რომ სა­პენ­სიო სქე­მის მმარ­თვე­ლო­ბით საბ­ჭო­ში აღარ იქ­ნე­ბი­ან მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი - დღეს არ­სე­ბუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი მო­დე­ლით, სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია სამი მი­ნის­ტრი - ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის, ფი­ნანსთა და დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრე­ბი.

თავ­და­პირ­ვე­ლად, რო­დე­საც იდ­გმე­ბო­და რე­ფორ­მის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო სა­პენ­სიო სქე­მის მარ­თვა­ში სა­ხელ­მწი­ფოს მეტი ჩარ­თუ­ლო­ბა და მარ­თვის თავ­და­პირ­ველ­მა მო­დელ­მა, იმ ეტაპ­ზე, წარ­მა­ტე­ბით იმუ­შა­ვა.

დღეს სა­პენ­სიო სქე­მა­ში ჩარ­თუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვა­რი მო­ქა­ლა­ქე და აკუ­მუ­ლი­რე­ბუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 5 მი­ლი­არ­დი ლარი, სა­ი­და­ნაც და­ახ­ლო­ე­ბით 1 მი­ლი­არ­დი ლარი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ამო­ნა­გე­ბია. სქე­მის გან­ვი­თა­რე­ბის ამ ეტაპ­ზე, დღის წეს­რიგ­ში დად­გა მმარ­თვე­ლო­ბი­თი და სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო რე­ფორ­მის გა­ტა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა, რო­მელ­ზე მუ­შა­ო­ბაც და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ და­ი­წყო. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ფონ­დის ამო­ცა­ნებს და სა­ჭი­რო­ე­ბებს უპა­სუ­ხოს სა­ერ­თა­შო­რი­სო, სა­უ­კე­თე­სო და­სავ­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მის­მა მმარ­თვე­ლო­ბით­მა სტრუქ­ტუ­რამ, რო­მე­ლიც, ამავდრო­უ­ლად იქ­ნე­ბა მე­ტად მოქ­ნი­ლი და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი არ­სე­ბულ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მმარ­თვე­ლო­ბის მო­დე­ლი, რო­მე­ლიც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია დღეს­დღე­ო­ბით არ­სე­ბულ და აპ­რო­ბი­რე­ბულ სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კას­თან.

- რო­გო­რი იქ­ნე­ბა მარ­თვის ახა­ლი მო­დე­ლი და რა­ტომ იქ­ნე­ბა ის უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი?

- მარ­თვის ახა­ლი მო­დე­ლი გუ­ლის­ხმობს სა­პენ­სიო ფონ­დის მმარ­თვე­ლო­ბი­თი საბ­ჭოს და­კომ­პლექ­ტე­ბას მხო­ლოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბით, რომ­ლე­ბიც გამ­კაც­რე­ბუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით, სა­კონ­კურ­სო წე­სით შე­ირ­ჩე­ვი­ან და მათ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და­ამ­ტკი­ცებს. სა­კონ­კურ­სო კო­მი­სი­ას და­ე­მა­ტე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი წევ­რე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მოხ­დე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის დე­ლე­გი­რე­ბა მმარ­თვე­ლო­ბით საბ­ჭო­ზე - მა­გა­ლი­თად, მე­ნე­ჯმენ­ტის რგო­ლის და­ნიშ­ვნას, ასე­ვე სა­ა­გენ­ტოს წეს­დე­ბი­სა თუ ბი­უ­ჯე­ტის დამ­ტკი­ცე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ნაც­ვლად, მმარ­თვე­ლო­ბი­თი საბ­ჭო უზ­რუნ­ველ­ყოფს, შე­სა­ბა­მი­სად, და­ნა­ზო­გე­ბის მარ­თვის, გან­თავ­სე­ბის და გა­ცე­მის პრო­ცე­სი სრუ­ლად მმარ­თვე­ლო­ბი­თი ჯგუ­ფის მიერ იქ­ნე­ბა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი.

სა­პენ­სიო ფონდს, რო­მელ­საც მარ­თვა­ში აღარ ეყო­ლე­ბა მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და გა­ერ­თი­ან­დე­ბა სა­ინ­ვეს­ტი­ციო და სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ე­ბი, ექ­ნე­ბა მეტი მოქ­ნი­ლო­ბი­სა და კა­პი­ტა­ლის უფრო ეფექ­ტი­ა­ნი მარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ხაზ­გა­სას­მე­ლია, რომ მმარ­თვე­ლო­ბის ასე­თი მო­დე­ლი სა­უ­კე­თე­სოა სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კის მი­ხედ­ვით და რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია რო­გორც მსოფ­ლიო ბან­კის, ასე­ვე აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის მიერ.

- მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც თქვენ ახ­სე­ნეთ, სა­პენ­სიო სქე­მა­ში ადეკ­ვა­ტუ­რი, ეფექ­ტუ­რი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაა. ამა­ში გუ­ლის­ხმობთ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, სა­პენ­სიო ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის რო­ლის გაზ­რდას, რაც კა­ნონპ­რო­ექ­ტით არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი?

- დიახ, ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­იზ­რდე­ბა სქე­მა­ში ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის როლი, რაც ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა - სა­პენ­სიო ფონ­დი სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტია და შე­სა­ბა­მი­სად, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის სრულ­ფა­სო­ვან ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

კა­ნო­ნის დღეს მოქ­მე­დი რე­დაქ­ცი­ით, ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ზე­დამ­ხედ­ვე­ლობს მხო­ლოდ სა­ინ­ვეს­ტი­ციო საქ­მი­ა­ნო­ბას, თუმ­ცა, ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, სა­პენ­სიო ფონ­დი ეროვ­ნუ­ლი ბან­კის სრუ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ მო­ექ­ცე­ვა, ისე­ვე რო­გორც ზე­დამ­ხედ­ვე­ლობს კო­მერ­ცი­ულ ბან­კებს ან სხვა ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუ­ტებს. კა­ნონპ­რო­ექ­ტით, ეროვ­ნულ ბანკს ენი­ჭე­ბა მთე­ლი რიგი სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო ფუნ­ქცი­ე­ბი, მა­გა­ლი­თად: სა­ინ­ვეს­ტი­ციო პო­ლი­ტი­კის დო­კუ­მენტს, რო­მე­ლიც არის სა­პენ­სიო ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბის მთა­ვა­რი სა­ფუძ­ვე­ლი, შე­ი­თან­ხმებს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი, ის ასე­ვე და­ად­გენს საბ­ჭოს მიერ და­სა­ნიშ­ნი დი­რექ­ტო­რე­ბის მი­ნი­მა­ლურ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ებს და ასე­ვე უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს კონ­კრე­ტუ­ლი დი­რექ­ტო­რე­ბის და­ნიშ­ვნა/გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში.

- მო­დით, ამ რე­ფორ­მის ერთ-ერთ მთა­ვარ სა­კითხს შე­ვე­ხოთ - სა­პენ­სიო სქე­მის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ნა­წილს. ამ კუ­თხით რა ცვლი­ლე­ბე­ბია კა­ნონ­ში?

- რაც შე­ე­ხე­ბა სა­პენ­სიო სქე­მის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ნა­წილს - აქ ძი­რი­თა­დად ხდე­ბა გარ­კვე­უ­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის პრო­პორ­ცი­ე­ბის ცვლი­ლე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ინ­ვეს­ტი­ციო პორ­ტფე­ლებ­ში - თვი­სობ­რი­ვად ახა­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის შე­მო­ტა­ნა არ ხდე­ბა.

იცით, რომ 2023 წელს „დაგ­რო­ვე­ბი­თი პენ­სი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად სამი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პორ­ტფე­ლი გაჩ­ნდა, მათ შო­რის ზო­მით ყვე­ლა­ზე დი­დია ე.წ. კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პორ­ტფე­ლი, რო­მელ­შიც დღეს რე­სურ­სე­ბის თით­ქმის 99%-ია აკუ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი. ძი­რი­თა­დი ცვლი­ლე­ბა ეხე­ბა ამ პორ­ტფელ­ში 15%-ის ოდე­ნო­ბით ე.წ. „სხვა აქ­ტი­ვებ­ში“ ინ­ვეს­ტი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბის გა­ჩე­ნას. სა­უ­ბა­რია ძი­რი­თა­დად კერ­ძო სა­ვა­ლო ფა­სი­ან ქა­ღალ­დებ­ზე და სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დებ­ზე, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად აპ­რო­ბი­რე­ბულ სა­ინ­ვეს­ტი­ციო ინ­სტრუ­მენ­ტებს წარ­მო­ად­გენს, რო­გორც ქარ­თულ, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ბაზ­რებ­ზე. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ავტორი:

"დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები

"დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტი საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო. რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები და რატომ გახდა ხუთი წლის წინ დაწყებულ რეფორმაში ცვლილებების განხორციელება საჭირო - ამ თემაზე „ინტერპრესნიუსი“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, ირაკლი ნადარეიშვილს ესაუბრა.

- „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ რეფორმა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. რეფორმას და შედეგად, ახალ საპენსიო სქემას კრიტიკოსები მისი არსებობის არცერთ ეტაპზე არ აკლდა, მათ შორის, განსაკუთრებით კოვიდ-პანდემიის პერიოდში, როცა ფინანსთა და ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი სქემის ჩამოშლას პროგნოზირებდა და შედეგად, მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი უკვე არსებული დანაზოგის გაცემას ითხოვდა. მიუხედავად ამისა, დაგროვებითი საპენსიო სქემა ქვეყანაში მუშაობს და როგორც მისი ავტორები ხშირად ამბობენ, ის წარმატებით ფუნქციონირებს, კიდევ უფრო დაიხვეწება, გაუმჯობესდება და სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო პრაქტიკაში გამოცდილ საუკეთესო მოდელებთან. თუ სქემა წარმატებულია, რატომ გახდა მასში ცვლილებების შეტანა საჭირო, რომელიც პარლამენტში წარადგინეთ?

- საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში მოვამზადეთ და პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო, სხვადასხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, ორ ძირითად მიზანს ემსახურება - ეს არის საპენსიო სააგენტოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მმართველობითი სისტემის ჩამოყალიბება და ადეკვატური, ეფექტური ზედამხედველობის განხორციელება.

ამ ცვლილებების მიზანია პორტფელებში მობილიზებული კაპიტალის ზრდასთან ერთად, კიდევ უფრო დაიხვეწოს და გაუმჯობესდეს საპენსიო ფონდის მმართველობითი სისტემა, მათ შორის მართვაში პროფესიონალური კომპონენტის გაძლიერების გზით. ხუთი წლის მანძილზე მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც საპენსიო აქტივების პორტფელი, ასევე კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის კვალდაკვალ საინვესტიციო ინსტრუმენტების ტიპები და რაოდენობა, რაც, თავის მხრივ, საჭიროებს საპენსიო ფონდის უფრო ეფექტური მართვის მოდელის ჩამოყალიბებას.

მოგეხსენებათ, რომ საპენსიო რეფორმა გრძელვადიანი პროცესია, რომლის უმთავრესი მიზანია მონაწილეთათვის მაქსიმალური ამონაგების გენერირება, შესაბამისად, რეფორმის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაცია, რადგან რეფორმა ქვეყნის მილიონნახევარი, ეკონომიკურად აქტიური მოქალაქის დანაზოგების მართვას ეხება.

ცვლილებათა ეს პროექტი საპენსიო სააგენტოს მმართველობით და ზედამხედველობით სტრუქტურას გააუმჯობესებს - არსებითად იცვლება საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სისტემა, რის შედეგადაც საპენსიო სააგენტოში დღეს არსებული ორი არათანაბარი მმართველი რგოლის (საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები) ნაცვლად შეიქმნება ერთი მმართველობითი ორგანო, რომელიც განახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთიან მართვას და პასუხისმგებელი იქნება როგორც საინვესტიციო, ისე ადმინისტრაციულ/საოპერაციო და სხვა ფუნქციებზე.

- რამდენადაც ვიცით, სამეთვალყურეო საბჭოში არიან მთავრობის წევრებიც -მინისტრები. ეს მოდელი უქმდება? რატომ, არ იმუშავა ეფექტიანად?

- ცვლილებების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ საპენსიო სქემის მმართველობით საბჭოში აღარ იქნებიან მთავრობის წევრები - დღეს არსებული ჰიბრიდული მოდელით, საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოში წარმოდგენილია სამი მინისტრი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრები.

თავდაპირველად, როდესაც იდგმებოდა რეფორმის პირველი ნაბიჯები, მნიშვნელოვანი იყო საპენსიო სქემის მართვაში სახელმწიფოს მეტი ჩართულობა და მართვის თავდაპირველმა მოდელმა, იმ ეტაპზე, წარმატებით იმუშავა.

დღეს საპენსიო სქემაში ჩართულია საქართველოს მილიონნახევარი მოქალაქე და აკუმულირებულია დაახლოებით 5 მილიარდი ლარი, საიდანაც დაახლოებით 1 მილიარდი ლარი საინვესტიციო ამონაგებია. სქემის განვითარების ამ ეტაპზე, დღის წესრიგში დადგა მმართველობითი და საზედამხედველო რეფორმის გატარების საჭიროება, რომელზე მუშაობაც დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. ჩვენი მიზანია, ფონდის ამოცანებს და საჭიროებებს უპასუხოს საერთაშორისო, საუკეთესო დასავლური სტანდარტების შესაბამისმა მმართველობითმა სტრუქტურამ, რომელიც, ამავდროულად იქნება მეტად მოქნილი და ორიენტირებული არსებულ საჭიროებებზე. შემიძლია ვთქვა, რომ მმართველობის მოდელი, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებშია წარმოდგენილი, სრულ შესაბამისობაშია დღესდღეობით არსებულ და აპრობირებულ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან.

- როგორი იქნება მართვის ახალი მოდელი და რატომ იქნება ის უფრო წარმატებული?

- მართვის ახალი მოდელი გულისხმობს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს დაკომპლექტებას მხოლოდ პროფესიონალი სპეციალისტებით, რომლებიც გამკაცრებული კრიტერიუმებით, საკონკურსო წესით შეირჩევიან და მათ პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს. საკონკურსო კომისიას დაემატება დამოუკიდებელი წევრები. აღსანიშნავია, რომ მოხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დელეგირება მმართველობით საბჭოზე - მაგალითად, მენეჯმენტის რგოლის დანიშვნას, ასევე სააგენტოს წესდებისა თუ ბიუჯეტის დამტკიცებას, საქართველოს მთავრობის ნაცვლად, მმართველობითი საბჭო უზრუნველყოფს, შესაბამისად, დანაზოგების მართვის, განთავსების და გაცემის პროცესი სრულად მმართველობითი ჯგუფის მიერ იქნება განხორციელებული.

საპენსიო ფონდს, რომელსაც მართვაში აღარ ეყოლება მთავრობის წარმომადგენლები და გაერთიანდება საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები, ექნება მეტი მოქნილობისა და კაპიტალის უფრო ეფექტიანი მართვის შესაძლებლობა. ხაზგასასმელია, რომ მმართველობის ასეთი მოდელი საუკეთესოა საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით და რეკომენდებულია როგორც მსოფლიო ბანკის, ასევე აზიის განვითარების ბანკის მიერ.

- მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თქვენ ახსენეთ, საპენსიო სქემაში ადეკვატური, ეფექტური ზედამხედველობის განხორციელებაა. ამაში გულისხმობთ კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო ფონდის საქმიანობაში ეროვნული ბანკის ზედამხედველობის როლის გაზრდას, რაც კანონპროექტით არის გათვალისწინებული?

- დიახ, ცვლილებების მიხედვით მნიშვნელოვნად გაიზრდება სქემაში ეროვნული ბანკის ზედამხედველობის როლი, რაც ასევე საერთაშორისოდ აპრობირებული პრაქტიკაა - საპენსიო ფონდი საფინანსო ინსტიტუტია და შესაბამისად, ეროვნული ბანკის სრულფასოვან ზედამხედველობას ექვემდებარება.

კანონის დღეს მოქმედი რედაქციით, ეროვნული ბანკი ზედამხედველობს მხოლოდ საინვესტიციო საქმიანობას, თუმცა, ცვლილებების თანახმად, საპენსიო ფონდი ეროვნული ბანკის სრული ზედამხედველობის ქვეშ მოექცევა, ისევე როგორც ზედამხედველობს კომერციულ ბანკებს ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს. კანონპროექტით, ეროვნულ ბანკს ენიჭება მთელი რიგი საზედამხედველო ფუნქციები, მაგალითად: საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც არის საპენსიო ფონდის საქმიანობის მთავარი საფუძველი, შეითანხმებს ეროვნული ბანკი, ის ასევე დაადგენს საბჭოს მიერ დასანიშნი დირექტორების მინიმალურ კვალიფიკაციებს და ასევე უშუალო მონაწილეობას მიიღებს კონკრეტული დირექტორების დანიშვნა/გათავისუფლებაში.

- მოდით, ამ რეფორმის ერთ-ერთ მთავარ საკითხს შევეხოთ - საპენსიო სქემის საინვესტიციო ნაწილს. ამ კუთხით რა ცვლილებებია კანონში?

- რაც შეეხება საპენსიო სქემის საინვესტიციო ნაწილს - აქ ძირითადად ხდება გარკვეული საინვესტიციო ინსტრუმენტების პროპორციების ცვლილება სხვადასხვა საინვესტიციო პორტფელებში - თვისობრივად ახალი საინვესტიციო ინსტრუმენტების შემოტანა არ ხდება.

იცით, რომ 2023 წელს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად სამი საინვესტიციო პორტფელი გაჩნდა, მათ შორის ზომით ყველაზე დიდია ე.წ. კონსერვატიული პორტფელი, რომელშიც დღეს რესურსების თითქმის 99%-ია აკუმულირებული. ძირითადი ცვლილება ეხება ამ პორტფელში 15%-ის ოდენობით ე.წ. „სხვა აქტივებში“ ინვესტირების საშუალების გაჩენას. საუბარია ძირითადად კერძო სავალო ფასიან ქაღალდებზე და საინვესტიციო ფონდებზე, რაც აბსოლუტურად აპრობირებულ საინვესტიციო ინსტრუმენტებს წარმოადგენს, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე. განაგრძეთ კითხვა