პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაზის იარაღის შეძენა/რეგისტრაციისთვის შსს-ს თანხმობა იქნება საჭირო - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?
გაზის იარაღის შეძენა/რეგისტრაციისთვის შსს-ს თანხმობა იქნება საჭირო - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

დღე­ი­დან, გა­ზის (აი­რის) ია­რა­ღის, შე­ძე­ნის/რე­გის­ტრა­ცი­ის წეს­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, გა­ზის (აი­რის) ია­რა­ღის შე­ძე­ნა/რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის შსს-ს თან­ხმო­ბა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო.

"სარ­გებ­ლო­ბა­ში ან სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის ტა­რე­ბის, შე­ნახ­ვის, გა­და­ტა­ნა-გა­და­ზიდ­ვის, გა­დაგ­ზავ­ნი­სა და რე­გის­ტრა­ცი­ის წე­სის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბა­ში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, თუ პირს სურს გა­ზის (აი­რის) ია­რა­ღის შე­ძე­ნა/რე­გის­ტრა­ცია, სა­ჭი­როა მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში, ია­რა­ღის შე­ნახ­ვის/რე­გის­ტრა­ცი­ის ად­გი­ლის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ორ­გა­ნო­დან თან­ხმო­ბა წა­რად­გი­ნოს.

და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის წე­რი­ლო­ბი­თი გან­ცხა­დე­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მო­ე­ბე­ბის შეს­წავ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, თან­ხმო­ბის ან თან­ხმო­ბის გა­ცე­მა­ზე უა­რის თქმის შე­სა­ხებ წე­რი­ლო­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ია­რა­ღის შე­ნახ­ვის/რე­გის­ტრა­ცი­ის ად­გი­ლის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ორ­გა­ნო იღებს. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა განმცხა­დე­ბელს ეც­ნო­ბე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით.

პო­ლი­ცი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბა­ში და­ბა­რე­ბუ­ლი პი­რის არ­გა­მო­ცხა­დე­ბა/მის­ვლა­ზე უარი ან/და პი­რის სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილ­ზე/ია­რა­ღის შე­ნახ­ვის ად­გილ­ზე მი­სუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის არ­დაშ­ვე­ბა თან­ხმო­ბის გა­ცე­მა­ზე უა­რის თქმის სა­ფუძ­ველს წარ­მო­ად­გენს".

ავტორი:

გაზის იარაღის შეძენა/რეგისტრაციისთვის შსს-ს თანხმობა იქნება საჭირო - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

გაზის იარაღის შეძენა/რეგისტრაციისთვის შსს-ს თანხმობა იქნება საჭირო - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

დღეიდან, გაზის (აირის) იარაღის, შეძენის/რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაზის (აირის) იარაღის შეძენა/რეგისტრაციისთვის შსს-ს თანხმობა იქნება საჭირო.

"სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში შესული ცვლილებების თანახმად, თუ პირს სურს გაზის (აირის) იარაღის შეძენა/რეგისტრაცია, საჭიროა მომსახურების სააგენტოში, იარაღის შენახვის/რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან თანხმობა წარადგინოს.

დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადებისა და შესაბამისი გარემოებების შესწავლის საფუძველზე, თანხმობის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ წერილობით გადაწყვეტილებას, იარაღის შენახვის/რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო იღებს. გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში დაბარებული პირის არგამოცხადება/მისვლაზე უარი ან/და პირის საცხოვრებელ ადგილზე/იარაღის შენახვის ადგილზე მისული უფლებამოსილი პირის არდაშვება თანხმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს".