პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში დღეს აქცია და მარში რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება
თბილისში დღეს აქცია და მარში რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება

თბი­ლის­ში დღეს აქ­ცია და მარ­ში რამ­დე­ნი­მე ლო­კა­ცი­ა­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 19:00 სა­ათ­ზე, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე "თა­ვი­სუფ­ლე­ბის მარ­ში“ გა­ი­მარ­თე­ბა და შეკ­რე­ბი­ლი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მსვლე­ლო­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­კენ (გუ­ლუ­ას ქუჩა) გა­და­ი­ნაც­ვლე­ბენ.

რო­გორც აქ­ცი­ის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი გი­ორ­გი მშვე­ნი­ე­რა­ძე "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ აცხა­დებს, პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ყვე­ლა და­კა­ვე­ბულ­სა და და­ზა­რა­ლე­ბულს სო­ლი­და­რო­ბას გა­მო­უ­ცხა­დე­ბენ.

"დღე­ვან­დე­ლი აქ­ცია, არის შსს-მიერ უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სო­ლი­და­რო­ბის­თვის და მათ მიერ სას­ტი­კად ნა­ცე­მი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. ამი­ტომ, ამ მარ­შით გვინ­და ჩვენ სო­ლი­და­რო­ბა გა­მოვ­ხა­ტოთ მათ მი­მართ. ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვინც აქ­ცი­ე­ბის დროს რა­ი­მე სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო ან და და­კა­ვე­ბუ­ლია, ქარ­თუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი უფა­სო იუ­რი­დი­ულ დახ­მა­რე­ბას უწე­ვენ და იბ­რძო­ლე­ბენ მათი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად. ჩვენ, ასე­ვე ვიზ­რუ­ნებთ, რომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ და­კის­რე­ბუ­ლი უკა­ნო­ნო ჯა­რი­მე­ბი იყოს გა­დახ­დი­ლი, რომ ეს მათ ტვირ­თად არ და­აწ­ვეთ. დღე­ვან­დე­ლი აქ­ცია, რა თქმა უნდა, იქ­ნე­ბა კვლავ არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი, კონ­კრე­ტუ­ლი მე­სი­ჯე­ბი­თა და გზავ­ნი­ლე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა პრო­პა­გან­დას, ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ღაც ნა­წილ­ში ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ შსს-სთან არ შე­იძ­ლე­ბა აქ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა, მაგ­რამ ეს ასე არ არის. კა­ნო­ნით და­წე­სე­ბუ­ლია დის­ტან­ცია - აქ­ცი­ა­სა და შსს-შე­ნო­ბას შო­რის, რო­მე­ლიც 20 მეტრს შე­ად­გენს, რომ ხელი არ შე­ე­შა­ლოს შსს-ს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას და ამ დის­ტან­ცი­ას და­ვი­ცავთ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან აქ­ცია იმი­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ გვინ­და მათ შე­ვახ­სე­ნოთ, შსს არის და იყო ის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ე­ლებს მარ­თავს და სამ­წუ­ხა­როდ, ამ დღე­ებ­ში კა­ნო­ნის მსა­ხუ­რე­ბი­თა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დაც­ვის მსა­ხუ­რე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ამი­ტომ, გვინ­და მათ შე­ვახ­სე­ნოთ, რომ ისი­ნი უნდა ემ­სა­ხუ­რონ სა­ქარ­თვე­ლოს და არა ოლი­გარ­ქს“ - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მშვე­ნი­ე­რა­ძემ.

თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად, "სტუ­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რე­ბი შეკ­რე­ბას რუს­თა­ვე­ლის მეტ­როს­თან 18:00 სა­ათ­ზე აა­ნონ­სე­ბენ. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუს­თა­ვე­ლის მეტ­როს­თან შეკ­რე­ბი­ლი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მსვლე­ლო­ბით, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე შეკ­რე­ბილ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შე­უ­ერ­თდე­ბი­ან.

თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე შეკ­რე­ბილ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მსვლე­ლო­ბით ასე­ვე შე­უ­ერ­თდე­ბი­ან "გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ის“ წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც დე­და­ე­ნის ბაღ­ში 18:00 სა­ათ­ზე შე­იკ­რი­ბე­ბი­ან.

ცნო­ბის­თვის, პრო­ტეს­ტი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში და­ი­ნი­ცი­რე­ბულ­მა და 14 მა­ისს, პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე მი­ღე­ბულ­მა "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­მა გა­მო­იწ­ვია. სა­მო­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მი­ღე­ბულ კა­ნონს რამ­დე­ნი­მე კვი­რაა აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

ავტორი:

თბილისში დღეს აქცია და მარში რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება

თბილისში დღეს აქცია და მარში რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება

თბილისში დღეს აქცია და მარში რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება.

გავრცელებული ინფორმაციით, 19:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე "თავისუფლების მარში“ გაიმართება და შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ (გულუას ქუჩა) გადაინაცვლებენ.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი მშვენიერაძე "ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, პროტესტის მონაწილეები ყველა დაკავებულსა და დაზარალებულს სოლიდარობას გამოუცხადებენ.

"დღევანდელი აქცია, არის შსს-მიერ უკანონოდ დაკავებული ადამიანების სოლიდარობისთვის და მათ მიერ სასტიკად ნაცემი ადამიანებისთვის. ამიტომ, ამ მარშით გვინდა ჩვენ სოლიდარობა გამოვხატოთ მათ მიმართ. ბოლო კვირების განმავლობაში, ვინც აქციების დროს რაიმე სახის დაზიანება მიიღო ან და დაკავებულია, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები უფასო იურიდიულ დახმარებას უწევენ და იბრძოლებენ მათი უფლებების დასაცავად. ჩვენ, ასევე ვიზრუნებთ, რომ ამ ადამიანების მიმართ დაკისრებული უკანონო ჯარიმები იყოს გადახდილი, რომ ეს მათ ტვირთად არ დააწვეთ. დღევანდელი აქცია, რა თქმა უნდა, იქნება კვლავ არაძალადობრივი, კონკრეტული მესიჯებითა და გზავნილებით გაჯერებული.

რაც შეეხება პროპაგანდას, ადამიანების რაღაც ნაწილში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შსს-სთან არ შეიძლება აქციის ჩატარება, მაგრამ ეს ასე არ არის. კანონით დაწესებულია დისტანცია - აქციასა და შსს-შენობას შორის, რომელიც 20 მეტრს შეადგენს, რომ ხელი არ შეეშალოს შსს-ს ფუნქციონირებას და ამ დისტანციას დავიცავთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გვინდა მათ შევახსენოთ, შსს არის და იყო ის პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო, რომელიც პოლიციელებს მართავს და სამწუხაროდ, ამ დღეებში კანონის მსახურებითა და საქართველოს მოქალაქეების დაცვის მსახურებით არ გამოირჩეოდა. ამიტომ, გვინდა მათ შევახსენოთ, რომ ისინი უნდა ემსახურონ საქართველოს და არა ოლიგარქს“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

თავისუფლების მოედნის პარალელურად, "სტუდენტური მოძრაობის“ წევრები შეკრებას რუსთაველის მეტროსთან 18:00 საათზე აანონსებენ. მათი ინფორმაციით, რუსთაველის მეტროსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მსვლელობით ასევე შეუერთდებიან "განათლების კოალიციის“ წევრები, რომლებიც დედაენის ბაღში 18:00 საათზე შეიკრიბებიან.

ცნობისთვის, პროტესტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირებულმა და 14 მაისს, პლენარულ სხდომაზე მიღებულმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა გამოიწვია. სამოქალაქო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, სტუდენტები და მოქალაქეები მიღებულ კანონს რამდენიმე კვირაა აპროტესტებენ.