პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მახსოვს, ბაბუს პანაშვიდია და შემორბის 3-4 ზორბა კაცი, თურმე შევარდნაძის დაცვა იყო..." - რას იხსენებს იპოლიტე ხვიჩიას შვილიშვილი
"მახსოვს, ბაბუს პანაშვიდია და შემორბის 3-4 ზორბა კაცი, თურმე შევარდნაძის დაცვა იყო..." - რას იხსენებს იპოლიტე ხვიჩიას შვილიშვილი

ნუკ­რი გა­ბუ­ნია ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბის, ქარ­თუ­ლი კი­ნოს კო­მი­კო­სის - იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ას ნა­ბო­ლა­რა შვი­ლიშ­ვი­ლია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იპო­ლი­ტემ და მის­მა მე­უღ­ლემ - ლუბა ქარ­ქა­შა­ძემ ერ­თმა­ნე­თი ქუ­თა­ი­სის თე­ატ­რში გა­იც­ნეს, იმ დრო­ი­სათ­ვის ლუ­ბას ჰყავ­და მე­უღ­ლე და ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი, ნუნუ, თუმ­ცა დიდ სიყ­ვა­რულს ამან ხელი ვერ შე­უ­შა­ლა და წყვილ­მა ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი შექ­მნა, ნუ­ნუს კი ხუთი შვი­ლი შე­ე­ძი­ნა და ჩემი რეს­პონ­დენ­ტი სწო­რედ მისი მო­სა­ხე­ლეა. ნუკ­რი გა­ბუ­ნია უსაყ­ვარ­ლეს ბა­ბუს იხ­სე­ნებს, თუ რო­გო­რი მზრუნ­ვე­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, მე­ო­ჯა­ხე და კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, რო­გორ გა­მო­ხა­ტავ­და ხალ­ხი მის­და­მი სიყ­ვა­რულს და რამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო იყო იმ თა­ო­ბის მსა­ხი­ო­ბე­ბის ლა­მა­ზი და დიდი ოჯა­ხის წევ­რო­ბა და მათი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი:

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ასე­თი ფუ­ფუ­ნე­ბა მხვდა წი­ლად - ბაბუ ასე ახ­ლოს მყო­ლო­და და ყო­ველ­დღი­უ­რად, ყო­ველ­წუ­თი­ე­რად გვქო­ნო­და ძა­ლი­ან თბი­ლი და უშუ­ა­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა. ის ძა­ლი­ან მო­სიყ­ვა­რუ­ლე და სი­ცო­ცხლის­მოყ­ვა­რე, აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი იყო - ისე­თი ჩქა­რი ნა­ბი­ჯით და­დი­ო­და, ვერ ვე­წე­ო­დით, გარ­ბო­და და ჩვენ უკან მივ­დევ­დით. ამის გამო მას ბა­კუ­ნას ვე­ძახ­დით. ბაბუ რომ გარ­და­იც­ვა­ლა, 19 წლის ვი­ყა­ვი, შე­სა­ბა­მი­სად, ის სა­ო­ცა­რი ბავ­შვო­ბა კარ­გად მახ­სოვს. ბა­ბუს ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­დი, ყველ­გან თან დავ­ყავ­დი და სულ კალ­თა­ში ვე­ჯე­ქი ხოლ­მე. ფილ­მის გა­და­ღე­ბებ­ზე მთე­ლი ოჯა­ხი მივ­დი­ო­დით - ბებო, დედა და ხუ­თი­ვე ბავ­შვი... დიდი მხი­ა­რუ­ლე­ბა იყო ხოლ­მე.

ბევ­რი კო­მი­კო­სია, რომ­ლებ­ზეც ამ­ბო­ბენ, ოჯახ­ში მძი­მე ხა­სი­ა­თი აქ­ვთო, ბაბუ კი სა­ოც­რად კომ­ფორ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. ხუ­თი­ვე შვი­ლიშ­ვილს გვქონ­და გან­ცდა, რომ მის­თვის ნო­მე­რი პირ­ვე­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ვი­ყა­ვით - სულ მე­გო­ნა, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად მე ვუყ­ვარ­დი, სხვებ­საც ანა­ლო­გი­უ­რად. ოჯახ­ში სი­ტყვე­ბი "სიძე", "რძა­ლი" არ არ­სე­ბობ­და, ყვე­ლა მისი შვი­ლი იყო. დე­და­ჩემს უამ­რა­ვი შვი­ლო­ბი­ლი ჰყავ­და, ბე­ბოს კი სა­ა­თე­ბი ჰქონ­და გან­სა­ზღვრუ­ლი, ვი­საც რა უჭირ­და, შე­ეძ­ლო მო­სუ­ლი­ყო და ყვე­ლას ეხ­მა­რე­ბო­და. ბა­ბუც ყვე­ლას უსი­ტყვოდ ეხ­მა­რე­ბო­და და მერე ეტყო­და ხოლ­მე, იცო­დე, არ შე­მარ­ცხვი­ნოო.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ლუბა ბე­ბი­აც მსა­ხი­ო­ბი იყო, მაგ­რამ დე­და­ჩემს ტყუ­პი რომ შე­ე­ძი­ნა, მა­ნა­ნა და ავთო, სცე­ნას თავი და­ა­ნე­ბა და მას ეხ­მა­რე­ბო­და. მერე მხო­ლოდ ეპი­ზო­დურ რო­ლებ­ში იყო ფილ­მებ­ში, ისიც იმი­ტომ, რომ ბა­ბუს უნ­დო­და, თო­რემ თვი­თონ მთლი­ა­ნად ოჯახ­ზე იყო გა­დარ­თუ­ლი. "პირ­ველ მერ­ცხალ­ში" ქალი რომ მი­დის ძაღ­ლით, სწო­რედ ლუბა ბე­ბი­აა, ბა­ბუა რომ ეუბ­ნე­ბა, აბ­რძან­დით, ქალ­ბა­ტო­ნო, ტრო­ტუ­არ­ზე თქვენს ძაღ­ლთან ერ­თა­დო. სხვა­თა შო­რის, ბაბუ გიჟ­დე­ბო­და ცხო­ვე­ლებ­ზე, ფრინ­ვე­ლებ­ზე, ბუ­ნე­ბა­ზე, შინ ყო­ველ­თვის გვყავ­და ძაღ­ლი და კატა. ჭი­ან­ჭვე­ლას არ და­ად­გამ­და ფეხს - რა ვიცი, ბაბუ, მერე იქ­ნე­ბა მე ვიყო ჭი­ან­ჭვე­ლაო, ხუმ­რობ­და.

- რო­გო­რი იყო ლუ­ბა­სა და იპო­ლი­ტეს ურ­თი­ერ­თო­ბა?

- ბო­ლოს ორი­ვეს ერთი და იგი­ვე და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და - ინ­სულ­ტი, ერთს მარ­ჯვე­ნა მხა­რეს, მე­ო­რეს - მარ­ცხე­ნა. ბაბუ ეხუმ­რე­ბო­და, სულ ვი­ცო­დი, რომ ძა­ლი­ან გიყ­ვარ­დი, მაგ­რამ ასე თუ გიყ­ვარ­დი, არ მე­გო­ნაო. მა­შინ ხომ მო­ბი­ლუ­რე­ბი არ იყო და იპო­ლი­ტე სად­მე ქა­ლაქ­გა­რეთ თუ იყო წა­სუ­ლი, ყო­ველ­დღე რე­კავ­და, ბებო კი სახ­ლში იჯდა ზუს­ტად იმ სა­ათ­ზე, როცა მის ზარს ელო­დე­ბო­და. ყვე­ლა­ფერს გა­მოჰ­კი­თხავ­და, რო­გორ ხარ, ბა­კუ­ნა, მანდ ძა­ლი­ან ცივა? ფეხ­ზე თბი­ლად ჩაც­მა არ და­გა­ვი­წყდეს, ის თუ შე­ჭა­მე, ეს თუ გა­ა­კე­თეო...

ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ, დიდ პა­ტივს სცემ­დნენ. სხვა­თა შო­რის, კა­მა­თობ­დნენ კი­დეც, როცა რა­ი­მე სა­კი­თხზე არ ეთან­ხმე­ბოდ­ნენ - საჭ­მელ­ზე, ტე­ლე­ვი­ზორ­ში რა­მეს რომ და­ი­ნა­ხავ­დნენ, მაგ­რამ მათი აწე­უ­ლი ხმა არ გა­მი­გო­ნია. რა­მის გარ­ჩე­ვა რომ მი­დი­ო­და, აბა, რო­მე­ლი­მეს ბე­ბოს მხა­რე დაგ­ვე­ჭი­რა, ბაბუ მა­შინ­ვე გა­ი­ბუ­ტე­ბო­და, ხელ­ჯოხს სა­ხეს ჩა­მო­ა­დებ­და და დიდი მწვა­ნე თვა­ლე­ბი და­უ­ნაღ­ვლი­ან­დე­ბო­და. ისე, სულ უციმ­ცი­მებ­და და ყვე­ლას უღი­მო­და. რამე თუ აწუ­ხებ­და, მხო­ლოდ თვა­ლებ­ზე შე­ამ­ჩნევ­დი, მაგ­რამ არა­ფერს იტყო­და, არ იმ­ჩნევ­და.

სა­ბურ­თა­ლო­ზე მე­ექ­ვსე სარ­თულ­ზე ვცხოვ­რობ­დით და სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ბაბუ პირ­ველ სარ­თულ­ზე რომ ჩა­ახ­ვე­ლებ­და (მას ხომ ას­თმა ჰქონ­და), ბე­ბია უკვე ხვდე­ბო­და, რომ ის იყო, გა­ვარ­დე­ბო­და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, საჭ­მელს უცებ შე­მოდ­გამ­და ქუ­რა­ზე გა­სა­ცხე­ლებ­ლად და სა­ნამ ამო­ვი­დო­და, თით­ქმის მზად ჰქონ­და. ლუ­ბას ხა­ჭა­პუ­რე­ბი ცნო­ბი­ლი იყო, მაგ­რამ სხვებს უფრო მოს­წონ­დათ, ვიდ­რე ბა­ბუს, მას ლო­ბიო და კი­ე­ვუ­რი კატ­ლე­ტი უფრო უყ­ვარ­და. სად­მე რომ მი­დი­ო­და, ბე­ბია ლო­ბი­ოს ჩუ­მად უხარ­შავ­და ხოლ­მე სას­ტუმ­რო­ში, განა სხვა­გან ვერ შე­უკ­ვეთ­და, მაგ­რამ მა­ინ­ცდა­მა­ინც ლუ­ბას გა­კე­თე­ბუ­ლი უნ­დო­და. სა­დაც დავ­დი­ო­დით, ის პა­ტა­რა ქო­თა­ნიც თან დაგ­ვქონ­და, ერთხელ ნომ­რის აი­ვან­ზე ქურა დად­გა ლო­ბი­ოს მო­სა­ხარ­შად...

ბა­ბუს რომ და­ე­ნა­ხა, ქუ­ჩა­ში ვი­ღაც ჩხუ­ბობ­და, შუ­ა­ში ჩახ­ტე­ბო­და და გა­აშ­ვე­ლებ­და; ცურ­ვა არ იცო­და და წყალ­ში გა­დახ­ტე­ბო­და ვი­ღა­ცის გა­და­სარ­ჩე­ნად, მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა მი­წისძვრას, პა­ნი­კუ­რი შიში ჰქონ­და. ერთხელ მა­ჰა­ჩყა­ლა­ში იყ­ვნენ, იქ თურ­მე ხში­რად იყო მი­წისძვრა და ნო­მერ­ში მას­თან ყო­ველ­თვის ვი­ღაც რჩე­ბო­და, რომ მარ­ტო არ ყო­ფი­ლი­ყო. ფოს­ტა იქვე ახ­ლოს ყო­ფი­ლა და დი­ლის 5 სა­ა­თიც რომ ყო­ფი­ლი­ყო, ჩა­ირ­ბენ­და თურ­მე, ლუბა, კი­დევ შეგ­ვა­ქა­ნა და ასე მე ვე­რა­ფერს გა­და­ვი­ღებ, მე­უბ­ნე­ბი­ან, ზო­გი­ერ­თი კად­რი არ მოგ­ვწონ­სო, და რო­გორ უნდა მო­ე­წო­ნოთ, რო­გორც კი მი­წისძვრა­ზე გა­ვი­ფიქ­რებ, მა­შინ­ვე სახ­ლში მინ­და გა­მოქ­ცე­ვაო. ეს აქე­დან ამ­შვი­დებ­და, ბა­კუ­ნა, არა­ფე­რი მო­გი­ვაო.

ბა­ბუა და შვი­ლიშ­ვი­ლი

- რას გიყ­ვე­ბო­დათ იპო­ლი­ტე მის ბავ­შვო­ბა­ზე, ოჯახ­ზე?

- იპო სას­წა­უ­ლად ცელ­ქი ბავ­შვი ყო­ფი­ლა. ერთ სა­ხა­ლი­სო ამ­ბავს გი­ამ­ბობთ მის დე­და­ზე. როცა პის­ტი "პირ­ვე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა", მა­შინ ბალ­ზა­მი სად იყო, პირ­და­პირ ეს­ვე­ნა და რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, რო­გორც "იმე­რულ ეს­კი­ზებ­შია" ნანა მჭედ­ლი­ძეს­თან, პის­ტიმ შე­იფ­შვნი­ტა თვა­ლე­ბი, წა­მოჯ­და, მი­ი­ხედ-მო­ი­ხე­და და ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, იქ რა ამ­ბა­ვი ატყდე­ბო­და. ამის მერე კბი­ლიც კი ამო­უ­ვი­და და ბა­ბუა ეხუმ­რე­ბო­და, დედა, ახლა შენ კი­ჭე­ბი ამოგ­დის და მე­ო­რე ცხოვ­რე­ბა და­გე­წყოო. რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა პის­ტი ბე­ბია. ძა­ლი­ან პა­ტა­რა, ჩია ქალი იყო, ღო­ბე­ზე თხა ჰყავ­და დაბ­მუ­ლი, მისი მოხ­სნა უნ­დო­და და გა­ექ­ცა, მან კი თოკს ხელი არ გა­უშ­ვა, წა­იქ­ცა და თხამ ათ­რია... მერე ერთი თვე ჰყავ­დათ სახ­ლში დას­ვე­ნე­ბუ­ლი, ელო­დე­ბოდ­ნენ, კი­დევ რო­დის წა­მოდ­გე­ბო­და. ბო­ლოს, ექიმ­მა რომ და­ა­დას­ტუ­რა, ნამ­დვი­ლად გარ­დაც­ვლი­ლი­აო, დაკ­რძა­ლეს.

იპო­ლი­ტეს დედა ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, მას რომ წა­მა­ლი დას­ჭირ­დე­ბო­და, ბა­ბუ­ა­ჩემს თვა­ლე­ბი უწყლი­ან­დე­ბო­და - დე­დას რომ რამე და­ე­მარ­თოს, ვერ გა­და­ვი­ტა­ნო... ბა­ბუს ძმის­შვი­ლე­ბი, ნა­ნუ­კა და ბელა მახ­სოვს. პის­ტის სულ ჰქონ­და ჯი­ბე­ებ­ში სა­სუსნა­ვე­ბი და გვაჭ­მევ­და ხოლ­მე.

  • ერთ ამ­ბავ­საც გა­ვიხ­სე­ნებ... ჩვენ­თან კარი სულ ღია იყო და ერთხელ უცხო ბი­ჭებ­მა შე­მო­ა­ღეს. ერთი ტი­რის. რა მოხ­დაო, ბა­ბუმ ჰკი­თხა. ბა­ტო­ნო იპო­ლი­ტე, ახლა ტაქ­სის­ტმა გვი­თხრა, სა­წყა­ლი იპო­ლი­ტე მომ­კვდა­რა, აქ ცხოვ­რობ­დაო, და გა­და­ვი­რი­ეთ, სამ­ძი­მარ­ზე ამო­ვე­დი­თო. არა უშავს, დიდ­ხანს ვი­ცო­ცხლებ, კვი­რა­ში ორ­ჯერ მკლა­ვენ, არ ინერ­ვი­უ­ლო­თო, და ბა­ბუმ სუფ­რას­თან მო­ი­პა­ტი­ჟა, დას­ხდნენ და დი­ლამ­დე ქე­ი­ფობ­დნენ...

ბა­ბუს გარ­დაც­ვა­ლე­ბა ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე. ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა და­ე­მარ­თა ზამ­თარ­ში. მე­ზო­ბელ­მა სა­დღაც გა­ყო­ლა სთხო­ვა. ბაბუ ფეხ­საც­მელს ვერ იც­ვამ­და, მო­ჭი­და­ვე­ებს მოჰ­ქონ­დათ მის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფეხ­საც­მე­ლი - "ბარ­ცოვ­კე­ბი", ისი­ნი ეცვა და ფეხი გა­უ­ცივ­და. სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულს მა­ღა­ლი სი­ცხე ჰქონ­და, ქო­ში­ნი, ხვე­ლა და­ე­წყო. ჩვენ გვე­გო­ნა, ას­თმის შე­ტე­ვა ჰქონ­და. 31 იან­ვა­რი იყო. სას­წრა­ფოს ექი­მებ­მა ფილ­ტვებ­ზე მო­უს­მი­ნეს, რა­ღაც გა­უ­კე­თეს ვე­ნა­ში, თით­ქოს ჩა­წყნარ­და, მაგ­რამ ან­თე­ბა რომ იყო, ვერ მიხ­ვდნენ, არც უთ­ქვამთ გა­და­ვიყ­ვა­ნო­თო. მთე­ლი ოჯა­ხი იქ ვი­ყა­ვით, ბე­სოს გარ­და, მა­შინ სა­ბერ­ძნეთ­ში იყო. ბაბუ ორი ჯო­ხით და­დი­ო­და ხოლ­მე და რომ და­ი­წყობ­და გვერ­დზე, ერ­თზე ერთი შვილ­თაშ­ვი­ლი იჯდა - ლაშა, მე­ო­რე­ზე - ბაჩი. ასე ის­ხდნენ იმ მო­მენ­ტშიც - ბაბუ, თქვენ რომ აქ სხედ­ხართ, ნემ­სის აღარ მე­ში­ნი­აო. ექი­მე­ბი კარ­გა ხანს იყ­ვნენ, ვსა­უბ­რობ­დით, ვი­ცი­ნო­დით, სპაზ­მი მო­ეხ­სნა და წა­ვიდ­ნენ. გა­ვიდ­ნენ თუ არა, 15 წუთ­ში ისევ ცუ­დად გახ­და, დავ­რე­კეთ და იგი­ვე ბრი­გა­და მო­ვი­და. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­გიყ­ვან­თო, უთხრეს. უკვე ისე ცუ­დად იყო, ვე­ღარ ლა­პა­რა­კობ­და. მა­კამ მი­თხრა, ბავ­შვე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნე ოთა­ხი­და­ნო, მაგ­რამ ბა­ბუმ არ გა­მო­მა­ტა­ნა, აქ იყ­ვნე­ნო, და ანეკ­დო­ტის მო­ყო­ლა და­ი­წყო, შუ­ამ­დე მი­ვი­და, მაგ­რამ გაგ­რძე­ლე­ბა ვე­ღარ შეძ­ლო და მა­კას გა­ხე­და, ბაბუ, შენ და­ამ­თავ­რეო. მა­კას თან ცრემ­ლი მოს­დი­ო­და, თან ჰყვე­ბო­და... ექი­მე­ბი ნემსს უკე­თებ­დნენ და უკვე წა­მა­ლიც აღარ წა­ვი­და ვე­ნა­ში. ერ­თმა­ნეთს რომ გა­და­ხე­დეს, ბავ­შვე­ბი გა­მო­ვიყ­ვა­ნე... მა­ი­სუ­რი რომ გავ­ხა­დეთ, ზურ­გი მთლი­ა­ნად გა­ლურ­ჯე­ბუ­ლი ჰქონ­და, ფილ­ტვე­ბი შე­ე­კუმ­შა და ფაქ­ტობ­რი­ვად, და­იხ­რჩო. სა­ში­ნე­ლი მო­მენ­ტი იყო. მახ­სოვს, ცრემ­ლი ჩა­მო­უ­გორ­და... ის დღე­ე­ბი კოშ­მა­რუ­ლად მახ­სოვს, უდი­დე­სი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი იყო. არ ვიცი, რო­გორ გა­და­ვი­ტა­ნეთ. იმ ხალ­ხმა გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნა, რო­მე­ლიც გვერ­დში გვედ­გა და მო­დი­ოდ­ნენ.

მახ­სოვს, ბა­ბუს პა­ნაშ­ვი­დია და, შე­მორ­ბის 3-4 ზორ­ბა კაცი. ბე­ბი­ა­ჩემს გა­უკ­ვირ­და, ნე­ტავ ამ კა­ცებ­თან იპოს რა საქ­მე ჰქონ­დაო? თურ­მე შე­ვარ­დნა­ძის დაც­ვა იყო. მა­შინ უკვე "სე­მი­ო­ნოვ­კა­ზე", სე­ვას­ტო­პო­ლის ქუ­ჩა­ზე ვცხოვ­რობ­დით, ვე­რის სა­საფ­ლა­ოს­თან. და­ი­ა­რეს სახ­ლი, მი­ი­ხედ-მო­ი­ხე­დეს, ჭერ­ში იყუ­რე­ბი­ან - უი, ჭერი რა დღე­შია, წყა­ლი რო­გო­რაა ჩა­მო­სუ­ლიო, ბა­ტო­ნი ედუ­არ­დი უნდა მო­ვი­დეს და უცებ ან შე­ვა­თეთ­როთ, ან რამე ვქნა­თო. ბე­ბომ უთხრა, რო­გო­რიც მი­ვი­ღეთ, ისეთ სახ­ლში გარ­და­იც­ვა­ლა, რე­მონ­ტიც ვერ გა­ვა­კე­თეთ, თქვენ გგო­ნი­ათ, ფული სად­მე გვქონ­და ჩა­კუ­ჭუ­ლიო? რა გა­თეთ­რე­ბა, რის გა­თეთ­რე­ბა? იპო მა­გას ვე­ღარ და­ი­ნა­ხავს, გა­ა­თეთ­რებთ თუ რას იზამთ და ბა­ტო­ნი ედუ­არ­დი თუ უნდა შე­წუხ­დეს, სა­ერ­თოდ ნუ მოვა, არ შე­წუხ­დე­სო. არ მო­ვი­და. შე­იძ­ლე­ბა ასე­ვე გა­დას­ცეს და ეწყი­ნა კი­დეც, არ ვიცი. არა­და, დედა, მისი მე­უღ­ლე ნა­ნუ­ლი და მე­დი­კო მეზვრიშ­ვი­ლი მე­გობ­რობ­დნენ, კურ­სე­ლე­ბი იყ­ვნენ. იმ­ხე­ლა თავ­ზა­რი დაგ­ვე­ცა ბა­ბუს გარ­დაც­ვა­ლე­ბით, ვის ჰქონ­და ამის გან­წყო­ბა?...წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად

ავტორი:

"მახსოვს, ბაბუს პანაშვიდია და შემორბის 3-4 ზორბა კაცი, თურმე შევარდნაძის დაცვა იყო..." - რას იხსენებს იპოლიტე ხვიჩიას შვილიშვილი

"მახსოვს, ბაბუს პანაშვიდია და შემორბის 3-4 ზორბა კაცი, თურმე შევარდნაძის დაცვა იყო..." - რას იხსენებს იპოლიტე ხვიჩიას შვილიშვილი

ნუკრი გაბუნია ყველასათვის საყვარელი და გამორჩეული მსახიობის, ქართული კინოს კომიკოსის - იპოლიტე ხვიჩიას ნაბოლარა შვილიშვილია. მოგეხსენებათ, იპოლიტემ და მისმა მეუღლემ - ლუბა ქარქაშაძემ ერთმანეთი ქუთაისის თეატრში გაიცნეს, იმ დროისათვის ლუბას ჰყავდა მეუღლე და ერთადერთი ქალიშვილი, ნუნუ, თუმცა დიდ სიყვარულს ამან ხელი ვერ შეუშალა და წყვილმა ბედნიერი ოჯახი შექმნა, ნუნუს კი ხუთი შვილი შეეძინა და ჩემი რესპონდენტი სწორედ მისი მოსახელეა. ნუკრი გაბუნია უსაყვარლეს ბაბუს იხსენებს, თუ როგორი მზრუნველი, მოსიყვარულე, მეოჯახე და კეთილი ადამიანი იყო, როგორ გამოხატავდა ხალხი მისდამი სიყვარულს და რამდენად საინტერესო იყო იმ თაობის მსახიობების ლამაზი და დიდი ოჯახის წევრობა და მათი ურთიერთობები:

- ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრებაში ასეთი ფუფუნება მხვდა წილად - ბაბუ ასე ახლოს მყოლოდა და ყოველდღიურად, ყოველწუთიერად გვქონოდა ძალიან თბილი და უშუალო ურთიერთობა. ის ძალიან მოსიყვარულე და სიცოცხლისმოყვარე, აქტიური ადამიანი იყო - ისეთი ჩქარი ნაბიჯით დადიოდა, ვერ ვეწეოდით, გარბოდა და ჩვენ უკან მივდევდით. ამის გამო მას ბაკუნას ვეძახდით. ბაბუ რომ გარდაიცვალა, 19 წლის ვიყავი, შესაბამისად, ის საოცარი ბავშვობა კარგად მახსოვს. ბაბუს ძალიან ვუყვარდი, ყველგან თან დავყავდი და სულ კალთაში ვეჯექი ხოლმე. ფილმის გადაღებებზე მთელი ოჯახი მივდიოდით - ბებო, დედა და ხუთივე ბავშვი... დიდი მხიარულება იყო ხოლმე.

ბევრი კომიკოსია, რომლებზეც ამბობენ, ოჯახში მძიმე ხასიათი აქვთო, ბაბუ კი საოცრად კომფორტული ადამიანი იყო. ხუთივე შვილიშვილს გვქონდა განცდა, რომ მისთვის ნომერი პირველი და გამორჩეული ვიყავით - სულ მეგონა, რომ ყველაზე მეტად მე ვუყვარდი, სხვებსაც ანალოგიურად. ოჯახში სიტყვები "სიძე", "რძალი" არ არსებობდა, ყველა მისი შვილი იყო. დედაჩემს უამრავი შვილობილი ჰყავდა, ბებოს კი საათები ჰქონდა განსაზღვრული, ვისაც რა უჭირდა, შეეძლო მოსულიყო და ყველას ეხმარებოდა. ბაბუც ყველას უსიტყვოდ ეხმარებოდა და მერე ეტყოდა ხოლმე, იცოდე, არ შემარცხვინოო.

მოგეხსენებათ, ლუბა ბებიაც მსახიობი იყო, მაგრამ დედაჩემს ტყუპი რომ შეეძინა, მანანა და ავთო, სცენას თავი დაანება და მას ეხმარებოდა. მერე მხოლოდ ეპიზოდურ როლებში იყო ფილმებში, ისიც იმიტომ, რომ ბაბუს უნდოდა, თორემ თვითონ მთლიანად ოჯახზე იყო გადართული. "პირველ მერცხალში" ქალი რომ მიდის ძაღლით, სწორედ ლუბა ბებიაა, ბაბუა რომ ეუბნება, აბრძანდით, ქალბატონო, ტროტუარზე თქვენს ძაღლთან ერთადო. სხვათა შორის, ბაბუ გიჟდებოდა ცხოველებზე, ფრინველებზე, ბუნებაზე, შინ ყოველთვის გვყავდა ძაღლი და კატა. ჭიანჭველას არ დაადგამდა ფეხს - რა ვიცი, ბაბუ, მერე იქნება მე ვიყო ჭიანჭველაო, ხუმრობდა.

- როგორი იყო ლუბასა და იპოლიტეს ურთიერთობა?

- ბოლოს ორივეს ერთი და იგივე დაავადება ჰქონდა - ინსულტი, ერთს მარჯვენა მხარეს, მეორეს - მარცხენა. ბაბუ ეხუმრებოდა, სულ ვიცოდი, რომ ძალიან გიყვარდი, მაგრამ ასე თუ გიყვარდი, არ მეგონაო. მაშინ ხომ მობილურები არ იყო და იპოლიტე სადმე ქალაქგარეთ თუ იყო წასული, ყოველდღე რეკავდა, ბებო კი სახლში იჯდა ზუსტად იმ საათზე, როცა მის ზარს ელოდებოდა. ყველაფერს გამოჰკითხავდა, როგორ ხარ, ბაკუნა, მანდ ძალიან ცივა? ფეხზე თბილად ჩაცმა არ დაგავიწყდეს, ის თუ შეჭამე, ეს თუ გააკეთეო...

ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, დიდ პატივს სცემდნენ. სხვათა შორის, კამათობდნენ კიდეც, როცა რაიმე საკითხზე არ ეთანხმებოდნენ - საჭმელზე, ტელევიზორში რამეს რომ დაინახავდნენ, მაგრამ მათი აწეული ხმა არ გამიგონია. რამის გარჩევა რომ მიდიოდა, აბა, რომელიმეს ბებოს მხარე დაგვეჭირა, ბაბუ მაშინვე გაიბუტებოდა, ხელჯოხს სახეს ჩამოადებდა და დიდი მწვანე თვალები დაუნაღვლიანდებოდა. ისე, სულ უციმციმებდა და ყველას უღიმოდა. რამე თუ აწუხებდა, მხოლოდ თვალებზე შეამჩნევდი, მაგრამ არაფერს იტყოდა, არ იმჩნევდა.

საბურთალოზე მეექვსე სართულზე ვცხოვრობდით და სახლში დაბრუნებული ბაბუ პირველ სართულზე რომ ჩაახველებდა (მას ხომ ასთმა ჰქონდა), ბებია უკვე ხვდებოდა, რომ ის იყო, გავარდებოდა სამზარეულოში, საჭმელს უცებ შემოდგამდა ქურაზე გასაცხელებლად და სანამ ამოვიდოდა, თითქმის მზად ჰქონდა. ლუბას ხაჭაპურები ცნობილი იყო, მაგრამ სხვებს უფრო მოსწონდათ, ვიდრე ბაბუს, მას ლობიო და კიევური კატლეტი უფრო უყვარდა. სადმე რომ მიდიოდა, ბებია ლობიოს ჩუმად უხარშავდა ხოლმე სასტუმროში, განა სხვაგან ვერ შეუკვეთდა, მაგრამ მაინცდამაინც ლუბას გაკეთებული უნდოდა. სადაც დავდიოდით, ის პატარა ქოთანიც თან დაგვქონდა, ერთხელ ნომრის აივანზე ქურა დადგა ლობიოს მოსახარშად...

ბაბუს რომ დაენახა, ქუჩაში ვიღაც ჩხუბობდა, შუაში ჩახტებოდა და გააშველებდა; ცურვა არ იცოდა და წყალში გადახტებოდა ვიღაცის გადასარჩენად, მაგრამ რაც შეეხება მიწისძვრას, პანიკური შიში ჰქონდა. ერთხელ მაჰაჩყალაში იყვნენ, იქ თურმე ხშირად იყო მიწისძვრა და ნომერში მასთან ყოველთვის ვიღაც რჩებოდა, რომ მარტო არ ყოფილიყო. ფოსტა იქვე ახლოს ყოფილა და დილის 5 საათიც რომ ყოფილიყო, ჩაირბენდა თურმე, ლუბა, კიდევ შეგვაქანა და ასე მე ვერაფერს გადავიღებ, მეუბნებიან, ზოგიერთი კადრი არ მოგვწონსო, და როგორ უნდა მოეწონოთ, როგორც კი მიწისძვრაზე გავიფიქრებ, მაშინვე სახლში მინდა გამოქცევაო. ეს აქედან ამშვიდებდა, ბაკუნა, არაფერი მოგივაო.

ბაბუა და შვილიშვილი

- რას გიყვებოდათ იპოლიტე მის ბავშვობაზე, ოჯახზე?

- იპო სასწაულად ცელქი ბავშვი ყოფილა. ერთ სახალისო ამბავს გიამბობთ მის დედაზე. როცა პისტი "პირველად გარდაიცვალა", მაშინ ბალზამი სად იყო, პირდაპირ ესვენა და რამდენიმე დღის შემდეგ, როგორც "იმერულ ესკიზებშია" ნანა მჭედლიძესთან, პისტიმ შეიფშვნიტა თვალები, წამოჯდა, მიიხედ-მოიხედა და ხომ წარმოგიდგენიათ, იქ რა ამბავი ატყდებოდა. ამის მერე კბილიც კი ამოუვიდა და ბაბუა ეხუმრებოდა, დედა, ახლა შენ კიჭები ამოგდის და მეორე ცხოვრება დაგეწყოო. რამდენიმე თვის შემდეგ გარდაიცვალა პისტი ბებია. ძალიან პატარა, ჩია ქალი იყო, ღობეზე თხა ჰყავდა დაბმული, მისი მოხსნა უნდოდა და გაექცა, მან კი თოკს ხელი არ გაუშვა, წაიქცა და თხამ ათრია... მერე ერთი თვე ჰყავდათ სახლში დასვენებული, ელოდებოდნენ, კიდევ როდის წამოდგებოდა. ბოლოს, ექიმმა რომ დაადასტურა, ნამდვილად გარდაცვლილიაო, დაკრძალეს.

იპოლიტეს დედა ძალიან უყვარდა, მას რომ წამალი დასჭირდებოდა, ბაბუაჩემს თვალები უწყლიანდებოდა - დედას რომ რამე დაემართოს, ვერ გადავიტანო... ბაბუს ძმისშვილები, ნანუკა და ბელა მახსოვს. პისტის სულ ჰქონდა ჯიბეებში სასუსნავები და გვაჭმევდა ხოლმე.

  • ერთ ამბავსაც გავიხსენებ... ჩვენთან კარი სულ ღია იყო და ერთხელ უცხო ბიჭებმა შემოაღეს. ერთი ტირის. რა მოხდაო, ბაბუმ ჰკითხა. ბატონო იპოლიტე, ახლა ტაქსისტმა გვითხრა, საწყალი იპოლიტე მომკვდარა, აქ ცხოვრობდაო, და გადავირიეთ, სამძიმარზე ამოვედითო. არა უშავს, დიდხანს ვიცოცხლებ, კვირაში ორჯერ მკლავენ, არ ინერვიულოთო, და ბაბუმ სუფრასთან მოიპატიჟა, დასხდნენ და დილამდე ქეიფობდნენ...

ბაბუს გარდაცვალება ძალიან განვიცადე. ფილტვების ანთება დაემართა ზამთარში. მეზობელმა სადღაც გაყოლა სთხოვა. ბაბუ ფეხსაცმელს ვერ იცვამდა, მოჭიდავეებს მოჰქონდათ მისთვის სპეციალური ფეხსაცმელი - "ბარცოვკები", ისინი ეცვა და ფეხი გაუცივდა. სახლში დაბრუნებულს მაღალი სიცხე ჰქონდა, ქოშინი, ხველა დაეწყო. ჩვენ გვეგონა, ასთმის შეტევა ჰქონდა. 31 იანვარი იყო. სასწრაფოს ექიმებმა ფილტვებზე მოუსმინეს, რაღაც გაუკეთეს ვენაში, თითქოს ჩაწყნარდა, მაგრამ ანთება რომ იყო, ვერ მიხვდნენ, არც უთქვამთ გადავიყვანოთო. მთელი ოჯახი იქ ვიყავით, ბესოს გარდა, მაშინ საბერძნეთში იყო. ბაბუ ორი ჯოხით დადიოდა ხოლმე და რომ დაიწყობდა გვერდზე, ერთზე ერთი შვილთაშვილი იჯდა - ლაშა, მეორეზე - ბაჩი. ასე ისხდნენ იმ მომენტშიც - ბაბუ, თქვენ რომ აქ სხედხართ, ნემსის აღარ მეშინიაო. ექიმები კარგა ხანს იყვნენ, ვსაუბრობდით, ვიცინოდით, სპაზმი მოეხსნა და წავიდნენ. გავიდნენ თუ არა, 15 წუთში ისევ ცუდად გახდა, დავრეკეთ და იგივე ბრიგადა მოვიდა. საავადმყოფოში გადაგიყვანთო, უთხრეს. უკვე ისე ცუდად იყო, ვეღარ ლაპარაკობდა. მაკამ მითხრა, ბავშვები გამოიყვანე ოთახიდანო, მაგრამ ბაბუმ არ გამომატანა, აქ იყვნენო, და ანეკდოტის მოყოლა დაიწყო, შუამდე მივიდა, მაგრამ გაგრძელება ვეღარ შეძლო და მაკას გახედა, ბაბუ, შენ დაამთავრეო. მაკას თან ცრემლი მოსდიოდა, თან ჰყვებოდა... ექიმები ნემსს უკეთებდნენ და უკვე წამალიც აღარ წავიდა ვენაში. ერთმანეთს რომ გადახედეს, ბავშვები გამოვიყვანე... მაისური რომ გავხადეთ, ზურგი მთლიანად გალურჯებული ჰქონდა, ფილტვები შეეკუმშა და ფაქტობრივად, დაიხრჩო. საშინელი მომენტი იყო. მახსოვს, ცრემლი ჩამოუგორდა... ის დღეები კოშმარულად მახსოვს, უდიდესი გულისტკივილი იყო. არ ვიცი, როგორ გადავიტანეთ. იმ ხალხმა გადაგვატანინა, რომელიც გვერდში გვედგა და მოდიოდნენ.

მახსოვს, ბაბუს პანაშვიდია და, შემორბის 3-4 ზორბა კაცი. ბებიაჩემს გაუკვირდა, ნეტავ ამ კაცებთან იპოს რა საქმე ჰქონდაო? თურმე შევარდნაძის დაცვა იყო. მაშინ უკვე "სემიონოვკაზე", სევასტოპოლის ქუჩაზე ვცხოვრობდით, ვერის სასაფლაოსთან. დაიარეს სახლი, მიიხედ-მოიხედეს, ჭერში იყურებიან - უი, ჭერი რა დღეშია, წყალი როგორაა ჩამოსულიო, ბატონი ედუარდი უნდა მოვიდეს და უცებ ან შევათეთროთ, ან რამე ვქნათო. ბებომ უთხრა, როგორიც მივიღეთ, ისეთ სახლში გარდაიცვალა, რემონტიც ვერ გავაკეთეთ, თქვენ გგონიათ, ფული სადმე გვქონდა ჩაკუჭულიო? რა გათეთრება, რის გათეთრება? იპო მაგას ვეღარ დაინახავს, გაათეთრებთ თუ რას იზამთ და ბატონი ედუარდი თუ უნდა შეწუხდეს, საერთოდ ნუ მოვა, არ შეწუხდესო. არ მოვიდა. შეიძლება ასევე გადასცეს და ეწყინა კიდეც, არ ვიცი. არადა, დედა, მისი მეუღლე ნანული და მედიკო მეზვრიშვილი მეგობრობდნენ, კურსელები იყვნენ. იმხელა თავზარი დაგვეცა ბაბუს გარდაცვალებით, ვის ჰქონდა ამის განწყობა?...წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად