საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო მოიპოვა
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო მოიპოვა

ხორ­ვა­ტი­ის დე­და­ქა­ლაქ ზაგ­რებ­ში ძი­უ­დო­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ო­რე სა­შე­ჯიბ­რო დღეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით ტა­ტამ­ზე 6 ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი წარ­სდგა, მათ­გან ფი­ნა­ლურ ბლოკ­ში ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი (-73 კგ) და ტატო გრი­გა­ლაშ­ვი­ლი (-81 კგ) გა­ვიდ­ნენ.

ლაშა ბრინ­ჯა­ოს მედ­ლის­თვის ბრძო­ლა­ში მოლ­დო­ველ ადილ ოს­მა­ნოვს და­უ­პი­რის­პირ­და და გა­ი­მარ­ჯვა. და­პი­რის­პი­რე­ბა რთუ­ლი გა­მოდ­გა და მისი ბედი და­მა­ტე­ბით წუ­თებ­ში გა­და­წყდა.

შავ­და­თუ­აშ­ვილ­მა ას­პა­რე­ზო­ბა მე­ო­რე წრე­ში და­ი­წყო და ხორ­ვატ რო­ბერტ კლა­ჩარს სძლია, შემ­დეგ ეტაპ­ზე კი ფი­ნე­თის სა­ხე­ლით მო­ას­პა­რე­ზე ტურ­პალ დუ­კა­ევს აჯო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ ლაშა მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში ში­დო­ე­ბით და­ნი­ელ ლავ­რენ­ტევ­თან და­მარ­ცხდა, რე­პე­შაჟ­ში კი ბულ­გა­რელ მარკ ჰრის­ტოვს სძლია. ეს სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის მე­სა­მე მე­და­ლია. გუ­შინ ოქ­როს მო­პო­ვე­ბა - 66 კი­ლოგ­რამ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში ვაჟა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა, ბრინ­ჯაო კი ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა მო­ი­პო­ვა.

დღეს ოქ­როს მედ­ლის­თვის იჭი­და­ვებს ტატო გრი­გა­ლაშ­ვი­ლი.

  • ლაშა ჩვე­ნი დრო­ის ერთ-ერთი ტი­ტუ­ლი­ა­ნი სპორ­ტსმე­ნია, მას ოლიმ­პი­ა­დის ყვე­ლა სინ­ჯის მე­და­ლი აქვს მო­გე­ბუ­ლი.

2012 წლის ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე, 66 კგ-მდე ძი­უ­დო­ის­ტთა შო­რის ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა.

2021 წელს ბუ­და­პეშ­ტში გა­მარ­თულ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, 73 კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში, ოქ­როს მედ­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და.

2016 წლის 8 აგ­ვის­ტოს, რიო-დე-ჟა­ნე­ი­როს ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე შავ­და­თუ­აშ­ვილ­მა ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა.

2021 წელს გა­მარ­თულ 2020 წლის ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე კი შავ­და­თუ­აშ­ვილ­მა ვერ­ცხლის მე­და­ლი მო­ი­პო­ვა.

არის მსოფ­ლიო ორგზის ჩემ­პი­ო­ნი ( 2013 ,რიო დე ჟა­ნე­ი­რო, გუნ­დუ­რი; 2021, ბუ­და­პეშ­ტი, უნ­გრე­თი) , მსოფ­ლიო ორგზის ბრინ­ჯა­ოს პრი­ზი­ო­რი (2014, 2015; გუნ­დუ­რი), ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი 2012 (ჩე­ლი­ა­ბინ­სკი, გუნ­დუ­რი), 2013 (ბუ­და­პეშ­ტი, გუნ­დუ­რი), 2016 (ყა­ზა­ნი, გუნ­დუ­რი), 2017 (ვარ­შა­ვა, გუნ­დუ­რი) წლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი (2017, 73 კგ) და მსოფ­ლიო თა­სის მფლო­ბე­ლი 2012 (თბი­ლი­სი, 66 კგ; პრა­ღა, 66 კგ; ბუ­ე­ნოს-აი­რე­სი, 66 კგ).

2012 წელს სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტულ ჟურ­ნა­ლის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ წლის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნად და­სა­ხელ­და . ამა­ვე წელს სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ა­სა­ხე­ლა წლის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნად.

მი­ღე­ბუ­ლი აქვს ბრწყინ­ვა­ლე­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო ორ­დე­ნი (2018 წელს) და ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი (2016 წელს).

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
SOS!!!
0

ლაშა, წარსულის დიდებით ცხოვრება შენს წინსვლას შეაჩერებს, მაშ წინ, ახალი გამარჯვებებისაკენ!

Tini
0

გილოცავ ლაშა

სულ გამარჯვებები - რასაც იმსახურებ!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო მოიპოვა

ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 6 ქართველი ძიუდოისტი წარსდგა, მათგან ფინალურ ბლოკში ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) გავიდნენ.

ლაშა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მოლდოველ ადილ ოსმანოვს დაუპირისპირდა და გაიმარჯვა. დაპირისპირება რთული გამოდგა და მისი ბედი დამატებით წუთებში გადაწყდა.

შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ხორვატ რობერტ კლაჩარს სძლია, შემდეგ ეტაპზე კი ფინეთის სახელით მოასპარეზე ტურპალ დუკაევს აჯობა. სამწუხაროდ ლაშა მეოთხედფინალში შიდოებით დანიელ ლავრენტევთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ბულგარელ მარკ ჰრისტოვს სძლია. ეს საქართველოს დელეგაციის მესამე მედალია. გუშინ ოქროს მოპოვება - 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.

დღეს ოქროს მედლისთვის იჭიდავებს ტატო გრიგალაშვილი.

  • ლაშა ჩვენი დროის ერთ-ერთი ტიტულიანი სპორტსმენია, მას ოლიმპიადის ყველა სინჯის მედალი აქვს მოგებული.

2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, 66 კგ-მდე ძიუდოისტთა შორის ოქროს მედალი მოიპოვა.

2021 წელს ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, 73 კგ წონით კატეგორიაში, ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

2016 წლის 8 აგვისტოს, რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

2021 წელს გამართულ 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე კი შავდათუაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

არის მსოფლიო ორგზის ჩემპიონი ( 2013 ,რიო დე ჟანეირო, გუნდური; 2021, ბუდაპეშტი, უნგრეთი) , მსოფლიო ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი (2014, 2015; გუნდური), ევროპის ჩემპიონი 2012 (ჩელიაბინსკი, გუნდური), 2013 (ბუდაპეშტი, გუნდური), 2016 (ყაზანი, გუნდური), 2017 (ვარშავა, გუნდური) წლებში, საქართველოს ჩემპიონი (2017, 73 კგ) და მსოფლიო თასის მფლობელი 2012 (თბილისი, 66 კგ; პრაღა, 66 კგ; ბუენოს-აირესი, 66 კგ).

2012 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა . ამავე წელს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ დაასახელა წლის საუკეთესო სპორტსმენად.

მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2018 წელს) და ღირსების ორდენი (2016 წელს).