პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო მეცნიერი, რომელმაც საკუთარი შვილი შიმპანზესთან ერთად გაზარდა - სასტიკი ექსპერიმენტის შედეგი
ვინ იყო მეცნიერი, რომელმაც საკუთარი შვილი შიმპანზესთან ერთად გაზარდა - სასტიკი ექსპერიმენტის შედეგი

მეც­ნი­ე­რე­ბი და მკვლევ­რე­ბი ხში­რად არ ფიქ­რო­ბენ სა­კუ­თა­რი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის შე­დე­გებ­ზე. სა­მეც­ნი­ე­რო გარ­ღვე­ვის მიზ­ნით, ისი­ნი მზად არი­ან ბევ­რი რამ გა­ა­კე­თონ. უარი თქვან სა­კუ­თარ პრინ­ცი­პებ­ზე და და­არ­ღვი­ონ ეთი­კის ნორ­მე­ბიც კი. რა მსხვერ­პლის გა­ღე­ბა სურ­და ამე­რი­კელ მკვლე­ვარ უინთროპ ნა­ილს კე­ლოგს მეც­ნი­ე­რე­ბა­ში წინსვლის­თვის? და მარ­თა­ლია, თუ არა, რომ მშობ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი იქ მთავ­რდე­ბა, სა­დაც ექ­სპე­რი­მენ­ტით გა­ტა­ცე­ბა იწყე­ბა?

გა­ტა­ცე­ბა მეც­ნი­ე­რე­ბი­თა და კვლე­ვე­ბით

რა ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ცნო­ბი­ლი ფსი­ქო­ლო­გი სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ეძებს სა­დი­სერ­ტა­ციო თე­მას?

უინთროპს ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე გან­სა­კუთ­რე­ბით ან­თრო­პო­გე­ნე­ზის თე­მე­ბი აინ­ტე­რე­სებ­და. ის დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლობ­და ბავ­შვე­ბი­სა და ცხო­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს. ატა­რებ­და ექ­სპე­რი­მენ­ტებს ძაღ­ლებ­ზე, მათ ქცე­ვებს, ისეთ შემ­თხვე­ვებ­ში, რო­დე­საც ცხო­ველს ტვი­ნის გარ­კვე­ულ ნა­წილს უღებ­დნენ. ოც­და­ა­თი წლის ასაკ­ში მას უკვე დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი და კვლე­ვის­თვის ახალ თე­მას ეძებ­და.

ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი ექ­სპე­რი­მენ­ტი - და­სა­წყი­სი

უინ­სტო­ნი უკვე ცნო­ბი­ლი იყო ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბის შეს­წავ­ლის კუ­თხით, რო­დე­საც მან ახა­ლი ექპე­რი­მენ­ტი და­ი­წყო. სწო­რედ მისი კვლე­ვის წყა­ლო­ბით გა­ირ­კვა, თუ რამ­დე­ნად დი­დია მშობ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ურ­თი­ერთქმე­დე­ბა ბავ­შვის სრულ­ფა­სო­ვა­ნი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

1931 წელი კე­ლო­გის ოჯა­ხის­თვის სა­ბე­დის­წე­რო წელი გახ­და. უინთრო­პი გა­და­წყვეტს ჩა­ა­ტა­როს სა­ში­ნე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტი. მას ყო­ველ­თვის აწუ­ხებ­და მა­უ­გლის შვი­ლე­ბის ფე­ნო­მე­ნი. იმ დროს ეს თემა ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო. ბევ­რი მეც­ნი­ე­რი თვლი­და, რომ ბავ­შვე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი ცხო­ვე­ლე­ბის გა­რე­მო­ში უფრო რთულ­დე­ბო­და, რა­საც უინთრო­პი კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ეთან­ხმე­ბო­და. იმ­დე­ნად, რომ თა­ვი­დან ახალ­შო­ბი­ლი შვი­ლის მა­ი­მუ­ნე­ბის ოჯახ­თან შეყ­ვა­ნას აპი­რებ­და. ის გეგ­მავ­და და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ ჯან­მრთე­ლი ბავ­შვი ადა­მი­ა­ნურ გა­რეგ­ნო­ბას არ და­კარ­გავ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, არა­ვინ მის­ცა ამის უფ­ლე­ბა. შემ­დეგ უინ­სტონს გა­უჩ­ნდა იდეა.

ის იღებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას და­ამ­ტკი­ცოს, რომ სა­ჭი­რო პი­რო­ბე­ბის შექ­მნის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია მა­ი­მუ­ნის ჰუ­მა­ნი­ზა­ცია. კვლე­ვის თე­მით იე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ინ­ტე­რეს­და. მათ შეს­თა­ვა­ზეს კე­ლო­გის წყვილს შიმ­პან­ზეს შვი­ლად აყ­ვა­ნა მათი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან.

და-ძმა?

ექ­სპე­რი­მენ­ტის დროს უინ­სტო­ნის შვი­ლი მხო­ლოდ ათი თვის იყო. შიმ­პან­ზე გუა კი შვი­დი თვის, როცა კე­ლო­გებ­მა სახ­ლში მი­იყ­ვა­ნეს.

მათ ერ­თნა­ი­რად აც­მევ­დნენ, კვე­ბავ­დნენ, ას­წავ­ლიდ­ნენ და ზრდიდ­ნენ. ეძი­ნათ მსგავს სა­წო­ლებ­ში. ერ­თსა და იმა­ვე სკა­მე­ბი­დან ჭამ­დნენ და ერ­თნა­ი­რი სა­თა­მა­შო­ე­ბით თა­მა­შობ­დნენ.

პა­ტა­რა დო­ნალდს მა­შინ­ვე მო­ე­წო­ნა გუა. ად­ვი­ლად და­უ­მე­გობ­რდა და მათი თა­მა­შე­ბი­სა და არა­ვერ­ბა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ყუ­რე­ბი­სას ნამ­დვი­ლად შე­გექ­მნე­ბო­დათ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ისი­ნი და-ძმა იყ­ვნენ. ერთი გან­სხვა­ვე­ბით, რომ მა­ი­მუ­ნი ადა­მი­ა­ნი ვე­რა­სო­დეს გახ­დე­ბო­და.

ცნო­ბი­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტის შემ­ზა­რა­ვი დე­ტა­ლე­ბი

ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ოჯა­ხი, რომ­ლე­ბიც შვილს შიმ­პან­ზეს­თან ერ­თად ზრდი­და, შემ­ზა­რავ დე­ტა­ლებს მა­ლავ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად მა­ი­მუ­ნი მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის მხო­ლოდ ექ­სპე­რი­მენ­ტის ობი­ექ­ტი იყო, ისე­ვე რო­გორც მათი შვი­ლი.

დღე­ში თორ­მეტ სა­ათს ამოწ­მებ­დნენ. თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბიჯს იწერ­დნენ და უფრო რთუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბას აი­ძუ­ლებ­დნენ. ერთხელ, სა­კუ­თა­რი შვი­ლის ვეს­ტი­ბუ­ლუ­რი სის­ტე­მის შე­სა­მოწ­მებ­ლად, გა­და­წყვი­ტეს, რომ ბავ­ში გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ეტ­რი­ა­ლათ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბავ­შვი გა­უ­ჩე­რებ­ლად ტი­რო­და. მაგ­რამ მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის მთა­ვა­რი იყო შე­დე­გე­ბი, რო­მელ­თა შე­და­რე­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბო­და.

უინთროპს სჯე­რო­და, რომ გუა მრა­ვა­ლი თვალ­საზ­რი­სით წინ უს­წრებ­და მათი შვი­ლის ად­რე­ულ გან­ვი­თა­რე­ბას. მან სწრა­ფად და­ი­წყო ჭამა კოვ­ზით, შე­ას­რუ­ლა მარ­ტი­ვი ბრძა­ნე­ბე­ბი და აით­ვი­სა ღა­მის ქო­თა­ნიც კი. თუმ­ცა, მან ვე­რა­სო­დეს შეძ­ლო სა­უ­ბა­რი. მას შემ­დეგ, რაც დო­ნალ­დი ერთი წლის გახ­და, ის იწყებს ლა­პა­რაკს და ის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უს­წრებს გუას გან­ვი­თა­რე­ბა­ში. მაგ­რამ უინთრო­პი ოც­ნე­ბობ­და და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ მას შე­ეძ­ლო მა­ი­მუ­ნის ჰუ­მა­ნი­ზა­ცი­ის მიღ­წე­ვა. მაგ­რამ მას უნდა ეღი­ა­რე­ბი­ნა, რომ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. თუმ­ცა, ექ­სპე­რი­მენ­ტი ბევ­რად უფრო ადრე უნდა შე­წყვე­ტი­ლი­ყო სხვა, ბევ­რად უფრო სა­ში­ნე­ლი მი­ზე­ზის გამო.

ვინ შე­ა­ჩე­რა ექ­სპე­რი­მენ­ტი?

ლუ­ე­ლა, უინთრო­პის ცოლი, ყო­ველ­თვის მხარს უჭერ­და ქმარს. ის უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­და ექ­სპე­რი­მენ­ტში. მისი კონ­ტრო­ლის ქვეშ ტარ­დე­ბო­და ყო­ველ­დღი­უ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი ბავ­შვზე და შიმ­პან­ზე­ზე. თუმ­ცა, რო­დე­საც მის­მა შვილ­მა და­ი­წყო თა­ვი­სი "დის" ქცე­ვის მი­ღე­ბა, ეს მის­თვის გან­გა­შის პირ­ვე­ლი სიგ­ნა­ლი იყო.

დო­ნალდმა ოთხზე და­ი­წყო სი­ა­რუ­ლი, შე­წყვი­ტა სა­უ­ბა­რი და აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და. ამ ყვე­ლა­ფერ­მა სე­რი­ო­ზუ­ლად შე­აშ­ფო­თა ბავ­შვის დედა. წყვი­ლი მი­ვი­და დას­კვნამ­დე, რომ უფრო სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ადა­მი­ა­ნი მა­ი­მუ­ნად იქ­ცეს, ვიდ­რე მა­ი­მუ­ნი ადა­მი­ა­ნად. მათი შვი­ლის შემ­დგო­მი დეგ­რა­და­ცი­ის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, გა­და­წყვი­ტეს ექ­სპე­რი­მენ­ტი შე­ე­წყვი­ტათ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად და­გეგ­მი­ლი იყო მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

მეც­ნი­ე­რე­ბის გარ­ღვე­ვის სამ­წუ­ხა­რო შე­დე­გე­ბი

უინთრო­პი აქ­ვეყ­ნებს წიგნს მისი კვლე­ვის შე­სა­ხებ. ის მეც­ნი­ე­რულ სამ­ყა­რო­ში ხმა­ურს მო­ახ­დენს. გუას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აბ­რუ­ნებს და ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას უბ­რუნ­დე­ბა. თუმ­ცა მას კრი­ტი­კის დიდი ტალ­ღა ემუქ­რე­ბა.

ყვე­ლა­ფე­რი იწყე­ბა იმით, რომ ექ­სპე­რი­მენ­ტი ბევ­რმა არა­ე­თი­კუ­რად მი­იჩ­ნია. ბევ­რს შე­ა­ში­ნებს ის ფაქ­ტიც, რომ უინთროპ­მა კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა სა­კუ­თარ შვილ­ზე. და­ის­მე­ბა კი­თხვა, შე­იძ­ლე­ბო­და თუ არა ექ­სპე­რი­მენ­ტის ჩა­ტა­რე­ბა სა­ერ­თოდ სუ­ბი­ექ­ტე­ბის თან­ხმო­ბის გა­რე­შე. ბო­ლოს და ბო­ლოს, ვერც ბავ­შვი და ვერც შიმ­პან­ზე ვერ გას­ცემ­დნენ თან­ხმო­ბას.

შემ­დეგ კი სა­ში­ნე­ლი მოვ­ლე­ნა მოხ­და. გუა, რო­მე­ლიც ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და და შემ­დეგ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩვე­უ­ლებ­რივ გა­რე­მო­ში დაბ­რუნ­და, ერთი წლის შემ­დეგ და­ი­ღუ­პა. ის ვე­რა­სო­დეს შე­ეჩ­ვია ნა­თე­სა­ვებ­თან ცხოვ­რე­ბას. ამან უინ­ტრო­პის წი­ნა­აღ­მდეგ ბრალ­დე­ბე­ბის ახა­ლი ტალ­ღა გა­მო­იწ­ვია. შემ­დეგ ის გა­და­წყვეტს ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლოს დელ­ფი­ნე­ბის ქცე­ვის შეს­წავ­ლა­ზე.

კი­დევ ერთი სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი ამ ექ­სპე­რი­მენ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს უკავ­შირ­დე­ბა. დო­ნალდმა, რო­მელ­საც სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში გუ­ა­ზე არც კი უფიქ­რია, თავი მო­იკ­ლა. იყო თუ არა ეს მისი მშობ­ლე­ბის სა­ში­ნე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტის შე­დე­გი, ჩვენ არ ვი­ცით. მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ არა­ფე­რი გა­დის უკ­ვა­ლოდ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიკლუხო გალილეი
2

ამის წაკითხვის მერე, ნორმალური ადამიანი ინკვიზიციას ვერ გაამტყუნებ.

!!!!!
4

თავდაპირველ ფოტოზე ეს კაცი არესტოვიჩს გავს.. სიმბოლურია.

ავტორი:

ვინ იყო მეცნიერი, რომელმაც საკუთარი შვილი შიმპანზესთან ერთად გაზარდა - სასტიკი ექსპერიმენტის შედეგი

ვინ იყო მეცნიერი, რომელმაც საკუთარი შვილი შიმპანზესთან ერთად გაზარდა - სასტიკი ექსპერიმენტის შედეგი

მეცნიერები და მკვლევრები ხშირად არ ფიქრობენ საკუთარი ექსპერიმენტების შედეგებზე. სამეცნიერო გარღვევის მიზნით, ისინი მზად არიან ბევრი რამ გააკეთონ. უარი თქვან საკუთარ პრინციპებზე და დაარღვიონ ეთიკის ნორმებიც კი. რა მსხვერპლის გაღება სურდა ამერიკელ მკვლევარ უინთროპ ნაილს კელოგს მეცნიერებაში წინსვლისთვის? და მართალია, თუ არა, რომ მშობლის სიყვარული იქ მთავრდება, სადაც ექსპერიმენტით გატაცება იწყება?

გატაცება მეცნიერებითა და კვლევებით

რა ხდება მაშინ, როდესაც ცნობილი ფსიქოლოგი სასოწარკვეთილი ეძებს სადისერტაციო თემას?

უინთროპს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დამთავრებისთანავე განსაკუთრებით ანთროპოგენეზის თემები აინტერესებდა. ის დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდა ბავშვებისა და ცხოველების განვითარების თავისებურებებს. ატარებდა ექსპერიმენტებს ძაღლებზე, მათ ქცევებს, ისეთ შემთხვევებში, როდესაც ცხოველს ტვინის გარკვეულ ნაწილს უღებდნენ. ოცდაათი წლის ასაკში მას უკვე დოქტორის ხარისხი ჰქონდა მიღებული და კვლევისთვის ახალ თემას ეძებდა.

ცხოვრების მთავარი ექსპერიმენტი - დასაწყისი

უინსტონი უკვე ცნობილი იყო ბავშვის განვითარების შესწავლის კუთხით, როდესაც მან ახალი ექპერიმენტი დაიწყო. სწორედ მისი კვლევის წყალობით გაირკვა, თუ რამდენად დიდია მშობლის მონაწილეობა და ურთიერთქმედება ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის.

1931 წელი კელოგის ოჯახისთვის საბედისწერო წელი გახდა. უინთროპი გადაწყვეტს ჩაატაროს საშინელი ექსპერიმენტი. მას ყოველთვის აწუხებდა მაუგლის შვილების ფენომენი. იმ დროს ეს თემა ყველაზე პოპულარული იყო. ბევრი მეცნიერი თვლიდა, რომ ბავშვების დაავადებები ცხოველების გარემოში უფრო რთულდებოდა, რასაც უინთროპი კატეგორიულად არ ეთანხმებოდა. იმდენად, რომ თავიდან ახალშობილი შვილის მაიმუნების ოჯახთან შეყვანას აპირებდა. ის გეგმავდა დაემტკიცებინა, რომ ჯანმრთელი ბავშვი ადამიანურ გარეგნობას არ დაკარგავდა. საბედნიეროდ, არავინ მისცა ამის უფლება. შემდეგ უინსტონს გაუჩნდა იდეა.

ის იღებს ვალდებულებას დაამტკიცოს, რომ საჭირო პირობების შექმნის შემთხვევაში შესაძლებელია მაიმუნის ჰუმანიზაცია. კვლევის თემით იელის უნივერსიტეტი დაინტერესდა. მათ შესთავაზეს კელოგის წყვილს შიმპანზეს შვილად აყვანა მათი უნივერსიტეტიდან.

და-ძმა?

ექსპერიმენტის დროს უინსტონის შვილი მხოლოდ ათი თვის იყო. შიმპანზე გუა კი შვიდი თვის, როცა კელოგებმა სახლში მიიყვანეს.

მათ ერთნაირად აცმევდნენ, კვებავდნენ, ასწავლიდნენ და ზრდიდნენ. ეძინათ მსგავს საწოლებში. ერთსა და იმავე სკამებიდან ჭამდნენ და ერთნაირი სათამაშოებით თამაშობდნენ.

პატარა დონალდს მაშინვე მოეწონა გუა. ადვილად დაუმეგობრდა და მათი თამაშებისა და არავერბალური კომუნიკაციის ყურებისას ნამდვილად შეგექმნებოდათ შთაბეჭდილება, რომ ისინი და-ძმა იყვნენ. ერთი განსხვავებით, რომ მაიმუნი ადამიანი ვერასოდეს გახდებოდა.

ცნობილი ექსპერიმენტის შემზარავი დეტალები

ცნობილი მეცნიერების ოჯახი, რომლებიც შვილს შიმპანზესთან ერთად ზრდიდა, შემზარავ დეტალებს მალავდა. თავდაპირველად მაიმუნი მეცნიერებისთვის მხოლოდ ექსპერიმენტის ობიექტი იყო, ისევე როგორც მათი შვილი.

დღეში თორმეტ საათს ამოწმებდნენ. თითოეული ნაბიჯს იწერდნენ და უფრო რთული ამოცანების შესრულებას აიძულებდნენ. ერთხელ, საკუთარი შვილის ვესტიბულური სისტემის შესამოწმებლად, გადაწყვიტეს, რომ ბავში გარკვეული დროის განმავლობაში ეტრიალათ, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი გაუჩერებლად ტიროდა. მაგრამ მეცნიერებისთვის მთავარი იყო შედეგები, რომელთა შედარება მოგვიანებით შეიძლებოდა.

უინთროპს სჯეროდა, რომ გუა მრავალი თვალსაზრისით წინ უსწრებდა მათი შვილის ადრეულ განვითარებას. მან სწრაფად დაიწყო ჭამა კოვზით, შეასრულა მარტივი ბრძანებები და აითვისა ღამის ქოთანიც კი. თუმცა, მან ვერასოდეს შეძლო საუბარი. მას შემდეგ, რაც დონალდი ერთი წლის გახდა, ის იწყებს ლაპარაკს და ის მნიშვნელოვნად უსწრებს გუას განვითარებაში. მაგრამ უინთროპი ოცნებობდა დაემტკიცებინა, რომ მას შეეძლო მაიმუნის ჰუმანიზაციის მიღწევა. მაგრამ მას უნდა ეღიარებინა, რომ ეს შეუძლებელი იყო. თუმცა, ექსპერიმენტი ბევრად უფრო ადრე უნდა შეწყვეტილიყო სხვა, ბევრად უფრო საშინელი მიზეზის გამო.

ვინ შეაჩერა ექსპერიმენტი?

ლუელა, უინთროპის ცოლი, ყოველთვის მხარს უჭერდა ქმარს. ის უშუალოდ მონაწილეობდა ექსპერიმენტში. მისი კონტროლის ქვეშ ტარდებოდა ყოველდღიური ექსპერიმენტები ბავშვზე და შიმპანზეზე. თუმცა, როდესაც მისმა შვილმა დაიწყო თავისი "დის" ქცევის მიღება, ეს მისთვის განგაშის პირველი სიგნალი იყო.

დონალდმა ოთხზე დაიწყო სიარული, შეწყვიტა საუბარი და აგრესიული გახდა. ამ ყველაფერმა სერიოზულად შეაშფოთა ბავშვის დედა. წყვილი მივიდა დასკვნამდე, რომ უფრო სავარაუდოა, რომ ადამიანი მაიმუნად იქცეს, ვიდრე მაიმუნი ადამიანად. მათი შვილის შემდგომი დეგრადაციის თავიდან ასაცილებლად, გადაწყვიტეს ექსპერიმენტი შეეწყვიტათ. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად დაგეგმილი იყო მისი განხორციელება ხუთი წლის განმავლობაში.

მეცნიერების გარღვევის სამწუხარო შედეგები

უინთროპი აქვეყნებს წიგნს მისი კვლევის შესახებ. ის მეცნიერულ სამყაროში ხმაურს მოახდენს. გუას უნივერსიტეტში აბრუნებს და ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება. თუმცა მას კრიტიკის დიდი ტალღა ემუქრება.

ყველაფერი იწყება იმით, რომ ექსპერიმენტი ბევრმა არაეთიკურად მიიჩნია. ბევრს შეაშინებს ის ფაქტიც, რომ უინთროპმა კვლევა ჩაატარა საკუთარ შვილზე. დაისმება კითხვა, შეიძლებოდა თუ არა ექსპერიმენტის ჩატარება საერთოდ სუბიექტების თანხმობის გარეშე. ბოლოს და ბოლოს, ვერც ბავშვი და ვერც შიმპანზე ვერ გასცემდნენ თანხმობას.

შემდეგ კი საშინელი მოვლენა მოხდა. გუა, რომელიც ოჯახში გაიზარდა და შემდეგ უნივერსიტეტში ჩვეულებრივ გარემოში დაბრუნდა, ერთი წლის შემდეგ დაიღუპა. ის ვერასოდეს შეეჩვია ნათესავებთან ცხოვრებას. ამან უინტროპის წინააღმდეგ ბრალდებების ახალი ტალღა გამოიწვია. შემდეგ ის გადაწყვეტს ყურადღება გაამახვილოს დელფინების ქცევის შესწავლაზე.

კიდევ ერთი საშინელი ამბავი ამ ექსპერიმენტის მონაწილეებს უკავშირდება. დონალდმა, რომელსაც სიცოცხლის განმავლობაში გუაზე არც კი უფიქრია, თავი მოიკლა. იყო თუ არა ეს მისი მშობლების საშინელი ექსპერიმენტის შედეგი, ჩვენ არ ვიცით. მაგრამ ფაქტია, რომ არაფერი გადის უკვალოდ.