პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკვე 10 წელიწადია ჯეიმს ჰოველსი ნაგავში გადაგდებულ 2 მილიარდ დოლარს ეძებს... - დაუჯერებელი ისტორია
უკვე 10 წელიწადია ჯეიმს ჰოველსი ნაგავში გადაგდებულ 2 მილიარდ დოლარს ეძებს... - დაუჯერებელი ისტორია

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო­ში ერთ-ერთი ნა­გავ­საყ­რე­ლი მას შემ­დეგ გა­და­კე­ტეს, რაც გა­ირ­კვა, რომ იქ 2 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი შემ­თხვე­ვით აღ­მოჩ­ნდა. დღეს რამ­დე­ნი­მე ტონა ნაგ­ვის ქვეშ, კაცს სურს იპო­ვოს თა­ვი­სი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მყა­რი დის­კი კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტით, რო­მე­ლიც შეც­დო­მით აღ­მოჩ­ნდა სა­ნაგ­ვე­ში.

38 წლის კრიპ­ტო ინ­ვეს­ტო­რი, გრენ­ლან­დი­ე­ლი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი მი­ლი­არ­დე­რი ჯე­იმს ჰო­ველ­სია, რო­მე­ლიც ნა­გავ­ზე შემ­თხვე­ვით გა­დაგ­დე­ბულ მყარ დისკს ისევ ეძებს, ამ­ბობს, რომ მას­ზე 451 მი­ლი­ონ ფუნტზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის 8000 ბიტ­კო­ი­ნია. მყა­რი დის­კი, ახლა ნი­უ­პორ­ტში, უელ­სის ნა­გავ­საყ­რელ­ზეა, რო­მე­ლიც იქ შემ­თხვე­ვით, სახ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი და­სუფ­თა­ვე­ბის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა.

კაცი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მისი მი­ლი­ო­ნე­ბი ტო­ნო­ბით ნა­გავ­ში "გდია". ად­გი­ლი მა­შინ­ვე შე­მო­ღო­ბეს, და­ყე­ნე­ბუ­ლია ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი. ასე­ვე ნა­გავ­საყ­რელს იცავს სა­დღე­ღა­მი­სო დაც­ვა, რათა განძზე მო­ნა­დი­რე­ე­ბი იქა­უ­რო­ბას არ მი­ა­წყდნენ...

სხვა­თა შო­რის, თუ ბიტ­კო­ი­ნე­ბის ფასი იგი­ვე ტემ­პით გა­აგ­რძე­ლებს ზრდას, რო­გორც ამ მო­მენ­ტში, მა­შინ წლის ბო­ლომ­დე და­კარ­გუ­ლი კრიპ­ტოს ღი­რე­ბუ­ლე­ბა სამ­ჯერ გა­იზ­რდე­ბა.

  • რო­გორ აღ­მოჩ­ნდა მი­ლი­ო­ნე­ბი ნა­გავ­ში?

შემ­თხვე­ვა 10 წლის წინ მოხ­და, რო­გორ გა­ირ­კვა, ჰო­ულსმა სა­გა­ზა­ფხუ­ლო და­სუფ­თა­ვე­ბა მო­ა­წყო სა­კუ­თარ სახ­ლში. მან თა­ვი­სი კა­ბი­ნე­ტი­დან არა­სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი შავ ნაგ­ვის ტო­მა­რა­ში ჩა­ა­ლა­გა და სახ­ლი­დან გას­ვლი­სას კარ­თან მო­ა­თავ­სა. დი­ლას კი მის­მა შეყ­ვა­რე­ბულ­მა, ახლა უკვე ყო­ფილ­მა, ნა­გა­ვი გა­და­აგ­დო - მან, რა თქმა უნდა, არ იცო­და, რომ იქ მყა­რი დის­კიც იყო, ზედ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტით. თუმ­ცა რო­გორც გა­ირ­კვა, კაცი ტომ­რის გა­დაგ­დე­ბას სა­ერ­თოდ არ აპი­რებ­და, უბ­რა­ლოდ, მისი სა­კუჭ­ნა­ო­ში ჩა­ტა­ნა სურ­და.

მას შემ­დეგ ბრი­ტა­ნე­ლი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი მი­ლი­არ­დე­რი ყო­ველ­დღი­უ­რად ათ­ვა­ლი­ე­რებს ად­გი­ლობ­რივ ნა­გავ­საყ­რელს იმ იმე­დით, რომ დისკს იპო­ვის. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მან საგ­რძნობ­ლად შე­ამ­ცი­რა სა­ძი­ე­ბო არე­ა­ლი - კაცს სჯე­რა, რომ "გან­ძი" ყვე­ლა­ზე დიდი ორი ბორ­ცვის ქვეშ არის და­მარ­ხუ­ლი და ეს არის 100 ათა­სი ტონა ნარ­ჩე­ნი, რო­მე­ლიც გა­დარ­ჩე­ვაც ნიჩ­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­უ­წევს.

ჰო­ველ­სი ნა­გავ­საყ­რელ­თან ახ­ლოს ცხოვ­რობს. წარ­სულ­ში მან რამ­დენ­ჯერ­მე შეს­თა­ვა­ზა ნი­უ­პორ­ტის საკ­რე­ბუ­ლოს, რათა მას მი­ე­ცეს ნარ­ჩე­ნე­ბის გა­თხრის სა­შუ­ა­ლე­ბა და სა­ნაც­ვლოდ მო­გე­ბის ნა­წი­ლის გა­ზი­ა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა, მაგ­რამ უარი მი­ი­ღო. ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, შე­უძ­ლე­ბე­ლია ნარ­ჩე­ნე­ბის სუ­ნი­ა­ნი გრო­ვის მან­ქა­ნით გა­თხრა, რად­გან ამან შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხე შე­უქ­მნას გა­რე­მოს.

ნა­გავ­საყ­რე­ლი დღემ­დე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დაც­ვის ქვეშ არის.

ჯე­იმ­სი ხში­რად მი­დის ნა­გავ­საყ­რელ­ზე და და­კარ­გულ მი­ლი­ო­ნებს გლო­ვობს. ის უკვე არა­ერ­თხელ და­უ­კავ­შირ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ასე­ვე NASA-ში მო­მუ­შა­ვე სპე­ცი­ა­ლის­ტებს, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ 2003 წელს ჩა­მო­ვარ­დნი­ლი შატლ "კო­ლუმ­ბი­ის" მო­ნა­ცე­მე­ბის აღ­დგე­ნა­ში. ბრი­ტა­ნელს ვე­რა­ვინ ეხ­მა­რე­ბა. მან ახ­ლა­ხან ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შეს­თა­ვა­ზა მო­ე­ძებ­ნათ დის­კი მე­ქა­ნი­კუ­რი ხე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, რო­მელ­საც გა­ა­კონ­ტრო­ლებ­და ნერ­ვუ­ლი ქსე­ლი, და­რა­ჯად კი რო­ბო­ტი ძაღ­ლე­ბი და­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, მაგ­რამ, ად­გი­ლობ­რივ­მა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა კვლავ უარი უთხრა...

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
4

ესეც შენი მენაგვე მილიარდელი.

ამ ჩემისამ, თუ იცოდა, რომ დისკზე იყო 8000 ბიტკოინი, ჯერ გაენაღდებინა, ან სხვაგან გადაეტანა და მერე წაეღო შესანახად..

??
0

ბიტკოინების დაახლოებით 20% დაკარგულად ითვლება იმის გამო რომ მფლობელებმა პასვორდები დაკარგეს:) ისე კი როდემდე გაგრძელდება ეს კრიპტოპირამიდა კაცმა არ იცის. ფაქტია ვალუტის ის მასა რაც კრიპტოებშია ისევ ბრუნვაში რომ აღმოჩნდეს ნებისმიერი ქვეყნის ვალუტას გააუფასურებს.

ავტორი:

უკვე 10 წელიწადია ჯეიმს ჰოველსი ნაგავში გადაგდებულ 2 მილიარდ დოლარს ეძებს... - დაუჯერებელი ისტორია

უკვე 10 წელიწადია ჯეიმს ჰოველსი ნაგავში გადაგდებულ 2 მილიარდ დოლარს ეძებს... - დაუჯერებელი ისტორია

გაერთიანებული სამეფოში ერთ-ერთი ნაგავსაყრელი მას შემდეგ გადაკეტეს, რაც გაირკვა, რომ იქ 2 მილიარდი დოლარი შემთხვევით აღმოჩნდა. დღეს რამდენიმე ტონა ნაგვის ქვეშ, კაცს სურს იპოვოს თავისი ძვირადღირებული მყარი დისკი კრიპტოვალუტით, რომელიც შეცდომით აღმოჩნდა სანაგვეში.

38 წლის კრიპტო ინვესტორი, გრენლანდიელი ვირტუალური მილიარდერი ჯეიმს ჰოველსია, რომელიც ნაგავზე შემთხვევით გადაგდებულ მყარ დისკს ისევ ეძებს, ამბობს, რომ მასზე 451 მილიონ ფუნტზე მეტი ღირებულების 8000 ბიტკოინია. მყარი დისკი, ახლა ნიუპორტში, უელსის ნაგავსაყრელზეა, რომელიც იქ შემთხვევით, სახლის გენერალური დასუფთავების შემდეგ აღმოჩნდა.

კაცი დარწმუნებულია, რომ მისი მილიონები ტონობით ნაგავში "გდია". ადგილი მაშინვე შემოღობეს, დაყენებულია ვიდეოკამერები. ასევე ნაგავსაყრელს იცავს სადღეღამისო დაცვა, რათა განძზე მონადირეები იქაურობას არ მიაწყდნენ...

სხვათა შორის, თუ ბიტკოინების ფასი იგივე ტემპით გააგრძელებს ზრდას, როგორც ამ მომენტში, მაშინ წლის ბოლომდე დაკარგული კრიპტოს ღირებულება სამჯერ გაიზრდება.

  • როგორ აღმოჩნდა მილიონები ნაგავში?

შემთხვევა 10 წლის წინ მოხდა, როგორ გაირკვა, ჰოულსმა საგაზაფხულო დასუფთავება მოაწყო საკუთარ სახლში. მან თავისი კაბინეტიდან არასაჭირო ნივთები შავ ნაგვის ტომარაში ჩაალაგა და სახლიდან გასვლისას კართან მოათავსა. დილას კი მისმა შეყვარებულმა, ახლა უკვე ყოფილმა, ნაგავი გადააგდო - მან, რა თქმა უნდა, არ იცოდა, რომ იქ მყარი დისკიც იყო, ზედ დიდი რაოდენობით კრიპტოვალუტით. თუმცა როგორც გაირკვა, კაცი ტომრის გადაგდებას საერთოდ არ აპირებდა, უბრალოდ, მისი საკუჭნაოში ჩატანა სურდა.

მას შემდეგ ბრიტანელი ვირტუალური მილიარდერი ყოველდღიურად ათვალიერებს ადგილობრივ ნაგავსაყრელს იმ იმედით, რომ დისკს იპოვის. ბოლო ინფორმაციით, წლების განმავლობაში მან საგრძნობლად შეამცირა საძიებო არეალი - კაცს სჯერა, რომ "განძი" ყველაზე დიდი ორი ბორცვის ქვეშ არის დამარხული და ეს არის 100 ათასი ტონა ნარჩენი, რომელიც გადარჩევაც ნიჩბის საშუალებით მოუწევს.

ჰოველსი ნაგავსაყრელთან ახლოს ცხოვრობს. წარსულში მან რამდენჯერმე შესთავაზა ნიუპორტის საკრებულოს, რათა მას მიეცეს ნარჩენების გათხრის საშუალება და სანაცვლოდ მოგების ნაწილის გაზიარება შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. ექსპერტების აზრით, შეუძლებელია ნარჩენების სუნიანი გროვის მანქანით გათხრა, რადგან ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას გარემოს.

ნაგავსაყრელი დღემდე განსაკუთრებული დაცვის ქვეშ არის.

ჯეიმსი ხშირად მიდის ნაგავსაყრელზე და დაკარგულ მილიონებს გლოვობს. ის უკვე არაერთხელ დაუკავშირდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე NASA-ში მომუშავე სპეციალისტებს, რომლებიც მონაწილეობდნენ 2003 წელს ჩამოვარდნილი შატლ "კოლუმბიის" მონაცემების აღდგენაში. ბრიტანელს ვერავინ ეხმარება. მან ახლახან ადგილობრივ ხელისუფლებას შესთავაზა მოეძებნათ დისკი მექანიკური ხელის გამოყენებით, რომელსაც გააკონტროლებდა ნერვული ქსელი, დარაჯად კი რობოტი ძაღლები დაეყენებინათ, მაგრამ, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა კვლავ უარი უთხრა...

წყარო