მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში, ერთ-ერთ საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - მიზეზი სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევაა
თბილისში, ერთ-ერთ საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - მიზეზი სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევაა

თბი­ლის­ში, წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე სა­შა­ურ­მე OK-ს სა­წარ­მოო პრო­ცე­სი შე­უ­ჩერ­და - მი­ზე­ზი სალ­მო­ნე­ლო­ზის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

„სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ თბი­ლი­სის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა ეპიდ­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბი­სა და კონ­ტრო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ცენ­ტრი­დან მი­ი­ღო შე­ტყო­ბი­ნე­ბა სალ­მო­ნე­ლო­ზის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ. ეპი­და­ნამ­ნე­ზის თა­ნახ­მად, პა­ცი­ენტს საკ­ვე­ბად მი­ღე­ბუ­ლი აქვს შა­ურ­მა, რო­მე­ლიც შე­ი­ძი­ნა სა­შა­ურ­მე „OK“-ში (წე­რეთ­ლის გამ­ზი­რი 22).

ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­ლე­ბა­მო­სილ­მა პი­რებ­მა სა­შა­ურ­მე­ში (შპს „მად­ლი“ - სა­შა­ურ­მე “OK”, ს/კ 404581877) სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლი - არა­გეგ­მუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს და აი­ღეს სურ­სა­თის ნი­მუ­შე­ბი (შა­ურ­მა ღო­რის ხორ­ცით, შა­ურ­მის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი შემ­წვა­რი ღო­რის ხორ­ცი, სა­ლა­თის ფო­თო­ლი, ქათ­მის ბარ­კა­ლი და გა­ყი­ნუ­ლი ღო­რის ხორ­ცი).

ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად შა­ურ­მა­სა და შა­ურ­მის­თვის გან­კუთ­ვნილ შემ­წვარ ღო­რის ხორ­ცში აღ­მო­ჩე­ნი­ლია პა­თო­გე­ნუ­რი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მი - Salmonella, ასე­ვე Proteus spp (პრო­ტე­უ­სის ბაქ­ტე­რია), კო­ლი­ფორ­მე­ბი, აე­რო­ბუ­ლი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი და ობის სო­კო­ე­ბი.

შპს „მადლს“ კრი­ტი­კუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბის გამო შე­უ­ჩერ­და სა­წარ­მოო პრო­ცე­სი და და­ჯა­რიმ­და კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად; ასე­ვე და­ე­ვა­ლა გე­ნე­რა­ლუ­რი რე­ცხვა-დე­ზინ­ფექ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა, ინ­ვენ­ტა­რის ზე­და­პი­რე­ბი­დან ნი­მუ­შე­ბის აღე­ბა და მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოკ­ვლე­ვა“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
0

ერთერთ საშაურმეს კი არა ყველა უნდა შემოწმდეს უმკაცრესად და დასახური დაიხუროს გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ.რაზე წამლით ხალხს?? ფული ტკბილია მაგრამ ესეთი სიბინძურით ნაშოვნი არ შეგერგებათ.

გიორგი
2

ხალხო გაიგეთ რომ ეგ არის შხამი სალმონელების გარეშეც.ანადგურებს მთელ ორგანიზმს,გამგები გაიგებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

თბილისში, ერთ-ერთ საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - მიზეზი სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევაა

თბილისში, ერთ-ერთ საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - მიზეზი სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევაა

თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე საშაურმე OK-ს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - მიზეზი სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევაა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო შეტყობინება სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ. ეპიდანამნეზის თანახმად, პაციენტს საკვებად მიღებული აქვს შაურმა, რომელიც შეიძინა საშაურმე „OK“-ში (წერეთლის გამზირი 22).

ინფორმაციის მიღებისთანავე, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა საშაურმეში (შპს „მადლი“ - საშაურმე “OK”, ს/კ 404581877) სახელმწიფო კონტროლი - არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს და აიღეს სურსათის ნიმუშები (შაურმა ღორის ხორცით, შაურმისთვის განკუთვნილი შემწვარი ღორის ხორცი, სალათის ფოთოლი, ქათმის ბარკალი და გაყინული ღორის ხორცი).

ლაბორატორიული კვლევის შედეგად შაურმასა და შაურმისთვის განკუთვნილ შემწვარ ღორის ხორცში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი - Salmonella, ასევე Proteus spp (პროტეუსის ბაქტერია), კოლიფორმები, აერობული მიკროორგანიზმები და ობის სოკოები.

შპს „მადლს“ კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად; ასევე დაევალა გენერალური რეცხვა-დეზინფექციის ჩატარება, ინვენტარის ზედაპირებიდან ნიმუშების აღება და მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.