მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
1 100 000 აშშ დოლარად ღირებული უძრავ-მოძრავი ქონება ჩამოერთვა პირს, რომელიც სასამართლომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დამნაშავედ ცნო
1 100 000 აშშ დოლარად ღირებული უძრავ-მოძრავი ქონება ჩამოერთვა პირს, რომელიც სასამართლომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დამნაშავედ ცნო

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ მსჯავ­რდე­ბულ­მა მას­თან და­ნა­შა­უ­ლებ­რივ კავ­შირ­ში მყოფ პი­რებ­თან ერ­თად, შექ­მნა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ინ­ვეს­ტი­ციო თაღ­ლი­თო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პლატ­ფორ­მა - FORSAGE, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ე.წ. პი­რა­მი­დის პრინ­ცი­პით მოქ­მე­დებ­და და ნაც­ვლად რე­ა­ლუ­რი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­დუქ­ტის შე­თა­ვა­ზე­ბი­სა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს ყალ­ბი და­პი­რე­ბე­ბის გზით, ფუ­ლა­დი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის სა­ნაც­ვლოდ სხვა­დას­ხვა ოდე­ნო­ბით სარ­გე­ბელს ჰპირ­დე­ბოდ­ნენ.

„2020-2022 წლებ­ში, მას­შტა­ბუ­რი თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის მეშ­ვე­ო­ბით, რო­მელ­საც სტრუქ­ტუ­რუ­ლად მოქ­მე­დი მა­ღალპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფი მარ­თავ­და, დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა პლატ­ფორ­მა­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 340 000 000 აშშ დო­ლა­რის კა­პი­ტა­ლი­ზა­ცია მო­ახ­დი­ნეს, რის შემ­დგო­მაც თაღ­ლი­თურ პი­რა­მი­დულ სქე­მა­ში მა­ღალ პო­ზი­ცი­ებ­ზე მყო­ფი პი­რე­ბი თან­ხის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­ე­უფლნენ და პლატ­ფორ­მა გა­ა­უქ­მეს.

მო­ცე­მულ ფაქ­ტზე, და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე რამ­დე­ნი­მე პირს ბრალ­დე­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თაღ­ლი­თო­ბის­თვის წა­რედ­გი­ნათ.

თან­ხე­ბის მო­ტყუ­ე­ბით და­უფ­ლე­ბის შემ­დგომ, და­ნა­შა­უ­ლის ერთ-ერ­თმა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით უკა­ნო­ნო და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი თან­ხე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბის და­ფარ­ვი­სა და მათ­თვის კა­ნო­ნი­ე­რი სა­ხის მი­ცე­მის მიზ­ნით, ეტა­პობ­რი­ვად სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ი­ტა­ნა და­ახ­ლო­ე­ბით 3 500 000 ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენ­ტი თან­ხა და და­ნა­წევ­რე­ბით გა­ნა­თავ­სა პი­რად და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე, რი­თაც მათ­თვის კა­ნო­ნი­ე­რი სა­ხის მი­ცე­მა მო­ახ­დი­ნა.

შემ­დგომ­ში, მსჯავ­რდე­ბულ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ხსე­ნე­ბუ­ლი თან­ხის ნა­წი­ლის ლე­გა­ლურ ეკო­ნო­მი­კურ ბრუნ­ვა­ში გაშ­ვე­ბა, მათ შო­რის შე­ი­ძი­ნა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი უძ­რავ-მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბე­ბი.

სა­სა­მარ­თლომ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე დამ­ნა­შა­ვედ ცნო უკა­ნო­ნო და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე, რა­საც თან ახ­ლდა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მსჯავ­რდე­ბულს სა­ხელ­მწი­ფოს სა­სარ­გებ­ლოდ უსას­ყიდ­ლოდ ჩა­მო­ერ­თვა უკა­ნო­ნო და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის თან­ხე­ბით შე­ძე­ნი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით, 1 100 000 აშშ დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი უძ­რავ-მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბე­ბი: კერ­ძოდ, თბი­ლის­ში, ვა­კის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე ორი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა, ხუთი ავ­ტო­ფა­რე­ხი და LEXUS-ის მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა“,- ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
(აყვავებული) ეკონომი...
1

(აყვავებული) ეკონომიკი-ის შემქნელებისაგან

ისეთი გადასახადები და ბეგარები დაუწესეს ხალხს,საუერთოდ სული როგორ უდგიად??? 

ss
2

ეს კაი, ამგრამმ აი იმ პირებს ვინც 2003 იდან ზარცვავს ჩემ ქვეყანას და კიდე აგრძლებენ, სხვადასხვა გზებით მატი ქონება რააო ლეგალუირია ხო ნუ რათქმაუნდა აბა ვის აქ მაგათი გასამართლების დრო და სურვილი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

1 100 000 აშშ დოლარად ღირებული უძრავ-მოძრავი ქონება ჩამოერთვა პირს, რომელიც სასამართლომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დამნაშავედ ცნო

1 100 000 აშშ დოლარად ღირებული უძრავ-მოძრავი ქონება ჩამოერთვა პირს, რომელიც სასამართლომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, შექმნა საერთაშორისო საინვესტიციო თაღლითობაზე დაფუძნებული პლატფორმა - FORSAGE, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ. პირამიდის პრინციპით მოქმედებდა და ნაცვლად რეალური საინვესტიციო პროდუქტის შეთავაზებისა, დაზარალებულებს ყალბი დაპირებების გზით, ფულადი ინვესტიციების სანაცვლოდ სხვადასხვა ოდენობით სარგებელს ჰპირდებოდნენ.

„2020-2022 წლებში, მასშტაბური თაღლითური სქემის მეშვეობით, რომელსაც სტრუქტურულად მოქმედი მაღალპროფესიონალი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი მართავდა, დამფუძნებლებმა პლატფორმაზე დაახლოებით 340 000 000 აშშ დოლარის კაპიტალიზაცია მოახდინეს, რის შემდგომაც თაღლითურ პირამიდულ სქემაში მაღალ პოზიციებზე მყოფი პირები თანხის მნიშვნელოვან ნაწილს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და პლატფორმა გააუქმეს.

მოცემულ ფაქტზე, დანაშაულში მონაწილე რამდენიმე პირს ბრალდება ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების მიერ კომპიუტერული თაღლითობისთვის წარედგინათ.

თანხების მოტყუებით დაუფლების შემდგომ, დანაშაულის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი თანხების წარმომავლობის დაფარვისა და მათთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ეტაპობრივად საქართველოში შემოიტანა დაახლოებით 3 500 000 ლარის ექვივალენტი თანხა და დანაწევრებით განათავსა პირად და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე, რითაც მათთვის კანონიერი სახის მიცემა მოახდინა.

შემდგომში, მსჯავრდებულმა განახორციელა ხსენებული თანხის ნაწილის ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში გაშვება, მათ შორის შეიძინა ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონებები.

სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით მსჯავრდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა უკანონო და დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით შეძენილი დაახლოებით, 1 100 000 აშშ დოლარად ღირებული უძრავ-მოძრავი ქონებები: კერძოდ, თბილისში, ვაკის რაიონში მდებარე ორი ძვირადღირებული საცხოვრებელი ბინა, ხუთი ავტოფარეხი და LEXUS-ის მარკის ავტომანქანა“,- ნათქვამია უწყების მიერ ინფორმაციაში.