პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პანიკა რუსეთის ორ რეგიონში: ბელგოროდიდან და კურსკიდან ხალხი გარბის - "ახლა იქ აქტიური საომარი მოქმედებებია... ღამით ოლქები 8 ათასამდე ავტომობილმა დატოვა"
პანიკა რუსეთის ორ რეგიონში: ბელგოროდიდან და კურსკიდან ხალხი გარბის - "ახლა იქ აქტიური საომარი მოქმედებებია... ღამით ოლქები 8 ათასამდე ავტომობილმა დატოვა"

უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მთა­ვა­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლოს სპი­კერ­მა, ან­დრეი იუსოვ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ბელ­გო­რო­დი­სა და კურსკის რე­გი­ო­ნებ­ში დი­ვერ­სან­ტე­ბი მოქ­მე­დე­ბენ.

იუსოვ­მა უკ­რა­ი­ნულ ტე­ლე­ვი­ზი­ას გა­ნუ­ცხა­და, რომ "რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლებ­საც სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ აქვთ, ია­რა­ღით ხელ­ში იცა­ვენ თა­ვი­ანთ სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბებს პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში. კურსკი­სა და ბელ­გო­რო­დის რე­გი­ო­ნე­ბი ახლა აქ­ტი­უ­რი სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის ტე­რი­ტო­რი­აა."

  • ბელ­გო­რო­დის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ვი­ა­ჩეს­ლავ გლად­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პა­რას­კევს დი­ლით, გრე­ი­ვო­რონ­სკის ურ­ბა­ნუ­ლი რა­ი­ო­ნი­დან 400-მდე ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და, მათ შო­რის არი­ან გორა-პო­დო­ლის, გლო­ტო­ვო­სა და კო­ზინ­კის სა­სა­ზღვრო და­სახ­ლე­ბე­ბის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი.

ასე­ვე, ლე­გი­ო­ნი "რუ­სე­თის თა­ვი­სუფ­ლე­ბა“, ქვე­და­ნა­ყო­ფი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის თქმით, რუსი სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბი­სა და მო­ხა­ლი­სე­ე­ბის­გან შედ­გე­ბა და რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვის, აცხა­დებს, რომ ბელ­გო­რო­დი­სა და კურსკის ოლ­ქე­ბის მცხოვ­რებ­ლებ­მა სა­ში­ში ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან ევა­კუ­ა­ცია და­ი­წყეს და ღა­მით ოლ­ქე­ბი 7.6 ათას­მა ავ­ტო­მო­ბილ­მა და­ტო­ვა.

"რუ­სე­თის ბელ­გო­რო­დი­სა და კურსკის ოლ­ქე­ბი­დან მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის­თვის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დე­რეფ­ნის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ, მოს­კო­ვის დრო­ით 07:00 სა­ა­თის­თვის, ამ დე­რეფ­ნით ბელ­გო­რო­დი­სა და ბელ­გო­რო­დის ოლ­ქის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის 7000-ზე მეტ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო ავ­ტო­მო­ბილ­მა ისარ­გებ­ლა, ევა­კუ­ა­ცი­ის დე­რე­ფა­ნი ქა­ლაქ კურსკი­დან 600-ზე მეტ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო ავ­ტო­მო­ბილ­მა გა­მო­ი­ყე­ნა“, - გა­ნა­ცხა­დეს რუს­მა მო­ხა­ლი­სე­ებ­მა.

კურსკის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა რო­მან სტა­რო­ვო­იტ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი დი­ვერ­სი­უ­ლი და სა­დაზ­ვერ­ვო ჯგუ­ფი წა­რუ­მა­ტებ­ლად ცდი­ლობ­და სო­ფელ ტეტ­კი­ნო­ში შეს­ვლას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბელ­გო­რო­დის და­ბომბვის და­წყე­ბამ­დე „რუ­სე­თის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ლე­გი­ო­ნის" და „რუ­სე­თის მო­ხა­ლი­სე­თა კორ­პუ­სის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი (რუ­სეთ­ში ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბად აღი­ა­რე­ბუ­ლი და აკ­რძა­ლუ­ლი) ამ­ბობ­დნენ, რომ თავს და­ეს­ხმე­ბოდ­ნენ კურსკის, ბელ­გო­რო­დი­სა და ბრა­ი­ანსკის რე­გი­ო­ნებს.

14 მარტს, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ბომბვის და­წყე­ბამ­დე "რუ­სე­თის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ლე­გი­ო­ნი­სა" და "რუ­სე­თის მო­ხა­ლი­სე­თა კორ­პუ­სის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა (რუ­სეთ­ში ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბად აღი­ა­რე­ბუ­ლი და აკ­რძა­ლუ­ლი) გაფრ­თხი­ლე­ბა გა­ავ­რცე­ლეს, რომ კურსკში, ბელ­გო­როდსა და ბრი­ანსკში სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტებს და­არ­ტყამ­დნენ.

მა­ლე­ვე რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ა­ცხა­და, რომ მის­მა შე­ნა­ერ­თებ­მა უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეჭ­რის მცდე­ლო­ბა აღ­კვე­თეს. ბრძო­ლე­ბის შე­დე­გად, დე­პარ­ტა­მენ­ტის ცნო­ბით, 195-მდე უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო და­ი­ღუ­პა, თუმ­ცა ეს ინ­ფორ­მა­ცია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.

რუსი სამ­ხედ­რო კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბი ად­რეც წერ­დნენ ბელ­გო­რო­დი­სა და კურსკის სა­სა­ზღვრო რა­ი­ო­ნებ­ში "უკ­რა­ი­ნელ დი­ვერ­სან­ტებ­თან" ბრძო­ლე­ბის შე­სა­ხებ. მათი თქმით, თავ­დამ­სხმე­ლებს შო­რის და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი იყო.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 55 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
9

ხალხი გარბის 😁😁🤣🤣 აი ამის დამჯერებლების თავში ჩამახედა ვინც ამ ტყუილებს იჯერებს თუმცა მთელი ომის პერიოდში ესე ატყუებენ ხალხს და დამჯერებლებიც ჰყავს, რა ვერ გაიგეთ უკრაინის მიწები უკვე გაყიდული და განაწილებულია შეეგუეთ. 

ვახტანგი -72
5

1. უკრაინული მასმედიის 16 მარტის ინფორმაციით, რუსეთის თავისუფლების ლეგიონის, რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა და ციმბირის ბატალიონის რუსმა მოხალისეებმა, რომლებმაც 12 მარტს გაარღვიეს რუსეთის ფედერაციის საზღვარი, განაცხადეს, რომ ემზადებიან რუსეთის არმიის სამხედრო პოზიციებზე დარტყმისთვის. ბელგოროდსა და კურსკში.

მათივე ცნობით, მოხალისეებთან ბრძოლის შედეგად დაიღუპა ოთხი რუსი სამხედრო და ცხრა დაშავდა.

2. რუსული მასმედიის 14 მარტის ინფორმაციით, კურსკისა და ბელგოროდის რაიონებში რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობა აღკვეთილია.

უკრაინის დანაკარგებმა 1,5 ათას ადამიანს გადააჭარბა, რომელთაგან დაახლოებით 500 ტვირთი „200“-ია. განადგურდა უკრაინის 18 ტანკი და 23 ჯავშანტექნიკა.

 

ცნობისათვის, რუსული შეიარაღებული ფორმირებები ჩამოყალიბებულია რუსი სამხედრო ტყვეებისა და უკრაინის მხარეზე გადასული მოხალისეებისგან რუსეთის შიგნით დივერსიებისა და სამოქალაქო წინააღმდეგობის განსახორციელებლად.

ავტორი:

პანიკა რუსეთის ორ რეგიონში: ბელგოროდიდან და კურსკიდან ხალხი გარბის - "ახლა იქ აქტიური საომარი მოქმედებებია... ღამით ოლქები 8 ათასამდე ავტომობილმა დატოვა"

პანიკა რუსეთის ორ რეგიონში: ბელგოროდიდან და კურსკიდან ხალხი გარბის - "ახლა იქ აქტიური საომარი მოქმედებებია... ღამით ოლქები 8 ათასამდე ავტომობილმა დატოვა"

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპიკერმა, ანდრეი იუსოვმა დაადასტურა, რომ ბელგოროდისა და კურსკის რეგიონებში დივერსანტები მოქმედებენ.

იუსოვმა უკრაინულ ტელევიზიას განუცხადა, რომ "რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებსაც სხვა არჩევანი არ აქვთ, იარაღით ხელში იცავენ თავიანთ სამოქალაქო უფლებებს პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. კურსკისა და ბელგოროდის რეგიონები ახლა აქტიური საომარი მოქმედებების ტერიტორიაა."

  • ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ პარასკევს დილით, გრეივორონსკის ურბანული რაიონიდან 400-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათ შორის არიან გორა-პოდოლის, გლოტოვოსა და კოზინკის სასაზღვრო დასახლებების მაცხოვრებლები.

ასევე, ლეგიონი "რუსეთის თავისუფლება“, ქვედანაყოფი, რომელიც უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, რუსი სამხედრო ტყვეებისა და მოხალისეებისგან შედგება და რუსული ჯარების წინააღმდეგ იბრძვის, აცხადებს, რომ ბელგოროდისა და კურსკის ოლქების მცხოვრებლებმა საშიში ტერიტორიებიდან ევაკუაცია დაიწყეს და ღამით ოლქები 7.6 ათასმა ავტომობილმა დატოვა.

"რუსეთის ბელგოროდისა და კურსკის ოლქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის გამოცხადებული ჰუმანიტარული დერეფნის ამოქმედების შემდეგ, მოსკოვის დროით 07:00 საათისთვის, ამ დერეფნით ბელგოროდისა და ბელგოროდის ოლქის მაცხოვრებლების 7000-ზე მეტმა სამოქალაქო ავტომობილმა ისარგებლა, ევაკუაციის დერეფანი ქალაქ კურსკიდან 600-ზე მეტმა სამოქალაქო ავტომობილმა გამოიყენა“, - განაცხადეს რუსმა მოხალისეებმა.

კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა, რომ უკრაინული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი წარუმატებლად ცდილობდა სოფელ ტეტკინოში შესვლას.

აღსანიშნავია, რომ ბელგოროდის დაბომბვის დაწყებამდე „რუსეთის თავისუფლების ლეგიონის" და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ წარმომადგენლები (რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებული და აკრძალული) ამბობდნენ, რომ თავს დაესხმებოდნენ კურსკის, ბელგოროდისა და ბრაიანსკის რეგიონებს.

14 მარტს, დღის განმავლობაში დაბომბვის დაწყებამდე "რუსეთის თავისუფლების ლეგიონისა" და "რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ წარმომადგენლებმა (რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებული და აკრძალული) გაფრთხილება გაავრცელეს, რომ კურსკში, ბელგოროდსა და ბრიანსკში სამხედრო ობიექტებს დაარტყამდნენ.

მალევე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მისმა შენაერთებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობა აღკვეთეს. ბრძოლების შედეგად, დეპარტამენტის ცნობით, 195-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, თუმცა ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

რუსი სამხედრო კორესპონდენტები ადრეც წერდნენ ბელგოროდისა და კურსკის სასაზღვრო რაიონებში "უკრაინელ დივერსანტებთან" ბრძოლების შესახებ. მათი თქმით, თავდამსხმელებს შორის დაღუპულთა რიცხვი გაცილებით ნაკლები იყო.