პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნიშნავს ორგანული კარაქი და რით განსხვავდება ის ტრადიციულისგან? - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
რას ნიშნავს ორგანული კარაქი და რით განსხვავდება ის ტრადიციულისგან? - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

ტერ­მი­ნი “ორ­გა­ნუ­ლი” სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი ცნე­ბაა და ის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­სა და საკ­ვე­ბის წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში გარ­კვე­ულ სტან­დარ­ტებს მო­ი­ცავს. „ორ­გა­ნუ­ლი“, „ბიო“ და „ეკო“ სი­ნო­ნი­მე­ბია და ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქტს ნიშ­ნავს. ორ­გა­ნუ­ლი პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბა გუ­ლის­ხმობს პრო­ცესს, რო­მელ­შიც არ არის ჩარ­თუ­ლი შხამ-ქი­მი­კა­ტე­ბი, ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის მავ­ნე კონ­სერ­ვან­ტე­ბი, ნიტ­რა­ტე­ბი, პეს­ტი­ცი­დე­ბი, გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი, ზრდის ჰორ­მო­ნე­ბი, ხოლო პრო­დუქ­ტის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა და რე­ა­ლი­ზა­ცია ხორ­ცი­ელ­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლით, ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის უსაფრ­თხო შე­ფუთ­ვით.

თუმ­ცა აქვე უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხიც. ნა­ტუ­რა­ლუ­რო­ბა არ ნიშ­ნავს ორ­გა­ნუ­ლო­ბას. მა­გა­ლი­თად, თუ თქვენ ფიქ­რობთ რომ ძრო­ხის რძის­გან დამ­ზა­დე­ბულ კა­რაქს მი­ირ­თმევთ და ის ორ­გა­ნუ­ლია, ცდე­ბით. ის შე­იძ­ლე­ბა იყოს ნა­ტუ­რა­ლუ­რი, მაგ­რამ არა – ორ­გა­ნუ­ლი.

ორ­გა­ნუ­ლი საკ­ვე­ბის წარ­მო­ე­ბა რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. პირ­ველ რიგ­ში, ვი­სა­უბ­როთ მის სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბა­ზე. ორ­გა­ნულ საკ­ვებს გა­ცი­ლე­ბით მეტი სა­სარ­გებ­ლო ნუტ­რი­ენ­ტი აქვს ვიდ­რე არა­ორ­გა­ნულს, მეტ ან­ტი­ოქ­სი­დანტს შე­ი­ცავს. თუმ­ცა აქვე არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს ორ­გა­ნუ­ლი წარ­მო­ე­ბის მე­ო­რე უდი­დე­სი უპი­რა­ტე­სო­ბა. ეს პრო­ცე­სი გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლებ ზი­ანს აყე­ნებს გა­რე­მოს, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ წარ­მო­ე­ბა­ში არ ხდე­ბა ქი­მი­უ­რი და­ნა­მა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი დღეს, რო­დე­საც გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამ პრო­ცესს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი წარ­მო­ე­ბა ეწო­დე­ბა.

წარ­მო­ე­ბის საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ორ­გა­ნუ­ლი პრო­დუქ­ცია სხვა ანა­ლო­გებ­თან შე­და­რე­ბით, ძვი­რია. თუმ­ცა მისი გა­მო­ყე­ნე­ბა დღეს მომ­ხმა­რებ­ლე­ბის გა­აზ­რე­ბუ­ლი, გო­ნივ­რუ­ლი არ­ჩე­ვა­ნია. სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში ორ­გა­ნულ პრო­დუქ­ცი­ას ცალ­კე დახ­ლიც კი აქვს ხოლ­მე გა­მო­ყო­ფი­ლი. ორ­გა­ნულ პრო­დუქ­ცი­ა­ზე სა­უბ­რის დროს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს „ლურ­პა­კის“ ორ­გა­ნუ­ლი კა­რა­ქი ახ­სენ­დე­ბა. ის სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს ორ­გა­ნუ­ლი პრო­დუქ­ტის კრი­ტე­რი­უ­მებს. ეს სა­კი­თხი დე­ტა­ლუ­რად გან­ვი­ხი­ლოთ.

• ძრო­ხე­ბი, რომ­ლის­გა­ნაც მი­ღე­ბუ­ლი რძით მზად­დე­ბა „ლურ­პა­კის“ ორ­გა­ნუ­ლი კა­რა­ქი, იკ­ვე­ბე­ბა მხო­ლოდ არა­გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ჰორ­მო­ნე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი საკ­ვე­ბით. ეს ყვე­ლა­ფე­რი მკაც­რად კონ­ტროლ­დე­ბა იმის­თვის, რომ პრო­დუქტმა მი­ი­ღოს ორ­გა­ნუ­ლო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი და ნი­შა­ნი. არა­ორ­გა­ნუ­ლი რძის ნა­წარ­მის მი­ღე­ბი­სას კი არ ვართ და­ზღვე­ულ­ნი იმის­გან, რომ ძრო­ხას ზრდის და­მაჩ­ქა­რე­ბე­ლი ჰორ­მო­ნე­ბი თუ გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი არ აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

• ფერ­მებ­ში ძრო­ხე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა ხდე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი/ბუ­ნებ­რი­ვი მე­თო­დე­ბით, არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა ზედ­მე­ტი მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი ჩა­რე­ვა. უმ­თავ­რე­სი კი სა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მე­ბის დაც­ვა, რი­თაც ხდე­ბა სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის წარ­მოქ­მნი­სა თუ გარ­თუ­ლე­ბის ეფექ­ტუ­რი პრე­ვენ­ცია და ჯან­სა­ღი კვე­ბაა, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა ხა­რის­ხი­ა­ნი ორ­გა­ნუ­ლი რძის მი­სა­ღე­ბად. არა­ორ­გა­ნულ/სტან­დარ­ტულ წარ­მო­ე­ბებ­ში ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბას ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ებ­რძვი­ან, რაც პირ­და­პირ უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს რძის ხა­რისხზე.

• ორ­გა­ნულ წარ­მო­ე­ბებ­ში ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტის მი­სა­ღე­ბად მთა­ვა­რი პი­რო­ბაა, რომ ძრო­ხებ­მა დიდი დრო გა­ა­ტა­რონ ღია ცის ქვეშ, რაც ბუ­ნებ­რი­ვად აუმ­ჯო­ბე­სებს რო­გორც რძის ხა­რისხს, ასე­ვე მის ცხი­მი­ა­ნო­ბას თუ გე­მოს. სხვა შემ­თხვე­ვა­ში უპი­რა­ტე­სო­ბას და­ხუ­რულ ფერ­მებს ანი­ჭე­ბენ, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­ცი­ლე­ბით ია­ფია მათი შე­ნახ­ვა. ორ­გა­ნუ­ლი ფერ­მე­ბის მდე­ბა­რე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით არის შერ­ჩე­უ­ლი, რომ ახ­ლომ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ იყოს ინ­დუსტრი­უ­ლი ზონა და ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა იყოს სა­უ­კე­თე­სო.

ახლა კი „ლურ­პა­კის“ ორ­გა­ნუ­ლი კა­რა­ქის სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბაც გან­ვი­ხი­ლოთ:

გემო

ორ­გა­ნულ სა­ძოვ­რებ­ზე გაზ­რდი­ლი ძრო­ხე­ბის რძის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი კა­რა­ქი გა­მო­ირ­ჩე­ვა სპე­ცი­ფი­კუ­რი, მდი­და­რი გე­მო­თი, რაც მისი ხა­რის­ხის დას­ტუ­რია. ეს კი მას იდე­ა­ლურს ხდის რო­გორც უბ­რა­ლოდ პურ­ზე გა­და­სას­მე­ლად, ისე კუ­ლი­ნა­რი­ა­ში გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად.

შე­მად­გენ­ლო­ბა

ორ­გა­ნუ­ლი კა­რა­ქის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის ვი­ტა­მი­ნე­ბი A, E და K2, ისე­ვე რო­გორც სა­სარ­გებ­ლო ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბი, ომე­გა 3. ეს საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი დიდ როლს ას­რუ­ლე­ბენ ზო­გა­დი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში, მათ შო­რის, აუმ­ჯო­ბე­სე­ბენ მხედ­ვე­ლო­ბას, აძ­ლი­ე­რე­ბენ იმუ­ნურ სის­ტე­მას, ხელს უწყო­ბენ ცხიმ­ში ხსნა­დი ვი­ტა­მი­ნე­ბის ათ­ვი­სე­ბას. ომე­გა 3 კი ცნო­ბი­ლია, რო­გორც ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბა.

სი­ჯან­სა­ღე

თუ თქვენ ცდი­ლობთ ჯან­სა­ღად იკ­ვე­ბოთ, მა­შინ ორ­გა­ნუ­ლი კა­რა­ქი თქვენ­თვი­საა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის ცხი­მია, შე­გიძ­ლი­ათ ყო­ველ­დღი­უ­რად მი­ირ­თვათ და მშვი­დად იყოთ, რომ თქვენს ორ­გა­ნიზმს ზი­ანს არ აყე­ნებთ.

„ლურ­პა­კის“ ორ­გა­ნუ­ლი თუ სხვა ტი­პის კა­რა­ქის ყიდ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც „ევ­როპ­რო­დუქ­ტის“, ისე სხვა ქსე­ლურ მარ­კე­ტებ­ში.

R

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
1

ეს სუ ტყუილებია არ დაიჯეროთ!!! რის ორგანული რა ორგანული . ძროხა ისეთ ბალახს ჟამს რომელ მიწაზეჩ სასუქი არაა შეტანილი ? თუ კომბინირებულ საჭმელს არ აჭმევენ ???? ეგ ძღაპრები იმპორტიორმა ბებიას მოუყვეს !

ი.
1

სტატიის ბოლოს წერია R,რაც ნიშნავს რომ არის ოფიციალური "ლურპაკის" რეკლამა.

ავტორი:

რას ნიშნავს ორგანული კარაქი და რით განსხვავდება ის ტრადიციულისგან? - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

რას ნიშნავს ორგანული კარაქი და რით განსხვავდება ის ტრადიციულისგან? - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

ტერმინი “ორგანული” საერთაშორისო რეგულაციებით განსაზღვრული ცნებაა და ის სოფლის მეურნეობასა და საკვების წარმოების პროცესში გარკვეულ სტანდარტებს მოიცავს. „ორგანული“, „ბიო“ და „ეკო“ სინონიმებია და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ნიშნავს. ორგანული პროდუქტის მიღება გულისხმობს პროცესს, რომელშიც არ არის ჩართული შხამ-ქიმიკატები, ჯანმრთელობისათვის მავნე კონსერვანტები, ნიტრატები, პესტიციდები, გენმოდიფიცირებული ინგრედიენტები, ზრდის ჰორმონები, ხოლო პროდუქტის ტრანსპორტირება და რეალიზაცია ხორციელდება განსაკუთრებული სიფრთხილით, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო შეფუთვით.

თუმცა აქვე უნდა გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი საკითხიც. ნატურალურობა არ ნიშნავს ორგანულობას. მაგალითად, თუ თქვენ ფიქრობთ რომ ძროხის რძისგან დამზადებულ კარაქს მიირთმევთ და ის ორგანულია, ცდებით. ის შეიძლება იყოს ნატურალური, მაგრამ არა – ორგანული.

ორგანული საკვების წარმოება რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, ვისაუბროთ მის სარგებლიანობაზე. ორგანულ საკვებს გაცილებით მეტი სასარგებლო ნუტრიენტი აქვს ვიდრე არაორგანულს, მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს. თუმცა აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ორგანული წარმოების მეორე უდიდესი უპირატესობა. ეს პროცესი გაცილებით ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს, გამომდინარე იქიდან, რომ წარმოებაში არ ხდება ქიმიური დანამატების გამოყენება. ეს ყველაფერი კი დღეს, როდესაც გარემოს დაბინძურება ძალიან მაღალია, საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამ პროცესს პასუხისმგებლობიანი წარმოება ეწოდება.

წარმოების საკმაოდ რთული პროცესიდან გამომდინარე ორგანული პროდუქცია სხვა ანალოგებთან შედარებით, ძვირია. თუმცა მისი გამოყენება დღეს მომხმარებლების გააზრებული, გონივრული არჩევანია. სუპერმარკეტებში ორგანულ პროდუქციას ცალკე დახლიც კი აქვს ხოლმე გამოყოფილი. ორგანულ პროდუქციაზე საუბრის დროს, საზოგადოების დიდ ნაწილს „ლურპაკის“ ორგანული კარაქი ახსენდება. ის სრულად აკმაყოფილებს ორგანული პროდუქტის კრიტერიუმებს. ეს საკითხი დეტალურად განვიხილოთ.

• ძროხები, რომლისგანაც მიღებული რძით მზადდება „ლურპაკის“ ორგანული კარაქი, იკვებება მხოლოდ არაგენმოდიფიცირებული, ჰორმონებისგან თავისუფალი საკვებით. ეს ყველაფერი მკაცრად კონტროლდება იმისთვის, რომ პროდუქტმა მიიღოს ორგანულობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ნიშანი. არაორგანული რძის ნაწარმის მიღებისას კი არ ვართ დაზღვეულნი იმისგან, რომ ძროხას ზრდის დამაჩქარებელი ჰორმონები თუ გენმოდიფიცირებული საკვები არ აქვს მიღებული.

• ფერმებში ძროხების დაავადებების მკურნალობა ხდება ტრადიციული/ბუნებრივი მეთოდებით, არ ხორციელდება ზედმეტი მედიკამენტოზური ჩარევა. უმთავრესი კი სანიტარული ნორმების დაცვა, რითაც ხდება სხვადასხვა დაავადების წარმოქმნისა თუ გართულების ეფექტური პრევენცია და ჯანსაღი კვებაა, რაც აუცილებელი პირობაა ხარისხიანი ორგანული რძის მისაღებად. არაორგანულ/სტანდარტულ წარმოებებში ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა დაავადებას ანტიბიოტიკების საშუალებით ებრძვიან, რაც პირდაპირ უარყოფით გავლენას ახდენს რძის ხარისხზე.

• ორგანულ წარმოებებში ხარისხიანი პროდუქტის მისაღებად მთავარი პირობაა, რომ ძროხებმა დიდი დრო გაატარონ ღია ცის ქვეშ, რაც ბუნებრივად აუმჯობესებს როგორც რძის ხარისხს, ასევე მის ცხიმიანობას თუ გემოს. სხვა შემთხვევაში უპირატესობას დახურულ ფერმებს ანიჭებენ, რადგან ამ შემთხვევაში გაცილებით იაფია მათი შენახვა. ორგანული ფერმების მდებარეობა განსაკუთრებული ყურადღებით არის შერჩეული, რომ ახლომდებარე ტერიტორიაზე არ იყოს ინდუსტრიული ზონა და ეკოლოგიური მდგომარეობა იყოს საუკეთესო.

ახლა კი „ლურპაკის“ ორგანული კარაქის სარგებლიანობაც განვიხილოთ:

გემო

ორგანულ საძოვრებზე გაზრდილი ძროხების რძისგან დამზადებული კარაქი გამოირჩევა სპეციფიკური, მდიდარი გემოთი, რაც მისი ხარისხის დასტურია. ეს კი მას იდეალურს ხდის როგორც უბრალოდ პურზე გადასასმელად, ისე კულინარიაში გამოსაყენებლად.

შემადგენლობა

ორგანული კარაქის შემადგენლობაში შედის ვიტამინები A, E და K2, ისევე როგორც სასარგებლო ცხიმოვანი მჟავები, ომეგა 3. ეს საკვები ნივთიერებები დიდ როლს ასრულებენ ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, მათ შორის, აუმჯობესებენ მხედველობას, აძლიერებენ იმუნურ სისტემას, ხელს უწყობენ ცხიმში ხსნადი ვიტამინების ათვისებას. ომეგა 3 კი ცნობილია, როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

სიჯანსაღე

თუ თქვენ ცდილობთ ჯანსაღად იკვებოთ, მაშინ ორგანული კარაქი თქვენთვისაა. მიუხედავად იმისა, რომ ის ცხიმია, შეგიძლიათ ყოველდღიურად მიირთვათ და მშვიდად იყოთ, რომ თქვენს ორგანიზმს ზიანს არ აყენებთ.

„ლურპაკის“ ორგანული თუ სხვა ტიპის კარაქის ყიდვა შესაძლებელია როგორც „ევროპროდუქტის“, ისე სხვა ქსელურ მარკეტებში.

R