პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წალენჯიხის მერიის ორ თანამშრომელს ქრთამის აღების ფაქტზე ბრალი წარედგინა - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა?
წალენჯიხის მერიის ორ თანამშრომელს ქრთამის აღების ფაქტზე ბრალი წარედგინა - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა?

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე, წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ორ თა­ნამ­შრო­მელს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

უწყე­ბის ცნო­ბით, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2024 წლის თე­ბერ­ვალ­ში, წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ეკო­ნო­მი­კი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის, დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კის, ქო­ნე­ბის მარ­თვი­სა და სტა­ტის­ტი­კის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა და სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო სამ­სა­ხუ­რის, სა­ფი­ნან­სო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბი­სა და ბუ­ღალ­ტრუ­ლი აღ­რი­ცხვის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა სპე­ცი­ა­ლის­ტმა, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე 1550 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თის აუქ­ცი­ონ­ზე გა­ტა­ნის სა­ნაც­ვლოდ, მო­ქა­ლა­ქეს ქრთა­მის სა­ხით მოს­თხო­ვეს და გა­მო­არ­თვეს 20 000 ლარი.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი 26 თე­ბერ­ვალს და­ა­კა­ვეს. მათ ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 338-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ და „გ“ (მო­ხე­ლის მიერ წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფუ­რად დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბა) ქვე­პუნ­ქტე­ბით წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 7-დან 11 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასდსა
0

რამეს დაწერ და ეგრევე ნაცი ხარ,მაგრამ მაინც დავწერ ვისაც მე ნაცი ვგონივარ და ეს ქვეყანა კანტორას რომ დაემსგავსა თქვენი შვილების მაინც არ შეგრცხვებათ?

)))
4

წალენჯიხის მერიის სამსახურების დასახელება საინტერესოა)))

ავტორი:

წალენჯიხის მერიის ორ თანამშრომელს ქრთამის აღების ფაქტზე ბრალი წარედგინა - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა?

წალენჯიხის მერიის ორ თანამშრომელს ქრთამის აღების ფაქტზე ბრალი წარედგინა - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა?

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის თებერვალში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, დარგობრივი ეკონომიკის, ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, საფინანსო ზედამხედველობისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 1550 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 20 000 ლარი.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 26 თებერვალს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ (მოხელის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად დიდი ოდენობით ქრთამის აღება) ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.