პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვებს აშიმშილებდნენ, არ ასმევდნენ წყალს, ხელ-ფეხს უკრავდნენ" - "იუთუბერი", რომელიც მშობლებს რჩევებს აძლევდა, შვილების წამებისთვის დააკავეს: უმძიმესი საქმის დეტალები
"ბავშვებს აშიმშილებდნენ, არ ასმევდნენ წყალს, ხელ-ფეხს უკრავდნენ" - "იუთუბერი", რომელიც მშობლებს რჩევებს აძლევდა, შვილების წამებისთვის დააკავეს: უმძიმესი საქმის დეტალები

2023 წლის 30 აგ­ვის­ტოს, დი­ლის 11:00 სა­ათ­ზე, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ზარი შე­ვი­და - უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცი იტყო­ბი­ნე­ბო­და, რომ მას­თან 12 წლის ბიჭი იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც აშ­კა­რად ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო.

  • "მას ტერ­ფებ­სა და მა­ჯებ­ზე ლენ­ტი აქვს შე­მოხ­ვე­უ­ლი. შია, სწყუ­რია და ძა­ლი­ან ეში­ნია. სხე­უ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით აქვს და­ფა­რუ­ლი" - ამ­ბობ­და მა­მა­კა­ცი.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს 12 წლის ბიჭი ცნო­ბი­ლი ინფლუ­ენ­სე­რის, რუბი ფრენ­კეს უმ­ცრო­სი შვი­ლი იყო, რო­მე­ლიც აშშ-ში, იუ­ტას მდიდ­რულ გა­რე­უ­ბან­ში ცხოვ­რობ­და. ქმარ­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, ფრენ­კე სა­ცხოვ­რებ­ლად 5,3 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სახ­ლში გა­და­ვი­და და შვი­ლე­ბიც თან წა­იყ­ვა­ნა.

ფრენ­კე ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვი­დეო ბლო­გე­რი იყო 2.3 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რით. მას 54 წლის ჰილ­დებ­რან­დტ­თან, ორი შვი­ლის დე­დას­თან ერ­თად ჰქონ­და YouTube არხი და პოდ­კას­ტი სა­ხელ­წო­დე­ბით ConneXions და მშობ­ლებს ბავ­შვე­ბის აღ­ზრდას­თან და­კავ­ში­რე­ბულ რჩე­ვებს აძ­ლევ­დნენ.

კადრს მიღ­მა კი ყვე­ლა­ფე­რი არც თუ ისე იდე­ა­ლუ­რად იყო, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ფრენ­კე და ჰილ­დებ­რან­დტი ბავ­შვებს აშიმ­ში­ლებ­დნენ, არ ას­მევ­დნენ წყალს და ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ, ზა­ფხულ­ში გა­რეთ მუ­შა­ო­ბას აი­ძუ­ლებ­დნენ, ხე­ლებ­სა და ფე­ხებს რე­გუ­ლა­რუ­ლად უკ­რავ­დნენ ხელ­ბორ­კი­ლე­ბით, თო­კე­ბით ან ლენ­ტით. ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ "შე­პყრო­ბი­ლე­ბი" იყ­ვნენ და ცოდ­ვე­ბი უნდა მო­ე­ნა­ნი­ე­ბი­ნათ.

ყვე­ლა­ფე­რი კი მა­შინ გა­მო­აშ­კა­რავ­და, როცა ფრენ­კეს უმ­ცრო­სი ვაჟი დახ­მა­რე­ბის სა­თხოვ­ნე­ლად მე­ზობ­ლის სახ­ლში გა­იქ­ცა. მო­ძა­ლა­დე­ე­ბი მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს.

  • "ჩემს კა­რი­ე­რა­ში ბევ­რი უც­ნა­უ­რი შემ­თხვე­ვა მქო­ნია სა­ო­ჯა­ხო სა­მარ­თალ­ში, მაგ­რამ ასე­თი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა" - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა რენ­დი კეს­ლერ­მა.

რუბი ფრენ­კეს ჰყავს სამი და, რო­მელ­თა­გან ორი - ელი მე­ჩა­მი და ბონი ჰო­ლე­ი­ნი, ასე­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის ვარ­სკვლა­ვე­ბი არი­ან. ფრენ­კე­სა და ჰილ­დებ­რან­დტის და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ, ჰო­ლე­ინ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, რო­მელ­შიც ამ­ტკი­ცებ­და, რომ ოჯახ­მა ბავ­შვე­ბის და­სა­ცა­ვად ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა. მო­სა­მარ­თლეს წე­რი­ლი ფრენ­კეს მშობ­ლებ­მაც მის­წე­რეს და სთხო­ვეს, რომ მათი ქა­ლიშ­ვი­ლის­თვის შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი სას­ჯე­ლის ზომა მი­ე­ღოთ.

თა­ვად რუბი ფრენ­კემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე შვი­ლებს მი­მარ­თა და აღი­ა­რა, რომ და­ნა­შა­ულს ნა­ნობს:

"ჩემს პა­ტა­რებს, ჩემს ექვს პა­ტა­რა წი­წი­ლას. ახლა ვხე­დავ, რომ გა­სუ­ლი ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ღრმა მი­წის­ქვე­შეთ­ში ვცხოვ­რობ­დი, რა­მაც საფრ­თხე­ში ჩა­გაგ­დოთ. ამას შეგ­ნე­ბუ­ლად არას­დროს გა­ვა­კე­თებ­დი", - გა­ნა­ცხა­და ფრენ­კემ.

ამ კვი­რა­ში ფრენ­კემ და ჰილ­დებ­რან­დტ­მა აღი­ა­რეს ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დო­ბის და­მამ­ძი­მე­ბე­ლი ბრალ­დე­ბე­ბი. თი­თო­ე­ულს 60 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს ბავ­შვე­ბის მა­მა­საც. ფრანკ ფრენ­კე უშუ­ა­ლოდ შვი­ლე­ბის წა­მე­ბის პრო­ცეს­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და, თუმ­ცა ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო.

ფრან­კეს უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, შარი, ახლა 21 წლი­საა და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობს. მან მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­წყვი­ტა.

"დღეს დიდი დღე იყო. მე და ჩემი ოჯა­ხი ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, რომ სა­მარ­თა­ლი აღ­სრულ­და. ბავ­შვე­ბი უსაფრ­თხოდ არი­ან, მაგ­რამ წინ დიდი გზაა. გთხოვთ, პა­ტი­ვი სცეთ მათ კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბას," - და­წე­რა მან.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
3

რა მიზნით ქვეყნდება ათობით მედია საშუალებაში ეს მსოფლიო არქივიდან ამოქექილი ზიზღის გამომწვევი საშინელი ისტორიები? ! ვინ ქექავს, რისთვის ? რას ემსახურებით ?!

Ჟანა
3

რო გამოვა 60 წ მერე ვარესს იზამს,!! 

ავტორი:

"ბავშვებს აშიმშილებდნენ, არ ასმევდნენ წყალს, ხელ-ფეხს უკრავდნენ" - "იუთუბერი", რომელიც მშობლებს რჩევებს აძლევდა, შვილების წამებისთვის დააკავეს: უმძიმესი საქმის დეტალები

"ბავშვებს აშიმშილებდნენ, არ ასმევდნენ წყალს, ხელ-ფეხს უკრავდნენ" - "იუთუბერი", რომელიც მშობლებს რჩევებს აძლევდა, შვილების წამებისთვის დააკავეს: უმძიმესი საქმის დეტალები

2023 წლის 30 აგვისტოს, დილის 11:00 საათზე, პოლიციის განყოფილებაში ზარი შევიდა - უცნობი მამაკაცი იტყობინებოდა, რომ მასთან 12 წლის ბიჭი იმყოფებოდა, რომელიც აშკარად ძალადობის მსხვერპლი იყო.

  • "მას ტერფებსა და მაჯებზე ლენტი აქვს შემოხვეული. შია, სწყურია და ძალიან ეშინია. სხეული ჭრილობებით აქვს დაფარული" - ამბობდა მამაკაცი.

სინამდვილეში, ეს 12 წლის ბიჭი ცნობილი ინფლუენსერის, რუბი ფრენკეს უმცროსი შვილი იყო, რომელიც აშშ-ში, იუტას მდიდრულ გარეუბანში ცხოვრობდა. ქმართან განქორწინების შემდეგ, ფრენკე საცხოვრებლად 5,3 მილიონი დოლარის ღირებულების სახლში გადავიდა და შვილებიც თან წაიყვანა.

ფრენკე ძალიან წარმატებული ვიდეო ბლოგერი იყო 2.3 მილიონი გამომწერით. მას 54 წლის ჰილდებრანდტთან, ორი შვილის დედასთან ერთად ჰქონდა YouTube არხი და პოდკასტი სახელწოდებით ConneXions და მშობლებს ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებულ რჩევებს აძლევდნენ.

კადრს მიღმა კი ყველაფერი არც თუ ისე იდეალურად იყო, როგორც აღმოჩნდა, ფრენკე და ჰილდებრანდტი ბავშვებს აშიმშილებდნენ, არ ასმევდნენ წყალს და ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ზაფხულში გარეთ მუშაობას აიძულებდნენ, ხელებსა და ფეხებს რეგულარულად უკრავდნენ ხელბორკილებით, თოკებით ან ლენტით. ეუბნებოდნენ, რომ "შეპყრობილები" იყვნენ და ცოდვები უნდა მოენანიებინათ.

ყველაფერი კი მაშინ გამოაშკარავდა, როცა ფრენკეს უმცროსი ვაჟი დახმარების სათხოვნელად მეზობლის სახლში გაიქცა. მოძალადეები მალევე დააკავეს.

  • "ჩემს კარიერაში ბევრი უცნაური შემთხვევა მქონია საოჯახო სამართალში, მაგრამ ასეთი არაფერი ყოფილა" - განაცხადა ადვოკატმა რენდი კესლერმა.

რუბი ფრენკეს ჰყავს სამი და, რომელთაგან ორი - ელი მეჩამი და ბონი ჰოლეინი, ასევე სოციალური მედიის ვარსკვლავები არიან. ფრენკესა და ჰილდებრანდტის დაპატიმრების შემდეგ, ჰოლეინმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ამტკიცებდა, რომ ოჯახმა ბავშვების დასაცავად ყველაფერი გააკეთა. მოსამართლეს წერილი ფრენკეს მშობლებმაც მისწერეს და სთხოვეს, რომ მათი ქალიშვილისთვის შედარებით მსუბუქი სასჯელის ზომა მიეღოთ.

თავად რუბი ფრენკემ სასამართლო პროცესზე შვილებს მიმართა და აღიარა, რომ დანაშაულს ნანობს:

"ჩემს პატარებს, ჩემს ექვს პატარა წიწილას. ახლა ვხედავ, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში ღრმა მიწისქვეშეთში ვცხოვრობდი, რამაც საფრთხეში ჩაგაგდოთ. ამას შეგნებულად არასდროს გავაკეთებდი", - განაცხადა ფრენკემ.

ამ კვირაში ფრენკემ და ჰილდებრანდტმა აღიარეს ბავშვებზე ძალადობის დამამძიმებელი ბრალდებები. თითოეულს 60 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღსანიშნავია, რომ ბრალი წაუყენეს ბავშვების მამასაც. ფრანკ ფრენკე უშუალოდ შვილების წამების პროცესში არ მონაწილეობდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმირებული იყო.

ფრანკეს უფროსი ქალიშვილი, შარი, ახლა 21 წლისაა და უნივერსიტეტში სწავლობს. მან მშობლებთან ურთიერთობა რამდენიმე წლის წინ გაწყვიტა.

"დღეს დიდი დღე იყო. მე და ჩემი ოჯახი ძალიან ბედნიერები ვართ, რომ სამართალი აღსრულდა. ბავშვები უსაფრთხოდ არიან, მაგრამ წინ დიდი გზაა. გთხოვთ, პატივი სცეთ მათ კონფიდენციალურობას," - დაწერა მან.