პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუნი მარა და ხოაკინ ფენიქსი მეორე შვილს ელოდებიან
რუნი მარა და ხოაკინ ფენიქსი მეორე შვილს ელოდებიან

რუნი მარა და ხო­ა­კინ ფე­ნიქ­სი მე­ო­რე შვილს ელო­დე­ბი­ან. 38 წლის მსა­ხი­ობს ბერ­ლი­ნის 74-ე სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე პო­ზი­რე­ბი­სას მო­უ­წია თა­ვი­სი მუც­ლის გამ­ჟღავ­ნე­ბა. რუნი თა­ვი­სი ახა­ლი ფილ­მის წარ­სად­გე­ნად Givenchy-ს შავ კა­ბა­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი.

ეს 49 წლის ფე­ნიქ­სი­სა და 38 წლის მა­რას­თვის უკვე მე­ო­რე შვი­ლი იქ­ნე­ბა. წყვილს თა­ვი­ან­თი პირ­ვე­ლი ვაჟი 2020 წელს შე­ე­ძი­ნა. ბი­ჭუ­ნას და­ბა­დე­ბის შემ­დეგ მათ გა­და­წყვი­ტეს, რომ შვი­ლის­თვის ხო­ა­კი­ნის გარ­დაც­ვლი­ლი ძმის, რი­ვერ ფე­ნიქ­სის სა­ხე­ლი და­ერ­ქმი­ათ, რო­მე­ლიც 1993 წელს 23 წლის ასაკ­ში ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­დო­ზი­რე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

"რი­ვერ­მა მათი ცხოვ­რე­ბა მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა და ისი­ნი ერ­თმა­ნეთ­თან კი­დევ უფრო და­ა­ახ­ლო­ვა. ორი­ვეს ჩა­კე­ტი­ლი ცხოვ­რე­ბა მოს­წონს და სურს, რომ რი­ვერს ნორ­მა­ლუ­რი, ჯან­სა­ღი აღ­ზრდა მის­ცენ", - გა­ნა­ცხა­და US Weekly-სთან სა­უბ­რი­სას წყვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა წყა­რომ.

ხო­ა­კინ­მა და რუ­ნიმ ერ­თმა­ნე­თი სპა­იკ ჯონ­ზის ფილმ "Her"-ის გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე გა­იც­ნეს, თუმ­ცა მათ ურ­თი­ერ­თო­ბა მომ­დევ­ნო სა­ერ­თო ფილ­მის, "მა­რი­ამ მაგ­და­ლი­ნე­ლის" გა­და­ღე­ბებ­ზე და­ი­წყეს. წყვი­ლი ერ­თმა­ნეთ­ზე 2019 წლის ივ­ლის­ში და­ი­ნიშ­ნა.

კად­რი ფილ­მი­დან "Her"

2019 წლის ინ­ტერ­ვი­უ­ში ფე­ნიქ­სი გა­მო­ტყდა, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად რუ­ნი­ზე მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნა ჰქონ­და. ხო­ა­კინს ეგო­ნა, რომ მა­რას ის სძულ­და, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით მიხ­ვდა, რომ რუნი მი­სით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო და უბ­რა­ლოდ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმის სცხვე­ნო­და. "ის ერ­თა­დერ­თი ქა­ლია, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნეტ­ში და­მი­სერ­ჩავს. მა­შინ უბ­რა­ლოდ მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით, ელ­ფოს­ტის მე­გობ­რე­ბი. ეს აქამ­დე არას­დროს გა­მი­კე­თე­ბია",- ყვე­ბო­და ინ­ტერ­ვი­უ­ში ხო­ა­კი­ნი.

წყა­რო: pagesix

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.
0

როგორ გამახარეთ, ამეღამ ძილი არ გინდათ?

თამაზი
0

ნათლია მე ვარ, დაგასწარით!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

რუნი მარა და ხოაკინ ფენიქსი მეორე შვილს ელოდებიან

რუნი მარა და ხოაკინ ფენიქსი მეორე შვილს ელოდებიან

რუნი მარა და ხოაკინ ფენიქსი მეორე შვილს ელოდებიან. 38 წლის მსახიობს ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე პოზირებისას მოუწია თავისი მუცლის გამჟღავნება. რუნი თავისი ახალი ფილმის წარსადგენად Givenchy-ს შავ კაბაში იყო გამოწყობილი.

ეს 49 წლის ფენიქსისა და 38 წლის მარასთვის უკვე მეორე შვილი იქნება. წყვილს თავიანთი პირველი ვაჟი 2020 წელს შეეძინა. ბიჭუნას დაბადების შემდეგ მათ გადაწყვიტეს, რომ შვილისთვის ხოაკინის გარდაცვლილი ძმის, რივერ ფენიქსის სახელი დაერქმიათ, რომელიც 1993 წელს 23 წლის ასაკში ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა.

"რივერმა მათი ცხოვრება მთლიანად შეცვალა და ისინი ერთმანეთთან კიდევ უფრო დააახლოვა. ორივეს ჩაკეტილი ცხოვრება მოსწონს და სურს, რომ რივერს ნორმალური, ჯანსაღი აღზრდა მისცენ", - განაცხადა US Weekly-სთან საუბრისას წყვილთან დაახლოებულმა წყარომ.

ხოაკინმა და რუნიმ ერთმანეთი სპაიკ ჯონზის ფილმ "Her"-ის გადასაღებ მოედანზე გაიცნეს, თუმცა მათ ურთიერთობა მომდევნო საერთო ფილმის, "მარიამ მაგდალინელის" გადაღებებზე დაიწყეს. წყვილი ერთმანეთზე 2019 წლის ივლისში დაინიშნა.

კადრი ფილმიდან "Her"

2019 წლის ინტერვიუში ფენიქსი გამოტყდა, რომ თავდაპირველად რუნიზე მცდარი წარმოდგენა ჰქონდა. ხოაკინს ეგონა, რომ მარას ის სძულდა, მაგრამ მოგვიანებით მიხვდა, რომ რუნი მისით დაინტერესებული იყო და უბრალოდ პირველი ნაბიჯის გადადგმის სცხვენოდა. "ის ერთადერთი ქალია, რომელიც ინტერნეტში დამისერჩავს. მაშინ უბრალოდ მეგობრები ვიყავით, ელფოსტის მეგობრები. ეს აქამდე არასდროს გამიკეთებია",- ყვებოდა ინტერვიუში ხოაკინი.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა