პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შავაძის მკვლელობის საქმე: 15 წელზე მეტი ხნის შემდეგ კიდევ 2 ადამიანი დააკავეს - ვინ არიან ბრალდებულები?
შავაძის მკვლელობის საქმე: 15 წელზე მეტი ხნის შემდეგ კიდევ 2 ადამიანი დააკავეს -  ვინ არიან ბრალდებულები?

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ბრი­გა­დის სერ­ჟან­ტის, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის მო­ნა­წი­ლის როინ შა­ვა­ძის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით კი­დევ ორი პირი და­ა­კა­ვა. ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი ას­ლან ინა­იშ­ვი­ლი და გელა გვი­ა­ნი­ძე არი­ან.

და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­მენ­ტში კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის აჭა­რის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში მუ­შა­ობ­დნენ. ინა­იშ­ვი­ლი და გვი­ა­ნი­ძე სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რე­ბი იყ­ვნენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კატ­მა გა­ნუ­ცხა­და, ისი­ნი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბას არ აღი­ა­რე­ბენ და თავს დამ­ნა­შა­ვედ არ მი­იჩ­ნე­ვენ.

"ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ 2008 წლის 15 აგ­ვის­ტოს, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა ბა­თუმ­ში მცხოვ­რე­ბი როინ შა­ვა­ძის ოპე­რა­ტი­უ­ლად შეს­წავ­ლის და­ვა­ლე­ბა მი­ი­ღო, რად­გან თით­ქოს არ­სე­ბობ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ იგი უცხო ქვეყ­ნის "სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან“ თა­ნამ­შრომ­ლობ­და.

მე­ო­რე დღეს­ვე, 16 აგ­ვის­ტოს, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი, ორ თა­ნამ­შრო­მელ­თან ერ­თად თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მე­ხუ­თე ქვე­ი­თი ბრი­გა­დის ბა­ზა­ზე მი­ვი­და, სა­დაც როინ შა­ვა­ძე მსა­ხუ­რობ­და და ბრი­გა­დის მე­თა­ურს შო­რი­დან მისი ვი­ზუ­ა­ლუ­რად ჩვე­ნე­ბა მოს­თხო­ვა. მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა როინ შა­ვა­ძის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე, რამ­დენ­ჯერ­მე შე­ი­გი­ნა მისი მი­სა­მარ­თით და და­ი­მუქ­რა, რომ სა­მა­გა­ლი­თოდ დას­ჯი­და.

იმა­ვე დღეს კუდ-ის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის და მისი მო­ად­გი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ქა­ლაქ ბა­თუმ­ში, გამ­სა­ხურ­დი­ა­სა და მე­ლაშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე მდე­ბა­რე კა­ფე­ში მყოფ როინ შა­ვა­ძეს თავს და­ესხნენ და ავ­ტო­მა­ტის კონ­და­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ.

როინ შა­ვა­ძემ ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო, სხე­უ­ლის მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო, მათ შო­რის მარ­ცხე­ნა მხრის და ბარ­ძა­ყის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა, ნეკ­ნე­ბის მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბა, ასე­ვე არა­ერ­თი და­ზი­ა­ნე­ბა ნაჭ­დე­ვე­ბის და სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბის სა­ხით.

სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რებ­მა თავ­დას­ხმის შე­დე­გად გო­ნე­ბა­და­კარ­გუ­ლი როინ შა­ვა­ძე ერთ - ერთი ავ­ტო­მო­ბი­ლის უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე მო­ა­თავ­სეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან წა­იყ­ვა­ნეს.

ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის შემ­დეგ, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რებ­მა მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის და მისი მო­ად­გი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, როინ შა­ვა­ძე მკვლე­ლო­ბის მიზ­ნით ქო­ბუ­ლე­თი-ქა­ქუ­თის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნეს.

აჭა­რი­სა და გუ­რი­ის სა­ზღვარ­თან აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა გა­ა­ჩე­რეს ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი და უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი როინ შა­ვა­ძე ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გა­და­იყ­ვა­ნეს, და­ა­ყე­ნეს სა­ვა­ლი გზის გა­დას­წვრივ, ქარ­სა­ცა­ვი ხე­ე­ბის ზო­ლის მიმ­დე­ბა­რედ და კა­ლაშ­ნი­კო­ვის სის­ტე­მის ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბი­დან მრა­ვალ­ჯე­რა­დი გას­რო­ლე­ბით მო­ახ­დი­ნეს მისი ლიკ­ვი­და­ცია.

სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, გარ­დაც­ვლილს სხე­ულ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 40 ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და", - ვკი­თხუ­ლობთ პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში. ნა­ხეთ სრუ­ლად

და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე დღეს, 18:00 სა­ათ­ზე იმ­სჯე­ლებს. პრო­კუ­რა­ტუ­რა მათ­თვის ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის - პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, ად­ვო­კა­ტი კი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ი­თხოვს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ და „ე“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი, დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) და სსკ-ის 147-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით (გან­ზრახ უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბა, რა­მაც მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია) და­ი­წყო.

ამა­ვე საქ­მე­ზე 2023 წლის 27 ივ­ლისს სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა 10 პი­რის მი­მართ და­ი­წყო, მათ­გან 8-ის და­კა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია 28 ივ­ლისს გავ­რცელ­და 2-ზე კი ძებ­ნა გა­მო­ცხად­და.

შე­გახ­სე­ნებთ, 2020 წლის 19 ნო­ემ­ბერს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ საქ­მე­ზე "შა­ვა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ“ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­ად­გი­ნა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-2 მუხ­ლის („სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბა“) არ­სე­ბი­თი და პრო­ცე­დუ­რუ­ლი ნა­წი­ლე­ბის დარ­ღვე­ვა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაშო
6

აი იმ სისტემის "გამპრავლებლებს" მყვარებლებსა და მიმდევრებს მინდა ვკითხო..საერთოდ რა ჯიშის ხართ თქვე უბედურებო ,რას დაგამსგავსათ იმ ფსიტიანის ბრმად სიყვარულმა,რომ აი ამ ფაქტსაც კი შეგიძლიათ გამართლება მოუძებნოთ...

გოგა
15

და რატომ არსად არის ნახსენები მოტივი? რატომ მოხდა ეს მკვლელობა?

ავტორი:

შავაძის მკვლელობის საქმე: 15 წელზე მეტი ხნის შემდეგ კიდევ 2 ადამიანი დააკავეს - ვინ არიან ბრალდებულები?

შავაძის მკვლელობის საქმე: 15 წელზე მეტი ხნის შემდეგ კიდევ 2 ადამიანი დააკავეს -  ვინ არიან ბრალდებულები?

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების და განზრახ მკვლელობის ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა. ბრალდებული პირები ასლან ინაიშვილი და გელა გვიანიძე არიან.

დაკავებულები სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მომენტში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოში მუშაობდნენ. ინაიშვილი და გვიანიძე სპეცდანიშნულების რაზმის წევრები იყვნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულების ადვოკატმა განუცხადა, ისინი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.

"ქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 15 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა ბათუმში მცხოვრები როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება მიიღო, რადგან თითქოს არსებობდა ინფორმაცია, რომ იგი უცხო ქვეყნის "სპეცსამსახურებთან“ თანამშრომლობდა.

მეორე დღესვე, 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი, ორ თანამშრომელთან ერთად თავდაცვის სამინისტროს მეხუთე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მივიდა, სადაც როინ შავაძე მსახურობდა და ბრიგადის მეთაურს შორიდან მისი ვიზუალურად ჩვენება მოსთხოვა. მთავარი სამმართველოს უფროსმა როინ შავაძის დანახვისთანავე, რამდენჯერმე შეიგინა მისი მისამართით და დაიმუქრა, რომ სამაგალითოდ დასჯიდა.

იმავე დღეს კუდ-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსის და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით, ქალაქ ბათუმში, გამსახურდიასა და მელაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ.

როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო, მათ შორის მარცხენა მხრის და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ასევე არაერთი დაზიანება ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით.

სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ერთ - ერთი ავტომობილის უკანა სავარძელზე მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს.

ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მთავარი სამმართველოს უფროსის და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით, როინ შავაძე მკვლელობის მიზნით ქობულეთი-ქაქუთის საავტომობილო გზის მიმართულებით წაიყვანეს.

აჭარისა და გურიის საზღვართან აღნიშნულმა პირებმა გააჩერეს ავტომანქანები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი როინ შავაძე ავტომანქანიდან გადაიყვანეს, დააყენეს სავალი გზის გადასწვრივ, ქარსაცავი ხეების ზოლის მიმდებარედ და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოახდინეს მისი ლიკვიდაცია.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა", - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში. ნახეთ სრულად

დაკავებულების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს, 18:00 საათზე იმსჯელებს. პროკურატურა მათთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას, ადვოკატი კი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად ჩადენილი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა) და სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განზრახ უკანონო დაკავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) დაიწყო.

ამავე საქმეზე 2023 წლის 27 ივლისს სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო, მათგან 8-ის დაკავების თაობაზე ინფორმაცია 28 ივლისს გავრცელდა 2-ზე კი ძებნა გამოცხადდა.

შეგახსენებთ, 2020 წლის 19 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის („სიცოცხლის უფლება“) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა.