პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლავრენტი არდაზიანის "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის" ახალი გამოცემა სპეციალური წინასიტყვაობითა და ილუსტრაციებით უკვე გაყიდვაშია
ლავრენტი არდაზიანის "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის" ახალი გამოცემა სპეციალური წინასიტყვაობითა და ილუსტრაციებით უკვე გაყიდვაშია

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ პრო­ექ­ტის „გა­და­ი­კი­თხე“ ფარ­გლებ­ში ლავ­რენ­ტი არ­და­ზი­ა­ნის "სო­ლო­მონ ისა­კიჩ მე­ჯღა­ნუ­აშ­ვი­ლი” გა­მოს­ცა.

ლავ­რენ­ტი არ­და­ზი­ა­ნი ქარ­თუ­ლი კრი­ტი­კუ­ლი რე­ა­ლიზ­მის ერთ-ერთი ფუ­ძემ­დე­ბე­ლია. სამ­წერ­ლო ას­პა­რეზ­ზე არ­და­ზი­ა­ნი შექ­სპი­რის "ჰამ­ლე­ტის" პრო­ზა­უ­ლი თარ­გმა­ნით გა­მო­ვი­და. რო­მა­ნი "სო­ლო­მონ ისა­კიჩ მე­ჯღა­ნუ­აშ­ვი­ლი" პირ­ვე­ლად ჟურ­ნალ "ცის­კარ­ში" და­ი­ბეჭ­და 1861 წელს. რო­მა­ნის წარ­მა­ტე­ბა სო­ლო­მონ ისა­კიჩ მე­ჯღა­ნუ­აშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბი­სა და ფსი­ქო­ლო­გი­ის დაკ­ვირ­ვე­ბულ­მა, რე­ა­ლის­ტურ­მა ანა­ლიზ­მა გა­ნა­პი­რო­ბა.

ამ რო­მა­ნის მთა­ვა­რი გმი­რის, სო­ლო­მონ მე­ჯღა­ნუ­აშ­ვი­ლის მეშ­ვე­ო­ბით ავ­ტორ­მა და­მა­ჯე­რებ­ლად შექ­მნა სა­ვაჭ­რო ბურ­ჟუ­ა­ზი­ის კრე­ბი­თი სახე და მისი ცხოვ­რე­ბა და ფსი­ქო­ლო­გია დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი რე­ა­ლის­ტის თვალ­თა­ხედ­ვი­დან წა­რუდ­გი­ნა მკი­თხველს. თუმ­ცა თა­ვად მწე­რა­ლი ლი­ბე­რა­ლუ­რი თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბის პო­ზი­ცი­ებ­ზე დგას, მისი რო­მა­ნი, ავ­ტო­რის სურ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, გვარ­წმუ­ნებს, რომ მა­ღა­ლი წო­დე­ბა უძ­ლუ­რია მე­ჯღა­ნუ­აშ­ვილ­თა წი­ნა­შე. რო­მა­ნი, ასე­ვე, კარ­გად ასა­ხავს ძვე­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ყო­ფის და ბურ­ჟუ­ა­ზი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­კვიდ­რე­ბის გარ­და­უ­ვა­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში.

"სო­ლო­მონ ისა­კიჩ მე­ჯღა­ნუ­აშ­ვი­ლი” სე­რი­ის „გა­და­ვი­კი­თხოთ“ მე­ექ­ვსე ტო­მია. სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ გა­მო­ცე­მის­თვის წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბა მალ­ხაზ ხარ­ბე­დი­ამ და­წე­რა. წიგ­ნი გა­ფორ­მე­ბუ­ლია საკ­ვან­ძო სი­უ­ჟე­ტე­ბის მი­ხედ­ვით შექ­მნი­ლი ილუსტრა­ცი­ე­ბით, რომ­ლის ავ­ტო­რიც ხა­ტია ჩი­ტო­რე­ლი­ძეა.

წიგ­ნის სა­აქ­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 15 ლა­რია. მისი შე­ძე­ნა შე­გიძ­ლი­ათ "ბიბ­ლუ­სის" მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში ან პრე­სის გა­მავ­რცე­ლე­ბელ ჯი­ხუ­რებ­ში. ასე­ვე, შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაქვთ, გახ­დეთ სე­რი­ის გა­მომ­წე­რი, რის­თვი­საც უნდა დარ­ე­კოთ ნო­მერ­ზე 032 2 47 00 45 ან ეწ­ვი­ოთ ვებგ­ვერდს.

R

ჟორა
0

საინტერესოა გულედანს თუ მოეწონება და თავის აზრს გაგვიზიარებს დროს ხომ არ ვაკარგვინებთ.

ავტორი:

ლავრენტი არდაზიანის "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის" ახალი გამოცემა სპეციალური წინასიტყვაობითა და ილუსტრაციებით უკვე გაყიდვაშია

ლავრენტი არდაზიანის "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის" ახალი გამოცემა სპეციალური წინასიტყვაობითა და ილუსტრაციებით უკვე გაყიდვაშია

გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ პროექტის „გადაიკითხე“ ფარგლებში ლავრენტი არდაზიანის "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი” გამოსცა.

ლავრენტი არდაზიანი ქართული კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელია. სამწერლო ასპარეზზე არდაზიანი შექსპირის "ჰამლეტის" პროზაული თარგმანით გამოვიდა. რომანი "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი" პირველად ჟურნალ "ცისკარში" დაიბეჭდა 1861 წელს. რომანის წარმატება სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის ცხოვრებისა და ფსიქოლოგიის დაკვირვებულმა, რეალისტურმა ანალიზმა განაპირობა.

ამ რომანის მთავარი გმირის, სოლომონ მეჯღანუაშვილის მეშვეობით ავტორმა დამაჯერებლად შექმნა სავაჭრო ბურჟუაზიის კრებითი სახე და მისი ცხოვრება და ფსიქოლოგია დაკვირვებული რეალისტის თვალთახედვიდან წარუდგინა მკითხველს. თუმცა თავად მწერალი ლიბერალური თავადაზნაურობის პოზიციებზე დგას, მისი რომანი, ავტორის სურვილის საწინააღმდეგოდ, გვარწმუნებს, რომ მაღალი წოდება უძლურია მეჯღანუაშვილთა წინაშე. რომანი, ასევე, კარგად ასახავს ძველი სოციალური ყოფის და ბურჟუაზიული ურთიერთობების დამკვიდრების გარდაუვალობას საქართველოში.

"სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი” სერიის „გადავიკითხოთ“ მეექვსე ტომია. სპეციალურად ამ გამოცემისთვის წინასიტყვაობა მალხაზ ხარბედიამ დაწერა. წიგნი გაფორმებულია საკვანძო სიუჟეტების მიხედვით შექმნილი ილუსტრაციებით, რომლის ავტორიც ხატია ჩიტორელიძეა.

წიგნის სააქციო ღირებულება 15 ლარია. მისი შეძენა შეგიძლიათ "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში ან პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში. ასევე, შესაძლებლობა გაქვთ, გახდეთ სერიის გამომწერი, რისთვისაც უნდა დარეკოთ ნომერზე 032 2 47 00 45 ან ეწვიოთ ვებგვერდს.

R