პოლონეთის ქალაქ გდინიაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ქართველი დააკავეს, - ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს 42 წლის მოქალაქე ერთ-ერთ მაღაზიაში ქურდობის დროს დააკავეს.
სამართალდამცავების მიერ შემდგომი მოქმედებების განხორციელებისას გაირკვა, რომ მამაკაცი რუსეთში ჩადენილი მკვლელობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით დროებითი პატიმრობა შეეფარდა.
ეეეე ვგ ევროპელები გაგებით ვერ ეკიდებიან და............
ესეც ალბათ სამუშაოს საძებნელად იყო წასული, როგორც ის ათასობიღ ქართველი რომლრბითაც გავსებულია პოლონეთის, გერმანიის, ესპანეთის, იტალიის, თურქეთის, ამერიკული ... ციხეები