სამართალი
Faceამბები

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
პოლიტიკა
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტეხასელი ახალგაზრდის უშეცდომოდ დაგეგმილი შურისძიება პედოფილზე - მამაკაცი საშიშ დამნაშავეს არასრულწლოვნად გაეცნო და "პაემანზე" ჩაცხრილა
ტეხასელი ახალგაზრდის უშეცდომოდ დაგეგმილი შურისძიება პედოფილზე - მამაკაცი საშიშ დამნაშავეს არასრულწლოვნად გაეცნო და "პაემანზე" ჩაცხრილა

ტე­ხა­სელ­მა მა­მა­კაც­მა აპ­ლი­კა­ცი­ა­ში თავი არას­რულ­წლოვ­ნად გა­ა­სა­ღა, რათა ბავ­შვებ­ზე მო­ძა­ლა­დე მი­ე­ზი­და და შემ­დეგ მო­ეკ­ლა. 24 წლის ჯე­იმს სპენ­სე­რის აზ­რით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი პე­დო­ფი­ლებს არა­საკ­მა­რი­სად სჯიდ­ნენ და ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა სა­და­ვე­ე­ბი სა­კუ­თარ ხელ­ში აეღო.

ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი 37 წლის შონ კო­ნე­რი შა­უ­ერსს აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით და­უ­კავ­შირ­და. მან შონს თავი არას­რულ­წლოვ­ნად მო­აჩ­ვე­ნა და შეხ­ვედ­რა­ზეც კი შე­უ­თან­ხმდა.

  • რო­გორც ABC 13-ის გა­მო­ცე­მა აცხა­დებს, 24 წლის სპენ­სე­რის და შა­უ­ერ­სის "ზო­გი­ერ­თი შე­ტყო­ბი­ნე­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის იყო".

შა­უ­ერ­სი ჰი­უს­ტო­ნის ქუ­ჩა­ში არას­რულ­წლო­ვან ბი­ჭთან შე­სახ­ვედ­რად მი­ა­ბი­ჯებ­და, როცა მის გვერ­დით მან­ქა­ნა გა­ჩერ­და, მძღოლ­მა ავ­ტო­მა­ტით ჩა­ცხრი­ლა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გა­იქ­ცა.

"შა­უ­ერ­სი ბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლის შე­ნახ­ვის­თვის პო­ლი­ცი­ამ 2009 წელს და­ა­კა­ვა და 30 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. ათი წლის შემ­დეგ პე­დო­ფილ მა­მა­კაცს კი­დევ 2 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს იმის გამო, რომ ის სექ­სუ­ა­ლურ დამ­ნა­შა­ვედ არ და­რე­გის­ტრირ­და",- ნათ­ქვა­მია გა­მო­ცე­მის მიერ მო­პო­ვე­ბულ ჩა­ნა­წე­რებ­ში.

მას შემ­დეგ, რაც პო­ლი­ცი­ამ შა­უ­ერ­სის ცხე­და­რი იპო­ვა, გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა გარ­დაც­ვლი­ლის ტე­ლე­ფო­ნი და­ათ­ვა­ლი­ე­რეს. შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მოკ­ლუ­ლი დამ­ნა­შა­ვე არას­რულ­წლო­ვან ბი­ჭთან შეხ­ვედ­რას აპი­რებ­და: "კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის იყო. ოფიც­რე­ბის აზ­რით, ისი­ნი კონ­კრე­ტულ ლო­კა­ცი­ა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი აქ­ტით და­კა­ვე­ბის მიზ­ნით უნდა შეხ­ვედ­როდ­ნენ",- გა­ნა­ცხა­და 179-ე სა­ოლ­ქო სა­სა­მარ­თლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა რეჰ­მან მერ­ჩან­ტმა. რო­გორც ზო­გი­ერ­თი მე­სი­ჯი­დან ჩანს, სპენ­სე­რი ცდი­ლობ­და, რომ შა­უ­ერსს თა­ვი­სი წარ­სუ­ლი ეღი­ა­რე­ბი­ნა.

რო­გორც გა­ირ­კვა, სპენ­სერ­მა ბავ­შვებ­ზე მო­ძა­ლა­დის დას­ჯა სა­კუ­თარ თავ­ზე იმი­ტომ აიღო, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი სხვა პე­დო­ფი­ლე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად საკ­მა­რი­სად არ ირ­ჯე­ბოდ­ნენ: "მე­სა­მე პი­რის თქმით, სპენ­სერ­მა ახ­სე­ნა, რომ პო­ლი­ცია პე­დო­ფი­ლებს სა­თა­ნა­დოდ არ სჯი­და და ცი­ხი­დან ნა­ად­რე­ვად ათა­ვი­სუფ­ლებ­და. სპენ­სერს მე­გობ­რის­თვის ისიც უთ­ქვამს, რომ ტე­ლე­ფო­ნის აპ­ლი­კა­ცია ჰქონ­და, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ასე­თი მო­ძა­ლა­დე მა­მა­კა­ცე­ბის პოვ­ნა შე­ეძ­ლო და სურ­და, რომ მათ­თვის ზი­ა­ნი მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა.

ჯე­იმს სპენ­სე­რი პო­ლი­ცი­ამ ოთხშა­ბათს და­ა­კა­ვა და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლი შე­უ­ფარ­და. ჰი­უს­ტო­ნის კრი­მი­ნალ­თან ბრძო­ლის სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტორ­მა ენდი კა­ჰან­მაც ისა­უბ­რა 24 წლის სპენ­სერ­ზე: "ამ ბიჭს წი­ნას­წარ­ვე ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია უნდა შე­ეგ­რო­ვე­ბი­ნა, რომ სა­ფუძ­ვლი­ა­ნად მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო. ეს არ იყო სპონ­ტა­ნუ­რად ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი",- გა­ნა­ცხა­და კა­ჰან­მა.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიხო
0

პატიმრობას კი არა ჯილდოს იმსახურებსიმ ნაგვის მკვლელობისთვის

Gia
35

ტეხასი ლამის აშშ- ს შემადგენლობიდან გამოვიდეს ისეთი ამბები ტრიალებს და თქვენ პედოფილის მკვლობაზე მეტი დასწერი ვერეფერი ნახეთ , რატომ მეტროპოლიის იმიჯს უფრთხილდებით თუ ქართველები ჭურში უნდა იჯდნენო ეგრე სთქვეს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან
ავტორი:

ტეხასელი ახალგაზრდის უშეცდომოდ დაგეგმილი შურისძიება პედოფილზე - მამაკაცი საშიშ დამნაშავეს არასრულწლოვნად გაეცნო და "პაემანზე" ჩაცხრილა

ტეხასელი ახალგაზრდის უშეცდომოდ დაგეგმილი შურისძიება პედოფილზე - მამაკაცი საშიშ დამნაშავეს არასრულწლოვნად გაეცნო და "პაემანზე" ჩაცხრილა

ტეხასელმა მამაკაცმა აპლიკაციაში თავი არასრულწლოვნად გაასაღა, რათა ბავშვებზე მოძალადე მიეზიდა და შემდეგ მოეკლა. 24 წლის ჯეიმს სპენსერის აზრით, სამართალდამცავები პედოფილებს არასაკმარისად სჯიდნენ და ამიტომ გადაწყვიტა სადავეები საკუთარ ხელში აეღო.

ახალგაზრდა მამაკაცი 37 წლის შონ კონერი შაუერსს აპლიკაციის საშუალებით დაუკავშირდა. მან შონს თავი არასრულწლოვნად მოაჩვენა და შეხვედრაზეც კი შეუთანხმდა.

  • როგორც ABC 13-ის გამოცემა აცხადებს, 24 წლის სპენსერის და შაუერსის "ზოგიერთი შეტყობინება სექსუალური ხასიათის იყო".

შაუერსი ჰიუსტონის ქუჩაში არასრულწლოვან ბიჭთან შესახვედრად მიაბიჯებდა, როცა მის გვერდით მანქანა გაჩერდა, მძღოლმა ავტომატით ჩაცხრილა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

"შაუერსი ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის შენახვისთვის პოლიციამ 2009 წელს დააკავა და 30 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ათი წლის შემდეგ პედოფილ მამაკაცს კიდევ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს იმის გამო, რომ ის სექსუალურ დამნაშავედ არ დარეგისტრირდა",- ნათქვამია გამოცემის მიერ მოპოვებულ ჩანაწერებში.

მას შემდეგ, რაც პოლიციამ შაუერსის ცხედარი იპოვა, გამომძიებლებმა გარდაცვლილის ტელეფონი დაათვალიერეს. შეტყობინებების მიხედვით, მოკლული დამნაშავე არასრულწლოვან ბიჭთან შეხვედრას აპირებდა: "კომუნიკაციები სექსუალური ხასიათის იყო. ოფიცრების აზრით, ისინი კონკრეტულ ლოკაციაზე სექსუალური აქტით დაკავების მიზნით უნდა შეხვედროდნენ",- განაცხადა 179-ე საოლქო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა რეჰმან მერჩანტმა. როგორც ზოგიერთი მესიჯიდან ჩანს, სპენსერი ცდილობდა, რომ შაუერსს თავისი წარსული ეღიარებინა.

როგორც გაირკვა, სპენსერმა ბავშვებზე მოძალადის დასჯა საკუთარ თავზე იმიტომ აიღო, რომ სამართალდამცავი ორგანოები სხვა პედოფილების შესაჩერებლად საკმარისად არ ირჯებოდნენ: "მესამე პირის თქმით, სპენსერმა ახსენა, რომ პოლიცია პედოფილებს სათანადოდ არ სჯიდა და ციხიდან ნაადრევად ათავისუფლებდა. სპენსერს მეგობრისთვის ისიც უთქვამს, რომ ტელეფონის აპლიკაცია ჰქონდა, რომლის საშუალებითაც ასეთი მოძალადე მამაკაცების პოვნა შეეძლო და სურდა, რომ მათთვის ზიანი მიეყენებინა.

ჯეიმს სპენსერი პოლიციამ ოთხშაბათს დააკავა და განზრახ მკვლელობის მუხლი შეუფარდა. ჰიუსტონის კრიმინალთან ბრძოლის სამსახურის დირექტორმა ენდი კაჰანმაც ისაუბრა 24 წლის სპენსერზე: "ამ ბიჭს წინასწარვე ბევრი ინფორმაცია უნდა შეეგროვებინა, რომ საფუძვლიანად მომზადებულიყო. ეს არ იყო სპონტანურად ჩადენილი დანაშაული",- განაცხადა კაჰანმა.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა