პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა?
დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა?

ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი თაღ­ლი­თუ­რი ქოლ-ცენ­ტრე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ევ­რო­პელ კო­ლე­გებ­თან ერ­თად მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის შვი­დი წევ­რი და­ა­კა­ვა. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­დეს.

  • პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გან­მარ­ტეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა აგ­რძე­ლებს აქ­ტი­ურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ევ­რო­ჯასტთან და პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის კომ­პე­ტენ­ტურ უწყე­ბებ­თან სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით მოქ­მე­დი თაღ­ლი­თუ­რი ქოლ-ცენ­ტრე­ბის გა­მოვ­ლე­ნის მიზ­ნით.

კერ­ძოდ, ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი თაღ­ლი­თუ­რი ქოლ-ცენ­ტრე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ევ­რო­პელ კო­ლე­გებ­თან ერ­თად მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, 3 თე­ბერ­ვალს, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ თაღ­ლი­თუ­რი ქოლ-ცენ­ტრე­ბის მო­წყო­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბის ბრალ­დე­ბით, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის შვი­დი წევ­რი და­ა­კა­ვა.

"რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბას უკვე ვაც­ნო­ბეთ, 2023 წლის 18 ივ­ლისს, ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე წლის 1 თე­ბერ­ვალს, ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის მქო­ნე თაღ­ლი­თუ­რი ქოლ-ცენ­ტრე­ბის და მათ ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ჩარ­თულ პირ­თა გა­მოვ­ლე­ნის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ, შვე­ი­ცა­რი­ის კონ­ფე­დე­რა­ცი­ის კომ­პე­ტენ­ტუ­რი უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით და ევ­რო­ჯას­ტის მხარ­და­ჭე­რით, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ჩა­ტარ­და.

ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და თბი­ლის­ში სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე მდე­ბა­რე ე.წ. თაღ­ლი­თუ­რი ქოლ-ცენ­ტრე­ბის, ათე­უ­ლო­ბით ფი­ზი­კუ­რი პი­რის, მათი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის, ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის და სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის ჩხრე­კა. ამო­ღე­ბუ­ლია ასე­უ­ლო­ბით ელექტრო­ნუ­ლი მა­ტა­რე­ბე­ლი, დო­კუ­მენ­ტა­ცია და დიდი ოდე­ნო­ბით ფუ­ლა­დი თან­ხა. ათე­უ­ლო­ბით ობი­ექ­ტი­დან გა­მო­თხო­ვი­ლია ელექტრო­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა მო­ი­ცავ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში კომ­პა­ნი­ე­ბის და­ფუძ­ნე­ბას და მათ ბა­ზა­ზე, სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე ე.წ. თაღ­ლი­თუ­რი ქოლ-ცენ­ტრე­ბის მო­წყო­ბა­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბას.

ქოლ-ცენ­ტრე­ბის გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის, ჯგუ­ფის წევ­რე­ბი ქმნიდ­ნენ სხვა­დას­ხვა სა­ფირ­მო სა­ხელ­წო­დე­ბის ელექტრო­ნულ სა­ვაჭ­რო პლატ­ფორ­მებს, ვებ-გვერ­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ტო­ვებ­დნენ სან­დო სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნი­ე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს სხვა­დას­ხვა სა­ხის სარ­ფი­ან, ფი­ნან­სურ გა­რი­გე­ბებს სთა­ვა­ზობ­დნენ. შემ­დგომ­ში კი, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის კუთ­ვნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის მო­ტყუ­ე­ბით და­უფ­ლე­ბას და გა­თეთ­რე­ბას ახ­დენ­დნენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გზით, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი თაღ­ლი­თუ­რად და­ე­უფლნენ შვე­ი­ცა­რი­ის კონ­ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კუთ­ვნილ რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონ შვე­ი­ცა­რი­ულ ფრანკს. ხოლო შემ­დგომ­ში, თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბუ­ლი თან­ხე­ბის­თვის კა­ნო­ნი­ე­რი სა­ხის მი­სა­ცე­მად, მო­ახ­დი­ნეს ხსე­ნე­ბუ­ლი თან­ხე­ბის მა­თი­ვე კონ­ტრო­ლის ქვეშ არ­სე­ბულ სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე გან­თავ­სე­ბა და ჩარ­თვა ეკო­ნო­მი­კურ ბრუნ­ვა­ში, მათ შო­რის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბე­ბის შე­ძე­ნის გზით.

გა­მო­ძი­ე­ბის მიერ ყა­და­ღა და­ე­დო ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ 5 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე ღი­რე­ბუ­ლე­ბის უძ­რავ და მოძ­რავ ქო­ნე­ბას, რი­თაც არ მი­ე­ცათ მათი შემ­დგო­მი გან­კარ­გვი­სა და გა­და­მალ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი წარ­მო­მავ­ლო­ბის ქო­ნე­ბე­ბის სა­ხელ­მწი­ფოს სა­სარ­გებ­ლოდ ჩა­მორ­თმე­ვის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, პრო­კუ­რა­ტუ­რა შე­სა­ბა­მის სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცე­დუ­რებს გა­ა­ტა­რებს.

და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრალ­დე­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ ჩა­დე­ნილ თაღ­ლი­თო­ბი­სა და ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 9-დან 12 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის მო­თხოვ­ნით სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თა.

ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ეფექ­ტი­ა­ნი ბრძო­ლა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და უწყე­ბას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის უკვე მდი­და­რი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ ანა­ლო­გი­ურ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე, ევ­რო­პელ კო­ლე­გებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად, სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ, 2021-2024 წლე­ბის პე­რი­ოდ­ში, და­წყე­ბუ­ლია ე.წ. ქოლ-ცენ­ტრე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი 72 ფი­ზი­კუ­რი და 3 იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის მი­მართ, რო­მელ­თაც ბრალ­დე­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ ჩა­დე­ნი­ლი თაღ­ლი­თო­ბი­სა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტებ­ზე წა­რედ­გი­ნათ.

ამავდრო­უ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა, სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, ევ­რო­ჯას­ტის კო­ორ­დი­ნა­ცი­ით ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში ე.წ. თაღ­ლი­თუ­რი ქოლ-ცენ­ტრე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი სხვა ფი­ზი­კუ­რი თუ იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის, მათ შო­რის ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლე­ბის სხვა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და მხი­ლე­ბის მიზ­ნით”, - გა­ნა­ცხა­დეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თალიბანა
14

როგორც ტროლები იტყვით!!!)))🖕

თალიბანა?
36

ვისი პასუხისმგებლობაა? არ გვითხრათ, რომ კეზერაშვილის))) აქ სხვაა! უნდა გვითხრათ ხალხს!

ავტორი:

დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა?

დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა?

ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

  • პროკურატურაში განმარტეს, რომ საქართველოს პროკურატურა აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრების გამოვლენის მიზნით.

კერძოდ, ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 3 თებერვალს, საქართველოს პროკურატურამ თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავა.

"როგორც საზოგადოებას უკვე ვაცნობეთ, 2023 წლის 18 ივლისს, ასევე მიმდინარე წლის 1 თებერვალს, ტრანსნაციონალური ხასიათის მქონე თაღლითური ქოლ-ცენტრების და მათ ორგანიზებაში ჩართულ პირთა გამოვლენის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, შვეიცარიის კონფედერაციის კომპეტენტური უწყების წარმომადგენლების ჩართულობით და ევროჯასტის მხარდაჭერით, საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩატარდა.

ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია ასეულობით ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ელექტრონული ინფორმაცია.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრების საქმიანობა მოიცავდა საქართველოში კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე, სხვადასხვა ლოკაციაზე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობასა და ორგანიზებას.

ქოლ-ცენტრების გამართულად ფუნქციონირებისთვის, ჯგუფის წევრები ქმნიდნენ სხვადასხვა საფირმო სახელწოდების ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს, ვებ-გვერდების გამოყენებით ტოვებდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს სხვადასხვა სახის სარფიან, ფინანსურ გარიგებებს სთავაზობდნენ. შემდგომში კი, დაზარალებულების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებას და გათეთრებას ახდენდნენ.

აღნიშნული გზით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეების კუთვნილ რამდენიმე მილიონ შვეიცარიულ ფრანკს. ხოლო შემდგომში, თაღლითურად დაუფლებული თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მოახდინეს ხსენებული თანხების მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსება და ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში, მათ შორის უძრავი ქონებების შეძენის გზით.

გამოძიების მიერ ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ 5 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ და მოძრავ ქონებას, რითაც არ მიეცათ მათი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა.

დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონებების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.

დაკავებულებს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა.

ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და უწყებას ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის უკვე მდიდარი გამოცდილება აქვს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ანალოგიურ დანაშაულებზე, ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს პროკურატურის მიერ, 2021-2024 წლების პერიოდში, დაწყებულია ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართული 72 ფიზიკური და 3 იურიდიული პირის მიმართ, რომელთაც ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ.

ამავდროულად, საქართველოს პროკურატურა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ევროჯასტის კოორდინაციით ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას სხვადასხვა ქვეყნებში ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების, მათ შორის ტრანსნაციონალური დანაშაულების სხვა ორგანიზატორების გამოვლენისა და მხილების მიზნით”, - განაცხადეს პროკურატურაში.