პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლაშა ბუღაძეს და ნინია კაკაბაძეს კეზერაშვილი გამოყრის, თუ თვითონ წამოვლენ?" - ჩერგოლეიშვილი
"ლაშა ბუღაძეს და ნინია კაკაბაძეს კეზერაშვილი გამოყრის, თუ თვითონ წამოვლენ?" - ჩერგოლეიშვილი

"ტა­ბუ­ლას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი "ფორ­მუ­ლა­ზე" მიმ­დი­ნა­რე რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"ლაშა ბუ­ღა­ძეს და ნი­ნია კა­კა­ბა­ძეს კე­ზე­რაშ­ვი­ლი გა­მოყ­რის, თუ თვი­თონ წა­მოვ­ლენ ფორ­მუ­ლა­დან?" - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

ბუ­ღა­ძე გა­და­ცე­მა "და­კარ­გუ­ლი დროს" ერთ-ერთი წამ­ყვა­ნია, ხოლო კა­კა­ბა­ძე - "მე-17 სარ­თუ­ლის". ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "ფორ­მუ­ლა­ზე" ია ფა­რუ­ლა­ვას და თა­თია შა­რან­გი­ას გა­და­ცე­მე­ბი იხუ­რე­ბა. მა­ნამ­დე გა­ირ­კვა, რომ ნიკა არა­ბი­ძე არ­ხი­დან წა­ვი­და. AMBEBI.GE-ს ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლას" ერთ-ერ­თმა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძემ უთხრა, რომ გა­და­ცე­მე­ბის და­ხურ­ვის მი­ზე­ზი ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სია.

"შექ­მნი­ლია რთუ­ლი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რის გა­მოც, არ­ხმა რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­და­წყვი­ტა. ამ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­დე­გად, სა­არ­ჩევ­ნო წლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მაქ­სი­მა­ლუ­რი აქ­ცენ­ტი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ პო­ლი­ტი­კურ ტოქ-შო­უ­ებ­სა და ნი­უს­ზე მოხ­დე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­სარ­თო­ბი კონ­ტენ­ტი, რო­გორც მი­ნი­მუმ, დრო­ე­ბით და­პა­უზ­დე­ბა.

ამას­თან, შევ­ხე­დავთ, სა­ბო­ლო­ოდ ამ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას რო­გო­რი სახე ექ­ნე­ბა. დღეს არხი გა­ა­კე­თებს გა­ცხა­დე­ბას, რა­საც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ის­მე­ნენ. სხვა მხრივ, მი­დის მუ­შა­ო­ბა სპონ­სო­რებ­თან, სხვა­დას­ხვა თან­ხის მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ შევ­ხე­დოთ, ამ კომ­ბი­ნა­ცი­ით, ამ რე­სურ­სით რა შე­დეგს მი­ვი­ღებთ. ამ ვი­თა­რე­ბა­ში კრი­ტი­კულ მე­დი­ა­ში ძა­ლი­ან გარ­თუ­ლე­ბუ­ლია ფი­ნან­სე­ბის მო­ძი­ე­ბა. სა­ერ­თოდ, ეს ყველ­გან პრობ­ლე­მაა, მათ შო­რის, ჩვენ­თა­ნაც. ამი­ტომ არ­ხის მე­ნე­ჯმენ­ტმა გა­დავ­წყვი­ტეთ, ამ ეტაპ­ზე ხარ­ჯე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცია და მაქ­სი­მა­ლუ­რი აქ­ცენ­ტის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ ტოქ­შო­უ­ებ­სა და ნი­უს­ზე გა­კეთ­დეს. ეს წელი სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით იქ­ნე­ბა აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლი" - ამ­ბობს სა­ღი­ნა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ZAZA
2

თამარისაგან გასაკვირია მაინც არ არის უტვინო ქალი თორემ ეს "სბროდ"-ი უუუუ და დრუნჩა- გასაგებია. თამარს რომ ასეთი რამეები არ ეშლებოდეს ნამდვილად გონიერი ქალია, მაგრამ რას ვიზამთ სამწუხროდ რაღაც მთლად ვერა აქვს თავში აწყობილი და იაფფასიან პოსტებს დებს.

ობიექტური
11

მოკლედ ამ ქოცებს უუუუუ-ს დოდო-ს , tasi-ს და მისთ. ფაქტია უყურებენ გადაცემას ფაქტია აზრიანი კრიტიკის უნარი არ შესწევთ!! ფაქტია რომ ვერაფერს დაუწუნებენ თავად მწირი გონების და მწირი ლექსიკის გაუნათლებელი ხალხი!! და ღმერთო გვაშორე ასეთები. ვაი თურმე ნინია და ლაშა არ მოწონთ და უცნობი და რამიშვილი უნდათ და რას ვემართლები .. ღმერთმა მოახმაროს ორთავე და კიდე მეტიც ყავთ ასეთი. 

ავტორი:

"ლაშა ბუღაძეს და ნინია კაკაბაძეს კეზერაშვილი გამოყრის, თუ თვითონ წამოვლენ?" - ჩერგოლეიშვილი

"ლაშა ბუღაძეს და ნინია კაკაბაძეს კეზერაშვილი გამოყრის, თუ თვითონ წამოვლენ?" - ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფორმულაზე" მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

"ლაშა ბუღაძეს და ნინია კაკაბაძეს კეზერაშვილი გამოყრის, თუ თვითონ წამოვლენ ფორმულადან?" - წერს ჩერგოლეიშვილი.

ბუღაძე გადაცემა "დაკარგული დროს" ერთ-ერთი წამყვანია, ხოლო კაკაბაძე - "მე-17 სართულის". ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ "ფორმულაზე" ია ფარულავას და თათია შარანგიას გადაცემები იხურება. მანამდე გაირკვა, რომ ნიკა არაბიძე არხიდან წავიდა. AMBEBI.GE-ს ტელეკომპანია „ფორმულას" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირაკლი საღინაძემ უთხრა, რომ გადაცემების დახურვის მიზეზი ფინანსური კრიზისია.

"შექმნილია რთული ფინანსური მდგომარეობა, რის გამოც, არხმა რეორგანიზაცია გადაწყვიტა. ამ რეორგანიზაციის შედეგად, საარჩევნო წლის გათვალისწინებით, მაქსიმალური აქცენტი საზოგადოებრივ პოლიტიკურ ტოქ-შოუებსა და ნიუსზე მოხდება. აქედან გამომდინარე, გასართობი კონტენტი, როგორც მინიმუმ, დროებით დაპაუზდება.

ამასთან, შევხედავთ, საბოლოოდ ამ რეორგანიზაციას როგორი სახე ექნება. დღეს არხი გააკეთებს გაცხადებას, რასაც დაინტერესებული ადამიანები მოისმენენ. სხვა მხრივ, მიდის მუშაობა სპონსორებთან, სხვადასხვა თანხის მოძიება მიმდინარეობს, რომ შევხედოთ, ამ კომბინაციით, ამ რესურსით რა შედეგს მივიღებთ. ამ ვითარებაში კრიტიკულ მედიაში ძალიან გართულებულია ფინანსების მოძიება. საერთოდ, ეს ყველგან პრობლემაა, მათ შორის, ჩვენთანაც. ამიტომ არხის მენეჯმენტმა გადავწყვიტეთ, ამ ეტაპზე ხარჯების ოპტიმიზაცია და მაქსიმალური აქცენტის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ტოქშოუებსა და ნიუსზე გაკეთდეს. ეს წელი სავარაუდოდ, ამ მიმართულებით იქნება აქცენტირებული" - ამბობს საღინაძე.