პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ხაზარაძემ კახა კალაძეს სასამართლოში უჩივლა - რას ედავება "ლელოს" ლიდერი თბილისის მერს?
მამუკა ხაზარაძემ კახა კალაძეს სასამართლოში უჩივლა - რას ედავება "ლელოს" ლიდერი თბილისის მერს?

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ, "ლე­ლოს" ლი­დე­რის, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის ად­ვო­კატ­მა ზვი­ად კორ­ძა­ძემ სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი ზვი­ად კორ­ძა­ძე გან­მარ­ტავს, სა­სარ­ჩე­ლო მო­თხოვ­ნა სა­სა­მარ­თლოს მიერ კახა კა­ლა­ძის­თვის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი არას­წო­რი ცნო­ბის უარ­ყო­ფის და­ვა­ლე­ბაა.

"ბა­ტონ­მა კა­ლა­ძემ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ ის ადა­მი­ა­ნებს აუ­ბე­დუ­რებ­და, ბიზ­ნესს არ­თმევ­და, რაც პა­ტი­ვის, ღირ­სე­ბის და საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცი­ის შემ­ლახ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბაა. ჩვენ სარ­ჩე­ლი ამ ცნო­ბე­ბის უარ­ყო­ფის მო­თხოვ­ნით შეგ­ვაქვს, რად­გან ეს სი­ნამ­დვი­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, ყალ­ბი ცნო­ბე­ბია და შე­სა­ბა­მი­სად, სა­სა­მარ­თლოს ვთხოვთ, ბა­ტონ კა­ლა­ძეს და­ა­ვა­ლოს აღ­ნიშ­ნუ­ლი ცნო­ბის უარ­ყო­ფა. ამ ბოლო დროს, წარ­მო­ე­ბა­ში მი­ღე­ბის სა­კი­თხი ასე­თი ტი­პის სარ­ჩე­ლებ­ზე ცოტა სხვა­ნა­ი­რად ხდე­ბა, კა­ნო­ნის შე­უ­სა­ბა­მოდ. და­ვე­ლო­დოთ, რა მოხ­დე­ბა, ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობს, გან­ცხა­დე­ბა სა­ხე­ზეა, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ნორ­მე­ბი სა­ხე­ზეა, რო­მე­ლიც ბა­ტონ მა­მუ­კას ამის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, და­ნარ­ჩენს, და­ვე­ლო­დოთ სა­სა­მარ­თლოს მხრი­დან",- გა­ნა­ცხა­და კორ­ძა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამირანი
1

მანუკა არის უთოფო ყაჩაღი!

tsiko-ს
4

და ამათგან (საარჩევნო დაპირებებით) დაბოლილი მილონობით მოქალაქეზე რას იტყვი????

ავტორი:

მამუკა ხაზარაძემ კახა კალაძეს სასამართლოში უჩივლა - რას ედავება "ლელოს" ლიდერი თბილისის მერს?

მამუკა ხაზარაძემ კახა კალაძეს სასამართლოში უჩივლა - რას ედავება "ლელოს" ლიდერი თბილისის მერს?

თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ, "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ სარჩელი შეიტანა.

როგორც ადვოკატი ზვიად კორძაძე განმარტავს, სასარჩელო მოთხოვნა სასამართლოს მიერ კახა კალაძისთვის გავრცელებული არასწორი ცნობის უარყოფის დავალებაა.

"ბატონმა კალაძემ მამუკა ხაზარაძეზე განაცხადა, რომ ის ადამიანებს აუბედურებდა, ბიზნესს ართმევდა, რაც პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებაა. ჩვენ სარჩელი ამ ცნობების უარყოფის მოთხოვნით შეგვაქვს, რადგან ეს სინამდვილეს არ შეესაბამება, ყალბი ცნობებია და შესაბამისად, სასამართლოს ვთხოვთ, ბატონ კალაძეს დაავალოს აღნიშნული ცნობის უარყოფა. ამ ბოლო დროს, წარმოებაში მიღების საკითხი ასეთი ტიპის სარჩელებზე ცოტა სხვანაირად ხდება, კანონის შეუსაბამოდ. დაველოდოთ, რა მოხდება, ყველანაირი საფუძველი არსებობს, განცხადება სახეზეა, საკანონმდებლო ნორმები სახეზეა, რომელიც ბატონ მამუკას ამის საშუალებას აძლევს, დანარჩენს, დაველოდოთ სასამართლოს მხრიდან",- განაცხადა კორძაძემ.