პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი. მის ბაზაზე აშენდება ახალი სამედიცინო დაწესებულება" - რა გადაწყვიტა მთავრობამ რესპუბლიკურ საავადმყოფოზე?
"იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი. მის ბაზაზე აშენდება ახალი სამედიცინო დაწესებულება" - რა გადაწყვიტა მთავრობამ რესპუბლიკურ საავადმყოფოზე?

22 იან­ვარს მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გან­ხი­ლულ სა­კი­თხებს შო­რის იყო ყო­ფი­ლი "რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს" შე­ნო­ბის დე­მონ­ტა­ჟი­სა და მის ად­გილ­ზე ახა­ლი, მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი კლი­ნი­კის მშე­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხი (მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბის პრო­ექ­ტი „შპს აკა­დე­მი­კოს ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის ახალ პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით რიგი სა­კი­თხე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა შე­სა­ხებ“). რო­გორც მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის დას­კვნით, იმის­თვის, რომ კლი­ნი­კამ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს, შე­ნო­ბის რე­კონ­სტრუქ­ცია ძი­რი­თად შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი და არა­რენ­ტა­ბე­ლუ­რია, შე­სა­ბა­მი­სად, იგეგ­მე­ბა ძვე­ლი შე­ნო­ბის დე­მონ­ტა­ჟი და რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბა­ზა­ზე აშენ­დე­ბა მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა - ახა­ლი რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო. მისი გან­ცხა­დე­ბით, სა­ა­ვად­მყო­ფოს თა­ნამ­შრო­მელ­თა ნა­წი­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო კლი­ნი­კა­ში უკვე და­საქმდა, ნა­წი­ლი კი და­საქმდე­ბა.

"სა­მი­ნის­ტრომ ძა­ლი­ან ბევ­რი იმუ­შა­ვა ამ სა­კი­თხზე − შე­ის­წავ­ლა სა­ფუძ­ვლი­ა­ნად "რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს" მდგო­მა­რე­ო­ბა - რო­გორც ფი­ნან­სუ­რი, ასე­ვე ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი; შე­ის­წავ­ლა, თუ რამ­დე­ნად პა­სუ­ხობს კლი­ნი­კა უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­თხოვ­ნებს. პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ რო­გორც ქარ­თვე­ლი, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბი. ჩა­ტარ­და 5 სხვა­დას­ხვა ექ­სპერ­ტუ­ლი კვლე­ვა, მომ­ზად­და შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნე­ბი, რომ­ლებ­მაც კლი­ნი­კა­ში არ­სე­ბუ­ლი რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა მკა­ფი­ოდ წარ­მო­ა­ჩი­ნა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის დას­კვნით, იმის­თვის, რომ კლი­ნი­კამ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს, შე­ნო­ბის რე­კონ­სტრუქ­ცია ძი­რი­თად შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი და არა­რენ­ტა­ბე­ლუ­რია. შე­სა­ბა­მი­სად, იგეგ­მე­ბა ძვე­ლი შე­ნო­ბის დე­მონ­ტა­ჟი და "რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს" ბა­ზა­ზე აშენ­დე­ბა მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, ახა­ლი "რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო". ეს იქ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის ახა­ლი "რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო". პი­რა­დად მი­ნის­ტრის კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, "რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს" თა­ნამ­შრო­მელ­თა ნა­წი­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო კლი­ნი­კა­ში უკვე და­საქმდა, ნა­წი­ლი და­საქმდე­ბა და გვინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნოთ, რომ არ­ცერ­თი თა­ნამ­შრო­მე­ლი არ დარ­ჩე­ბა სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე და ყვე­ლა იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი და­საქ­მე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბით თუ უპ­რე­ცე­დენ­ტო ღირ­სე­უ­ლი კომ­პენ­სა­ცი­ით“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

  • რო­გორც ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი, თბი­ლი­სის რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბა­ზა­ზე ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო კლი­ნი­კა აშენ­დე­ბა. მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ყვე­ლა ძი­რი­თად სა­მე­დი­ცი­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბას და­ფა­რავს.

"ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო შე­ნო­ბის სა­დე­მონ­ტა­ჟო პრო­ექ­ტი­სა და კლი­ნი­კის საპ­რო­ექ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­ყიდ­ვის პრო­ცე­დუ­რებს იწყებს.

საპ­რო­ექ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­ყიდ­ვე­ბი მსოფ­ლიო ბან­კის პრო­ცე­დუ­რე­ბის სრუ­ლი დაც­ვით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ებს პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს.

ახა­ლი რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო კლი­ნი­კა 500-ზე მეტ სა­წოლ­ზე იქ­ნე­ბა გათ­ვლი­ლი. ამას­თან, მო­ე­წყო­ბა ამ­ბუ­ლა­ტო­რია და 100-ზე მეტ სა­წოლ­ზე გათ­ვლი­ლი დღის სტა­ცი­ო­ნა­რი. კლი­ნი­კა­ში გან­თავ­სდე­ბა ბავ­შვთა ონკო-ჰე­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრი; გა­იხ­სნე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი სის­ხლის ბან­კი; ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ე­წყო­ბა GDP სტან­დარ­ტის აფ­თი­ა­ქი, სას­წავ­ლო სივ­რცე­ე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო ბიბ­ლი­ო­თე­კა, ტე­ლე­მე­დი­ცი­ნის სივ­რცე­ე­ბი და სხვა. ასე­ვე რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის სტა­ტუსს, რაც კლი­ნი­კურ აქ­ტი­ვო­ბებ­ში მო­მა­ვა­ლი მე­დი­კო­სე­ბის სრულ ინ­ტეგ­რა­ცი­ა­სა და შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას გუ­ლის­ხმობს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კლი­ნი­კა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის უფ­ლე­ბე­ბი სრუ­ლი­ად და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა. თა­ნამ­შრო­მელ­თა ნა­წი­ლი, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ჩარ­თუ­ლო­ბით, სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო კლი­ნი­კა­ში უკვე და­საქმდა, ნა­წი­ლის­თვის კი სპე­ცი­ა­ლუ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბის პა­კე­ტი მომ­ზად­და, რაც კლი­ნი­კის თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის­თვის იქ­ნე­ბა შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი. პრო­ცესს უშუ­ა­ლო მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას გა­უ­წევს შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის სამ­სა­ხუ­რი“,- ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

  • ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრ ზუ­რაბ აზა­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დებთ, 5 სხვა­დას­ხვა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი წყა­როს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა დას­კვნის მი­ხედ­ვით, რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფოს არ შე­უძ­ლია დღე­ის­თვის არა­ნა­ი­რი სტან­დარ­ტის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა.

"ასე­ვე გვაქვს ბოლო დას­კვნა სამ­ხა­რა­უ­ლის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს­გან, სა­დაც ჩვენ ვთხოვ­დით დღე­ვან­დე­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ იქ­ნე­ბო­და შე­საძ­ლე­ბე­ლი არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, მას­ზე და­ნა­ხარ­ჯე­ბის გა­წე­ვა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­ში მოქ­ცე­ვა. ისი­ნი მუ­შა­ობ­დნენ და­მო­უ­კი­დე­ბელ მაკ­რე­დი­ტე­ბელ კომ­პა­ნი­ას­თან ერ­თად, რო­მე­ლიც იყო ამავდრო­უ­ლად ჩვე­ნი კონ­სულ­ტან­ტი იმ ნა­წილ­ში, თუ რო­გო­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის უნდა იყოს ახა­ლი კლი­ნი­კა და ამ დას­კვნის მი­ხედ­ვით, გა­მო­იკ­ვე­თა, რომ არ­სე­ბუ­ლი კლი­ნი­კის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, ყვე­ლა სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რო­მე­ლიც კლი­ნი­კა­ში არის ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი, არა­ხარჯთე­ფექ­ტუ­რი და მი­ზან­შე­უ­წო­ნე­ლი იქ­ნე­ბო­და ამ კლი­ნი­კის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. შე­დე­გად, ჩვენ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი გვაქვს შე­ნო­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის და­ტო­ვე­ბა, ეს წინა შე­ნო­ბაა 2-სარ­თუ­ლი­ა­ნი, ხოლო ძი­რი­თა­დი სამ­კურ­ნა­ლო კორ­პუ­სი რაც არის, იქ ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის, თა­ნა­მედ­რო­ვედ აღ­ჭურ­ვი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის აშე­ნე­ბა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა 500 სა­წოლ­ზე გათ­ვლი­ლი და ექ­ნე­ბა ყვე­ლა ის მი­მარ­თუ­ლე­ბა თუ პრო­ფი­ლი, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი კლი­ნი­კის­თვის. ასე­ვე, მინ­და და­ვა­მა­ტო, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ძლი­ე­რი ქა­რის დროს იმ ფა­სად­მაც კი, რო­მე­ლიც რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფოს აქვს, და­ი­წყო ცვე­ნა, კონ­სტრუქ­ცია არის საკ­მა­ოდ ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი და აქ გვაქვს კი­დევ ერთი და­მა­ტე­ბი­თი დას­კვნა სამ­ხა­რა­უ­ლის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს­გან, სა­დაც არის მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ გა­და­უ­დებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლი და სა­ჭი­როა აღ­ნიშ­ნუ­ლი ფა­სა­დის დე­მონ­ტა­ჟი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ მთავ­რო­ბა­ზე ავი­ღეთ დღეს თან­ხმო­ბა და და­ვი­წყებთ არ­სე­ბუ­ლი ფა­სა­დის დე­მონ­ტა­ჟის სა­მუ­შა­ო­ებს, ასე­ვე ახა­ლი კლი­ნი­კის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტენ­დე­რის გა­მო­ცხა­დე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბებს. ეს ტენ­დე­რი უნდა იყოს აუ­ცი­ლებ­ლად სა­ერ­თა­შო­რი­სო, რად­გა­ნაც სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის­თვის, ასე­თი ის­ტო­რი­უ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კლი­ნი­კის მშე­ნებ­ლო­ბის და შექ­მნის პრო­ცეს­ში“, - გა­ნა­ცხა­და აზა­რაშ­ვილ­მა.

  • რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს თა­ნამ­შრომ­ლებს შე­ნო­ბის დე­მონ­ტა­ჟის გამო მთავ­რო­ბა კომ­პენ­სა­ცი­ებ­სა და სხვა კლი­ნი­კებ­ში და­საქ­მე­ბას სთა­ვა­ზობს.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, რო­გორც მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, თა­ნამ­შრომ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ რამ­დე­ნი­მე შე­თა­ვა­ზე­ბი­დან მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი აირ­ჩი­ონ. აზა­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­კი­თხზე სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შეხ­ვედ­რას დღეს გა­მარ­თა­ვენ.

მი­სი­ვე თქმით, "სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 36-დან 48 თვემ­დე გაგ­რძელ­დე­ბა“.

"ვფიქ­რობ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არ­სე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის კონ­კრე­ტუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა, რო­მე­ლიც მკა­ფიო და უპ­რე­ცე­დენ­ტოა. დღეს ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტრო­დან თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­აც­ნო­ბენ კონ­კრე­ტულ შე­თა­ვა­ზე­ბებს, რო­მე­ლიც მო­ი­აზ­რებს ერ­თი­ა­ნად 12 თვის კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­დას სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში; და­საქ­მე­ბას მი­ნი­მუმ იმა­ვე პო­ზი­ცი­ა­ზე სხვა კლი­ნი­კა­ში და 4-თვი­ა­ნი კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­დას; ან თუ სურ­ვი­ლი არ ექ­ნე­ბა თა­ნამ­შრო­მელს და უნდა, და­ე­ლო­დოს უკე­თეს შე­თა­ვა­ზე­ბას, ბოლო 3 თვის სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლის მი­ხედ­ვით მომ­დევ­ნო 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ნამ თა­ნამ­შრო­მე­ლი სად­მე მუ­შა­ო­ბას არ და­ი­წყებს, გა­ვაგ­რძე­ლებთ კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­დას. ვფიქ­რობ, ეს პი­რო­ბე­ბი საკ­მა­ოდ ღირ­სე­უ­ლი, უპ­რე­ცე­დენ­ტოა და ამ ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში მა­თაც თა­ვი­ან­თი წვლი­ლი უნდა შე­ი­ტა­ნონ. ასე­ვე, რამ­დე­ნი­მე თვის წინ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნა­წი­ლი სა­ხელ­მწი­ფო კლი­ნი­კებ­ში უკვე გა­და­ვა­ნა­წი­ლეთ და წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ო­ბენ, მა­გა­ლი­თად, რუ­ხის კლი­ნი­კა­ში, სა­დაც მთლი­ა­ნად მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი აა­წყვეს. იქ გვიდ­გა­ნან გვერ­დით, ამი­ტომ, აქაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ნა­წილ­ში ჩვენ გვერ­დით იყ­ვნენ და ერ­თად გა­ვა­კე­თოთ ეს საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო, ის­ტო­რი­უ­ლი საქ­მე“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს თა­ნამ­შრომ­ლებს და­საქ­მე­ბას არა მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო კლი­ნი­კებ­ში, არა­მედ კერ­ძო სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­შიც შეს­თა­ვა­ზე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სერგია
1

ეჭვი მაქვს ერთი კაცი კარფურსა და კორპუსებს ააშენებს

ზაზა
0

ეს მავნებლები ესენი

ავტორი:

"იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი. მის ბაზაზე აშენდება ახალი სამედიცინო დაწესებულება" - რა გადაწყვიტა მთავრობამ რესპუბლიკურ საავადმყოფოზე?

"იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი. მის ბაზაზე აშენდება ახალი სამედიცინო დაწესებულება" - რა გადაწყვიტა მთავრობამ რესპუბლიკურ საავადმყოფოზე?

22 იანვარს მთავრობის სხდომაზე განხილულ საკითხებს შორის იყო ყოფილი "რესპუბლიკური საავადმყოფოს" შენობის დემონტაჟისა და მის ადგილზე ახალი, მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობის საკითხი (მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ახალ პროექტთან დაკავშირებით რიგი საკითხების განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“). როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება - ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. მისი განცხადებით, საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილი კი დასაქმდება.

"სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე − შეისწავლა საფუძვლიანად "რესპუბლიკური საავადმყოფოს" მდგომარეობა - როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული; შეისწავლა, თუ რამდენად პასუხობს კლინიკა უსაფრთხოების ნორმებსა და საერთაშორისო მოთხოვნებს. პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები. ჩატარდა 5 სხვადასხვა ექსპერტული კვლევა, მომზადდა შესაბამისი დასკვნები, რომლებმაც კლინიკაში არსებული რთული ვითარება მკაფიოდ წარმოაჩინა. სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია. შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და "რესპუბლიკური საავადმყოფოს" ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი "რესპუბლიკური საავადმყოფო". ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების ახალი "რესპუბლიკური საავადმყოფო". პირადად მინისტრის კოორდინაციით, "რესპუბლიკური საავადმყოფოს" თანამშრომელთა ნაწილი სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილი დასაქმდება და გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე და ყველა იქნება უზრუნველყოფილი დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით თუ უპრეცედენტო ღირსეული კომპენსაციით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

  • როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა აშენდება. მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს.

"ჯანდაცვის სამინისტრო შენობის სადემონტაჟო პროექტისა და კლინიკის საპროექტო სამუშაოების შესყიდვის პროცედურებს იწყებს.

საპროექტო სამუშაოების შესყიდვები მსოფლიო ბანკის პროცედურების სრული დაცვით განხორციელდება, რაც საერთაშორისო კომპანიებს პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო მულტიფუნქციური, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი. ამასთან, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი; გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი; ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვა. ასევე რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კლინიკურ აქტივობებში მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები სრულიად დაცული იქნება. თანამშრომელთა ნაწილი, ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილისთვის კი სპეციალური ანაზღაურების პაკეტი მომზადდა, რაც კლინიკის თითოეული თანამშრომლისთვის იქნება შეთავაზებული. პროცესს უშუალო მეთვალყურეობას გაუწევს შრომის ინსპექციის სამსახური“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებთ, 5 სხვადასხვა დამოუკიდებელი წყაროს მიერ მომზადებული სხვადასხვა დასკვნის მიხედვით, რესპუბლიკურ საავადმყოფოს არ შეუძლია დღეისთვის არანაირი სტანდარტის დაკმაყოფილება.

"ასევე გვაქვს ბოლო დასკვნა სამხარაულის ეროვნული ბიუროსგან, სადაც ჩვენ ვთხოვდით დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, თუ იქნებოდა შესაძლებელი არსებული შენობის რეაბილიტაცია, მასზე დანახარჯების გაწევა და საერთაშორისო სტანდარტებში მოქცევა. ისინი მუშაობდნენ დამოუკიდებელ მაკრედიტებელ კომპანიასთან ერთად, რომელიც იყო ამავდროულად ჩვენი კონსულტანტი იმ ნაწილში, თუ როგორი საერთაშორისო სტანდარტის უნდა იყოს ახალი კლინიკა და ამ დასკვნის მიხედვით, გამოიკვეთა, რომ არსებული კლინიკის რეაბილიტაციის შემთხვევაში, ყველა საჭირო და აუცილებელი სამუშაოების შემთხვევაში, რომელიც კლინიკაში არის ჩასატარებელი, არახარჯთეფექტური და მიზანშეუწონელი იქნებოდა ამ კლინიკის რეაბილიტაცია. შედეგად, ჩვენ შემოთავაზებული გვაქვს შენობის გარკვეული ნაწილის დატოვება, ეს წინა შენობაა 2-სართულიანი, ხოლო ძირითადი სამკურნალო კორპუსი რაც არის, იქ ახალი, თანამედროვე სტანდარტების, თანამედროვედ აღჭურვილი სამედიცინო ცენტრის აშენება, რომელიც იქნება 500 საწოლზე გათვლილი და ექნება ყველა ის მიმართულება თუ პროფილი, რაც აუცილებელია მრავალპროფილური კლინიკისთვის. ასევე, მინდა დავამატო, რომ რამდენიმე დღის წინ ძლიერი ქარის დროს იმ ფასადმაც კი, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოს აქვს, დაიწყო ცვენა, კონსტრუქცია არის საკმაოდ ამორტიზებული და აქ გვაქვს კიდევ ერთი დამატებითი დასკვნა სამხარაულის ეროვნული ბიუროსგან, სადაც არის მითითებული, რომ გადაუდებლად აუცილებელი და საჭიროა აღნიშნული ფასადის დემონტაჟი. შესაბამისად, ჩვენ მთავრობაზე ავიღეთ დღეს თანხმობა და დავიწყებთ არსებული ფასადის დემონტაჟის სამუშაოებს, ასევე ახალი კლინიკის მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერის გამოცხადების ღონისძიებებს. ეს ტენდერი უნდა იყოს აუცილებლად საერთაშორისო, რადგანაც საერთაშორისო გამოცდილება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ასეთი ისტორიული და მნიშვნელოვანი კლინიკის მშენებლობის და შექმნის პროცესში“, - განაცხადა აზარაშვილმა.

  • რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს.

უფრო კონკრეტულად, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან მათთვის სასურველი აირჩიონ. აზარაშვილის განცხადებით, საკითხზე სამინისტროს წარმომადგენლები შეხვედრას დღეს გამართავენ.

მისივე თქმით, "სამუშაოები დაახლოებით 36-დან 48 თვემდე გაგრძელდება“.

"ვფიქრობ, მნიშვნელოვანია არსებული თანამშრომლებისთვის კონკრეტული შეთავაზებების გაკეთება, რომელიც მკაფიო და უპრეცედენტოა. დღეს ჩვენი სამინისტროდან თანამშრომლები გააცნობენ კონკრეტულ შეთავაზებებს, რომელიც მოიაზრებს ერთიანად 12 თვის კომპენსაციის გადახდას სურვილის შემთხვევაში; დასაქმებას მინიმუმ იმავე პოზიციაზე სხვა კლინიკაში და 4-თვიანი კომპენსაციის გადახდას; ან თუ სურვილი არ ექნება თანამშრომელს და უნდა, დაელოდოს უკეთეს შეთავაზებას, ბოლო 3 თვის საშუალო შემოსავლის მიხედვით მომდევნო 3 წლის განმავლობაში, სანამ თანამშრომელი სადმე მუშაობას არ დაიწყებს, გავაგრძელებთ კომპენსაციის გადახდას. ვფიქრობ, ეს პირობები საკმაოდ ღირსეული, უპრეცედენტოა და ამ ისტორიული პროექტის განხორციელებაში მათაც თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ. ასევე, რამდენიმე თვის წინ თანამშრომლების ნაწილი სახელმწიფო კლინიკებში უკვე გადავანაწილეთ და წარმატებით მუშაობენ, მაგალითად, რუხის კლინიკაში, სადაც მთლიანად მიმართულებები ააწყვეს. იქ გვიდგანან გვერდით, ამიტომ, აქაც მნიშვნელოვანია, ამ პროექტის განხორციელების ნაწილში ჩვენ გვერდით იყვნენ და ერთად გავაკეთოთ ეს საშვილიშვილო, ისტორიული საქმე“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

გარდა ამისა, მინისტრის ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს დასაქმებას არა მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებში, არამედ კერძო სამედიცინო დაწესებულებებშიც შესთავაზებენ.