არნოლდ შვარცენეგერი მიუნხენის აეროპორტში დააკავეს, როგორც მედია წერს, მიზეზი ძვირადღირებული საათია, რომელიც მსახიობს თან ჰქონდა.
76 წლის შვარცენეგერი სამი საათის განმავლობაში იყო დაკავებული.
ირკვევა, რომ საათი, რომელიც შვარცენეგერს ეკეთა და რომლის ღირებულებაც 26 000 ევროა, მსახიობს დეკლარირებული არ ჰქონდა.
ჰოლივუდის ვარსკვლავი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი საათის აუქციონზე გატანას და მიღებული თანხის ქველმოქმედებისთვის მოხმარებას გეგმავდა.
მედიის ინფორმაციით, შვარცენეგერს საბაჟო წესების დარღვევის გამო 35 000 დოლარის გადახდა მოუწია. უცნობია, საათი დაუბრუნდა თუ არა მსახიობს.
Bild-ის ინფორმაციით, საათი შვეიცარიულმა საათების მწარმოებელმა Audemars Piguet-მა არნოლდ შვარცენეგერის სპეციალური შეკვეთით დაამზადა.
აუ, კომპანიამ რა მაგარი რეკლამა გაიკეთა )))
გუგლში სხვანაირად წერია ინგლისურ ენაზე.საათი ბარგში იყო სხვა ნივთებთან ერთად,რომლებიც აუქციონზე უნდა გაიტანონ.ამიტომაც თუ ნივთი უნდა გაიყიდოს,მაშინ უნდა იყოს დეკლარილებული.საათი ალბათ გამორჩა არნის...ასევე წერია რომ სურდა ადგილზევე გადაეხადა ჯარიმა საბანკო ბარათით,მაგრამ წესების მიხედვით თანხის ნახევარი ქედი უნდა ყოფილიყო.ამიტომ მიაცილეს ბანკამდე,სადაც თანხა გამოიტანა და ბოლობოლო გადაიხადა.ეს უკვე მართლა მარაზმია.