პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული კიმ ჩენ ინს და რატომ ეშინია დალაქების - ჩრდილოეთ კორეის ლიდერის საიდუმლო ცხოვრება: მითები და რეალობა, რომელზეც მედია წერს
რისი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული კიმ ჩენ ინს და რატომ ეშინია დალაქების - ჩრდილოეთ კორეის ლიდერის საიდუმლო ცხოვრება: მითები და რეალობა, რომელზეც მედია წერს

ის ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ლი­დე­რი გახ­და 2011 წელს, მა­შინ კიმ ჩენ ინი და­ახ­ლო­ე­ბით 30 წლის იყო. მის ცხოვ­რე­ბას ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბი­დან იდუ­მა­ლე­ბის აურა აკ­რავს, ამი­ტომ არა­ვინ იცის, ზუს­ტად რო­მელ წელს და­ი­ბა­და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დე­რი. სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბი წე­რენ, რომ ის შე­იძ­ლე­ბო­და და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო 1984 ან 1985 წელს, ასე­ვე შე­საძ­ლოა 1983 წელს. ასა­კის ცვლი­ლე­ბა კი "ტახ­ტის მემ­კვიდ­რედ" გა­მო­ცხა­დე­ბის დროს დას­ჭირ­და. თუმ­ცა, ამ სა­ი­დუმ­ლოს გა­რე­შეც კი, კიმ ჩენ ინის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში უამ­რა­ვი ცა­რი­ე­ლი ად­გი­ლია.

ადა­მი­ა­ნი და­ბა­დე­ბის თა­რი­ღის გა­რე­შე

არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე თე­ო­რია და ვა­რა­უ­დი კიმ ჩენ ინის და­ბა­დე­ბის თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გარ­და მისი და­ბა­დე­ბის წლი­სა. ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ბა­დე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი თა­რი­ღია 1984 წლის 8 იან­ვა­რი. თუმ­ცა, ზო­გი­ერ­თი წყა­რო და ანა­ლი­ტი­კო­სი ვა­რა­უ­დობს, რომ და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი შე­საძ­ლოა გა­ყალ­ბე­ბუ­ლი­ყო, რათა ის ასო­ცირ­დე­ბო­დეს რი­ცხვთან „8“. ასე­თი ეჭ­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს იმით, რომ რი­ცხვი "8" ჩი­ნურ კულ­ტუ­რა­ში იღ­ბლი­ან და წარ­მა­ტე­ბუ­ლად ით­ვლე­ბა და ამი­ტომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დე­რებ­მა შე­საძ­ლოა აირ­ჩი­ონ ეს თა­რი­ღი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტა­ტუ­სის ხაზ­გა­სას­მე­ლად. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამ ეჭ­ვე­ბი­სა, კიმ ჩენ ინის და­ბა­დე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ თა­რი­ღად რჩე­ბა 1984 წლის 8 იან­ვა­რი.

დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მე­დი­ას არც კი ჰქონ­და ჩრდ. კო­რე­ის ლი­დე­რის ბავ­შვო­ბის ფო­ტო­ე­ბი, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­მოჩ­ნდა სუ­რა­თე­ბი, სა­დაც ნაჩ­ვე­ნე­ბია კიმ ჩენ ინი 8 წლის ასაკ­ში სამ­ხედ­რო ფორ­მით. სწო­რედ მა­შინ მი­ა­ნი­ჭეს მას გე­ნერ­ლის წო­დე­ბა და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი იძუ­ლე­ბულ­ნი გახ­დნენ მის­თვის სა­თა­ნა­დო პა­ტი­ვი ეცათ. ამის შე­სა­ხებ ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­ულ­მა კი­მე­ბის ოჯა­ხის მზა­რე­ულ­მა ისა­უბ­რა. თუმ­ცა, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის სან­დო­ო­ბის გა­და­მოწ­მე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია.

ამე­რი­კე­ლი მე­გო­ბა­რი

კიმ ჩენ ინი­სა და ამე­რი­კე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლის დე­ნის როდ­მა­ნის ურ­თი­ერ­თო­ბამ ფარ­თო ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში როდ­მა­ნის ვი­ზი­ტის შემ­დეგ. 2013 წლის და­სა­წყის­ში დე­ნის როდ­მა­ნი ეწ­ვია ქვე­ყა­ნას და შეხ­ვდა კიმ ჩენ ინს. მომ­დევ­ნო წლე­ბი სგან­მავ­ლო­ბა­ში კო­რე­ა­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე­ჯერ ჩა­ვი­და. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა არა­ფორ­მა­ლუ­რი იყო და თა­ვად როდ­მა­ნი კიმ ჩენ ინს თა­ვის მე­გო­ბარს უწო­დებ­და, ისი­ნი კა­ლათ­ბურ­თის მატ­ჩებს ერ­თად ეს­წრე­ბოდ­ნენ. როდ­მან­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დერ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დროს მან ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნა ის ფსი­ქი­კუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი, რა­ზეც მსოფ­ლიო მე­დია ხში­რად წერს.

და­ლა­ქე­ბის შიში

კიმ ჩენ ინის ვარ­ცხნი­ლო­ბა მისი გა­რეგ­ნო­ბი­სა და სტი­ლის ნა­წი­ლი გახ­და. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ეს ვარ­ცხნი­ლო­ბა ბა­ბუ­ის, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის პირ­ვე­ლი ლი­დე­რის, კიმ ირ სე­ნის იმიჯს უკავ­შირ­დე­ბა. გარ­კვე­ულ­წი­ლად, ეს არის ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბის დი­ნას­ტი­ის უწყვე­ტო­ბის სიმ­ბო­ლო. აქვე, და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში ხში­რად ვრცელ­დე­ბა ჭო­რე­ბი, რომ კიმ ჩენ ინი თმას თა­ვად იჭ­რის, რად­გან და­ლა­ქე­ბის ეში­ნია. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა და და­დას­ტუ­რე­ბა რთუ­ლია. ქვე­ყა­ნა­ში პი­როვ­ნე­ბის ნამ­დვი­ლი კულ­ტი სუ­ფევს და შე­სა­ბა­მი­სად, "დიდი და ყოვ­ლის­შემ­ძლე" კიმ ჩენ ინი უბ­რა­ლოდ, ვერ უნდა გა­ნიც­დი­დეს რა­ი­მე სა­ხის შიშს.

პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გია და უც­ნა­უ­რი წარ­ბე­ბი

27 წლის ასაკ­ში მან პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა, რათა ბა­ბუ­ას დამ­სგავ­სე­ბო­და. თუ გა­და­ხე­დავთ კიმ ჩენ ინის ბოლო წლე­ბის ფო­ტო­ებს, ნა­ხავთ, რომ მისი წარ­ბე­ბი საგ­რძნობ­ლად და­მოკ­ლდა; ით­ვლე­ბა, რომ მან გან­ზრახ გა­ა­კე­თა, რათა უფრო მე­ტად დამ­სგავ­სე­ბო­და წი­ნაპ­რებს. მაგ­რამ ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჭო­რებს და კიმ ჩენ ინის გა­რეგ­ნო­ბის ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ სტა­ტი­ებს "ბინ­ძუ­რი მე­დი­ის ნა­გავს" უწო­დებს.

ჰა­კე­რე­ბის ჯგუ­ფი

იმ მო­მენ­ტი­დან, რო­დე­საც კიმ ჩენ ინმა ქვე­ყა­ნა ჩა­ი­ბა­რა, შე­ი­ნარ­ჩუ­ნა და გა­აძ­ლი­ე­რა თა­ვი­სი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის იდე­ო­ლო­გია. მას აქვს სა­კუ­თა­რი მიღ­წე­ვე­ბი, მათ შო­რის ჰა­კე­რე­ბის სა­ხელ­მწი­ფო ჯგუ­ფის შექ­მნით. აშშ-ის კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ე­ლი ჰა­კე­რე­ბი ეწე­ვი­ან კი­ბერ­და­ნა­შა­ულს, რათა და­ა­ფი­ნან­სონ ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის პროგ­რა­მა და გა­აძ­ლი­ე­რონ ეკო­ნო­მი­კა. ისი­ნი თავს ეს­ხმი­ან ბან­კებს, იპა­რავ­დნენ სამ­ხედ­რო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს, ფუ­ლის სძა­ლა­ვენ სა­ხელ­მწი­ფო­ებს. ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას ბრა­ლად ედე­ბა სხვა­დას­ხვა სა­მიზ­ნე­ებ­ზე კი­ბერ შე­ტე­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მათ შო­რის სხვა ქვეყ­ნე­ბის კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მებ­ზე თავ­დას­ხმე­ბი და მო­ნა­ცე­მე­ბის ქურ­დო­ბა.

ნამ­დვი­ლი გურ­მა­ნი

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დერს უყ­ვარს გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის მირ­თმე­ვა. და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ კიმ ჩენ ინის სიმ­სუქ­ნე აიხ­სნე­ბა მისი გა­ტა­ცე­ბით შვე­ი­ცა­რუ­ლი ყვე­ლით, რო­მელ­საც ის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ირ­თმევს სკო­ლის წლე­ბი­დან. მას უყ­ვარს სუში, შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ბლი­ნე­ბი, ნუდ­ლე­ბი, სტე­ი­კე­ბი, ყვე­ლი, შავი ხი­ზი­ლა­ლა, პიცა და ჰამ­ბურ­გე­რი. კიმ ჩენ ინმა თა­ვი­სი შე­ფე­ბი გაგ­ზავ­ნა ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო კუ­ლი­ნა­რი­ულ სკო­ლებ­ში სას­წავ­ლებ­ლად, რათა და­სავ­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ე­ღოთ სამ­ზა­რე­უ­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბა­ში. ის ასე­ვე არის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის, რო­გო­რი­ცაა ღვი­ნო და კო­ნი­ა­კის მცოდ­ნე. გარ­და ამი­სა, კიმ ჩენ ინს მოს­წონს არა­ყი და ჭო­რე­ბის მი­ხედ­ვით, სექ­სუ­ა­ლუ­რი პო­ტენ­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად კობ­რას შხამ­ზე დამ­ზა­დე­ბულ სპე­ცი­ა­ლურ ნა­ყენს სვამს.

2021 წელს რო­დე­საც კიმ ჩენ ინი ფხე­ნი­ან­ში სამ­ხედ­რო აღ­ლუმ­ზე გა­მოჩ­ნდა, წო­ნა­ში კლე­ბის გამო, ხალ­ხს სა­კუ­თა­რი მმარ­თვე­ლის ცნო­ბა გა­უ­ჭირ­და. კიმ ჩენ ინმა ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბის და­კარ­გვის შემ­დეგ სტი­ლი შეც­ვა­ლა: ის აღ­ლუმ­ზე კოს­ტუ­მი­თა და ჰალ­სტუ­ხით მი­ვი­და.

საყ­ვა­რე­ლი ქალი

2009 წლი­დან კიმ ჩენ ინი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია რი სოლ-ჯუზე, რო­მე­ლიც, გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რია. ლი სეოლ ჯუ ექი­მი­სა და მას­წავ­ლებ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლია და მისი და­ბა­დე­ბის ზუს­ტი თა­რი­ღი უც­ნო­ბია. წყვილს სამი შვი­ლი ჰყავს: ვაჟი და ორი ქა­ლიშ­ვი­ლი. ლი სეოლ-ჯუ ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი შე­და­რე­ბით ლი­ბე­რა­ლუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით. მან ქმრის­გან მი­ი­ღო ნე­ბარ­თვა, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ელ ქა­ლებს ჩა­ეც­ვათ ადრე აკ­რძა­ლუ­ლი შარ­ვა­ლი, ჯინ­სი, შავი კოლ­გო­ტე­ბი და ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი. მან ასე­ვე უზ­რუნ­ველ­ყო, რომ ქა­ლებს ვე­ლო­სი­პე­დის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ. არ­სე­ბობს ჭო­რე­ბი, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დერს ჰყავს ახალ­გაზ­რდა ქა­ლე­ბის არ­მია, რომ­ლე­ბიც მზად არი­ან სექ­სუ­ა­ლუ­რად მო­ემ­სა­ხუ­რონ დღის ან ღა­მის ნე­ბის­მი­ერ დროს; მათ უწო­დე­ბენ "სი­ა­მოვ­ნე­ბის რაზმს". თუმ­ცა, ოფი­ცი­ა­ლუ­რად კიმ ჩენ ინი ძლი­ე­რი ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და ტრა­დი­ცი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მომ­ხრეა.

კიმ ჩენ ინმა ცოტა ხნის წინ და­ი­წყო სამ­ხედ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე თა­ვის ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად გა­მო­ჩე­ნა, გან­სხვა­ვე­ბით მა­მი­სა და ბა­ბუ­ის­გან, რომ­ლე­ბიც ოჯა­ხის წევ­რებს არ აჩ­ვე­ნებ­დნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

ნა­ხეთ ასე­ვე:

ავტორი:

რისი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული კიმ ჩენ ინს და რატომ ეშინია დალაქების - ჩრდილოეთ კორეის ლიდერის საიდუმლო ცხოვრება: მითები და რეალობა, რომელზეც მედია წერს

რისი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული კიმ ჩენ ინს და რატომ ეშინია დალაქების - ჩრდილოეთ კორეის ლიდერის საიდუმლო ცხოვრება: მითები და რეალობა, რომელზეც მედია წერს

ის ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდა 2011 წელს, მაშინ კიმ ჩენ ინი დაახლოებით 30 წლის იყო. მის ცხოვრებას ჯერ კიდევ ბავშვობიდან იდუმალების აურა აკრავს, ამიტომ არავინ იცის, ზუსტად რომელ წელს დაიბადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი. სხვადასხვა წყაროები წერენ, რომ ის შეიძლებოდა დაბადებულიყო 1984 ან 1985 წელს, ასევე შესაძლოა 1983 წელს. ასაკის ცვლილება კი "ტახტის მემკვიდრედ" გამოცხადების დროს დასჭირდა. თუმცა, ამ საიდუმლოს გარეშეც კი, კიმ ჩენ ინის ბიოგრაფიაში უამრავი ცარიელი ადგილია.

ადამიანი დაბადების თარიღის გარეშე

არსებობს რამდენიმე თეორია და ვარაუდი კიმ ჩენ ინის დაბადების თარიღთან დაკავშირებით, გარდა მისი დაბადების წლისა. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების მიერ გავრცელებული დაბადების ოფიციალური თარიღია 1984 წლის 8 იანვარი. თუმცა, ზოგიერთი წყარო და ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ დაბადების თარიღი შესაძლოა გაყალბებულიყო, რათა ის ასოცირდებოდეს რიცხვთან „8“. ასეთი ეჭვები შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ რიცხვი "8" ჩინურ კულტურაში იღბლიან და წარმატებულად ითვლება და ამიტომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა შესაძლოა აირჩიონ ეს თარიღი განსაკუთრებული სტატუსის ხაზგასასმელად. თუმცა, მიუხედავად ამ ეჭვებისა, კიმ ჩენ ინის დაბადების ოფიციალურ თარიღად რჩება 1984 წლის 8 იანვარი.

დიდი ხნის განმავლობაში, მედიას არც კი ჰქონდა ჩრდ. კორეის ლიდერის ბავშვობის ფოტოები, მაგრამ რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა სურათები, სადაც ნაჩვენებია კიმ ჩენ ინი 8 წლის ასაკში სამხედრო ფორმით. სწორედ მაშინ მიანიჭეს მას გენერლის წოდება და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მოსამსახურეები იძულებულნი გახდნენ მისთვის სათანადო პატივი ეცათ. ამის შესახებ ქვეყნიდან გაქცეულმა კიმების ოჯახის მზარეულმა ისაუბრა. თუმცა, ამ ინფორმაციის სანდოობის გადამოწმება საკმაოდ რთულია.

ამერიკელი მეგობარი

კიმ ჩენ ინისა და ამერიკელი კალათბურთელის დენის როდმანის ურთიერთობამ ფართო ინტერესი გამოიწვია ჩრდილოეთ კორეაში როდმანის ვიზიტის შემდეგ. 2013 წლის დასაწყისში დენის როდმანი ეწვია ქვეყანას და შეხვდა კიმ ჩენ ინს. მომდევნო წლები სგანმავლობაში კორეაში კიდევ რამდენიმეჯერ ჩავიდა. მათი ურთიერთობა არაფორმალური იყო და თავად როდმანი კიმ ჩენ ინს თავის მეგობარს უწოდებდა, ისინი კალათბურთის მატჩებს ერთად ესწრებოდნენ. როდმანმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კომუნიკაციის დროს მან ვერ აღმოაჩინა ის ფსიქიკური დარღვევები, რაზეც მსოფლიო მედია ხშირად წერს.

დალაქების შიში

კიმ ჩენ ინის ვარცხნილობა მისი გარეგნობისა და სტილის ნაწილი გახდა. საინტერესოა, რომ ეს ვარცხნილობა ბაბუის, ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერის, კიმ ირ სენის იმიჯს უკავშირდება. გარკვეულწილად, ეს არის ჩრდილოეთ კორეაში ძალაუფლების დინასტიის უწყვეტობის სიმბოლო. აქვე, დასავლურ მედიაში ხშირად ვრცელდება ჭორები, რომ კიმ ჩენ ინი თმას თავად იჭრის, რადგან დალაქების ეშინია. ამის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება და დადასტურება რთულია. ქვეყანაში პიროვნების ნამდვილი კულტი სუფევს და შესაბამისად, "დიდი და ყოვლისშემძლე" კიმ ჩენ ინი უბრალოდ, ვერ უნდა განიცდიდეს რაიმე სახის შიშს.

პლასტიკური ქირურგია და უცნაური წარბები

27 წლის ასაკში მან პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რათა ბაბუას დამსგავსებოდა. თუ გადახედავთ კიმ ჩენ ინის ბოლო წლების ფოტოებს, ნახავთ, რომ მისი წარბები საგრძნობლად დამოკლდა; ითვლება, რომ მან განზრახ გააკეთა, რათა უფრო მეტად დამსგავსებოდა წინაპრებს. მაგრამ ჩრდილოეთ კორეა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჭორებს და კიმ ჩენ ინის გარეგნობის ცვლილების შესახებ სტატიებს "ბინძური მედიის ნაგავს" უწოდებს.

ჰაკერების ჯგუფი

იმ მომენტიდან, როდესაც კიმ ჩენ ინმა ქვეყანა ჩაიბარა, შეინარჩუნა და გააძლიერა თავისი წინამორბედების იდეოლოგია. მას აქვს საკუთარი მიღწევები, მათ შორის ჰაკერების სახელმწიფო ჯგუფის შექმნით. აშშ-ის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, ჩრდილოეთ კორეელი ჰაკერები ეწევიან კიბერდანაშაულს, რათა დააფინანსონ ბირთვული იარაღის პროგრამა და გააძლიერონ ეკონომიკა. ისინი თავს ესხმიან ბანკებს, იპარავდნენ სამხედრო საიდუმლოებებს, ფულის სძალავენ სახელმწიფოებს. ჩრდილოეთ კორეას ბრალად ედება სხვადასხვა სამიზნეებზე კიბერ შეტევებში მონაწილეობა, მათ შორის სხვა ქვეყნების კომპიუტერულ სისტემებზე თავდასხმები და მონაცემების ქურდობა.

ნამდვილი გურმანი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერს უყვარს გემრიელი კერძების მირთმევა. დასავლურ მედიაში წერენ, რომ კიმ ჩენ ინის სიმსუქნე აიხსნება მისი გატაცებით შვეიცარული ყველით, რომელსაც ის დიდი რაოდენობით მიირთმევს სკოლის წლებიდან. მას უყვარს სუში, შვეიცარიული ბლინები, ნუდლები, სტეიკები, ყველი, შავი ხიზილალა, პიცა და ჰამბურგერი. კიმ ჩენ ინმა თავისი შეფები გაგზავნა ევროპის საუკეთესო კულინარიულ სკოლებში სასწავლებლად, რათა დასავლური გამოცდილება მიეღოთ სამზარეულოს ხელოვნებაში. ის ასევე არის მაღალი ხარისხის ალკოჰოლური სასმელების, როგორიცაა ღვინო და კონიაკის მცოდნე. გარდა ამისა, კიმ ჩენ ინს მოსწონს არაყი და ჭორების მიხედვით, სექსუალური პოტენციის ასამაღლებლად კობრას შხამზე დამზადებულ სპეციალურ ნაყენს სვამს.

2021 წელს როდესაც კიმ ჩენ ინი ფხენიანში სამხედრო აღლუმზე გამოჩნდა, წონაში კლების გამო, ხალხს საკუთარი მმართველის ცნობა გაუჭირდა. კიმ ჩენ ინმა ზედმეტი კილოგრამების დაკარგვის შემდეგ სტილი შეცვალა: ის აღლუმზე კოსტუმითა და ჰალსტუხით მივიდა.

საყვარელი ქალი

2009 წლიდან კიმ ჩენ ინი დაქორწინებულია რი სოლ-ჯუზე, რომელიც, გადაუმოწმებელი ინფორმაციით, მისი ბავშვობის მეგობარია. ლი სეოლ ჯუ ექიმისა და მასწავლებლის ქალიშვილია და მისი დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. წყვილს სამი შვილი ჰყავს: ვაჟი და ორი ქალიშვილი. ლი სეოლ-ჯუ ცნობილია თავისი შედარებით ლიბერალური შეხედულებებით. მან ქმრისგან მიიღო ნებართვა, რომ ჩრდილოეთ კორეელ ქალებს ჩაეცვათ ადრე აკრძალული შარვალი, ჯინსი, შავი კოლგოტები და ქუსლიანი ფეხსაცმელი. მან ასევე უზრუნველყო, რომ ქალებს ველოსიპედის ტარების უფლება მიეცათ. არსებობს ჭორები, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ჰყავს ახალგაზრდა ქალების არმია, რომლებიც მზად არიან სექსუალურად მოემსახურონ დღის ან ღამის ნებისმიერ დროს; მათ უწოდებენ "სიამოვნების რაზმს". თუმცა, ოფიციალურად კიმ ჩენ ინი ძლიერი ოჯახური ურთიერთობებისა და ტრადიციული ღირებულებების მომხრეა.

კიმ ჩენ ინმა ცოტა ხნის წინ დაიწყო სამხედრო ღონისძიებებზე თავის ქალიშვილთან ერთად გამოჩენა, განსხვავებით მამისა და ბაბუისგან, რომლებიც ოჯახის წევრებს არ აჩვენებდნენ საზოგადოებას.

ნახეთ ასევე: