პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლვოვში ცნობილი მუსიკოსის 5 წლის შვილი სარძევე კბილების ამოღების შემდეგ კომაში ჩავარდა - "ანესთეზიოლოგმა ძალით გაუკეთა ნიღაბი, ამის შეწყვეტა სთხოვა, მაგრამ არ მოუსმინა"
ლვოვში ცნობილი მუსიკოსის 5 წლის შვილი სარძევე კბილების ამოღების შემდეგ კომაში ჩავარდა - "ანესთეზიოლოგმა ძალით გაუკეთა ნიღაბი, ამის შეწყვეტა სთხოვა, მაგრამ არ მოუსმინა"

ლვოვ­ში ცნო­ბი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი მუ­სი­კო­სის ვიქ­ტორ პაშ­ნი­კის 5 წლის ვაჟი სარ­ძე­ვე კბი­ლე­ბის ამო­ღე­ბის შემ­დეგ კო­მა­ში ჩა­ვარ­და. ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბი­ჭის მამა იტყო­ბი­ნე­ბა.

"ჩვე­ნი შვი­ლი 21 დღეა კო­მა­შია, მისი ტვი­ნი მკვდრად გა­მო­ა­ცხა­დეს... სარ­ძე­ვე კბი­ლე­ბის არას­წო­რად ამო­ღე­ბის გამო", - წერს პაშ­ნი­კი.

მი­სი­ვე თქმით, 8 დე­კემ­ბერს მისი მე­უღ­ლე მა­რი­ა­ნა და მისი ვაჟი ვე­ლე­სი მი­ვიდ­ნენ შპს "ორი დენ­ტის" კლი­ნი­კა­ში ორი სარ­ძე­ვე კბი­ლის ამო­სა­ღე­ბად. სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა შეს­თა­ვა­ზეს კბი­ლე­ბის ამო­ღე­ბა ზო­გა­დი ანეს­თე­ზი­ის ქვეშ.

მისი თქმით, ბავ­შვმა სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში გა­აპ­რო­ტეს­ტა და ანეს­თე­ზი­ის ნიღ­ბის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა, თით­ქოს მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ტრა­გე­დია იგ­რძნო.

"ანეს­თე­ზი­ო­ლოგ­მა ცო­ლის თვალ­წინ ძა­ლით გა­უ­კე­თა ნი­ღა­ბი შვილს. ქალ­მა ამის შე­წყვე­ტა სთხო­ვა, მაგ­რამ ანეს­თე­ზი­ო­ლოგ­მა არ მო­უს­მი­ნა და მას ძა­ლით ეჭი­რა ნი­ღა­ბი, რის შემ­დე­გაც ბავ­შვმა და­ი­ძი­ნა. მიმ­დი­ნა­რე ოპე­რა­ცი­ის დროს ცოლ­მა სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში აურ­ზა­უ­რი გა­ი­გო, ექი­მებ­მა სირ­ბი­ლი და­ი­წყეს, და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუ­თის შემ­დეგ მო­ვი­და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ორი ჯგუ­ფი. შპს ORI Group-ის სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რი მი­ვი­და ბავ­შვის დე­დას­თან და უთხრა, რომ ოპე­რა­ცი­ის დროს ბავ­შვს აღე­ნიშ­ნე­ბო­და გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა. 5 წლის პა­ტა­რა წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ა­ვად­მყო­ფოს რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს“, - აღ­ნიშ­ნა ბავ­შვის მა­მამ.

"ექი­მებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ოპე­რა­ცი­ის დროს ჩვე­ნი შვი­ლი კლი­ნი­კუ­რად გარ­დაც­ვლი­ლი იყო და ექი­მე­ბი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ატა­რებ­დნენ რე­ა­ნი­მა­ცი­ულ ზო­მებს. მო­რი­გი გა­სინ­ჯვის შემ­დეგ ექიმ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ბავ­შვის თა­ვის ტვი­ნი მკვდა­რი იყო. მისი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ახლა სი­ტუ­ა­ცია ყო­ველ ჯერ­ზე უა­რეს­დე­ბა და ექი­მე­ბი ჩვენს შვილს სი­ცო­ცხლის შანსსაც არ აძ­ლე­ვენ, რად­გან ყვე­ლა ორ­გა­ნო თან­და­თან კვდე­ბა“, - წერს კაცი.

მისი თქმით, ოჯა­ხის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აღიძ­რა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კა­ში მისი შვი­ლის სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის არა­სა­თა­ნა­დო მი­წო­დე­ბის ფაქ­ტზე.

"ჩვენ­თვის ჯერ კი­დევ გა­უ­გე­ბა­რია, რა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში ჯან­მრთელ ბავ­შვთან, რომ ახლა ის კო­მა­ში ყო­ფი­ლი­ყო სი­ცო­ცხლის შან­სე­ბის გა­რე­შე“, - ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა მუ­სი­კოს­მა.

ლვო­ვის რა­ი­ო­ნის პო­ლი­ცი­ის სპი­კერ­მა სვეტ­ლა­ნა დობ­რო­ვოლ­სკა­ი­ამ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ 17 დე­კემ­ბერს გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე და­ი­წყეს. უკ­რა­ი­ნის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 140 (სა­მე­დი­ცი­ნო ან ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი მუ­შა­კის მიერ პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის არა­სა­თა­ნა­დო შეს­რუ­ლე­ბა).

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდა­რის ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბა დგინ­დე­ბა და და­ნიშ­ნუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზა.

წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აცხა­დე­ბენ, რომ ბავ­შვი მათ­თან 21 დღის წინ შე­იყ­ვა­ნეს ტერ­მი­ნა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ახლა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მეა, და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კის გა­რე­შე.

"ძნე­ლია შემ­დგო­მი მდგო­მა­რე­ო­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა, ჩვე­ნი გუნ­დი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რი იყოს. ვერ ვი­სა­უბ­რებთ იმა­ზე, თუ რამ გა­მო­იწ­ვია ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა, რად­გან მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა“, - აცხა­დე­ბენ ექი­მე­ბი.

ავტორი:

ლვოვში ცნობილი მუსიკოსის 5 წლის შვილი სარძევე კბილების ამოღების შემდეგ კომაში ჩავარდა - "ანესთეზიოლოგმა ძალით გაუკეთა ნიღაბი, ამის შეწყვეტა სთხოვა, მაგრამ არ მოუსმინა"

ლვოვში ცნობილი მუსიკოსის 5 წლის შვილი სარძევე კბილების ამოღების შემდეგ კომაში ჩავარდა - "ანესთეზიოლოგმა ძალით გაუკეთა ნიღაბი, ამის შეწყვეტა სთხოვა, მაგრამ არ მოუსმინა"

ლვოვში ცნობილი უკრაინელი მუსიკოსის ვიქტორ პაშნიკის 5 წლის ვაჟი სარძევე კბილების ამოღების შემდეგ კომაში ჩავარდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბიჭის მამა იტყობინება.

"ჩვენი შვილი 21 დღეა კომაშია, მისი ტვინი მკვდრად გამოაცხადეს... სარძევე კბილების არასწორად ამოღების გამო", - წერს პაშნიკი.

მისივე თქმით, 8 დეკემბერს მისი მეუღლე მარიანა და მისი ვაჟი ველესი მივიდნენ შპს "ორი დენტის" კლინიკაში ორი სარძევე კბილის ამოსაღებად. სტომატოლოგიური ცენტრის თანამშრომლებმა შესთავაზეს კბილების ამოღება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ.

მისი თქმით, ბავშვმა საოპერაციოში გააპროტესტა და ანესთეზიის ნიღბის გაკეთების საშუალება არ მისცა, თითქოს მოახლოებული ტრაგედია იგრძნო.

"ანესთეზიოლოგმა ცოლის თვალწინ ძალით გაუკეთა ნიღაბი შვილს. ქალმა ამის შეწყვეტა სთხოვა, მაგრამ ანესთეზიოლოგმა არ მოუსმინა და მას ძალით ეჭირა ნიღაბი, რის შემდეგაც ბავშვმა დაიძინა. მიმდინარე ოპერაციის დროს ცოლმა საოპერაციოში აურზაური გაიგო, ექიმებმა სირბილი დაიწყეს, დაახლოებით 20 წუთის შემდეგ მოვიდა სასწრაფო დახმარების ორი ჯგუფი. შპს ORI Group-ის სამედიცინო დირექტორი მივიდა ბავშვის დედასთან და უთხრა, რომ ოპერაციის დროს ბავშვს აღენიშნებოდა გულის გაჩერება. 5 წლის პატარა წმინდა ნიკოლოზის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს“, - აღნიშნა ბავშვის მამამ.

"ექიმებმა განაცხადეს, რომ სტომატოლოგიური ოპერაციის დროს ჩვენი შვილი კლინიკურად გარდაცვლილი იყო და ექიმები დიდი ხნის განმავლობაში ატარებდნენ რეანიმაციულ ზომებს. მორიგი გასინჯვის შემდეგ ექიმმა განაცხადა, რომ ბავშვის თავის ტვინი მკვდარი იყო. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ახლა სიტუაცია ყოველ ჯერზე უარესდება და ექიმები ჩვენს შვილს სიცოცხლის შანსსაც არ აძლევენ, რადგან ყველა ორგანო თანდათან კვდება“, - წერს კაცი.

მისი თქმით, ოჯახის განცხადების საფუძველზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სტომატოლოგიურ კლინიკაში მისი შვილის სამედიცინო დახმარების არასათანადო მიწოდების ფაქტზე.

"ჩვენთვის ჯერ კიდევ გაუგებარია, რა უნდა გაეკეთებინათ საოპერაციოში ჯანმრთელ ბავშვთან, რომ ახლა ის კომაში ყოფილიყო სიცოცხლის შანსების გარეშე“, - ხაზგასმით აღნიშნა მუსიკოსმა.

ლვოვის რაიონის პოლიციის სპიკერმა სვეტლანა დობროვოლსკაიამ მედიასთან განაცხადა, რომ 17 დეკემბერს გამომძიებლებმა სისხლის სამართლის საქმე დაიწყეს. უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 140 (სამედიცინო ან ფარმაცევტული მუშაკის მიერ პროფესიული მოვალეობების არასათანადო შესრულება).

მისი ინფორმაციით, მომხდარის ყველა გარემოება დგინდება და დანიშნულია ექსპერტიზა.

წმინდა ნიკოლოზის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ბავშვი მათთან 21 დღის წინ შეიყვანეს ტერმინალურ მდგომარეობაში. ახლა მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, დადებითი დინამიკის გარეშე.

"ძნელია შემდგომი მდგომარეობის პროგნოზირება, ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვის მდგომარეობა სტაბილური იყოს. ვერ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რამ გამოიწვია ბავშვის მდგომარეობა, რადგან მიმდინარეობს გამოძიება“, - აცხადებენ ექიმები.