საზოგადოება
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კონფლიქტი სამხედრო მოსამსახურეებს შორის და 7 გასროლა - სასამართლოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ მკვლელობა ეჭვიანობის მოტივით მოხდა
კონფლიქტი სამხედრო მოსამსახურეებს შორის და 7 გასროლა - სასამართლოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ მკვლელობა ეჭვიანობის მოტივით მოხდა

სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო სა­სა­მარ­თლომ პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვა. 39 წლის ხვი­ჩა ვარ­დი­აშ­ვილმა, რო­მელ­მაც ვა­ზი­სუ­ბან­ში 7 გას­რო­ლით მე­გო­ბა­რი, 43 წლის ლაშა გუ­ჯე­ჯი­ა­ნი მოკ­ლა, დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე სი­ტყვის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ ერთხელ გა­მო­ი­ყე­ნა და ისიც იმის სათ­ქმე­ლად, რომ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

პრო­ცეს­ზე ცნო­ბი­ლი გახ­და ისიც, რომ სამ­ხედ­რო­ებს შო­რის კონ­ფლიქ­ტი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის მი­ზე­ზი გახ­და. გუ­ჯე­ჯი­ან­მა მე­გობ­რის ცოლს SMS შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­უგ­ზავ­ნა, რა­საც ჯერ სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა, შემ­დეგ კი მკვლე­ლო­ბა მოყ­ვა.

ხვი­ჩა ვარ­დი­აშ­ვილს და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ად­გი­ლი არ მი­უ­ტო­ვე­ბია. საქ­მის მა­სა­ლე­ბით თა­ნახ­მად, მან მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნის შემ­დეგ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ჯერ უშუ­ა­ლო მე­თა­ურს უამ­ბო, შემ­დეგ კი პო­ლი­ცი­ა­ში და­რე­კა. ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მის­ვლი­სას, 39 წლის მა­მა­კაცს თან ჰქონ­და მის სა­ხელ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ია­რა­ღიც. ვარ­დი­აშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი, რო­მე­ლიც მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­და, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ა­პე­ლა­ცი­ო­ში გა­ა­სა­ჩივ­რებს.

მო­სა­მარ­თლე და­ვით მგე­ლი­აშ­ვილ­მა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და 39 წლის მა­მა­კაცს სა­პა­ტიმ­რო ვადა გა­უ­ხან­გრძლი­ვა. ხვი­ჩა ვარ­დი­აშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი დღეს დაც­ვის ქვეშ მყო­ფის 10 000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­და.

ხვი­ჩა ვარ­დი­აშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი, ლე­ვან მარ­სა­გიშ­ვი­ლი საქ­მის მა­სა­ლებ­ზე ჯერ არ სა­უბ­რობს. ამ­ბობს, რომ თემა სენ­სი­ტი­უ­რია და დე­ტა­ლებ­ზე მომ­დევ­ნო პრო­ცე­სებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას.

ჩა­ტა­რე­ბულ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებ­ზე მკვლე­ლო­ბის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის შემ­დეგ ვრცლად ისა­უბ­რა. ბრალ­დე­ბის მხა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­კი­თხუ­ლია ხვი­ჩა ვარ­დი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე. ირ­კვე­ვა, რომ სწო­რედ მას გა­უგ­ზავ­ნა მე­სი­ჯი ლაშა გუ­ჯე­ჯი­ან­მა და მე­გობ­რებს შო­რის კონ­ფლიქ­ტიც ამის გამო და­ი­წყო. საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად ვარ­დი­აშ­ვი­ლი და გუ­ჯე­ჯი­ა­ნი ერ­თმა­ნეთს წუ­ლუ­კი­ძის ქუ­ჩა­ზე შეხ­ვდნენ. მათ შო­რის სი­ტყვი­ე­რი კონ­ფლიქ­ტი მოკ­ლუ­ლის ავ­ტო­მო­ბილ­ში და­ი­წყო, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში კი 39 წლის მა­მა­კაც­მა, კუთ­ვნი­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან 43 წლის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეს 7-ჯერ ეს­რო­ლა და მოკ­ლა.

გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­მაც, რო­მელ­შიც მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს 27 დე­კემ­ბერს ტრა­გი­კუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის, ლაშა გუ­ჯე­ჯი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით და­ი­წყო.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჭრრრრრრრრ.
3

გახსოვთ, მურტალო რას ამბობდა - ეჭვიანობაზე მხოლოდ 6 წელიო.............

სუხია
20

საინტერესოა დადიოდა მის ცოლთან, თუ ეჩალიჩებიდა და აწუხებდა.

ავტორი:

კონფლიქტი სამხედრო მოსამსახურეებს შორის და 7 გასროლა - სასამართლოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ მკვლელობა ეჭვიანობის მოტივით მოხდა

კონფლიქტი სამხედრო მოსამსახურეებს შორის და 7 გასროლა - სასამართლოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ მკვლელობა ეჭვიანობის მოტივით მოხდა

სამხედრო მოსამსახურის მკვლელობაში ბრალდებული სამხედრო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. 39 წლის ხვიჩა ვარდიაშვილმა, რომელმაც ვაზისუბანში 7 გასროლით მეგობარი, 43 წლის ლაშა გუჯეჯიანი მოკლა, დღევანდელ სხდომაზე სიტყვის უფლება მხოლოდ ერთხელ გამოიყენა და ისიც იმის სათქმელად, რომ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

პროცესზე ცნობილი გახდა ისიც, რომ სამხედროებს შორის კონფლიქტი ეჭვიანობის მიზეზი გახდა. გუჯეჯიანმა მეგობრის ცოლს SMS შეტყობინება გაუგზავნა, რასაც ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება, შემდეგ კი მკვლელობა მოყვა.

ხვიჩა ვარდიაშვილს დანაშაულის ჩადენის ადგილი არ მიუტოვებია. საქმის მასალებით თანახმად, მან მკვლელობის ჩადენის შემდეგ მომხდარის შესახებ ჯერ უშუალო მეთაურს უამბო, შემდეგ კი პოლიციაში დარეკა. ადგილზე სამართალდამცველების მისვლისას, 39 წლის მამაკაცს თან ჰქონდა მის სახელზე რეგისტრირებული იარაღიც. ვარდიაშვილის ადვოკატი, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.

მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და 39 წლის მამაკაცს საპატიმრო ვადა გაუხანგრძლივა. ხვიჩა ვარდიაშვილის ადვოკატი დღეს დაცვის ქვეშ მყოფის 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

ხვიჩა ვარდიაშვილის ადვოკატი, ლევან მარსაგიშვილი საქმის მასალებზე ჯერ არ საუბრობს. ამბობს, რომ თემა სენსიტიურია და დეტალებზე მომდევნო პროცესებზე გაამახვილებს ყურადღებას.

ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე მკვლელობის საქმის პროკურორმა სასამართლო პროცესის შემდეგ ვრცლად ისაუბრა. ბრალდების მხარის ინფორმაციით, გამოკითხულია ხვიჩა ვარდიაშვილის მეუღლე. ირკვევა, რომ სწორედ მას გაუგზავნა მესიჯი ლაშა გუჯეჯიანმა და მეგობრებს შორის კონფლიქტიც ამის გამო დაიწყო. საქმის გასარჩევად ვარდიაშვილი და გუჯეჯიანი ერთმანეთს წულუკიძის ქუჩაზე შეხვდნენ. მათ შორის სიტყვიერი კონფლიქტი მოკლულის ავტომობილში დაიწყო, რამდენიმე წუთში კი 39 წლის მამაკაცმა, კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან 43 წლის სამხედრო მოსამსახურეს 7-ჯერ ესროლა და მოკლა.

განცხადება გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომაც, რომელშიც მწუხარებას გამოთქვამს 27 დეკემბერს ტრაგიკული ინციდენტის შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის, ლაშა გუჯეჯიანის გარდაცვალების გამო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.