საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
New York Times უჩივის Microsoft-სა და OpenAI-ის და ბრალს სდებს მილიარდობით დოლარის ზარალისთვის - რა წერია სარჩელში?
New York Times უჩივის Microsoft-სა და OpenAI-ის და ბრალს სდებს მილიარდობით დოლარის ზარალისთვის - რა წერია სარჩელში?

New York Times უჩი­ვის ChatGPT-ის მფლო­ბელ OpenAI-ის იმის გამო, რომ სის­ტე­მის მომ­ზა­დე­ბის­თვის გა­მო­ცე­მის სტა­ტი­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა და ამით სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი და­არ­ღვია. სარ­ჩელ­ში, სა­დაც მო­პა­სუ­ხედ ასე­ვე და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია კომ­პა­ნია Microsoft, ნათ­ქვა­მია, რომ მათ ეკის­რე­ბათ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლა­რის ზა­რალ­ზე, რო­მე­ლიც New York Times-ს აქვს.

  • ცნო­ბის­თვის ChatGPT და სხვა ენობ­რი­ვი მო­დე­ლე­ბი, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექ­ტზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, სწავ­ლო­ბენ ინ­ტერ­ნეტ­ში მო­პო­ვე­ბულ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მო­ნა­ცე­მე­ბის ანა­ლი­ზით.

New York Times-ის სარ­ჩელ­ში ნათ­ქვა­მია, რომ გა­მო­ცე­მის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მი­ლი­ო­ნო­ბით სტა­ტია გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და მათი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე, ChatGPT-ის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ ChatGPT ახლა კონ­კუ­რენ­ცი­ას უწევს მას, რო­გორც სან­დო ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­როს. მა­თი­ვე ცნო­ბით, ინ­სტრუ­მენ­ტი ხში­რად მომ­ხმა­რე­ბელს აწ­ვდის New York Times-ის სტა­ტი­ე­ბი­დან ისეთ მო­ნაკ­ვე­თებს, რო­მელ­ზე წვდო­მაც ხელ­მო­წე­რის და გა­დახ­დის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია.

რო­გორც სარ­ჩელ­ში წე­რია, ეს ნიშ­ნავს, რომ მკი­თხველს შე­უძ­ლია მი­ი­ღოს გა­მო­ცე­მის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კონ­ტენ­ტი გა­დახ­დის გა­რე­შე, რის გა­მოც New York Times კარ­გავს გა­მო­წე­რით მი­ღე­ბულ შე­მო­სა­ვალს ასე­ვე ვი­ზი­ტო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას.

ასე­ვე ცნო­ბი­ლი ხდე­ბა რომ "ნიუ იორკ თა­იმსმა“ სცა­და ამ სა­კი­თხის "მე­გობ­რუ­ლად მოგ­ვა­რე­ბა" აპ­რილ­ში, თუმ­ცა რად­გან ვერ მოგ­ვარ­და გა­და­წყვი­ტა სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­ე­მარ­თა.

ცნო­ბის­თვის, კომ­პა­ნია Microsoft-მა 10 მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მე­ტის ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა OpenAI-ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში..

მო­პა­სუ­ხე მხა­რეს ჯერ­ჯე­რო­ბით ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

ავტორი:

New York Times უჩივის Microsoft-სა და OpenAI-ის და ბრალს სდებს მილიარდობით დოლარის ზარალისთვის - რა წერია სარჩელში?

New York Times უჩივის Microsoft-სა და OpenAI-ის და ბრალს სდებს მილიარდობით დოლარის ზარალისთვის - რა წერია სარჩელში?

New York Times უჩივის ChatGPT-ის მფლობელ OpenAI-ის იმის გამო, რომ სისტემის მომზადებისთვის გამოცემის სტატიები გამოიყენა და ამით საავტორო უფლებები დაარღვია. სარჩელში, სადაც მოპასუხედ ასევე დასახელებულია კომპანია Microsoft, ნათქვამია, რომ მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა მილიარდობით დოლარის ზარალზე, რომელიც New York Times-ს აქვს.

  • ცნობისთვის ChatGPT და სხვა ენობრივი მოდელები, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული, სწავლობენ ინტერნეტში მოპოვებულ დიდი რაოდენობით მონაცემების ანალიზით.

New York Times-ის სარჩელში ნათქვამია, რომ გამოცემის მიერ გამოქვეყნებული მილიონობით სტატია გამოიყენებოდა მათი ნებართვის გარეშე, ChatGPT-ის გასაუმჯობესებლად. გამოცემა აღნიშნავს, რომ ChatGPT ახლა კონკურენციას უწევს მას, როგორც სანდო ინფორმაციის წყაროს. მათივე ცნობით, ინსტრუმენტი ხშირად მომხმარებელს აწვდის New York Times-ის სტატიებიდან ისეთ მონაკვეთებს, რომელზე წვდომაც ხელმოწერის და გადახდის გარეშე შეუძლებელია.

როგორც სარჩელში წერია, ეს ნიშნავს, რომ მკითხველს შეუძლია მიიღოს გამოცემის მიერ მომზადებული კონტენტი გადახდის გარეშე, რის გამოც New York Times კარგავს გამოწერით მიღებულ შემოსავალს ასევე ვიზიტორების რაოდენობას.

ასევე ცნობილი ხდება რომ "ნიუ იორკ თაიმსმა“ სცადა ამ საკითხის "მეგობრულად მოგვარება" აპრილში, თუმცა რადგან ვერ მოგვარდა გადაწყვიტა სასამართლოსთვის მიემართა.

ცნობისთვის, კომპანია Microsoft-მა 10 მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა OpenAI-ის განვითარებაში..

მოპასუხე მხარეს ჯერჯერობით ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.