ევროკავშირი საშინელ შეცდომას უშვებს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ადგილობრივ გამოცემა Mandiner-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ევროკავშირი საშინელი შეცდომის დასაშვებად ემზადება და ჩვენ ეს თავიდან უნდა ავიცილოთ, მიუხედავად იმისა, რომ 26 წევრს შეცდომის დაშვება სურს“, - განაცხადა ორბანმა.
ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს.
"თუ ჩვენ გვსურს, რომ უკრაინას მხარი დავუჭიროთ, გეოსტრატეგიული სიგნალი მივცეთ, მაშინ ეს უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ეს წევრობას არ ნიშნავს“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
წაიკითხეთ ასევე:
ვენაცვალე ორბანს. ერთადერთი ნათელი წერტილი მთელს გამოლიბერასტებულ, ზნეობა და ღირსებააყრილ ევროკავშირში. არაუშავს, ამოუვიდნენ ყელში ეს ლიბერასტები ხალხს და ევროპა-ამერიკაც იღვიძებს. მალე ყველაფერი დალაგდება და თავის ბუნებრივ განვითარებას დაადგება.
საქმე ეხებოდა 10 მილიარდს, რომელზეც ორბანი ამ მომენტამდე ევაჭრებოდა ევროკომისიას. მას ეს თანხა გამოუყვეს და თავის დამოკიდებულებასაც შეიცვლის, გარიგება დღეს შედგა. გირჩევთ უფრო ღრმად ჩაიხედოთ ევროგაერთიანების შიგა სამზარეულოში, ორბანი ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა ევროპაში და აქვს დიდი გავლენები აშშ-ს კონსერვატიული ფრთის ისტებლიშმენტთან. ჩვენს მხარესაა ყველა ვარიანტში.