დიდ ბრიტანეთში, საფლოკის საგრაფოში 24 წლის წინ მომხდარი, გაუხსნელი საზარელი მკვლელობის საქმეზე დააკავეს შუა ხნის მამაკაცი, სტივ რაითი, მეტსახელად "მახრჩობელა საფლოკიდან".
1999 წელს 17 წლის ვიქტორია ჰოლი ღამის კლუბიდან შინ ბრუნდებოდა, რა დროსაც ის გაუჩინარდა. გოგონა ღამის კლუბ Bandbox-ში დაქალთან ერთად იმყოფებოდა. დაახლოებით ღამის 2:20 საათზე, გოგონები ერთმანეთს დაემშვიდობნენ, ვიქტორია შინისკენ გაემართა, ბოლოს ის ცოცხალი, საკუთარი სახლიდან მოშორებით, მეზობელ ეზოში ნახეს.
გოგონას მშობლებმა დილით გაიღვიძეს და აღმოაჩინეს, რომ მათი ქალიშვილი შინ არ დაბრუნებულა. გაუჩინარებულ არასრულწლოვანზე ძებნა გამოცხადდა და საქმეზე გამოძიება დაიწყო.
24 სექტემბერს 5-დღიანი ძებნის შემდეგ, გოგონას შიშველი ცხედარი თხრილში, სახლიდან დაახლოებით 25 მილის დაშორებით იპოვეს.
უცნაურია, რომ პოლიციამ გოგონას ტანსაცმლისა და ნივთების პოვნა წლების განმავლობაში ვერ შეძლო.
საქმე წლების განმავლობაში გამოუძიებელი იყო. საფოლკის პოლიციამ გამოძიება 2019 წელს განაახლა. საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყება საქმეში აღმოჩენილმა ახალმა გარემოებებმა განაპირობა. კერძოდ, გამოჩნდნენ მოწმეები ახალი ინფორმაციებით.
რაითი არასრუწლოვანი გოგონას მკვლელობის საქმეზე რამდენჯერმე დააკავეს, თუმცა საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო გაათავისუფლეს. ამჯერად სამართალდამცავმა ორგანოებმა, როგორც ჩანს, მის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები მოიპოვეს და მას უვადო თაბისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, რაითს ბრალად არაერთი ადამიანის მკვლელობა ედება. სამართალდამცავი ორგანოების თქმით, ის სერიული მკვლელი იყო და მის მსხვერპლებს შორის არიან: ჯემა ადამსი, ტანია ნიკოლი, ანელი ოლდერტონი, პაულა კლენელი და ანეტ ნიკოლსი.
ძალიან, ძალიან ოროსანი ბავშვის, დაფასთან მოყოლილი გაკვეთილი. ასე შეიძლება შეფასდეს ეს სტატია. ვფიქრობ, ნათარგმნია ინგლისურენოვანი საგაზეთო სტატიიდან, ჰოდა რაც შეეძლო ის გამოწურა და გამოვიდა ასეთი.
სტატიაა მრავლისმთქმელიი :)))))