პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრებას არ ეთანხმება
ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრებას არ ეთანხმება

უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვიქ­ტორ ორ­ბა­ნი უკ­რა­ი­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბას არ ეთან­ხმე­ბა.

რო­გორც ის აცხა­დებს, უკ­რა­ი­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში წევ­რო­ბა ამ მო­მენ­ტის­თვის არ ემ­თხვე­ვა უნ­გრე­თის ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს.

ამი­ტომ პრე­მი­ე­რი ორ­ბა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი კი­ე­ვის­თვის "სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა“ უნდა იქ­ნეს შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იქამ­დე სა­ნამ და­ი­წყე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მის გა­წევ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"უკ­რა­ი­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბა დღეს, არ ემ­თხვე­ვა უნ­გრე­თის ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს. არ ღირს გა­წევ­რე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბა, რად­გან ჩვენ არ შეგვძლე­ბია ვუ­პა­სუ­ხოთ კი­თხვას, თუ რა იქ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნის წევ­რო­ბის შე­დე­გე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ვიქ­ტორ ორ­ბან­მა უნ­გრუ­ლი მე­დი­ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "მწვა­ნე შუ­ქის“ ან­თე­ბა გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბის ან უკ­რა­ი­ნის ახა­ლი და­ფი­ნან­სე­ბის გა­მო­ყო­ფის სა­კი­თხის­თვის, უნდა მოხ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის 27 წევ­რი ქვეყ­ნის ერ­თსუ­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თუმ­ცა, უნ­გრე­თი არც ახა­ლი ბი­უ­ჯე­ტის დამ­ტკი­ცე­ბას ეთან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის­თვის 50 მი­ლი­არ­დი ევ­როს ოდე­ნო­ბის დახ­მა­რე­ბის გა­მო­ყო­ფას გუ­ლის­ხმობს.

ორ­ბა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რმა ქვეყ­ნებ­მა უკ­რა­ი­ნას დახ­მა­რე­ბა თა­ვი­სი ეროვ­ნუ­ლი ხა­ზი­ნე­ბი­დან უნდა შეს­თა­ვა­ზონ და არა ევ­რო­კავ­ში­რის სა­ერ­თო ბი­უ­ჯე­ტი­დან.

ის ასე­ვე მი­იჩ­ნევს, რომ უკ­რა­ი­ნის გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი სა­ერ­თოდ არ უნდა იყოს 14-15 დე­კემ­ბრის სა­მი­ტის დღის წეს­რიგ­ში.

"მე მხარს და­ვუ­ჭერ ევ­რო­კავ­ში­რის დას­კვნას უკ­რა­ი­ნას სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა შეს­თა­ვა­ზოს პირ­ველ ეტაპ­ზე. 5-10 წე­ლია სა­ჭი­რო, ჯერ უნდა და­ვახ­ლოვ­დეთ მათ­თან. ახლა დის­ტან­ცია ძა­ლი­ან დი­დია, მოგ­ვე­ცით დრო მათ­თან მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყოთ“,- გა­ნა­ცხა­და ორ­ბან­მა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -71
12

სრულებითაც არ გამიკვირდება, რომ ევროკავშირისა და „ნატო“-ს წევრი ქვეყნების:

- უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვიქ­ტორ ორ­ბა­ნი;

- სლოვაკეთის ახლად დანიშნული პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი რობერტ ფიცო;

ასევე ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი, რომლებიც გამოთქვამენ საკუთარ კრიტიკულ მოსაზრებებს უკრაინასთან დაკავშირებით აქაურმა ცხელთავიანებმა რუსეთის ინტერესების გამტარებლებად და პუტინის აგენტებად გამოაცხადონ...

1234....
65

Როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მართალს ამბობს ეს კარგი კაცი. 

ავტორი:

ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრებას არ ეთანხმება

ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრებას არ ეთანხმება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრებას არ ეთანხმება.

როგორც ის აცხადებს, უკრაინის ევროკავშირში წევრობა ამ მომენტისთვის არ ემთხვევა უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს.

ამიტომ პრემიერი ორბანი მიიჩნევს, რომ ოფიციალური კიევისთვის "სტრატეგიული პარტნიორობა“ უნდა იქნეს შეთავაზებული იქამდე სანამ დაიწყება მოლაპარაკებები მის გაწევრებასთან დაკავშირებით.

"უკრაინის ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება დღეს, არ ემთხვევა უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს. არ ღირს გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება, რადგან ჩვენ არ შეგვძლებია ვუპასუხოთ კითხვას, თუ რა იქნება უკრაინის წევრობის შედეგები“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა უნგრული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ "მწვანე შუქის“ ანთება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების ან უკრაინის ახალი დაფინანსების გამოყოფის საკითხისთვის, უნდა მოხდეს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვანი გადაწყვეტილების საფუძველზე, თუმცა, უნგრეთი არც ახალი ბიუჯეტის დამტკიცებას ეთანხმება, რომელიც უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფას გულისხმობს.

ორბანის განცხადებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკრაინას დახმარება თავისი ეროვნული ხაზინებიდან უნდა შესთავაზონ და არა ევროკავშირის საერთო ბიუჯეტიდან.

ის ასევე მიიჩნევს, რომ უკრაინის გაწევრიანებაზე საუბარი საერთოდ არ უნდა იყოს 14-15 დეკემბრის სამიტის დღის წესრიგში.

"მე მხარს დავუჭერ ევროკავშირის დასკვნას უკრაინას სტრატეგიული პარტნიორობა შესთავაზოს პირველ ეტაპზე. 5-10 წელია საჭირო, ჯერ უნდა დავახლოვდეთ მათთან. ახლა დისტანცია ძალიან დიდია, მოგვეცით დრო მათთან მუშაობა დავიწყოთ“,- განაცხადა ორბანმა.