საზოგადოება
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტმა მწერალი ხასო ხანგოშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა (ფოტოები)
პრეზიდენტმა მწერალი ხასო ხანგოშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა (ფოტოები)

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა კავ­კა­სი­ელ ხალ­ხთა, ქის­ტებ­სა და ქარ­თვე­ლებს შო­რის მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გან­მტკი­ცე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი­სათ­ვის მწე­რა­ლი ხასო ხან­გოშ­ვი­ლი (სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ) ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ვა.

პრე­ზი­დენ­ტი მწერ­ლის ოჯახს პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში სო­ფელ დუ­ის­ში ეს­ტუმ­რა და ჯილ­დო პი­რა­დად გა­დას­ცა:

"ქალ­ბა­ტო­ნო და­რი­კო, ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვია დღეს თქვენ­თან ერ­თად ყოფ­ნა.

ვიცი, რომ ეს ამა­ვე დროს ძა­ლი­ან დიდი მწუ­ხა­რე­ბის დროა თქვენ­თვის, თქვე­ნი ოჯა­ხის, მთე­ლი პან­კი­სი­სა და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რო­გორც პა­ტა­რა, მაგ­რამ დიდი ქვეყ­ნი­სათ­ვის თი­თო­ე­უ­ლი დიდი პი­როვ­ნე­ბის და­კარ­გვა ძა­ლი­ან დიდი და­ნაკ­ლი­სია; დიდი და­ნაკ­ლი­სია მისი კულ­ტუ­რი­სა და მო­მავ­ლი­სათ­ვის, რად­გან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ქმნი­ან ამ ქვეყ­ნის მო­მა­ვალს და ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ბა­ტო­ნი ხასო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პი­როვ­ნე­ბა იყო არამ­ხო­ლოდ, რო­გორც მწე­რა­ლი.

რო­გორც მწე­რალს, მას უკვე გა­და­ე­ცა ჯილ­დო. ჯილ­დო, რო­მელ­საც დღეს მას გა­დავ­ცემთ სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დოა, და მე მინ­და, რომ ეს სა­ხელ­მწი­ფოს მად­ლი­ე­რე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იყოს ამ დიდი ადა­მი­ა­ნი­სა და დიდი პი­როვ­ნე­ბის­თვის, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან ბევ­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ კავ­კა­სი­ის კულ­ტუ­რა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი­ყო და სა­ქარ­თვე­ლოს ამ სა­უნ­ჯის ბო­ლომ­დე გაც­ნო­ბა და შე­ნახ­ვა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა, რად­გან ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის სიმ­დიდ­რე და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბაა, ეს ტო­ლე­რან­ტო­ბაა, რო­მე­ლიც ოდით­გან მო­დის და რო­მე­ლიც დღეს ზოგ­ჯერ გვი­ჭირს, აღარ ვი­ცით რას ნიშ­ნავს სი­ნამ­დვი­ლე­ში, და ზოგ­ჯერ, ვი­ტყო­დი, ვი­ფან­ტე­ბით. მაგ­რამ, ჩვე­ნი ჭეშ­მა­რი­ტი კულ­ტუ­რა, ჭეშ­მა­რი­ტი ქარ­თვე­ლო­ბა სწო­რედ იმა­შია, რომ ქის­ტი იქ­ნე­ბა, თუ სხვა წარ­მო­შო­ბის, სხვა­დას­ხვა ეთ­ნო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ქმნიდ­ნენ და დღე­საც ქმნი­ან სა­ქარ­თვე­ლოს, არ და­ვი­ვი­წყოთ.

და რო­გორც ბა­ტონ ხა­სოს არ და­ვი­ვი­წყებთ, ისე არ და­ვი­ვი­წყებთ ჩვენს კულ­ტუ­რას, და ისე­თი­ვე ძლი­ე­რი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო, რო­გო­რი ძლი­ე­რიც იქ­ნე­ბა პან­კი­სის ხე­ო­ბა და ყვე­ლა ის ხე­ო­ბა, რო­მე­ლიც სა­ინ­ტე­რე­სოა თა­ვი­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და ცალ­კე­უ­ლი ადათ-წე­სე­ბით.

მე ვიცი, რომ ბა­ტო­ნი ხასო ასე­ვე მუ­შა­ობ­და ძველ ადათ-წე­სებ­ზე, ძვე­ლი სა­მარ­თლის ძეგ­ლებ­ზე და ესეც გვა­ვი­წყდე­ბა, რომ იმ ქვე­ყა­ნა­ში, როცა ზოგ­ჯერ სა­მარ­თლის პოვ­ნა გვი­ჭირს, სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვი სა­სა­მარ­თლო­ე­ბი უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან გვქონ­და და ქარ­თუ­ლი მთა, ზო­გა­დად, ძა­ლი­ან მდი­და­რი იყო სწო­რედ ამ ძვე­ლი სა­სა­მარ­თლო­ე­ბით.

სა­ნამ ჩვენ დღე­ვან­დელ ინ­სტი­ტუ­ტებ­ზე გა­და­ვი­დო­დით, რო­მელ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბა ზოგ­ჯერ გვი­ჭირს, ბა­ტო­ნი ხასო, რო­გორც უხუ­ცეს­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, სწო­რედ ამ ძველ ინ­სტი­ტუ­ტებს წარ­მო­ად­გენ­და, რო­მე­ლიც ბევ­რად ადრე ამ ქვეყ­ნის საყ­რდე­ნი იყო, ამი­ტომ ზოგ­ჯერ სა­ჭი­როა და­ვუბ­რუნ­დეთ ჩვენს ძი­რებს და იმ ძირ­ზე ავა­შე­ნოთ ხვა­ლინ­დე­ლი მო­მა­ვა­ლი, რო­მე­ლიც ასე გვჭირ­დე­ბა.

ქალ­ბა­ტო­ნო და­რი­კო, მინ­და იცო­დეთ, რომ ჩემი აქ ჩა­მოს­ვლა და ეს ჯილ­დო არ არის მხო­ლოდ თქვე­ნი ოჯა­ხის­თვის გად­მო­ცე­მუ­ლი ჯილ­დო, არა­მედ ეს არის ქვეყ­ნი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს­თვის გად­მო­ცე­მუ­ლი ჯილ­დო”- გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ: ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბი, ფოლკ­ლო­რის­ტი ეთერ თა­თა­რა­ი­ძე და პო­ე­ტი ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რი.

ავტორი:

პრეზიდენტმა მწერალი ხასო ხანგოშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა (ფოტოები)

პრეზიდენტმა მწერალი ხასო ხანგოშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა (ფოტოები)

საქართველოს პრეზიდენტმა კავკასიელ ხალხთა, ქისტებსა და ქართველებს შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მწერალი ხასო ხანგოშვილი (სიკვდილის შემდეგ) ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

პრეზიდენტი მწერლის ოჯახს პანკისის ხეობაში სოფელ დუისში ესტუმრა და ჯილდო პირადად გადასცა:

"ქალბატონო დარიკო, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა.

ვიცი, რომ ეს ამავე დროს ძალიან დიდი მწუხარების დროა თქვენთვის, თქვენი ოჯახის, მთელი პანკისისა და მთელი საქართველოსთვის, რადგან საქართველოსთვის როგორც პატარა, მაგრამ დიდი ქვეყნისათვის თითოეული დიდი პიროვნების დაკარგვა ძალიან დიდი დანაკლისია; დიდი დანაკლისია მისი კულტურისა და მომავლისათვის, რადგან ეს ადამიანები ქმნიან ამ ქვეყნის მომავალს და ყველამ ვიცით, რომ ბატონი ხასო ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება იყო არამხოლოდ, როგორც მწერალი.

როგორც მწერალს, მას უკვე გადაეცა ჯილდო. ჯილდო, რომელსაც დღეს მას გადავცემთ სახელმწიფო ჯილდოა, და მე მინდა, რომ ეს სახელმწიფოს მადლიერების გამოხატულება იყოს ამ დიდი ადამიანისა და დიდი პიროვნებისთვის, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ კავკასიის კულტურა შენარჩუნებულიყო და საქართველოს ამ საუნჯის ბოლომდე გაცნობა და შენახვა გაეგრძელებინა, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე და მრავალფეროვნებაა, ეს ტოლერანტობაა, რომელიც ოდითგან მოდის და რომელიც დღეს ზოგჯერ გვიჭირს, აღარ ვიცით რას ნიშნავს სინამდვილეში, და ზოგჯერ, ვიტყოდი, ვიფანტებით. მაგრამ, ჩვენი ჭეშმარიტი კულტურა, ჭეშმარიტი ქართველობა სწორედ იმაშია, რომ ქისტი იქნება, თუ სხვა წარმოშობის, სხვადასხვა ეთნოსები, რომლებიც ქმნიდნენ და დღესაც ქმნიან საქართველოს, არ დავივიწყოთ.

და როგორც ბატონ ხასოს არ დავივიწყებთ, ისე არ დავივიწყებთ ჩვენს კულტურას, და ისეთივე ძლიერი იქნება საქართველო, როგორი ძლიერიც იქნება პანკისის ხეობა და ყველა ის ხეობა, რომელიც საინტერესოა თავისი განსაკუთრებული და ცალკეული ადათ-წესებით.

მე ვიცი, რომ ბატონი ხასო ასევე მუშაობდა ძველ ადათ-წესებზე, ძველი სამართლის ძეგლებზე და ესეც გვავიწყდება, რომ იმ ქვეყანაში, როცა ზოგჯერ სამართლის პოვნა გვიჭირს, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ადგილობრივი სასამართლოები უძველესი დროიდან გვქონდა და ქართული მთა, ზოგადად, ძალიან მდიდარი იყო სწორედ ამ ძველი სასამართლოებით.

სანამ ჩვენ დღევანდელ ინსტიტუტებზე გადავიდოდით, რომელთა გაძლიერება ზოგჯერ გვიჭირს, ბატონი ხასო, როგორც უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე, სწორედ ამ ძველ ინსტიტუტებს წარმოადგენდა, რომელიც ბევრად ადრე ამ ქვეყნის საყრდენი იყო, ამიტომ ზოგჯერ საჭიროა დავუბრუნდეთ ჩვენს ძირებს და იმ ძირზე ავაშენოთ ხვალინდელი მომავალი, რომელიც ასე გვჭირდება.

ქალბატონო დარიკო, მინდა იცოდეთ, რომ ჩემი აქ ჩამოსვლა და ეს ჯილდო არ არის მხოლოდ თქვენი ოჯახისთვის გადმოცემული ჯილდო, არამედ ეს არის ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის გადმოცემული ჯილდო”- განაცხადა პრეზიდენტმა.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ: ადგილობრივი მცხოვრებლები, ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე და პოეტი ტარიელ ხარხელაური.