პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანჯელინა ჯოლის მამამ ქალიშვილი ღაზის სექტორის მხარდამჭერი განცხადებების გამო გააკრიტიკა - "იმედგაცრუებული ვარ, რომ ჩემს შვილს, ისევე როგორც ბევრს, არ ესმის..."
ანჯელინა ჯოლის მამამ ქალიშვილი ღაზის სექტორის მხარდამჭერი განცხადებების გამო გააკრიტიკა - "იმედგაცრუებული ვარ, რომ ჩემს შვილს, ისევე როგორც ბევრს, არ ესმის..."

ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ობ­მა, ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის მა­მამ ჯონ ვო­იტ­მა პი­რად ბლოგ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში ის­რა­ელ - "ჰა­მა­სის" ომზე ქა­ლიშ­ვი­ლის პო­ზი­ცია დაგ­მო. მან ან­ჯე­ლი­ნას "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ღა­ზის სექ­ტო­რის მხარ­დამ­ჭერ პოსტს "სრუ­ლი სი­სუ­ლე­ლე“ უწო­და.

"ძა­ლი­ან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩემს ქა­ლიშ­ვილს, ისე­ვე რო­გორც ბევ­რს, არ ეს­მის ღვთის ჭეშ­მა­რი­ტე­ბის შე­სა­ხებ. ეს შე­ე­ხე­ბა ღვთის მი­წის, ებ­რა­ელ­თა მი­წის ის­ტო­რი­ის გა­ნად­გუ­რე­ბას. ის­რა­ე­ლის არ­მი­ამ უნდა და­იც­ვას თა­ვი­სი მიწა და ხალ­ხი", - ამ­ბობს ვო­ი­ტი.

მან დას­ძი­ნა, რომ "ჰა­მა­სის" გეგ­მაა მსოფ­ლი­ომ იფიქ­როს, რომ ის­რა­ე­ლი პა­ლეს­ტი­ნელ ბავ­შვებს კლავს. თუმ­ცა, მისი თქმით, ის­რა­ე­ლი მხო­ლოდ თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ებს იცავს.

"ის­რა­ე­ლის ხალ­ხი ზრუ­ნავს ადა­მი­ა­ნებ­ზე. მათ უყ­ვართ, ზრუ­ნა­ვენ... აკე­თე­ბენ იმას, რა­საც ეს ცხო­ვე­ლე­ბი ვერ ხვდე­ბი­ან. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა გა­ი­მარ­ჯვებს", - დას­ძი­ნა ვო­იტ­მა.

  • ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის პო­ზი­ცია ის­რა­ე­ლის ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით

შე­გახ­სე­ნებთ, ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლიმ გა­ნა­ცხა­და, რომ "ჰა­მა­სის" მებ­რძო­ლებს ტე­რო­რის­ტე­ბად მი­იჩ­ნევს, მაგ­რამ ღა­ზის სექ­ტორ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის და­ღუპ­ვას ვერ გა­ა­მარ­თლებს. მან ასე­ვე მო­უ­წო­და ის­რა­ელს, შე­წყვი­ტოს აფეთ­ქე­ბე­ბი ღა­ზა­ში.

"პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის და ის­რა­ე­ლე­ლე­ბის სი­ცო­ცხლე, ასე­ვე მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე თა­ნაბ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ყვე­ლა­ფე­რი, უნდა გა­კეთ­დეს, რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მსხვერ­პლი", - წერს მსა­ხი­ო­ბი ინ­სტაგ­რამ­ზე.

ჯო­ლის პო­ზი­ცია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­აკ­რი­ტი­კა, მაგ­რამ ამან ვერ შე­ა­ჩე­რა მსა­ხი­ო­ბი და მოგ­ვი­ა­ნე­ბით კვლავ და­უ­ჭი­რა მხა­რი ღა­ზის სექ­ტორს.

"ღაზა თით­ქმის ორი ათე­უ­ლი წე­ლია, ღია ცის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი ცი­ხეა და სწრა­ფად ხდე­ბა მა­სობ­რი­ვი სა­საფ­ლაო. და­ღუ­პულ­თა 40% უდა­ნა­შა­უ­ლო ბავ­შვია. მთელ ოჯა­ხებს კლა­ვენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მსოფ­ლიო უყუ­რებს, მრა­ვა­ლი მთავ­რო­ბის აქ­ტი­უ­რი მხარ­და­ჭე­რით მი­ლი­ო­ნო­ბით პა­ლეს­ტი­ნე­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე - ბავ­შვე­ბი, ქა­ლე­ბი, ოჯა­ხე­ბი კო­ლექ­ტი­უ­რად ის­ჯე­ბი­ან: არ აქვთ საკ­ვე­ბი, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არმაზი
10

მართალი უთქვია ანჟელინას. მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი განადგურება ეთნიკური წმენდაა და მეტი არაფერი. მკვლელობები უნდა შეწყვიტოს ისრაელმა.

მამა აზრზეა
31

საღად აზროვნებს ეს კაცი და უდიდესი პატივსცემა მაგ ადამიანს რომ შვილი დაუფარავად გაააკრიტიკა. სწორ პოზიციაზე დადგა და არ აყვა თურქულ- არაბულ პროპაგანდას.

ანჯელინამ თავის შვილებში გაცვალოს გატაცებული ებრაელი ბავშვები და მერე მოსთხოვოს ისრაელს შეჩერება...

ჩაბრძანდეს ისრაელში, შეხვდეს გატაცებული ბავშვების დედებს, დახოცილი ბავშვების დედებს და იმათ უთხრას თავისი სიშტერეები...

ავტორი:

ანჯელინა ჯოლის მამამ ქალიშვილი ღაზის სექტორის მხარდამჭერი განცხადებების გამო გააკრიტიკა - "იმედგაცრუებული ვარ, რომ ჩემს შვილს, ისევე როგორც ბევრს, არ ესმის..."

ანჯელინა ჯოლის მამამ ქალიშვილი ღაზის სექტორის მხარდამჭერი განცხადებების გამო გააკრიტიკა - "იმედგაცრუებული ვარ, რომ ჩემს შვილს, ისევე როგორც ბევრს, არ ესმის..."

ჰოლივუდის მსახიობმა, ანჯელინა ჯოლის მამამ ჯონ ვოიტმა პირად ბლოგზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ისრაელ - "ჰამასის" ომზე ქალიშვილის პოზიცია დაგმო. მან ანჯელინას "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ ღაზის სექტორის მხარდამჭერ პოსტს "სრული სისულელე“ უწოდა.

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ ჩემს ქალიშვილს, ისევე როგორც ბევრს, არ ესმის ღვთის ჭეშმარიტების შესახებ. ეს შეეხება ღვთის მიწის, ებრაელთა მიწის ისტორიის განადგურებას. ისრაელის არმიამ უნდა დაიცვას თავისი მიწა და ხალხი", - ამბობს ვოიტი.

მან დასძინა, რომ "ჰამასის" გეგმაა მსოფლიომ იფიქროს, რომ ისრაელი პალესტინელ ბავშვებს კლავს. თუმცა, მისი თქმით, ისრაელი მხოლოდ თავის ტერიტორიებს იცავს.

"ისრაელის ხალხი ზრუნავს ადამიანებზე. მათ უყვართ, ზრუნავენ... აკეთებენ იმას, რასაც ეს ცხოველები ვერ ხვდებიან. სამართლიანობა გაიმარჯვებს", - დასძინა ვოიტმა.

  • ანჯელინა ჯოლის პოზიცია ისრაელის ომთან დაკავშირებით

შეგახსენებთ, ანჯელინა ჯოლიმ განაცხადა, რომ "ჰამასის" მებრძოლებს ტერორისტებად მიიჩნევს, მაგრამ ღაზის სექტორში ადამიანების დაღუპვას ვერ გაამართლებს. მან ასევე მოუწოდა ისრაელს, შეწყვიტოს აფეთქებები ღაზაში.

"პალესტინელების და ისრაელელების სიცოცხლე, ასევე მსოფლიოში ყველა ადამიანის სიცოცხლე თანაბრად მნიშვნელოვანია. ყველაფერი, უნდა გაკეთდეს, რათა თავიდან ავიცილოთ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი", - წერს მსახიობი ინსტაგრამზე.

ჯოლის პოზიცია სოციალური ქსელში უამრავმა ადამიანმა გააკრიტიკა, მაგრამ ამან ვერ შეაჩერა მსახიობი და მოგვიანებით კვლავ დაუჭირა მხარი ღაზის სექტორს.

"ღაზა თითქმის ორი ათეული წელია, ღია ცის ქვეშ არსებული ციხეა და სწრაფად ხდება მასობრივი სასაფლაო. დაღუპულთა 40% უდანაშაულო ბავშვია. მთელ ოჯახებს კლავენ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო უყურებს, მრავალი მთავრობის აქტიური მხარდაჭერით მილიონობით პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქე - ბავშვები, ქალები, ოჯახები კოლექტიურად ისჯებიან: არ აქვთ საკვები, მედიკამენტები და ჰუმანიტარული დახმარება, რაც საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა მსახიობმა.