პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აშშ საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გმობს" - მეთიუ მილერი
"აშშ საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გმობს" - მეთიუ მილერი

აშშ გმობს სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის, თა­მაზ გინ­ტუ­რის მკვლე­ლო­ბას და თა­ნაგ­რძნო­ბას გა­მოვ­ხა­ტავთ, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კე­რი, მე­თიუ მი­ლე­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"ეს სიკ­ვდი­ლი არის იმ დესტრუქ­ცი­ის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის და სხვა ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ამ გა­მო­იწ­ვია“, - აცხა­დებს მე­თიუ მი­ლე­რი.

სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის მიმ­დე­ბა­რედ რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით სრო­ლის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე მოკ­ლეს. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი მომ­ხდარ­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და აცხა­დებს, რომ რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე.

კერ­ძოდ, სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, "2023 წლის 6 ნო­ემ­ბერს გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კირ­ბა­ლის მიმ­დე­ბა­რედ, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბის უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბის მცდე­ლო­ბი­სას რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მიერ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით სრო­ლის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბულ იქნა ერთი მო­ქა­ლა­ქე".

შსს-მ გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კირ­ბალ­თან, რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლის წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის მკვლე­ლო­ბის და ერთი პი­რის გა­ტა­ცე­ბის ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე და 143-ე მუხ­ლე­ბით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
118a
3

დაგერხათ ოკუპანტებო! აშშ -მ დაგგმოთ და ევროკავშირი შეშფოთდა! რატომ ვერ ხვდება ეს ხალხი, რომ იქ გადასვლა საშიშია, არავის ინდობენ: ან გაიტაცებენ, ან დაჭრიან ანდა მოკლავენ.. ასე დაუცველი როცა ხარ, რატომ იგდებ თავს საფრთხეში რიგითი მოქალაქე, ვერ ვხვდები..:)

ავთო
5

ვსიო,მეტი არაფრის თავი არ აქვთ.

ავტორი:

"აშშ საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გმობს" - მეთიუ მილერი

"აშშ საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გმობს" - მეთიუ მილერი

აშშ გმობს საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას და თანაგრძნობას გამოვხატავთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი სოციალურ ქსელში წერს.

"ეს სიკვდილი არის იმ დესტრუქციის ნათელი მაგალითი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის და სხვა ტერიტორიების ოკუპაციამ გამოიწვია“, - აცხადებს მეთიუ მილერი.

საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

კერძოდ, სუს-ის ინფორმაციის თანახმად, "2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე".

შსს-მ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.