საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემიძლია დავადასტურო, რომ პარტნიორებში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს კანდიდატის სტატუსზე ოპოზიციის არაერთგვაროვანი გზავნილები" -  ხატია დეკანოიძე
"შემიძლია დავადასტურო, რომ პარტნიორებში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს კანდიდატის სტატუსზე ოპოზიციის არაერთგვაროვანი გზავნილები" -  ხატია დეკანოიძე

შე­მიძ­ლია და­ვა­დას­ტუ­რო: პარტნი­ო­რებ­ში გარ­კვე­ულ შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს, რომ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის სა­კი­თხზე ოპო­ზი­ცია არა­ერ­თგვა­რო­ვან გზავ­ნი­ლებს აჟ­ღე­რებს - დიდი შეც­დო­მაა იმის მტკი­ცე­ბა, რომ სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ გა­აძ­ლი­ე­რებს! - ეს გან­ცხა­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტში „ევ­რო­ოპ­ტი­მის­ტე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ გა­ა­კე­თა.

დე­კა­ნო­ი­ძის თქმით, სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის­თვის გა­დამ­წყვეტ მო­მენ­ტში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლამ ერ­თად და­ა­დას­ტუ­როს, რომ სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი სტა­ტუ­სის მი­ღე­ბას იმ­სა­ხუ­რებს და ამ მხრივ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თი­ა­ნი გზავ­ნი­ლი გაჟ­ღერ­დეს.

„სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხი კრი­ტი­კულ ფა­ზა­ში გა­და­ვი­და. ძა­ლი­ან მალე - ნო­ემ­ბერ­ში შე­ფა­სე­ბა გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა და დე­კემ­ბერ­ში სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხზე სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ.

დღეს­დღე­ი­სო­ბით, ამ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არ არის, რად­გან პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს. რა­ზეც ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი სა­უბ­რო­ბენ, პირ­ველ რიგ­ში, ეს არის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ან­ტი­და­სავ­ლუ­რი პრო­პა­გან­და, ევ­რო­კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის ჩაგ­დე­ბა, რაც ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

თუკი სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭე­ბა, ეს ორი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რის გამო მოხ­დე­ბა - ეს არის გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რი, რად­გან პარტნი­ო­რე­ბის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ რუ­სეთ­თან პი­რის­პირ მარ­ტო დავ­რჩეთ. მე­ო­რე - ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, რო­მელ­მაც მარ­ტის თვე­ში კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა, რომ სტა­ტუ­სის მი­ღე­ბას იმ­სა­ხუ­რებს. რა თქმა უნდა, ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ახა­ლი იმ­პულ­სი იქ­ნე­ბა.

შე­მიძ­ლია და­ვა­დას­ტუ­რო, რომ პარტნი­ო­რებ­ში გარ­კვე­ულ შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს, როცა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის სა­კი­თხზე ოპო­ზი­ცია არა­ერ­თგვა­რო­ვან გზავ­ნი­ლებს აჟ­ღე­რებს. რო­დე­საც პარტნი­ო­რებ­მა მოგ­ვმარ­თეს და მათ­თან ვსა­უბ­რობ­დით, მე და ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძე ერ­თად ვი­ყა­ვით...

ქვეყ­ნის­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის შიდა სა­კი­თხი არ არის. ეს ქვეყ­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბის სა­კი­თხია, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან ერ­თი­ა­ნი გზავ­ნი­ლი წა­ვი­დეს. თუ ვინ­მეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი აქვს, ეს ღიად და სა­ჯა­როდ უნდა ით­ქვას და ესეც არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი უნდა იყოს.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 90%-ს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია სურს და თუ ვინ­მეს და რა­მეს სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა გა­აძ­ლი­ე­რებს, ეს არის ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა. ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მაა იმის მტკი­ცე­ბა, რომ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ გა­აძ­ლი­ე­რებს. პი­რი­ქით, ეს გა­აძ­ლი­ე­რებს სა­ქარ­თვე­ლოს, პრო­და­სავ­ლურ ძა­ლებს და ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს“, - გა­ნა­ცხა­და დე­პუ­ტატ­მა ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რო­გორც „რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცე­ში“ გა­ნა­ცხა­და, ოპო­ზი­ცი­ის რი­გებ­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებ­თან და­ხუ­რულ კარს მიღ­მა სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა უნდა გა­და­ვად­დეს და 2024 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მი­ე­ნი­ჭოს სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტუ­სი. რო­გორც სამ­ნი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ოპო­ზი­ცი­ო­ნერ კო­ლე­გებს მო­უ­წო­და, შე­წყვი­ტონ სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი გზავ­ნი­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰმ,
1

დეკანოიძე(ნამდვილი გვარი არ ვიცი) იძახის-მე ვარ და ჩემო ნაბადიო!

რავი
2

ისე აირია სამყარო, გარბაჩოვის დროს კომპარტიაში რომ შედიოდნენ ჭკვიანები, მაგას არ გავდეს ჩვენი ევროკავშირში შესვლის მცდელობა

ავტორი:

"შემიძლია დავადასტურო, რომ პარტნიორებში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს კანდიდატის სტატუსზე ოპოზიციის არაერთგვაროვანი გზავნილები" -  ხატია დეკანოიძე

"შემიძლია დავადასტურო, რომ პარტნიორებში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს კანდიდატის სტატუსზე ოპოზიციის არაერთგვაროვანი გზავნილები" -  ხატია დეკანოიძე

შემიძლია დავადასტურო: პარტნიორებში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს, რომ კანდიდატის სტატუსის საკითხზე ოპოზიცია არაერთგვაროვან გზავნილებს აჟღერებს - დიდი შეცდომაა იმის მტკიცება, რომ სტატუსის მინიჭება „ქართულ ოცნებას“ გააძლიერებს! - ეს განცხადება პარლამენტში „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

დეკანოიძის თქმით, სტატუსის მინიჭებისთვის გადამწყვეტ მომენტში მნიშვნელოვანია ყველამ ერთად დაადასტუროს, რომ საქართველო და ქართველი ხალხი სტატუსის მიღებას იმსახურებს და ამ მხრივ პარტნიორებთან ერთიანი გზავნილი გაჟღერდეს.

„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი კრიტიკულ ფაზაში გადავიდა. ძალიან მალე - ნოემბერში შეფასება გამოქვეყნდება და დეკემბერში სტატუსის მინიჭების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

დღესდღეისობით, ამ ეტაპზე საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რადგან პარტნიორ ქვეყნებში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. რაზეც ჩვენი დასავლელი პარტნიორები საუბრობენ, პირველ რიგში, ეს არის „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პროპაგანდა, ევროკომისიის რეკომენდაციების ჩაგდება, რაც ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა.

თუკი საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო მოხდება - ეს არის გეოპოლიტიკური ფაქტორი, რადგან პარტნიორებისთვის წარმოუდგენელია, რომ რუსეთთან პირისპირ მარტო დავრჩეთ. მეორე - ეს არის საქართველოს მოქალაქეები და ქართველი ხალხი, რომელმაც მარტის თვეში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სტატუსის მიღებას იმსახურებს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ახალი იმპულსი იქნება.

შემიძლია დავადასტურო, რომ პარტნიორებში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს, როცა კანდიდატის სტატუსის საკითხზე ოპოზიცია არაერთგვაროვან გზავნილებს აჟღერებს. როდესაც პარტნიორებმა მოგვმართეს და მათთან ვსაუბრობდით, მე და ხათუნა სამნიძე ერთად ვიყავით...

ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რომელიმე პარტიის შიდა საკითხი არ არის. ეს ქვეყნის გაძლიერების საკითხია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან ერთიანი გზავნილი წავიდეს. თუ ვინმეს განსხვავებული მოსაზრებები აქვს, ეს ღიად და საჯაროდ უნდა ითქვას და ესეც არგუმენტირებული უნდა იყოს.

საქართველოს მოსახლეობის 90%-ს ევროინტეგრაცია სურს და თუ ვინმეს და რამეს სტატუსის მინიჭება გააძლიერებს, ეს არის ჩვენი ქვეყანა. ძალიან დიდი შეცდომაა იმის მტკიცება, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება „ქართულ ოცნებას“ გააძლიერებს. პირიქით, ეს გააძლიერებს საქართველოს, პროდასავლურ ძალებს და ამ ქვეყნის მოქალაქეებს“, - განაცხადა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ განაცხადა, ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი. როგორც სამნიძემ აღნიშნა, ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, შეწყვიტონ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების დამაზიანებელი გზავნილების გავრცელება.