მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე საპატიმროდან გაათავისუფლეს
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე საპატიმროდან გაათავისუფლეს

გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ­მა ყო­ფილ­მა გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა, სერ­გო შუ­ბი­თი­ძემ სა­პა­ტიმ­რო და­ტო­ვა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ ექ­სკლუ­ზი­უ­რად გახ­და ცნო­ბი­ლი, შუ­ბი­თი­ძე სა­სა­მარ­თლომ სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

სერ­გო შუ­ბი­თი­ძემ მის­თვის წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა აღი­ა­რა. მას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 1 წლის ვა­დით მი­უ­სა­ჯა, რაც პი­რო­ბი­თად ჩა­ეთ­ვა­ლა, მას ასე­ვე გა­მო­საც­დე­ლი ვადა ამა­ვე ოდე­ნო­ბით გა­ნე­სა­ზღვრა.

"ეს მუხ­ლი ნაკ­ლე­ბად მძი­მე იყო და ერ­თწ­ლი­ა­ნი პი­რო­ბი­თი მის­ცეს, ამა­ვე რა­ო­დე­ნო­ბის გა­მო­საც­დე­ლი ვა­დით“, - გა­ნა­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ყო­ფი­ლი გა­მომ­ძი­ებ­ლის ად­ვო­კატ­მა.

ცნო­ბის­თვის, სერ­გო შუ­ბი­თი­ძე 25 ივ­ნისს ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. მან ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ის არ სჯე­რო­და. შუ­ბი­თი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბა იყო.

თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რამ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა შე­საძ­ლო ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:/
0

უფალი მიუზღვავს ყველას სამართლიან მსჯავრს, ფული და ძალაუფლება საშინელ სამსჯავროზე ვერავის უშველის

???
1

მაფია...!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე საპატიმროდან გაათავისუფლეს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე საპატიმროდან გაათავისუფლეს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულმა ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ საპატიმრო დატოვა.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, შუბითიძე სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

სერგო შუბითიძემ მისთვის წარდგენილი ბრალდება აღიარა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით მიუსაჯა, რაც პირობითად ჩაეთვალა, მას ასევე გამოსაცდელი ვადა ამავე ოდენობით განესაზღვრა.

"ეს მუხლი ნაკლებად მძიმე იყო და ერთწლიანი პირობითი მისცეს, ამავე რაოდენობის გამოსაცდელი ვადით“, - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან“ ყოფილი გამომძიებლის ადვოკატმა.

ცნობისთვის, სერგო შუბითიძე 25 ივნისს ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს. მან ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯეროდა. შუბითიძის განმარტებით, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოება იყო.

თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.