პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საპატიმროში ყოფნისას უმაღლესი შეფასებით დავამთავრე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი... ორ უცხო ენას, დავამატე ფრანგული..." - რას სწერს სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მიხეილ კალანდია პრეზიდენტს?
"საპატიმროში ყოფნისას უმაღლესი შეფასებით დავამთავრე  უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი... ორ უცხო ენას, დავამატე ფრანგული..." - რას სწერს სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მიხეილ კალანდია პრეზიდენტს?

"მე­გობ­რე­ბო, ჩვენ ერთი წუ­თი­თაც არ შეგ­ვი­წყვე­ტია ბრძლა სი­მარ­თლის­თვის! ვა­სა­ჯა­რო­ებ ჩემი ძმის - მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას მი­მარ­თვას პრე­ზი­დენ­ტი­სად­მი", - წერს და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბულ­მა მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას ძმა ლუკა კა­ლა­ნა­დია.

გთა­ვა­ზობთ წე­რილს უც­ვლე­ლად:

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ხო­რა­ვას ქუ­ჩის საქ­მე­ზე, და­უ­სა­ბუ­თებ­ლად მსჯავ­რდე­ბუ­ლის, N16 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას გან­ცხა­დე­ბა(შე­წყა­ლე­ბის შე­სა­ხებ)

ქალ­ბა­ტო­ნო სა­ლო­მე, მოგ­მარ­თავთ მი­ხე­ილ კა­ლან­დია, 23 წლის მსჯავ­რდე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც, უკვე 4 წელ­ზე მე­ტია სას­ჯელს ვიხ­დი და­ნა­შა­ულ­ზე, რო­მე­ლიც არ ჩა­მი­დე­ნია. ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის კერ­ძო, ელექ­ტო­რატ­ზე გათ­ვლი­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ხმა­უ­რი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­უ­გო­ნა­რი უსუ­სუ­რო­ბის გამო, 2017 წლის 1 - ლ დე­კემ­ბერს მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლის გამო, ე/წ ხო­რა­ვას ქუ­ჩის საქ­მე­ზე, "მი­უ­კერ­ძო­ე­ბელ­მა“ ქარ­თულ­მა სა­სა­მარ­თლომ მო­მი­სა­ჯა 11 წელი და 3 თვე. რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ოპო­ზი­ცი­ას­თან ერ­თად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც უდი­დე­სი როლი ითა­მა­შა ამ შე­დე­გის და­დე­ბა­ში, რად­გან არ­ცერთ მხა­რეს აღარ აინ­ტე­რე­სებ­და სი­მარ­თლე. ოპო­ზი­ცი­ას იმე­დი გა­უჩ­ნდა მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის ფონ­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მღელ­ვა­რე­ბის გა­მოწ­ვე­ვით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის, ხოლო მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ, ოღონდ რო­გორ­მე ჩა­ეხ­შო ქუ­ჩის იმ­ჟა­მინ­დე­ლი აქ­ცი­ე­ბი, გა­უ­გო­ნა­რი არა­კა­ნო­ნი­ე­რი ქმე­დე­ბე­ბით, ყვე­ლა­ნა­ი­რი ხერ­ხი გა­მო­ი­ყე­ნა ამ საქ­მის ჩა­სა­ფარ­ცხად. ჩემს მი­მართ წარ­მო­ე­ბუ­ლი საქ­მის ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არ­სე­ბობ­და რის­კი კი­დევ ერთი, ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ხმა­უ­რი­სა, ვი­ნა­ი­დან ჩემი რე­ა­ლუ­რი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა არ აწყობ­და ოპო­ზი­ცი­ას, ხოლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ აწყობ­და ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბი. თა­ნაც მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის იმ­ჟა­მინ­დელ ე/წ კრი­ზის-მე­ნე­ჯერს - გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას უკვე "და­ლა­გე­ბუ­ლი“ ჰქონ­და საქ­მე ყვე­ლას­თან და სი­მარ­თლის გარ­კვე­ვა არც ერთი მხა­რის ინ­ტე­რეს­ში აღარ შე­დი­ო­და...

სწო­რედ ამ მღელ­ვა­რე­ბი­სა და ხმა­უ­რის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად შექ­მნილ­მა სა­პარ­ლა­მენ­ტო სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ამ, რომ­ლის წევ­რიც, თავ­და­პირ­ველ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, თქვენც ბრძან­დე­ბო­დით და კარ­გად მო­გეხ­სე­ნე­ბათ იმ­თა­ვით­ვე იქ არ­სე­ბუ­ლი წი­ნას­წა­რი გან­წყო­ბა, საღი გო­ნე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის აშ­კა­რა გა­ხა­და ამ კო­მი­სი­ის უმ­თავ­რე­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა - "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", რა­დაც არ უნდა დაჯ­დო­მო­და, უნდა "ემ­ხი­ლე­ბი­ნა“ მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, ჩემი - მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას (მათი წარ­მოდ­გე­ნით მკვლე­ლის) მფარ­ვე­ლო­ბა­ში, რის შემ­დე­გაც ისი­ნი სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ვი­დენ­დე­ბის გამ­დიდ­რე­ბას ვა­რა­უ­დობ­დნენ.რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­მოჩ­ნდა, სწო­რედ ამ კო­მი­სი­ამ, მოქ­მე­დებ­და რა ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მიზ­ნით, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­თი­თხნა, მო­ი­გო­ნა გა­რე­მო­ე­ბე­ბი ჩემ სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და­ა­მა­ხინ­ჯა და მიჩ­ქმა­ლა ფაქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებ­და ჩემს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას.თით­ქმის მთე­ლი პა­ტიმ­რო­ბის პე­რი­ო­დი ვიმ­ყო­ფე­ბი N16 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, წარ­მო­ად­გენს და­ბა­ლი რის­კის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, ამას ხაზს ვუს­ვამ, რად­გან, მინ­და იცო­დეთ, რომ არას­დროს ვყო­ფილ­ვარ კრი­მი­ნა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი და არც და­კა­ვე­ბის შემ­დეგ გამ­ჩე­ნია სურ­ვი­ლი შე­მეც­ვა­ლა ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ სა­კი­თხის მი­მართ.

სწო­რედ ამა­ზე მე­ტყვე­ლებს ჩემი პა­ტიმ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში ამ ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა და ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში არც ერთხელ მქო­ნია დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი სახ­დე­ლი და­ნიშ­ნუ­ლი, მაქვს არა­ერ­თი წა­ხა­ლი­სე­ბა. სა­პა­ტიმ­რო­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბით და­ვამ­თავ­რე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი და გარ­და ამი­სა, ვარ მე-16 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის კლუბ "რა? სად? რო­დის?“ მრა­ვალ­ჯერ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დის კა­პი­ტა­ნი და მი­ღე­ბუ­ლი მაქვს შე­სა­ბა­მი­სი სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი. აგ­რეთ­ვე, ვის­წავ­ლე არა­ერ­თი ხე­ლო­ბა და და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უდი­დე­სი ხელ­შე­წყო­ბი­თა და ჩემი და ჩემი აქ შე­ძე­ნი­ლი მე­გობ­რე­ბის უშუ­ა­ლო ჩარ­თუ­ლო­ბით, გავ­მარ­თეთ გარ­კვე­უ­ლი პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბა. ორ უცხო ენას, რო­მელ­საც სრულ­ყო­ფი­ლად ვფლობ (ინ­გლი­სუ­რი, რუ­სუ­ლი), და­ვა­მა­ტე ასე­ვე ფრან­გუ­ლი ენა, რომ­ლის ინ­ტენ­სი­უ­რი შეს­წავ­ლა და­ვი­წყე სა­პა­ტიმ­რო­ში და პირ­ვე­ლი დონე DELF A1 ჩა­ვა­ბა­რე და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან, მი­ვი­ღე შე­სა­ბა­მი­სი სერ­თი­ფი­კა­ტი და უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ვემ­ზა­დე­ბი მე­ო­რე დო­ნის ჩა­სა­ბა­რებ­ლად.

"მსჯავ­რის“ მოხ­დის დას­რუ­ლე­ბამ­დე დარ­ჩე­ნი­ლი მაქვს და­ახ­ლო­ე­ბით 7 წელი...

2017 წლის 1-ლ დე­კემ­ბერს, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დებს შო­რის მომ­ხდა­რი უმი­ზე­ზო ჩხუ­ბის გამო დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი უდი­დე­სი ტრა­გე­დია, უმ­ძი­მეს მო­რა­ლურ ტვირ­თად გამ­ყვე­ბა ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე, რა­მე­თუ მას შემ­დეგ, რაც და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი მა­ლე­ვე შე­ვა­რი­გეთ და უნდა დავ­შლი­ლი­ყა­ვით (სხვა­თა შო­რის, სა­მე­ცა­დი­ნოდ მაგ­ვი­ან­დე­ბო­და ზო­გა­დი უნა­რე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თან), კონ­ფლიქ­ტის გა­ნახ­ლე­ბა რა­ტომ მოხ­და, დღე­საც გა­მო­ცა­ნაა ჩემ­თვის... მე ჩხუ­ბის მო­ნა­წი­ლე გავ­ხდი იძუ­ლე­ბით, რა­მე­თუ სრუ­ლი­ად უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი ჩემი მე­გობ­რის დახ­მა­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. სა­ბო­ლო­ოდ, მეც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ სა­ერ­თო უბე­დუ­რე­ბის მსხვერ­პლი გავ­ხდი. ოღონდ გან­სხვა­ვე­ბა იმა­შია, რომ მე ვსუნ­თქავ.... თო­რემ წა­მერ­თვა ყვე­ლა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა, უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია დარ­ღვე­ულ იქნა ჩემ მი­მართ უამ­რავ­ჯერ, წა­მერ­თვა სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბა, მო­მად­გა უდი­დე­სი რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი და მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნი, ათას­გზის შე­ი­ლა­ხა ჩემი ღირ­სე­ბა, პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­დან გა­მუდ­მე­ბით ვის­მენ­დი, იმ პე­რი­ო­დი­სათ­ვის არას­რულ­წლო­ვა­ნი მო­ზარ­დი ბიჭი, რომ მე, "მკვლელ“ მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას, იმის ადა­მი­ა­ნო­ბაც კი არ მეყო, რომ მე­ღი­ა­რე­ბი­ნა და­ნა­შა­უ­ლი. და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც მე არ ჩა­მი­დე­ნია და ვერც ვე­რა­სო­დეს ჩა­ვი­დენ­დი ამ უმ­ძი­მეს ცოდ­ვას ჩემი მო­რა­ლურ-ზნე­ობ­რი­ვი პრინ­ცი­პე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე...

ჩვე­ნი ქვეყ­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი სა­ვა­ლა­ლო რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან არა მო­სახ­ლე­ო­ბის აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის წა­მოჭ­რით და მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბის ძი­ე­ბით, არა­მედ უსა­ფუძ­ვლო ხმა­უ­რი­სა და სკან­და­ლე­ბის შექ­მნით, გა­მიზ­ნუ­ლად ამ­ძაფ­რე­ბენ მდგო­მა­რე­ო­ბას, ქმნი­ან მძი­მე ფონს, (ამი­სათ­ვის სა­პარ­ლა­მენ­ტო სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია, სხდო­მე­ბის პირ­და­პი­რი ტრანსლი­რე­ბე­ბით, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა), ხოლო მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა კი ყვე­ლა­ფერ­ზე წავა (ჩემ­ნა­ირ მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას უხ­ვა­დაც შე­წი­რავს), ოღონდ არ იყოს ბუნ­ტი და შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ძა­ლა­უფ­ლე­ბა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­ნამ არ გა­ირ­ღვე­ვა ეს მან­კი­ე­რი წრე, კი­დევ მრავ­ლად იქ­ნე­ბი­ან, ჩემს მსგავ­სად, პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბის მსხვერ­პლე­ბი.

თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ!

თქვენ ხელთ გაქვთ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა-შე­წყა­ლე­ბა. თქვენ არ ხართ მის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში შე­ზღუ­დუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, შე­გიძ­ლი­ათ სა­სა­მარ­თლო­სა და სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან იმ უმ­სგავ­სო­ბე­ბის აღ­კვე­თა, რო­მე­ლიც, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ჩემს მი­მართ ჩა­ი­დი­ნეს. მე არ გთხოვთ შე­წყა­ლე­ბას რო­გორც დამ­ნა­შა­ვე, და ამ და­ნა­შა­უ­ლის მომ­ნა­ნი­ე­ბე­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლი. მე გთხოვთ შე­წყა­ლე­ბას, რო­გორც სა­პა­ტიმ­რო­ში უდა­ნა­შა­უ­ლოდ გა­მომ­წყვდე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც დღემ­დე მარ­ტო იბ­რძვის უსა­მარ­თლო სის­ტე­მის წი­ნა­აღ­მდეგ სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად. მე, მი­უ­ხე­და­ვად არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ზე­წო­ლი­სა და მრა­ვა­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წნე­ხი­სა, არც ერთ ეტაპ­ზე არ მი­ღი­ა­რე­ბია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ "შე­თი­თხნი­ლი“ და­ნა­შა­უ­ლი. ამ ე.წ. "აღი­ა­რე­ბით“ საკ­მა­ოდ კომ­ფორ­ტულ გა­რე­მო­ე­ბა­ში ვიქ­ნე­ბო­დი მსგავ­სად ამა­ვე საქ­მე­ზე დამ­დგა­რი სხვა ერთ-ერთი გა­ნა­ჩე­ნი­სა, მაგ­რამ მე ეს არ შე­მიძ­ლია - ჩემი პი­როვ­ნუ­ლი პრინ­ცი­პე­ბის გამო, რა­მე­თუ ვთვლი, რომ ჭეშ­მა­რი­ტე­ბის­თვის ბრძო­ლა, ადა­მი­ა­ნის უმ­თავ­რე­სი მის­წრა­ფე­ბა უნდა იყოს. მე წარ­მო­ვად­გენ ჩემი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ბინ­ძურ ინ­ტე­რე­სებს შე­წი­რულ პა­ტი­მარს. გთხოვთ, და­ინ­ტე­რეს­დეთ ჩემი სა­კი­თხით, გა­ი­თა­ვი­სოთ ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა და და­მეხ­მა­როთ მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში! ამ ეტაპ­ზე, თქვენ ხელ­გე­წი­ფე­ბათ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ - აღად­გი­ნოთ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა..... გთხოვთ, და­მეხ­მა­რეთ და ამ ჰუ­მა­ნუ­რი აქ­ტით ხელი შე­უ­შა­ლეთ სა­ხელ­მწი­ფოს ამ უმ­სგავ­სო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა­ში. შე­მი­წყა­ლეთ, რათა მო­ვა­ხერ­ხო და­ვუბ­რუნ­დე სრულ­ფა­სო­ვან ცხოვ­რე­ბას და თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან უფრო ეფექ­ტი­ა­ნად გა­ვაგ­რძე­ლო ბრძო­ლა ჩემი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, ამ ეტაპ­ზე უკვე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში, სა­დაც ჩემი საქ­მე გან­ხილ­ვის მე­ო­რე ეტაპ­ზეა და იმედს გა­მოვ­თქვამ, რომ ჩემი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას შევ­ძლებ სა­პა­ტიმ­რო­ში და­უფ­ლე­ბულ ფრან­გულ ენა­ზე.

პა­ტი­ვის­ცე­მით, მი­ხე­ილ კა­ლან­დია

P.S. მერ­წმუ­ნეთ, გპირ­დე­ბით, რომ გავა არც ისე დიდი პე­რი­ო­დი და თქვენ გა­ი­გებთ, რომ ამ წე­რი­ლის ავ­ტო­რი მარ­თლაც სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნია.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამირანის კესო..
0

ისემც კარგი დაგემართოთ და ამ პატიმრის ენით ჭეშმარიტება ღაღადებდეს..საცოდაობას სად მიუდიხართ...ეგრევე რომ გადაუწურავთ ხოლმე იმედს.იბრძოლე შენი სიმართლის დადამტკიცებლად ...უფალი მოწყალეა..

naTia
0

თუ მოკლულის მშობლება ნება არ მისცეს ტყუილია მაგისი ,,უსტარი'' -არავინ შეიწყალებს..

ავტორი:

"საპატიმროში ყოფნისას უმაღლესი შეფასებით დავამთავრე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი... ორ უცხო ენას, დავამატე ფრანგული..." - რას სწერს სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მიხეილ კალანდია პრეზიდენტს?

"საპატიმროში ყოფნისას უმაღლესი შეფასებით დავამთავრე  უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი... ორ უცხო ენას, დავამატე ფრანგული..." - რას სწერს სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მიხეილ კალანდია პრეზიდენტს?

"მეგობრებო, ჩვენ ერთი წუთითაც არ შეგვიწყვეტია ბრძლა სიმართლისთვის! ვასაჯაროებ ჩემი ძმის - მიხეილ კალანდიას მიმართვას პრეზიდენტისადმი", - წერს დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მიხეილ კალანდიას ძმა ლუკა კალანადია.

გთავაზობთ წერილს უცვლელად:

"საქართველოს პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ხორავას ქუჩის საქმეზე, დაუსაბუთებლად მსჯავრდებულის, N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მიხეილ კალანდიას განცხადება(შეწყალების შესახებ)

ქალბატონო სალომე, მოგმართავთ მიხეილ კალანდია, 23 წლის მსჯავრდებული, რომელიც, უკვე 4 წელზე მეტია სასჯელს ვიხდი დანაშაულზე, რომელიც არ ჩამიდენია. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კერძო, ელექტორატზე გათვლილი საზოგადოებრივი ხმაურისა და ხელისუფლების გაუგონარი უსუსურობის გამო, 2017 წლის 1 - ლ დეკემბერს მომხდარი დანაშაულის გამო, ე/წ ხორავას ქუჩის საქმეზე, "მიუკერძოებელმა“ ქართულმა სასამართლომ მომისაჯა 11 წელი და 3 თვე. როგორც აღვნიშნე, ოპოზიციასთან ერთად, ხელისუფლებამაც უდიდესი როლი ითამაშა ამ შედეგის დადებაში, რადგან არცერთ მხარეს აღარ აინტერესებდა სიმართლე. ოპოზიციას იმედი გაუჩნდა მომხდარი ტრაგედიის ფონზე საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევით ხელისუფლებაში დაბრუნების, ხოლო მმართველმა პარტიამ, ოღონდ როგორმე ჩაეხშო ქუჩის იმჟამინდელი აქციები, გაუგონარი არაკანონიერი ქმედებებით, ყველანაირი ხერხი გამოიყენა ამ საქმის ჩასაფარცხად. ჩემს მიმართ წარმოებული საქმის ობიექტური გამოძიების შემთხვევაში, არსებობდა რისკი კიდევ ერთი, ახალი პოლიტიკური ხმაურისა, ვინაიდან ჩემი რეალური უდანაშაულობა არ აწყობდა ოპოზიციას, ხოლო ხელისუფლებას არ აწყობდა ქუჩის აქციები. თანაც მმართველი პოლიტიკური ძალის იმჟამინდელ ე/წ კრიზის-მენეჯერს - გიორგი გახარიას უკვე "დალაგებული“ ჰქონდა საქმე ყველასთან და სიმართლის გარკვევა არც ერთი მხარის ინტერესში აღარ შედიოდა...

სწორედ ამ მღელვარებისა და ხმაურის გასანეიტრალებლად შექმნილმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ, რომლის წევრიც, თავდაპირველ შემადგენლობაში, თქვენც ბრძანდებოდით და კარგად მოგეხსენებათ იმთავითვე იქ არსებული წინასწარი განწყობა, საღი გონების ადამიანებისათვის აშკარა გახადა ამ კომისიის უმთავრესი დანიშნულება - "ნაციონალურ მოძრაობას", რადაც არ უნდა დაჯდომოდა, უნდა "ემხილებინა“ მმართველი პოლიტიკური ძალა, ჩემი - მიხეილ კალანდიას (მათი წარმოდგენით მკვლელის) მფარველობაში, რის შემდეგაც ისინი საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების გამდიდრებას ვარაუდობდნენ.როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, სწორედ ამ კომისიამ, მოქმედებდა რა ზემოხსენებული მიზნით, ფაქტობრივად, შეთითხნა, მოიგონა გარემოებები ჩემ საწინააღმდეგოდ, მიზანმიმართულად დაამახინჯა და მიჩქმალა ფაქტები, რომელიც ადასტურებდა ჩემს უდანაშაულობას.თითქმის მთელი პატიმრობის პერიოდი ვიმყოფები N16 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, წარმოადგენს დაბალი რისკის დაწესებულება, ამას ხაზს ვუსვამ, რადგან, მინდა იცოდეთ, რომ არასდროს ვყოფილვარ კრიმინალური ცხოვრებით დაკავებული და არც დაკავების შემდეგ გამჩენია სურვილი შემეცვალა ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.

სწორედ ამაზე მეტყველებს ჩემი პატიმრობის პერიოდში ამ ტიპის დაწესებულებაში ყოფნა და ასევე აღსანიშნავია, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არც ერთხელ მქონია დისციპლინარული სახდელი დანიშნული, მაქვს არაერთი წახალისება. საპატიმროში ყოფნის პერიოდში უმაღლესი შეფასებით დავამთავრე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და გარდა ამისა, ვარ მე-16 პენიტენციური დაწესებულების კლუბ "რა? სად? როდის?“ მრავალჯერ გამარჯვებული გუნდის კაპიტანი და მიღებული მაქვს შესაბამისი სერტიფიკატები. აგრეთვე, ვისწავლე არაერთი ხელობა და დაწესებულების ადმინისტრაციის უდიდესი ხელშეწყობითა და ჩემი და ჩემი აქ შეძენილი მეგობრების უშუალო ჩართულობით, გავმართეთ გარკვეული პროდუქციის წარმოება. ორ უცხო ენას, რომელსაც სრულყოფილად ვფლობ (ინგლისური, რუსული), დავამატე ასევე ფრანგული ენა, რომლის ინტენსიური შესწავლა დავიწყე საპატიმროში და პირველი დონე DELF A1 ჩავაბარე დაწესებულებიდან, მივიღე შესაბამისი სერთიფიკატი და უახლოეს პერიოდში ვემზადები მეორე დონის ჩასაბარებლად.

"მსჯავრის“ მოხდის დასრულებამდე დარჩენილი მაქვს დაახლოებით 7 წელი...

2017 წლის 1-ლ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი უმიზეზო ჩხუბის გამო დატრიალებული უდიდესი ტრაგედია, უმძიმეს მორალურ ტვირთად გამყვება ცხოვრების ბოლომდე, რამეთუ მას შემდეგ, რაც დაპირისპირებული ბავშვები მალევე შევარიგეთ და უნდა დავშლილიყავით (სხვათა შორის, სამეცადინოდ მაგვიანდებოდა ზოგადი უნარების მასწავლებელთან), კონფლიქტის განახლება რატომ მოხდა, დღესაც გამოცანაა ჩემთვის... მე ჩხუბის მონაწილე გავხდი იძულებით, რამეთუ სრულიად უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი ჩემი მეგობრის დახმარება გადავწყვიტე. საბოლოოდ, მეც, ფაქტობრივად, ამ საერთო უბედურების მსხვერპლი გავხდი. ოღონდ განსხვავება იმაშია, რომ მე ვსუნთქავ.... თორემ წამერთვა ყველანაირი უფლება, უდანაშაულობის პრეზუმფცია დარღვეულ იქნა ჩემ მიმართ უამრავჯერ, წამერთვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, მომადგა უდიდესი რეპუტაციული და მორალური ზიანი, ათასგზის შეილახა ჩემი ღირსება, პროპაგანდისტული ტელევიზიებიდან გამუდმებით ვისმენდი, იმ პერიოდისათვის არასრულწლოვანი მოზარდი ბიჭი, რომ მე, "მკვლელ“ მიხეილ კალანდიას, იმის ადამიანობაც კი არ მეყო, რომ მეღიარებინა დანაშაული. დანაშაული, რომელიც მე არ ჩამიდენია და ვერც ვერასოდეს ჩავიდენდი ამ უმძიმეს ცოდვას ჩემი მორალურ-ზნეობრივი პრინციპებიდან გამომდინარე...

ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი სავალალო რეალობიდან გამომდინარე, როდესაც პოლიტიკური პარტიები დაკავებული არიან არა მოსახლეობის აქტუალური პრობლემების წამოჭრით და მოგვარების გზების ძიებით, არამედ უსაფუძვლო ხმაურისა და სკანდალების შექმნით, გამიზნულად ამძაფრებენ მდგომარეობას, ქმნიან მძიმე ფონს, (ამისათვის საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, სხდომების პირდაპირი ტრანსლირებებით, არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა), ხოლო მმართველი პოლიტიკური ძალა კი ყველაფერზე წავა (ჩემნაირ მიხეილ კალანდიას უხვადაც შეწირავს), ოღონდ არ იყოს ბუნტი და შეინარჩუნოს ძალაუფლება, დარწმუნებული ვარ, რომ სანამ არ გაირღვევა ეს მანკიერი წრე, კიდევ მრავლად იქნებიან, ჩემს მსგავსად, პოლიტიკური რეალობის მსხვერპლები.

თქვენო აღმატებულებავ!

თქვენ ხელთ გაქვთ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ექსკლუზიური უფლებამოსილება-შეწყალება. თქვენ არ ხართ მის გამოყენებაში შეზღუდული და შესაბამისად, შეგიძლიათ სასამართლოსა და სახელმწიფოს მხრიდან იმ უმსგავსობების აღკვეთა, რომელიც, ამ შემთხვევაში, ჩემს მიმართ ჩაიდინეს. მე არ გთხოვთ შეწყალებას როგორც დამნაშავე, და ამ დანაშაულის მომნანიებელი მსჯავრდებული. მე გთხოვთ შეწყალებას, როგორც საპატიმროში უდანაშაულოდ გამომწყვდეული ადამიანი, რომელიც დღემდე მარტო იბრძვის უსამართლო სისტემის წინააღმდეგ სიმართლის დასამტკიცებლად. მე, მიუხედავად არაადამიანური ზეწოლისა და მრავალი ფსიქოლოგიური წნეხისა, არც ერთ ეტაპზე არ მიღიარებია პროკურატურის მიერ "შეთითხნილი“ დანაშაული. ამ ე.წ. "აღიარებით“ საკმაოდ კომფორტულ გარემოებაში ვიქნებოდი მსგავსად ამავე საქმეზე დამდგარი სხვა ერთ-ერთი განაჩენისა, მაგრამ მე ეს არ შემიძლია - ჩემი პიროვნული პრინციპების გამო, რამეთუ ვთვლი, რომ ჭეშმარიტებისთვის ბრძოლა, ადამიანის უმთავრესი მისწრაფება უნდა იყოს. მე წარმოვადგენ ჩემი ქვეყნის პოლიტიკური პარტიების ბინძურ ინტერესებს შეწირულ პატიმარს. გთხოვთ, დაინტერესდეთ ჩემი საკითხით, გაითავისოთ ჩემი მდგომარეობა და დამეხმაროთ მიზნის მიღწევაში! ამ ეტაპზე, თქვენ ხელგეწიფებათ ძალიან მნიშვნელოვანი რამ - აღადგინოთ სამართლიანობა..... გთხოვთ, დამეხმარეთ და ამ ჰუმანური აქტით ხელი შეუშალეთ სახელმწიფოს ამ უმსგავსობის გაგრძელებაში. შემიწყალეთ, რათა მოვახერხო დავუბრუნდე სრულფასოვან ცხოვრებას და თავისუფლებიდან უფრო ეფექტიანად გავაგრძელო ბრძოლა ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად, ამ ეტაპზე უკვე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც ჩემი საქმე განხილვის მეორე ეტაპზეა და იმედს გამოვთქვამ, რომ ჩემი უფლებების დაცვას შევძლებ საპატიმროში დაუფლებულ ფრანგულ ენაზე.

პატივისცემით, მიხეილ კალანდია

P.S. მერწმუნეთ, გპირდებით, რომ გავა არც ისე დიდი პერიოდი და თქვენ გაიგებთ, რომ ამ წერილის ავტორი მართლაც სრულიად უდანაშაულო ადამიანია.