პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინეთი მთვარეზე ადამიანისთვის მუდმივი საცხოვრებლის შექმნას გეგმავს - მისია, რომელიც თუ განხორციელდა, ჩინეთს მთავარ კოსმოსურ ძალად აქცევს
ჩინეთი მთვარეზე ადამიანისთვის მუდმივი საცხოვრებლის შექმნას გეგმავს - მისია, რომელიც თუ განხორციელდა, ჩინეთს მთავარ კოსმოსურ ძალად აქცევს

ჩი­ნე­თი მთვა­რე­ზე ახალ მი­სი­ას გეგ­მავს. ქვე­ყა­ნას აქვს ამ­ბი­ცია, რომ ისე­თი რამ გა­კე­თოს, რაც მა­ნამ­დე არ­ცერთ ქვე­ყა­ნას უც­დია - მთვა­რის სამ­ხრეთ პო­ლუს­ზე მუდ­მი­ვი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი შექ­მნას. ჩი­ნეთს სურს, რომ 2030 წლამ­დე მსოფ­ლი­ო­ში მთა­ვა­რი კოს­მო­სუ­რი ძალა გახ­დეს.

ჩი­ნე­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და უცხო­ურ ქვეყ­ნებს მი­ე­სალ­მე­ბა და მი­სი­ის პრო­ექ­ტებ­ში ჩარ­თვის­კენ მო­უ­წო­დებს. გან­ცხა­დე­ბა ჩი­ნე­თის ეროვ­ნულ­მა კოს­მო­სურ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ (CNSA) ორ­შა­ბათს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის 74-ე სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­ტრო­ნავ­ტულ კონ­გრეს­ზე გა­ახ­მა­უ­რა. ეს პრო­ექ­ტე­ბი ნიშ­ნავს, რომ ჩი­ნე­თი და მისი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით შე­ეც­დე­ბი­ან კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დის ოპე­რი­რე­ბას და გაშ­ვე­ბას, სა­ბო­ლო­ოდ კი ერ­თად შე­ის­წავ­ლი­ან მთვა­რის ზე­და­პირს.

ჩი­ნე­თის Chang'e-8-ს სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი მი­სია 2026 წლის­თვი­საა და­გეგ­მი­ლი და მიზ­ნად ისა­ხავს, მთვა­რის სამ­ხრეთ პო­ლუს­ზე რე­სურ­სე­ბი იპო­ვოს. Chang'e-7 და Chang'e-8 მი­სია, სა­ბო­ლო­ოდ "მთვა­რის კვლე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო სად­გუ­რის (ILRS)" მშე­ნებ­ლო­ბას ჩა­უყ­რის სა­ფუძ­ველს. ჩი­ნე­თის და­გეგ­მვით, ეს 2030 წელს გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

Chang'e-5-ის მი­სია ჩი­ნეთ­მა 2020 წელს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და მთვა­რე­ზე ზონ­დი გა­ნა­თავ­სა. რაც შე­ე­ხე­ბა Chang'e-6-ს, ის 2024 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­შია და­გეგ­მი­ლი და მთვა­რის შო­რე­ულ მხა­რე­ზე ნი­ა­და­გის ნი­მუ­შე­ბის შეგ­რო­ვე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად.

ჩი­ნე­თის გეგ­მე­ბი NASA-ს უფრო ამ­ბი­ცი­ურ და გან­ვი­თა­რე­ბულ "არ­ტე­მი­სის" პროგ­რა­მას ეხ­მი­ა­ნე­ბა. NASA გეგ­მავს, რომ ამე­რი­კე­ლი ას­ტრო­ნავ­ტე­ბი მთვა­რის ზე­და­პირ­ზე 2025 წლის დე­კემ­ბერ­ში ჩა­იყ­ვა­ნოს. "არ­ტე­მის 3"-ის მი­სი­ა­ზე 2 ამე­რი­კე­ლი ას­ტრო­ნავ­ტის მთვა­რის სამ­ხრეთ პო­ლუს­ზე დაშ­ვე­ბა იგეგ­მე­ბა (ამ რე­გი­ონ­ში ჯერ ადა­მი­ანს არ და­უდ­გამს ფეხი).

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აშშ-ის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა NASA-ს ჩი­ნეთ­თან პირ­და­პირ თუ არა­პირ­და­პირ კო­ლა­ბო­რა­ცი­ას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უკ­რძა­ლავს. ჯერ­ჯე­რო­ბით, ჩი­ნე­თის კოს­მო­სურ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან მთვა­რის სად­გუ­რის პროგ­რა­მა­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სურ­ვი­ლი მხო­ლოდ რუ­სეთ­მა და ვე­ნე­სუ­ე­ლამ გა­მოთ­ქვა.

წყა­რო: reuters

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოტტო
0

ვენესუელაში საერთოდ იციან რა არის კოსმოსი...

ანარქისტი ანანია
1

წყალში არ იძირება, ტყვია არ ეკარება, გრავიტაციას კარგად იტანს, ერთი სიტყვით... ჩინელი!

ავტორი:

ჩინეთი მთვარეზე ადამიანისთვის მუდმივი საცხოვრებლის შექმნას გეგმავს - მისია, რომელიც თუ განხორციელდა, ჩინეთს მთავარ კოსმოსურ ძალად აქცევს

ჩინეთი მთვარეზე ადამიანისთვის მუდმივი საცხოვრებლის შექმნას გეგმავს - მისია, რომელიც თუ განხორციელდა, ჩინეთს მთავარ კოსმოსურ ძალად აქცევს

ჩინეთი მთვარეზე ახალ მისიას გეგმავს. ქვეყანას აქვს ამბიცია, რომ ისეთი რამ გაკეთოს, რაც მანამდე არცერთ ქვეყანას უცდია - მთვარის სამხრეთ პოლუსზე მუდმივი საცხოვრებელი შექმნას. ჩინეთს სურს, რომ 2030 წლამდე მსოფლიოში მთავარი კოსმოსური ძალა გახდეს.

ჩინეთი საერთაშორისო ორგანიზაციებს და უცხოურ ქვეყნებს მიესალმება და მისიის პროექტებში ჩართვისკენ მოუწოდებს. განცხადება ჩინეთის ეროვნულმა კოსმოსურმა ადმინისტრაციამ (CNSA) ორშაბათს, აზერბაიჯანის 74-ე საერთაშორისო ასტრონავტულ კონგრესზე გაახმაურა. ეს პროექტები ნიშნავს, რომ ჩინეთი და მისი საერთაშორისო პარტნიორები ერთობლივი ძალებით შეეცდებიან კოსმოსური ხომალდის ოპერირებას და გაშვებას, საბოლოოდ კი ერთად შეისწავლიან მთვარის ზედაპირს.

ჩინეთის Chang'e-8-ს სახელით ცნობილი მისია 2026 წლისთვისაა დაგეგმილი და მიზნად ისახავს, მთვარის სამხრეთ პოლუსზე რესურსები იპოვოს. Chang'e-7 და Chang'e-8 მისია, საბოლოოდ "მთვარის კვლევის საერთაშორისო სადგურის (ILRS)" მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს. ჩინეთის დაგეგმვით, ეს 2030 წელს განხორციელდება.

Chang'e-5-ის მისია ჩინეთმა 2020 წელს განახორციელა და მთვარეზე ზონდი განათავსა. რაც შეეხება Chang'e-6-ს, ის 2024 წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი და მთვარის შორეულ მხარეზე ნიადაგის ნიმუშების შეგროვებას ისახავს მიზნად.

ჩინეთის გეგმები NASA-ს უფრო ამბიციურ და განვითარებულ "არტემისის" პროგრამას ეხმიანება. NASA გეგმავს, რომ ამერიკელი ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე 2025 წლის დეკემბერში ჩაიყვანოს. "არტემის 3"-ის მისიაზე 2 ამერიკელი ასტრონავტის მთვარის სამხრეთ პოლუსზე დაშვება იგეგმება (ამ რეგიონში ჯერ ადამიანს არ დაუდგამს ფეხი).

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის კანონმდებლობა NASA-ს ჩინეთთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ კოლაბორაციას კატეგორიულად უკრძალავს. ჯერჯერობით, ჩინეთის კოსმოსურ ადმინისტრაციასთან მთვარის სადგურის პროგრამაში თანამშრომლობის სურვილი მხოლოდ რუსეთმა და ვენესუელამ გამოთქვა.

წყარო: reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა