მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცესკოს თავმჯდომარემ შუალედური და რიგგარეშე არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგი წარადგინა
ცესკოს თავმჯდომარემ შუალედური და რიგგარეშე არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგი წარადგინა

ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რემ პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრის შუ­ა­ლე­დუ­რი/რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ვე­ლა­დი წი­ნას­წა­რი შე­დე­გი წა­რად­გი­ნა.

რო­გორც ცეს­კო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ არ­ჩევ­ნე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბის კი­დევ ერთი ეტა­პი და­ას­რუ­ლა წარ­მა­ტე­ბით.

"არ­ჩევ­ნებ­მა, რო­მე­ლიც დღეს გორ­ში, კას­პში და გურ­ჯა­ან­ში გა­ი­მარ­თა, და­ა­დას­ტუ­რა რო­გორც სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, ასე­ვე სხვა ჩარ­თუ­ლი მხა­რე­ე­ბის, ამომ­რჩევ­ლე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მზად­ყოფ­ნა ელექტრო­ნუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის. სა­არ­ჩევ­ნო ელექტრო­ნუ­ლი აპა­რა­ტუ­რა კი­დევ ერთხელ ფარ­თო მას­შტა­ბით, სა­ერ­თო ჯამ­ში კი მერ­ვედ გა­მო­ვი­ყე­ნეთ და უკვე შე­იძ­ლე­ბა თა­მა­მად ით­ქვას, რომ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლია.

დღე­ვან­დე­ლი დღე ადას­ტუ­რებს, რომ სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ არ­ჩევ­ნებს ორ­გა­ნი­ზე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გა­უ­წია და - პრო­ცე­სი ფაქ­ტობ­რი­ვად ხარ­ვე­ზე­ბის გა­რე­შე წა­რი­მარ­თა. გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ამომ­რჩე­ველ­თა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის მა­ღა­ლი დონე, რაც უდა­ვოდ, ამ მიზ­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი და აქ­ტი­უ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კამ­პა­ნი­ის ლო­გი­კუ­რი შე­დე­გია.

კამ­პა­ნია კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი იყო კენ­ჭისყრა­ში ელექტრო­ნუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­კი­თხებ­ზე. გა­მო­ვი­ყე­ნეთ ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ამომ­რჩე­ველ­თა ინ­ფორ­მი­რე­ბის­თვის: ცეს­კო­სა და სწავ­ლე­ბის ცენ­ტრის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბი, ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა ხალ­ხმრა­ვალ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე და სხვა­დას­ხვა უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რებ­ზე, სა­რეკ­ლა­მო რგო­ლე­ბი და სა­ინ­ფორ­მა­ციო ბრო­შუ­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა.

აღარ შევ­ჩერ­დე­ბი სა­ინ­ფორ­მა­ციო-სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ა­ზე, რო­მე­ლიც, რა თქმა უნდა კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რად გაგ­რძელ­დე­ბა 2024 წლის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის.

აქვე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვენ­თან ერ­თად ამ პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბით წარ­მარ­თვა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს იმ ად­გი­ლობ­რივ­მა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი პრო­ცეს­ში; მე­დი­ამ, რო­მელ­მაც რო­გორც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში, ისე კენ­ჭისყ­რის დღეს უზ­რუნ­ველ­ყო სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სე­ბის გა­შუ­ქე­ბა და ამომ­რჩე­ველ­თა ინ­ფორ­მი­რე­ბა.

თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ახა­ლი პლატ­ფორ­მე­ბის ფარ­გლებ­ში მათ­თან ერ­თად არა­ერ­თხელ ვიმ­სჯე­ლეთ სა­არ­ჩევ­ნო სა­კი­თხებ­ზე და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ რიგი მათი მო­საზ­რე­ბე­ბი­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­სა.

იმის­თვის, რომ ამომ­რჩევ­ლებს მა­ღალ პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე მომ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ, სა­კა­ნონ­მდებ­ლო სი­ახ­ლე­ე­ბი­სა და ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით რამ­დე­ნი­მე ეტა­პი­ა­ნი სწავ­ლე­ბა გა­ი­ა­რეს შე­სა­ბა­მი­სი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის წევ­რებ­მა. დღეს ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად და­ვა­დას­ტუ­რეთ რომ არ­ჩევ­ნე­ბი სა­ერ­თო საქ­მეა და არ­სე­ბობს ყვე­ლა წი­ნა­პი­რო­ბა და მზად­ყოფ­ნა 2024 წელს მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი და კარ­გად ად­მი­ნის­ტრი­რე­ბუ­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად.

ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან­მა გა­მო­ყე­ნე­ბამ მოგ­ვცა სა­შუ­ა­ლე­ბა, დღეს, კენ­ჭისყ­რის დას­რუ­ლე­ბი­დან ერთ სა­ათ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბას უკვე გა­ვაც­ნოთ წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბი იმ 103 სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­დაც კენ­ჭისყრა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

ამ დრო­ის­თვის სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა ჯერ კი­დევ არაა დას­რუ­ლე­ბუ­ლი, ვი­ნა­ი­დან აპა­რა­ტე­ბის მიერ დათ­ვლის გარ­და, კო­მი­სი­ე­ბი და­მა­ტე­ბით ხე­ლით გა­და­ით­ვლი­ან შე­დე­გებს, რაც სან­დო­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მე­ქა­ნიზ­მია, ამის შემ­დეგ კი შედ­გე­ბა შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მე­ბი. ამ­ჟა­მად სწო­რედ ეს პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე. აქვე შე­გახ­სე­ნებთ, რომ შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მე­ბი პლან­შე­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი­დან პირ­და­პირ ცეს­კო­ში გად­მო­იგ­ზავ­ნე­ბა, რაც კი­დევ უფრო შე­ამ­ცი­რებს შე­დე­გე­ბის და­მუ­შა­ვე­ბი­სა და შემ­დგო­მი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის დროს. მას შემ­დეგ, რაც შედ­გე­ბა სა­უბ­ნო შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მე­ბი, რო­გორც მო­დერ­ნი­ზე­ბულ, ისე ტრა­დი­ცი­ულ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე, ისი­ნი უმოკ­ლეს ვა­და­ში მო­ე­წო­დე­ბა ცეს­კოს, რის შემ­დე­გაც აიტ­ვირ­თე­ბა სპე­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე results.cec.gov.ge და ნე­ბის­მი­ე­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის­თვის იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

რაც შე­ე­ხე­ბა ამომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­ვო­ბას, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სულ 43 330 ამომ­რჩე­ველ­მა მი­ი­ღო. მა­ღა­ლი აქ­ტი­ვო­ბა და­ფიქ­სირ­და გურ­ჯა­ან­ში, სა­დაც სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ამომ­რჩე­ველ­თა 35.24% მი­ვი­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არ­ჩევ­ნებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის მიზ­ნით სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში რე­გის­ტრა­ცია გა­ი­ა­რა 3 სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის 16-მა და 23 ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის 426-მა დამ­კვირ­ვე­ბელ­მა, ასე­ვე სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის 178-მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა. სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის გა­შუ­ქე­ბის მიზ­ნით კი აკ­რე­დი­ტა­ცია მე­დია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის 158 წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ი­ა­რა.

ახლა კი გა­გაც­ნობთ 103 უბ­ნის ხმის მთვლე­ლი აპა­რა­ტე­ბი­დან ამო­ბეჭ­დილ წი­ნას­წარ შე­დე­გებს.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნას­წა­რი შე­დე­გი შემ­დე­გია:

№ 34 მა­მუ­კა ტუს­კა­ძე (სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბა „სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სათ­ვის“) -1 344 ხმა

№ 41 გი­ორ­გი სო­სი­აშ­ვი­ლი (მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“) -19 032 ხმა

რაც შე­ე­ხე­ბა გურ­ჯა­ა­ნის მე­რის რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებს, აქ წი­ნას­წა­რი შე­დე­გი შემ­დე­გია:

№ 41 გი­ორ­გი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი (მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“) 14 450 ხმა

და­სას­რულს, მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ტო­რებს ყვე­ლა დო­ნე­ზე, სწავ­ლე­ბის ცენ­ტრს, 24 სა­ა­თი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვი­სათ­ვის, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ამ წუ­თებ­შიც აგ­რძე­ლე­ბენ საქ­მი­ა­ნო­ბას იმი­სათ­ვის, რომ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სე­ბი წა­რი­მარ­თოს მა­ღალ პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე, თა­ვი­სუ­ფალ და გამჭვირ­ვა­ლე გა­რე­მო­ში.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს პარტნი­ორს, სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია „სმარ­ტმა­ტიკს“, რომ­ლის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მხარ­და­ჭე­რით შედ­გა დღე­ვან­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. ასე­ვე კი­დევ ერთხელ ვუხ­დი მად­ლო­ბას თი­თო­ე­ულ ამომ­რჩე­ველს და ჩარ­თულ მხა­რე­ებს“, - გა­ნა­ცხა­და ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რემ.

ალექს
3

ერთი კაციც რომ არ მივიდეს, მაინც მოქკავშირი იმარჯვებს ! არჩევნები, სადაც ამომრჩევლის მეოთხედი მივიდა, ბათილია !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

ცესკოს თავმჯდომარემ შუალედური და რიგგარეშე არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგი წარადგინა

ცესკოს თავმჯდომარემ შუალედური და რიგგარეშე არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგი წარადგინა

ცესკოს თავმჯდომარემ პირველი ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგი წარადგინა.

როგორც ცესკოში გამართულ ბრიფინგზე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნების მოდერნიზების კიდევ ერთი ეტაპი დაასრულა წარმატებით.

"არჩევნებმა, რომელიც დღეს გორში, კასპში და გურჯაანში გაიმართა, დაადასტურა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე სხვა ჩართული მხარეების, ამომრჩევლებისა და საზოგადოების მზადყოფნა ელექტრონული არჩევნებისთვის. საარჩევნო ელექტრონული აპარატურა კიდევ ერთხელ ფართო მასშტაბით, საერთო ჯამში კი მერვედ გამოვიყენეთ და უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ ტექნოლოგიების გამოყენება წარმატებულია.

დღევანდელი დღე ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნებს ორგანიზება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაუწია და - პროცესი ფაქტობრივად ხარვეზების გარეშე წარიმართა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამომრჩეველთა ინფორმირებულობის მაღალი დონე, რაც უდავოდ, ამ მიზნით განხორციელებული ფართომასშტაბიანი და აქტიური საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის ლოგიკური შედეგია.

კამპანია კონცენტრირებული იყო კენჭისყრაში ელექტრონული საშუალებებით მონაწილეობის საკითხებზე. გამოვიყენეთ ყველა შესაძლებლობა ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის: ცესკოსა და სწავლების ცენტრის საგანმანათლებლო პროექტები, ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრირება ხალხმრავალ ღონისძიებებზე და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე, სარეკლამო რგოლები და საინფორმაციო ბროშურების გავრცელება.

აღარ შევჩერდები საინფორმაციო-სარეკლამო კამპანიაზე, რომელიც, რა თქმა უნდა კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება 2024 წლის არჩევნებისთვის.

აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან ერთად ამ პროცესის წარმატებით წარმართვაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს იმ ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული პროცესში; მედიამ, რომელმაც როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე კენჭისყრის დღეს უზრუნველყო საარჩევნო პროცესების გაშუქება და ამომრჩეველთა ინფორმირება.

თანამშრომლობის ახალი პლატფორმების ფარგლებში მათთან ერთად არაერთხელ ვიმსჯელეთ საარჩევნო საკითხებზე და გავითვალისწინეთ რიგი მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციებისა.

იმისთვის, რომ ამომრჩევლებს მაღალ პროფესიულ დონეზე მომსახურებოდნენ, საკანონმდებლო სიახლეებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით რამდენიმე ეტაპიანი სწავლება გაიარეს შესაბამისი საარჩევნო კომისიების წევრებმა. დღეს ჩვენ ყველამ ერთად დავადასტურეთ რომ არჩევნები საერთო საქმეა და არსებობს ყველა წინაპირობა და მზადყოფნა 2024 წელს მოდერნიზებული და კარგად ადმინისტრირებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩასატარებლად.

ელექტრონული ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანმა გამოყენებამ მოგვცა საშუალება, დღეს, კენჭისყრის დასრულებიდან ერთ საათში, საზოგადოებას უკვე გავაცნოთ წინასწარი შედეგები იმ 103 საარჩევნო უბნის მონაცემების საფუძველზე, სადაც კენჭისყრა ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობდა.

ამ დროისთვის საარჩევნო უბნების საქმიანობა ჯერ კიდევ არაა დასრულებული, ვინაიდან აპარატების მიერ დათვლის გარდა, კომისიები დამატებით ხელით გადაითვლიან შედეგებს, რაც სანდოობის მნიშვნელოვანი მექანიზმია, ამის შემდეგ კი შედგება შემაჯამებელი ოქმები. ამჟამად სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს საარჩევნო უბნებზე. აქვე შეგახსენებთ, რომ შემაჯამებელი ოქმები პლანშეტების საშუალებით, საარჩევნო უბნებიდან პირდაპირ ცესკოში გადმოიგზავნება, რაც კიდევ უფრო შეამცირებს შედეგების დამუშავებისა და შემდგომი გამოქვეყნების დროს. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, როგორც მოდერნიზებულ, ისე ტრადიციულ საარჩევნო უბნებზე, ისინი უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს, რის შემდეგაც აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას, არჩევნებში მონაწილეობა სულ 43 330 ამომრჩეველმა მიიღო. მაღალი აქტივობა დაფიქსირდა გურჯაანში, სადაც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 35.24% მივიდა.

აღსანიშნავია, რომ არჩევნებზე დაკვირვების მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტრაცია გაიარა 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 16-მა და 23 ადგილობრივი ორგანიზაციის 426-მა დამკვირვებელმა, ასევე საარჩევნო სუბიექტების 178-მა წარმომადგენელმა. საარჩევნო პროცესის გაშუქების მიზნით კი აკრედიტაცია მედია ორგანიზაციების 158 წარმომადგენელმა გაიარა.

ახლა კი გაგაცნობთ 103 უბნის ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილ წინასწარ შედეგებს.

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგი შემდეგია:

№ 34 მამუკა ტუსკაძე (საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისათვის“) -1 344 ხმა

№ 41 გიორგი სოსიაშვილი (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“) -19 032 ხმა

რაც შეეხება გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნებს, აქ წინასწარი შედეგი შემდეგია:

№ 41 გიორგი მაჭავარიანი (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“) 14 450 ხმა

დასასრულს, მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრატორებს ყველა დონეზე, სწავლების ცენტრს, 24 საათიანი ძალისხმევისათვის, ეს ადამიანები ამ წუთებშიც აგრძელებენ საქმიანობას იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესები წარიმართოს მაღალ პროფესიულ დონეზე, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პარტნიორს, საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკს“, რომლის ტექნოლოგიური მხარდაჭერით შედგა დღევანდელი არჩევნები. ასევე კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას თითოეულ ამომრჩეველს და ჩართულ მხარეებს“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.