პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ავადდება ზოგი ბავშვი ვირუსებით ხშირად, ზოგი კი იშვიათად და რა აქვეითებს იმუნიტეტს წლების განმავლობაში - ექიმებმა ეს ფაქტი ახსნეს
რატომ ავადდება ზოგი ბავშვი ვირუსებით ხშირად, ზოგი კი იშვიათად და რა აქვეითებს იმუნიტეტს წლების განმავლობაში - ექიმებმა ეს ფაქტი ახსნეს

პა­ტა­რე­ბის ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბით ხში­რი ავა­დო­ბა მშობ­ლო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ეტა­პია. ათას­გვა­რი გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბი­სა, ხში­რად გა­უ­გე­ბა­რი რჩე­ბა, რა­ტომ ავა­დობს ვირუ­სე­ბით ბავ­შვთა ერთი ნა­წი­ლი ხში­რად, მე­ო­რე კი იშ­ვი­ა­თად. მეც­ნი­ე­რებ­მა, რო­გორც იქნა, გას­ცეს ამ კი­თხვას პა­სუ­ხი.

მეც­ნი­ე­რებ­მა გა­არ­კვი­ეს, რა გან­სა­ზღვრავს ვირუ­სე­ბით ავა­დო­ბის სიხ­ში­რეს ბავ­შვებ­ში.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, თუ ახალ­შო­ბი­ლი სი­ცო­ცხლის პირ­ველ დღე­ებ­ში ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ით და­ა­ვად­და, მო­მა­ვალ­ში ხში­რი გა­ცი­ე­ბე­ბის რის­კი გა­იზ­რდე­ბა.

რო­გორც წესი, ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი სი­ცო­ცხლის პირ­ველ დღე­ებ­ში და კვი­რებ­ში შე­უმ­ჩნე­ვე­ლი რჩე­ბა, ვი­ნა­ი­დან ახალ­შო­ბილს არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი არ უვი­თარ­დე­ბა. თუმ­ცა, ვირუ­სებ­თან ამ პირ­ველ შეხ­ვედ­რას ძა­ლი­ან გრძელ­ვა­დი­ა­ნი შე­დე­გე­ბი აქვს, რაც გარ­კვე­ულ­წი­ლად გავ­ლე­ნას ახ­დენს იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე და მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბის ჯგუ­ფებ­ზე, რომ­ლე­ბიც ბავ­შვის ნა­ზო­ფა­რინ­ქსში ბი­ნად­რო­ბენ -ასე­თია ედინ­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის და უტ­რეხ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის მკვლე­ვა­რე­ბის დას­კვნა. მათი ნაშ­რო­მი ჟურ­ნალ Nature Microbiology-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა.

მეც­ნი­ე­რებ­მა 114 ჯან­მრთე­ლი ბავ­შვის ცხვი­რი­დან ლორ­წო­ვა­ნი გა­მო­ნა­დე­ნის ნი­მუ­შე­ბის გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი ჩა­ა­ტა­რეს. ნი­მუ­შებს რე­გუ­ლა­რუ­ლად იღებ­დნენ ბავ­შვე­ბის და­ბა­დე­ბი­დან ერთ წლამ­დე.

აღ­მოჩ­ნდა, რომ იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­დე­საც ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია ცხვირ-ხა­ხის ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის უჯრე­დებ­ში სი­ცო­ცხლის პირ­ველ დღე­ებ­ში აღ­წევს (ახალ­შო­ბილ­თა იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მო­უმ­წი­ფებ­ლო­ბის გამო, ეს ჩვე­უ­ლებ­რივ ასიმპტო­მუ­რია), ინ­ტერ­ფე­რო­ნის გე­ნე­ბის პა­თო­ლო­გი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბა იწყე­ბა. ეს გე­ნე­ბი იმუ­ნუ­რი უჯრე­დე­ბის მიერ ინ­ტერ­ფე­რო­ნე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას არე­გუ­ლი­რებს - ცი­ლე­ბი­სას, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნიზ­მის ვირუ­სე­ბის­გან და­სა­ცა­ვად არის შექ­მნი­ლი.

იმის გამო, რომ ნა­ზო­ფა­რინ­ქსის ლორ­წო­ვან გარსში ინ­ტერ­ფე­რო­ნის გე­ნე­ბი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია, იქ ან­თე­ბის დონე მუდ­მი­ვად იზ­რდე­ბა, რაც ბავ­შვს უფრო მგრძნო­ბი­ა­რეს ხდის რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის მი­მართ. გარ­და ამი­სა, პირ­ვე­ლი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გავ­ლე­ნის გამო ნა­ზო­ფა­რინ­ქსის მიკ­რო­ბი­ო­მის შე­მად­გენ­ლო­ბაც იც­ვლე­ბა, რაც პო­ტენ­ცი­უ­რად სა­ში­ში მიკ­რო­ბე­ბის გამ­რავ­ლე­ბას იწ­ვევს. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ავტორი:

რატომ ავადდება ზოგი ბავშვი ვირუსებით ხშირად, ზოგი კი იშვიათად და რა აქვეითებს იმუნიტეტს წლების განმავლობაში - ექიმებმა ეს ფაქტი ახსნეს

რატომ ავადდება ზოგი ბავშვი ვირუსებით ხშირად, ზოგი კი იშვიათად და რა აქვეითებს იმუნიტეტს წლების განმავლობაში - ექიმებმა ეს ფაქტი ახსნეს

პატარების ვირუსული ინფექციებით ხშირი ავადობა მშობლობის ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპია. ათასგვარი გამაჯანსაღებელი საშუალებისა, ხშირად გაუგებარი რჩება, რატომ ავადობს ვირუსებით ბავშვთა ერთი ნაწილი ხშირად, მეორე კი იშვიათად. მეცნიერებმა, როგორც იქნა, გასცეს ამ კითხვას პასუხი.

მეცნიერებმა გაარკვიეს, რა განსაზღვრავს ვირუსებით ავადობის სიხშირეს ბავშვებში.

როგორც აღმოჩნდა, თუ ახალშობილი სიცოცხლის პირველ დღეებში ვირუსული ინფექციით დაავადდა, მომავალში ხშირი გაციებების რისკი გაიზრდება.

როგორც წესი, ვირუსული ინფექციები სიცოცხლის პირველ დღეებში და კვირებში შეუმჩნეველი რჩება, ვინაიდან ახალშობილს არანაირი სიმპტომი არ უვითარდება. თუმცა, ვირუსებთან ამ პირველ შეხვედრას ძალიან გრძელვადიანი შედეგები აქვს, რაც გარკვეულწილად გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე და მიკროორგანიზმების ჯგუფებზე, რომლებიც ბავშვის ნაზოფარინქსში ბინადრობენ -ასეთია ედინბურგის უნივერსიტეტის და უტრეხტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევარების დასკვნა. მათი ნაშრომი ჟურნალ Nature Microbiology-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა 114 ჯანმრთელი ბავშვის ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენის ნიმუშების გენეტიკური ანალიზი ჩაატარეს. ნიმუშებს რეგულარულად იღებდნენ ბავშვების დაბადებიდან ერთ წლამდე.

აღმოჩნდა, რომ იმ სიტუაციაში, როდესაც ვირუსული ინფექცია ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის უჯრედებში სიცოცხლის პირველ დღეებში აღწევს (ახალშობილთა იმუნური სისტემის მოუმწიფებლობის გამო, ეს ჩვეულებრივ ასიმპტომურია), ინტერფერონის გენების პათოლოგიური აქტივობა იწყება. ეს გენები იმუნური უჯრედების მიერ ინტერფერონების გამომუშავებას არეგულირებს - ცილებისას, რომლებიც ორგანიზმის ვირუსებისგან დასაცავად არის შექმნილი.

იმის გამო, რომ ნაზოფარინქსის ლორწოვან გარსში ინტერფერონის გენები ძალიან აქტიურია, იქ ანთების დონე მუდმივად იზრდება, რაც ბავშვს უფრო მგრძნობიარეს ხდის რესპირატორული ინფექციების მიმართ. გარდა ამისა, პირველი ვირუსული ინფექციის გავლენის გამო ნაზოფარინქსის მიკრობიომის შემადგენლობაც იცვლება, რაც პოტენციურად საშიში მიკრობების გამრავლებას იწვევს. განაგრძეთ კითხვა