პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
9-შვილიან ოჯახში დაბადებული, თავადაც მრავალშვილიანი მამა, რომელსაც 10-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ოჯახი დაენგრა... - ნაკლებად ცნობილი ამბები Imagine Dragons-ის სოლისტზე
9-შვილიან ოჯახში დაბადებული, თავადაც მრავალშვილიანი მამა, რომელსაც 10-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ოჯახი დაენგრა... - ნაკლებად ცნობილი ამბები  Imagine Dragons-ის სოლისტზე

Imagine Dragons-ის სო­ლისტს, მომ­ღე­რალს, სიმ­ღე­რე­ბის ავ­ტორს, პრო­დი­უ­სერს დენ რე­ი­ნოლდსს ალ­ბათ უკვე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო იც­ნობს, ვინც იყო მის კონ­ცერ­ტზე და ისიც, ვინც არ იყო. 36 წლის ვარ­სკვლავს და მის ჯგუფს უამ­რა­ვი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავს მთელ მსოფ­ლი­ო­ში. მო­დით, ცოტა უფრო ახ­ლოს გა­ვიც­ნოთ და გა­ვი­გოთ მისი ოჯა­ხუ­რი და პი­რა­დი ამ­ბე­ბი.

1987 წლის 14 ივ­ლისს და­ი­ბა­და ნე­ვა­და­ში, ლას-ვე­გას­ში. მეშ­ვი­დე ბავ­შვი იყო ცხრაშ­ვი­ლი­ან ოჯახ­ში. 6 წლი­დან უკ­რავ­და ფორ­ტე­პი­ა­ნო­სა და სხვა მუ­სი­კა­ლურ საკ­რა­ვებ­ზე, საკ­მა­ოდ ნი­ჭი­ე­რი იყო, თუმ­ცა მუ­სი­კო­სო­ბა­ზე არ ფიქ­რობ­და. დაზ­ვერ­ვის ფე­დე­რა­ლურ ბი­უ­რო­ში სამ­სა­ხურს გეგ­მავ­და და კო­ლე­ჯშიც კი ჩა­ა­ბა­რა. თუმ­ცა სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში, მე­გობ­რებ­თან ერ­თად - ენ­დრიუ ტოლ­მან­თან და ბრი­ტა­ნი ტოლ­მან­თან ერ­თად შექ­მნა მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფი. თა­ვი­დან ქა­ვე­რებს მღე­როდ­ნენ ბა­რებ­ში და წვე­უ­ლე­ბებ­ზე, მერე კი სა­კუ­თა­რი სიმ­ღე­რე­ბიც შექ­მნეს. მალე ჰობი უფრო დიდ რა­მე­ში გა­და­ი­ზარ­და, შე­მო­ერ­თეს სხვა წევ­რე­ბიც და სე­რი­ო­ზულ ჯგუ­ფად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ. დღეს "გრე­მის" მფლო­ბე­ლე­ბიც არი­ან, სა­უ­კე­თე­სო ალ­ბო­მის ტი­ტუ­ლი­საც და მსოფ­ლიო ტურ­ნე­ებ­საც ატა­რე­ბენ.

დენი მორ­მო­ნე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და და ახალ­გაზ­რდო­ბა­ში მორ­მონ­თა მი­სი­ა­შიც მსა­ხუ­რობ­და ორი წელი, მორ­მონ­თა სა­ხა­რე­ბას ავ­რცე­ლებ­და და ადა­მი­ა­ნებს ეხ­მა­რე­ბო­და. თუმ­ცა შემ­დგომ­ში სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და უფრო მე­ტიც, მორ­მონ­თა რე­ლი­გი­ურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ლგბტ თე­მის მი­მართ უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მის შემ­დგომ ცხოვ­რე­ბა­ზე აი­სა­ხა. აქ­ტი­უ­რად ემ­ხრო­ბა ლგბტ-მოძ­რა­ო­ბას, მო­ნა­წი­ლე­ობს საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტებ­ში. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
XDDIILL
8

ჩაცმული რო ემღერა არაა....

თამარი
14

რა ყველასათვის საყვარელი?! პირველად მესმის ამ ადამიანის სახელი და გვარი! 

ავტორი:

9-შვილიან ოჯახში დაბადებული, თავადაც მრავალშვილიანი მამა, რომელსაც 10-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ოჯახი დაენგრა... - ნაკლებად ცნობილი ამბები Imagine Dragons-ის სოლისტზე

9-შვილიან ოჯახში დაბადებული, თავადაც მრავალშვილიანი მამა, რომელსაც 10-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ოჯახი დაენგრა... - ნაკლებად ცნობილი ამბები  Imagine Dragons-ის სოლისტზე

Imagine Dragons-ის სოლისტს, მომღერალს, სიმღერების ავტორს, პროდიუსერს დენ რეინოლდსს ალბათ უკვე მთელი საქართველო იცნობს, ვინც იყო მის კონცერტზე და ისიც, ვინც არ იყო. 36 წლის ვარსკვლავს და მის ჯგუფს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს მთელ მსოფლიოში. მოდით, ცოტა უფრო ახლოს გავიცნოთ და გავიგოთ მისი ოჯახური და პირადი ამბები.

1987 წლის 14 ივლისს დაიბადა ნევადაში, ლას-ვეგასში. მეშვიდე ბავშვი იყო ცხრაშვილიან ოჯახში. 6 წლიდან უკრავდა ფორტეპიანოსა და სხვა მუსიკალურ საკრავებზე, საკმაოდ ნიჭიერი იყო, თუმცა მუსიკოსობაზე არ ფიქრობდა. დაზვერვის ფედერალურ ბიუროში სამსახურს გეგმავდა და კოლეჯშიც კი ჩააბარა. თუმცა სტუდენტობის წლებში, მეგობრებთან ერთად - ენდრიუ ტოლმანთან და ბრიტანი ტოლმანთან ერთად შექმნა მუსიკალური ჯგუფი. თავიდან ქავერებს მღეროდნენ ბარებში და წვეულებებზე, მერე კი საკუთარი სიმღერებიც შექმნეს. მალე ჰობი უფრო დიდ რამეში გადაიზარდა, შემოერთეს სხვა წევრებიც და სერიოზულ ჯგუფად ჩამოყალიბდნენ. დღეს "გრემის" მფლობელებიც არიან, საუკეთესო ალბომის ტიტულისაც და მსოფლიო ტურნეებსაც ატარებენ.

დენი მორმონების ოჯახში დაიბადა და ახალგაზრდობაში მორმონთა მისიაშიც მსახურობდა ორი წელი, მორმონთა სახარებას ავრცელებდა და ადამიანებს ეხმარებოდა. თუმცა შემდგომში სრულიად შეიცვალა შეხედულებები და უფრო მეტიც, მორმონთა რელიგიურ საზოგადოებაში ლგბტ თემის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მის შემდგომ ცხოვრებაზე აისახა. აქტიურად ემხრობა ლგბტ-მოძრაობას, მონაწილეობს საქველმოქმედო კონცერტებში. განაგრძეთ კითხვა