მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უსაფრთხოა თუ არა საქართველოში შავ ზღვაში ბანაობა და როგორია წყლის ხარისხი - გარემოს დაცვის სააგენტოს მორიგი მონიტორინგის შედეგებს ასაჯაროებს
უსაფრთხოა თუ არა საქართველოში შავ ზღვაში ბანაობა და როგორია წყლის ხარისხი - გარემოს დაცვის სააგენტოს მორიგი მონიტორინგის შედეგებს ასაჯაროებს

გა­რე­მოს დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­რიგ­მა მო­ნი­ტო­რინ­გმა აჩ­ვე­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, შავი ზღვის წყლის ხა­რის­ხი ნორ­მის ფარ­გლებ­შია.

"გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს გა­რე­მოს ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ 26 და 30 ივ­ლისს შავი ზღვის წყლის ხა­რის­ხის მო­რი­გი მო­ნი­ტო­რინ­გი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, შავი ზღვის წყლის ხა­რის­ხი ნორ­მის ფარ­გლებ­შია!

კვლე­ვე­ბი­სას გა­ნი­სა­ზღვრა ქი­მი­უ­რი პა­რა­მეტ­რე­ბი, მათ შო­რის, 13 მძი­მე მე­ტა­ლი, ნავ­თო­ბის ჯა­მუ­რი ნახ­შირ­წყალ­ბა­დე­ბი, 16 პო­ლი­ა­რო­მა­ტუ­ლი ნახ­შირ­წყალ­ბა­დი­სა და სხვა ფი­ზი­კურ-ქი­მი­უ­რი პა­რა­მეტ­რის კონ­ცენ­ტრა­ცია. გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო შავი ზღვის წყლის ხა­რის­ხის მო­ნი­ტო­რინგს 10 დღე­ში ერთხელ, 9 სად­გურ­ზე ახორ­ცი­ე­ლებ­და. 10 ივ­ლი­სი­დან სად­გუ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას და­ე­მა­ტა ანაკ­ლია-გან­მუ­ხუ­რის ტე­რი­ტო­რი­ის 3 წერ­ტი­ლი.

აღე­ბულ სინ­ჯებ­ში ისა­ზღვრე­ბა 59 პა­რა­მეტ­რის მნიშ­ვნე­ლო­ბე­ბი. სინ­ჯე­ბი სა­ა­ნა­ლი­ზოდ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის, წყლი­სა და ნი­ა­და­გის ანა­ლი­ზის აკ­რე­დი­ტი­რე­ბულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში იგ­ზავ­ნე­ბა, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია მა­ღა­ლი სი­ზუს­ტის მქო­ნე ანა­ლი­ტი­კუ­რი ხელ­სა­წყო­ე­ბით და სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს თა­ნა­მედ­რო­ვე მო­თხოვ­ნებ­სა და სტან­დარ­ტებს", - ნათ­ქვა­მია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
4

მეც დავუჯერე მაგ მონაცემებს. ურეკში წავედი და 3 დღის მერე საავადმყოფდან, ექიმიდან და აფთიაქიდან ვერ გამოვედი.

100%
12

"ბანაობენ" აბანოში, თვით ფუძეა ამის მანიშნებელი. ზღვაში კი, ან ცურავენ ან შედიან. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

უსაფრთხოა თუ არა საქართველოში შავ ზღვაში ბანაობა და როგორია წყლის ხარისხი - გარემოს დაცვის სააგენტოს მორიგი მონიტორინგის შედეგებს ასაჯაროებს

უსაფრთხოა თუ არა საქართველოში შავ ზღვაში ბანაობა და როგორია წყლის ხარისხი - გარემოს დაცვის სააგენტოს მორიგი მონიტორინგის შედეგებს ასაჯაროებს

გარემოს დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, მორიგმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ საქართველოში, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია.

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 26 და 30 ივლისს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი მონიტორინგი განახორციელა.

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია!

კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა. 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობას დაემატა ანაკლია-განმუხურის ტერიტორიის 3 წერტილი.

აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები. სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.